RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ფული და ხელოვნება - პატარა სენსაციები

ალბერტო ჯაკომეტის “მოსიარულე კაცი" 65 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

24 საათი 05.02.10

ალბერტო ჯაკომეტის “მოსიარულე კაცი" 65 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

უცხოური სააგენტოებისა და ყოველდღიური გაზეთების კულტურის გვერდები “აჭრელებულია" ინფორმაციით, რომელიც ლონდონის Sotheby’s აუქციონის სენსაციურ ლოტზე გვამცნობს.

რა არის ისეთი, რამაც საყოველთაო დაინტერესება და აჟიოტაჟი გამოიწვია? ალბერტო ჯაკომეტის (Alberto Giacometti) ბრინჯაოს ქანდაკება, სახელწოდებით “მოსიარულე კაცი I" (L’Homme Qui Marche I), რომელიც რეკორდულ თანხად - 65 მილიონ ფუნტ სტერლინგად (104 მილიონ დოლარზე მეტი) გაიყიდა. ის აუქციონებზე გაყიდულ ხელოვნების ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებულად აღიარეს.

ადამიანს, რომელმაც ჯაკომეტის მცირე პლასტიკის ნიმუში შეიძინა, მხოლოდ 8 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ მისი საწყისი თანხა, რომელიც 12 მილიონ ფუნტს შეადგენდა, 65 მილიონ ფუნტამდე აეწია და აუქციონის მთავარ ლოტს დაპატრონებოდა.

ცნობილია, რომ ნამუშევრის ბედი გადაწყვიტა ანონიმურმა ზარმა, რომლის შემდეგაც აუქციონის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ “მოსიარულე კაცი" Sotheby’s სახლისთვის რეკორდულ თანხად - 58 მილიონ ფუნტ სტერლინგად (92 მილიონი დოლარი) გაიყიდა, შვიდი მილიონი კი საკომისიო აღმოჩნდა.

ვინ არის ჯაკომეტი? ცნობილი შვეიცარიელი მოქანდაკე, რომელიც XX საუკუნის გენიალურ მხატვრად არის მიჩნეული, “მოსიარულე კაცი" კი მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ის 1961 წელს, ალბერტო ჯაკომეტის შემოქმედების პიკის დროს შეიქმნა. ავტორის ნამუშევრებიდან “მოსიარულე კაცი" ყველაზე მასიურია - მისი სიმაღლე 183 სანტიმეტრია.

აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ მასში 12-დან 18 მილიონ ფუნტამდე (19-29 მილიონი დოლარი) გადაიხდიდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ პირველივე წუთიდან გარიგებაში ერთდროულად 10 ადამიანი ჩაება და მათ ჯაკომეტის ნამუშევრისთვის ისეთი “ბრძოლა" გამოაცხადეს, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გაზეთ Art Newspaper-ის მთავარი რედაქტორი ჯორჯინა ადამი მომხდართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ჯაკომეტის რამდენიმე სკულპტურული ნამუშევარი აქვს შექმნილი და ისინი აუქციონებზე იშვიათად გამოაქვთო... “კოლექციონერი თუ ხვდება, რომ მას ცხოვრებაში ასეთი შანსი ნაკლებად მიეცემა, ის ყველაფერზე წამსვლელია და ფულსაც არ დაიშურებს. აი, ასე მოხდა ჯაკომეტის შემთხვევაშიც... აჟიოტაჟი გამოწვია იმან, რომ აუქციონის მონაწილეები მოხვდნენ: ან ახლა, ან - არასოდეს", - აღნიშნავს ადამი “ბი-ბი-სისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

Sotheby’s აუქციონის “რეკორდსმენთა" ჩამონათვალში მეორე ადგილი უჭირავს პაბლო პიკასოს ნამუშევარს, სახელწოდებით “ბიჭი ჩიბუხით" (და არა “ბიჭი საყვირით", როგორც ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს), რომელიც ნიუ-იორკში 104 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა Sotheby’s ორგანიზატორებისთვის ავსტრიელი მხატვრის და ავსტრიულ ფერწერაში მოდერნიზმის ფუძემდებლის, გუსტავ კლიმტის “ტაძარი კასონაში"^, რომელიც 12-18 მილიონის ნაცვლად 27 მილიონად შეიძინეს.

Sotheby’s აუქციონამდე ჩატარდა Christie’s აუქციონიც, რომელმაც Sotheby’s-სთან შედარებით “მოკრძალებულად" ჩაიარა. თუმცა, აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის.

ლონდონში ორგანიზებული Christie’s იმპრესიონიზმის, მოდერნიზმის და სიურეალიზმის ხელოვნების ნიმუშების აუქციონზე პაბლო პიკასოს ნამუშევარი “ქალის თავი (ჟაკლინი)" 8,1 მილიონ ფუნტად (13 მილიონ დოლარად) გაიყიდა. ეს თანხა მოსალოდნელზე ორჯერ მეტი აღმოჩნდა.

ამ ნახატის ისტორია ასეთია: მისი მეორე ცოლის პორტრეტი პიკასომ 1963 წელს შექმნა და შესრულებიდან ოთხი წლის შემდეგ უკვე კოლექციონერს ჩაუვარდა ხელში. აღსანიშნავია, რომ ეს ნამუშევარი აქამდე აუქციონზე არ გამოუტანიათ.

ვის ეკუთვნოდა “ქალის თავი"? ამ კითხვაზე პასუხი უცნობია. აუქციონის წარმომადგენლები არც ძველი მეპატრონეების ვინაობას ახმაურებენ და არც ახლის... თუმცა, სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პორტრეტი შეიძინა ერთ-ერთმა რუსმა, რომელიც აუქციონში ტელეფონის საშუალებით მონაწილეობდა.

Christie’s აუქციონის საერთო თანხამ 66, 7 მილიონი ფუნტი შეადგინა. წარმატებით გაყიდულ ნამუშევრებს შორის იყო: კესა ვან დონგენის “ბოშა" (1910-1911 წწ.), ანრი მატისის “შიშველი ქალი გადაჯვარედინებული ფეხებით" (1936 წ.), პიერ-ოგიუსტ რენუარის “ქალბატონი გრიმპელი თმაში წითელი ბაფთით" (1880 წ.) და ა.შ.

Christie’s აუქციონზე რეკორდებიც დამყარდა. აცხადებენ, რომ რუსი მხატვარ-ავანგარდისტის - ნატალია გონჩაროვას “ესპანელი" (1916 წ.) 6,3 მილიონ ფუნტად გაიყიდა და ამით ქალი მხატვრების ფერწერული ნამუშევრებისთვის გადახდილი თანხის მსოფლიო რეკორდიც მოიხსნა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი