RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

უფრო გამჭვირვალე, ვიდრე უწინ

2010 წლის "ახალი ქართული პიესის" კონკურსში გამარჯვებულებს მალე დააჯილდოებენ.

24 საათი 11.02.10

2010 წლის "ახალი ქართული პიესის" კონკურსში გამარჯვებულებს მალე დააჯილდოებენ.

ჟიურის წევრებმა საბოლოო არჩევანი 8 თებერვალს გააკეთეს კონკურსანტებზე, რომელთა პიესებიც საუკეთესოდ მიიჩნიეს.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მანანა ანთაძე "საუკეთესო თარგმანისა" და "ახალი ქართული პიესის" კონკურსებს 2006 წლიდან აწყობს. ამ უკანასკნელში გამარჯვებულებს მესამედ გამოავლენენ, მაგრამ რამდენად ობიექტურად?

აღნიშნული კონკურსის ორგანიზატორისა და მისი ნებით შერჩეული ჟიურის წევრების არჩევანს უკმაყოფილება არაერთხელ გამოუწვევია. ეს "უკმაყოფილება" მხოლოდ კონკურსანტებს რომ გამოეთქვათ, გადაწყვეტილებების არაობიექტურობაზე ნაკლებად ვისაუბრებდით. დაჯილდოების დღეს გამოცხადებული გამარჯვებულების დასახელებისას კითხვები ჟიურის წევრებსაც უჩნდებოდათ და იმასაც კი აღნიშნავდნენ, რომ პრემიები ასეთი თანმიმდევრობით არ უნდა გადანაწილებულიყო, ან საუკეთესოები სხვები იყვნენო... მანანა ანთაძეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებშიც "ადანაშაულებდნენ" და ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ 2006 წლიდან მოყოლებული არასოდეს არ ვიცოდით ჟიურის წევრთა ზუსტი რაოდენობა, რადგან თითოეული წევრი სხვადასხვა რიცხვს ასახელებდა და კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც საუკეთესო პიესები უნდა გამოევლინათ.

"ახალი ქართული პიესის" კონკურსის პირობის თანახმად, პიესა უნდა იყოს ახალი, გამოუქვეყნებელი და სცენაზე განუხორციელებლი. პირობა ორჯერ დაირღვა, მაგრამ კონკურსანტი ერთხელ "დაისაჯა". ლაშა ბუღაძის "ნაფტალინი" კონკურსიდან მოხსნენ, რადგან გამოქვეყნებული აღმოჩნდა, მაგრამ იგივეს გამო არაფერი უთხრეს ბასა ჯანიკაშვილს, რომლის პიესამაც, სახელწოდებით "მეტრო", პირველ კონკურსზე გაიმარჯვა.

ეს ფაქტებია, რომლებსაც კონკურსის ორგანიზატორები ვერ უარყოფენ. ვერც ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ "საუკეთესო თარგმანისა" და "ახალი ქართული პიესის" კონკურსების ორგანიზება აუცილებელია. დრამატურგებსა და მთარგმნელებს სჭირდებათ სტიმული იმისათვის, რომ ახალი ნამუშევრები შექმნან და მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, რომელთა ორგანიზატორებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებებიც ეჭვს არ იწვევს. ამ "ეჭვმა" ხელი არ შეუშალა ავტორებს უარი ეთქვათ მონაწილეობაზე კონკურსში, რომელშიც 76 განაცხადი შევიდა. ეს რიცხვი წინა წლებისას ორჯერ აღემატება.

წლევანდელი კონკურსის გამოცხადებისა და ორგანიზების პროცესს თვალს ვადევნებდით და ვიცით, რომ წინა კონკურსებისგან განსხვავებით წლევანდელი ბევრად გამორჩეულია. პირველი სიახლე დაკავშირებულია დაფინანსების საკითხთან, რომელიც აღნიშნული კონკურსის ისტორიაში პირველად მოაგვარა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ. ამ უწყების წარმომადგენელთაგან კონკურსის მუშაობით ჯერ მინისტრის მოადგილე, დავით ცხადაძე დაინტერესდა, რომელმაც მისი არსებობის შესახებ კინომსახიობთა თეატრში ზურაბ გეწაძის მმართველად დანიშვნის მიზეზით მისვლისას შეიტყო. ამის შემდეგ მანანა ანთაზე ნიკოლოზ რურუას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორთან - პოლ დაბლდეისთან ერთად შეხვდა და აუხსნა, რომ აღნიშნული კონკურსი ნაწილია პროექტისა, რომელსაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი ბრიტანეთის The Royal Court Theatre-სთან (სამეფო კარის თეატრი) ერთად ახორციელებს. აქვე გეტყვით, რომ პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია საქართველოში ბრიტანეთის თეატრის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ელიზ დოჯსონის (Elyse Dodgson) ვიზიტი და შეხვედრა ქართველ დრამატურგებთან, რომელთა პიესების ინგლისურად თარგმნაზეც ბრიტანული მხარე იზრუნებს. ამ შეთავაზებას სამინისტრო დათანხმდა, რამაც გავლენა საპრიზო ფონდზეც მოახდინა. 2010 წლის "ახალი ქართული პიესის" კონკურსში გამარჯვებულებს 3 000 (I ადგილი), 2 000 (II ადგილი) და 1 000 (III ადგილი) ლარი გადაეცემათ.

გასულ წლებთან შედარებით, წლევანდელი კონკურსი უფრო გამჭვირვალეა, ანუ არ მალავენ ჟიურის წევრთა არც ვინაობას და არც რაოდენობას. ფონდის საორგანიზაციო საქმეებში ჩართულმა მაია ოდიშარიამ გვითხრა, რომ პიესების შეფასებაში საბოლოოდ მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველა პიესა ქონდათ წაკითხული. ასეთები აღმოჩნდნენ: მაია ოდიშარია (პროფესიით თეატრმცოდნე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი), გოგი ყაჯრიშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი), ირინა ღოღობერიძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მთარგმნელი), გიორგი შალუტაშვილი (რეჟისორი), ირაკლი გოგია (რეჟისორი), თემურ კუპრავა (რეჟისორი), ლანა შენგელია (ჟურნალისტ-ფილოლოგი), ნიკა წულუკიძე (პროფესიით თეატრმცოდნე), გიორგი ხოსიტაშვილი (კომპოზიტორი, მომავალი რეჟისორი). 9 წევრიდან ორი - გიორგი ყაჯრიშვილი და ირინა ღოღობერიძე - კონკურსის ჟიურის უცვლელი წევრია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჟიურის წევრებს 76 პიესა უნდა წაეკითხათ. მათმა რაოდენობამ აიძულა წევრები ნამუშევრები ორ ეტაპად განეხილათ. ცნობილია, რომ 76-დან მეორე მხოლოდ 16 პიესა გამოარჩიეს და მეორე ეტაპზე გამარჯვებულები სწორედ 16-დან გამოავლინეს.

ვინ არიან გამარჯვებულები? ამას მოგვიანებით შევიტყობთ. ახლა მხოლოდ საერთო რაოდენობიდან გამორჩეული 16 ავტორი შემიძლია დაგისახელოთ. მათ შორის უმრავლესობა კონკურენტთა სიაში ყოველწლიურად მოიაზრება. ესენი არიან: თამარ ბართაია ("სათამაშო პისტოლეტი"), ლალი კეკელიძე ("კომედია ტრაგედიაზე"), ლაშა ბუღაძე ("პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა"), ბასა ჯანიკაშვილი ("ომობანა"), ირაკლი სამსონაძე ("კლინიკური ქორწინება"), გურამ ბათიაშვილი ("დღეს, როგორც გუშინ..."), თამაზ ექვთიმიშვილი ("პუანტები"), ლიკა მოლარიშვილი ("თავისუფლების შუა ღამე"), ბაჩო კვირტია ("შებინდებიდან გათენებამდე"), ფიქრია ყუშიტაშვილი ("მეორადი ზღაპრის მოყვარულთათვის"), დავით ალელიშვილი ("სხვაგან, სხვა დროს"), ვახტანგ ანდიაშვილი ("პენტერაფობია"), ლადო კილასონია ("ბანაჯუას კომბალი"), ანა მარი ("რა გქვია"), ნატო გაგნიძე ("და ის, ვინც გალხენდა") და ოთარ ქათამაძე ("აივანი"). ამ უკანასკნელმა ვიცით, რომ გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც რუსთაველის თეატრისა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" პროექტის, სახელწოდებით "ახალი ტალღა", ფარგლებში მოეწყო, მაგრამ "აივანი" არც გამოუქვეყნებიათ და არც დაუდგამთ.

76-დან მხოლოდ 16 პიესის შერჩევა იმის მანიშნებელია, რომ ავტორთა უმრავლესობამ კონკურსზე დაბალი ხარისხის პიესები წარმოადგინა, მაგრამ თექვსმეტივე პიესა თუ კარგია, მაშინ საქმე მძიმედ არ არის. კითხვაზე, რამდენად ობიექტურად აირჩიეს გამარჯვებულები, მაშინ გიპასუხებთ, როდესაც 16 ავტორის ნამუშევარს წავიკითხავ და საუკეთესო სამუელის ვინაობასაც გავიგებ. ჩემი არჩევანი კონკურსის ჟიურისას დაემთხვევა? ჯერ არ ვიცი.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი