RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

სელინჯერის ახალი პორტრეტები

ჟურნალმა The New Yorker არაერთი გააკვირვა, გამოაქვეყნა რა ჯერომ სელინჯერის აქამდე უცნობი ფოტოები.

24 საათი 04.02.10

ჟურნალმა The New Yorker არაერთი გააკვირვა, გამოაქვეყნა რა ჯერომ სელინჯერის აქამდე უცნობი ფოტოები.

ფოტოები 1960 წელს არის გადაღებული. მათი მნიშვნელობა მაშინ ხდება გასაგები, თუკი კიდევ ერთხელ მოვიგონებთ იმას, რომ 1965 წლიდან გარდაცვალებამდე, ანუ 2010 წლის 27 იანვრამდე მწერალი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და ჟურნალისტებთან ყოველგვარ კავშირს გაურბოდა. ამიტომაც იყო, რომ სელინჯერის ხატებად 1951 წელს გადაღებული ოფიციალური ფოტოპორტრეტი გახდა და კიდევ ერთი, გვიანი, ოდნავ სასაცილო, - მუშტმოღერებული მწერალი შევერცხლილი თმით.

აქამდე უცნობი ფოტოები ჟურნალის რედაქციამ 91 წლის ჟურნალისტის, ლილიან როსსის არქივიდან ამოიღო. როსსი სწორედ The New Yorker-თან თანამშრომლობდა წლების განმავლობაში და საკუთარი იშვიათი "ქონება" სწორედ მშობლიურ ჟურნალს უსახსოვრა. რაც შეეხება ფოტოების წარმომავლობას, ლილიან როსსი თურმე წლების განმავლობაში მეგობრობდა სელინჯერთან. ფოტოებზე სელინჯერი შვილთან და თავად ჟურნალისტ ქალბატონთან ერთად ჩანს. ამას გარდა The New Yorker აქვეყნებს როსსის მოგონებებს სელინჯერზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1 თებერვალს სმიტსონიანის ინსტიტუტის მუზეუმთან არსებული პორტრეტის ეროვნულ მუზეუმში გამოფინეს რობერტ ვიკერის მიერ 1961 წელს შესრულებული ფერწერული სურათი - ჯერომ სელინჯერის პორტრეტი, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ჟურნალ Time- ის გარეკანისთვის შექმნა. პორტრეტის ფონად გამოყენებულია სელინჯერის ცნობილი რომანის "თამაში ჭვავის ყანაშის" მოტივები.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი