RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
4 სექტემბერი, შაბათი 2010
თბილისი ... ...
რევიუ >>

"აეროსმიტი" ქალ ვოკალისტს ეძებს

სტივენ ტაილერი სასამართლოთი იმუქრება

24 საათი 08.02.10

სტივენ ტაილერი სასამართლოთი იმუქრება

2009 წლის ყველაზე ხმაურიანი როკსკანდალი უდავოდ სტივენ ტაილერის "აეროსმიტიდან" წასვლაა. უფრო სწორად, გაპარვა, გაუჩინარება და დეპრესიისთვის თავის მიცემა. ორიოდე კვირის წინ ჯგუფის ლიდერმა, ჯო პერიმ ახალი ვოკალისტის კასტინგიც გამოაცხადა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ არ არის გამორიცხული, ტაილერის ადგილი ქალმა მომღერალმა დაიკავოს.

ეს ხუმრობა ნამდვილად არაა, რადგან ამის შესახებ პერი ცნობილ როკჟურნალ Classic Rock-ს ესაუბრა. ინტერვიუში მუსიკოსი აცხადებს, რომ ასეთი მკვეთრი ცვლილება ჯგუფს ნამდვილად გამოაფხიზლებს: "დროა სტერეოტიპების ჩარჩოებიდან გამოვიდეთ და ახალი სისხლი მივიღოთ, მით უმეტეს, რომ წელს ჯგუფი 40 წლის ხდება, სიახლე კი ასეთ ასაკში განსაკუთრებით აუცილებელია. სხვათა შორის, ვიდრე "აეროსმიტში" მოვიდოდი, მანამდე არა ერთ ჯგუფთან დამიკრავს, სადაც ქალი ვოკალისტი ჰყავდათ. მათზე საკმაოდ კარში შთაბეჭდილება დამრჩა და ძალიან მინდა ეს ექსპერიმენტი "აეროსმიტსშიც" განვახორციელო. ასე რომ, ჯგუფის თაყვანისმცემლებს ვთხოვ, აქედანვე შეეგუონ, რომ შესაძლოა ვოკალისტად სუსტი სქესის წარმომადგენელი ავიყვანოთ".

ჯო პერიმ თითქმის ყველაფერი თქვა იმის გარდა, თუ ვის აქვს შანსი გახდეს "აეროსმიტის" ახალი წევრი. მას არც ის დაუკონკრეტებია ახალბედაზე შეაჩერებს არჩევანს თუ უკვე ცნობილ მომღერალს მოიწვევს. უცნობია კასტინგის ჩატარების თარიღიც, არადა ნამდვილად უნდა იჩქაროს, რადგან წელს "აეროსმიტი" 40 წლიან იუბილეს აღნიშნავს.

ცოტა ხნით ადრე მუსიკალურ ჟურნალებში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს პერი ჯგუფში პოლ როჯერსის მოწვევას აპირებდა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფ Bad Company-ის ყოფილი მომღერალი რამდენიმე წლის განამავლობაში Queen-თან თანამშრომლობდა და ერთობლივი ალბომიც გამოუშვეს. პერიმ ამ საკითხზეც მისცა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს წმინდა წყლის ჭორებია და რომ პოლ როჯერსის მოწვევაზე არასდროს უფიქრია. შესაძლოა, ეს ჭორი იმანაც წარმოშვა, რომ ჯო პერის ახალი ჯგუფი The Joe Perry Project აღორძინებული Bad Company-ის საზაფხულო ტურნეში მიიღებს მონაწილეობას. როჯერსის გარდა "აეროსმიტთან" დაკავშირებით პრესაში ლენი კრავიცისა და ბილი აიდოლის სახელებიც გამოჩდა, თუმცა მათი კანდიდატურები მალევე გაბათილდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტაილერმა ჯგუფი 2009 წლის ნოემბერში სრულიად მოულოდნელად, პრაქტიკულად სცენიდანვე მიატოვა. მის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი მუსიკოსის ბლოგზე გამოჩნდა ინფორმაცია სოლო კარიერის დაწყების შესახებ, რაც "აეროსმიტმა" მის ჯგუფიდან წასვლად მიიჩნია. გავიდა ცოტა ხანი და ტაილერმა კვლავ გამოთქვა ჯგუფში დაბრუნების სურვილი, თუმცა ამას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებდა, რაც სარეაბილიტაციო ცენტრში ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებისგან განიკურნებოდა. "აეროსმიტის" დანარჩენმა წევრებმა კი მისი ხუშტურების ატანა აღარ ისურვეს და კასტინგიც გამოაცხადეს. 1 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ტაილერის ადვოკატმა ჯგუფის წევრებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათი საქციელი დაგმო და სასამართლოთიც დაემუქრა. მოგვიანებით კი პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი კლიენტი ბრძოლას გააგრძელებდა და ჯგუფში ნებისმიერი საფასურის სანაცვლოდ დაბრუნდებოდა. მოკლედ, თუ მობრუნებას აპირებდა, რაღას მიდიოდა ნეტა...

ყველაზე პოპულარული
  1. ჭიდაობა >>

    aa
  2. ფეხბურთი >>

    aa
  3. ფეხბურთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი