RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

პური და სანახაობა "კოპალაში"

რუსთაველის პროსპექტიდან უცებ "ჰოპლა"'და გალერეა "კოპალაც" იქვეა...

24 საათი 01.03.10

რუსთაველის პროსპექტიდან უცებ "ჰოპლა"'და გალერეა "კოპალაც" იქვეა...

თებერვალის ერთ დღეს, გალერეისაკენ მიმავალ აღმართიან ქუჩას, ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის გამოფენის სანახავად ერთბაშად იმდენი ადამიანი მიუყვებოდა, რომ ძალაუნებურად "მოსახვევში გასწრება" მომინდა და მაინც ხალხით გავსებული გალერეის შესასვლელში მომიწია ყურყუტი.

დრო ტყუილად არ გამიცდენია. გამოფენის ერთბაშად ორი პლაკატის თვალიერება დავიწყე ყურადღებით. ერთ მათგანზე თავად გურამ წიბახაშვილი შევიცანი. სახეზე ლურჯი ლაქები წაეცხო და მელოტ თავზე რუხი პურის კარგა მოზრდილი ნაჭერი ედო. აგაშენა ღმერთმა, ამ იმიჯით მაინცდამაინც გამოფენის კონცეფცია თუ არა, სამაგიეროდ მუქთა "პურისა და სანახაობის" ძველრომაული მესიჯი ხომ გამოვიცანი? კრიტიკული პათოსის შესანარჩუნებლად ბარემ აქვე დავსძენ, რომ ბოლო დროის ქართული არტ-ივენთები და პრეზენტაციები "პურ-მარილით" ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ამ მხრივ გურამ წიბახაშვილის გამოფენა სასიამოვნო გამონაკლისად ჩავთვალე და ახლა მომდევნო პლაკატზე გადავიტანე ყურადღება.

"პირი ქვისკენ მაქვს" და ამ პლაკატიდან უზარმაზარი, პირდაფჩენილი მაიმუნი "გვეჯღანებოდა". გონება გავააქტიურე და ვცდილობდი ფოტოგრაფის ეს მინიშნება უბრალო "მაიმუნობაში" არ გამეტარებინა და უფრო ღრმა საფუძვლებისათვის მიმეგნო. მაგრამ, უშველა მხატვარ ნიკო ცეცხლაძეს ღმერთმა, ჩემდა ბედად იქვე მდგარიყო და დროზე გამომაფხიზლა, თორემ სადღაც დარვინამდე ვაპირებდი უკვე ჩაძიებას. გულწრფელი რჩევა მომცა: თავი დაანებე, ჯობია თოვლს უყურო, ნახე რა ლამაზად თოვსო.

თოვლი "თავზესაყრელად " იყო და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. სამაგიეროდ, მაიმუნის სურათზე მიჯაჭვულობისგან გავთავისუფლდი და გალერეაში შევედი.

გალერეა ფოტოაპარატების ისეთი ჩხაკაჩხუკით შემეგება, რომ იატაკზეც კი დავიხედე, ვიფიქრე, ვარსკვლავებიან წითელ ხალიჩაზე ხომ არ მივაბიჯებ-მეთქი. კინაღამ თავი მავან ჰოლივუდელ მსახიობად წარმოვიდგინე. სიმართლე გითხრათ ნამდვილი ადამიანური სახეები მოგენატრებოდათ. ყველა მხრიდან ფოტოაპარატი იჭყიტებოდა. იღებდნენ და იღებდნენ. არც გაემტყუნებოდათ, ცნობილი ფოტოგრაფის გამოფენაზე იყვნენ და შემთხვევით კადრებთან ერთად, ცოტა წიბახაშვილის "მადლის" წაღებაც უნდოდათ.

ასეთი აურზაურის გადამკიდეს მეჩვენებოდა, რომ ზოგიერთ ნამუშევარს ნაწილობრივ ვხედავდი. თუმცა, როცა ფოტომდე გაჭირვებით მივაღწევდი აღმოჩდებოდა, რომ მართლაც ნაწილი იყო და მეტი არც არაფერი. მაგალითად ილია ჭავჭავაძის სახე ყველა ჩვენგანისათვის კარგად ცნობილია. მაგრამ წიბახაშვილი ამ ადამიანის პორტრეტულ გამოსახულებას მხოლოდ ნიკაპითა და ბოლომდე შეკრული პიჯაკის ჩვენებით შემოფარგლავს. (ნეტა საერთოდ ილია იყო თუ არა?)

ნაწილისა და მთელის ურთიერთმიმართება სხვა ნამუშევრებში კიდევ უფრო გაღრმავებული და აბსურდამდე იყო მიყვანილი. ამ მხრივ საყურადღებო იყო ფოტოტრილოგია შიშველი ქალის გამოსახულებით. შიშველი რომ იყო ამაზე მსჯელობა ძუძუს მკვეთრი გამოსახულებიდან შეიძლებოდა, თორემ სხეულის სხვა ნაწილები გაურკვეველი წარმოშობის დეტალებით იყო დაფარული და შიგადაშიგ ფოტოშოფში "გაიმასქნებული" ეფექტებიც ეტყობოდა. იგივე გამოსახულება, ოღონდ სხეულის (თუ სხეულების) სხვა ნაწილებზე კონცენტრაციით, მეორდებოდა ტრილოგიის მომდევნო ფოტოებზეც. თუმცა, ძუძუ ყველგან საცნაური იყო და დაშლასა და დანაწევრებას არ ექვემდებარებოდა.

ნაწილისა და მთელის გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი ზოგიერთი ნამუშევარი პირობითად "გაორების" ან "განმეორების" ნიშნით შეიძლება გამოგვეყო. ვენერა მილოსელი ხომ ვიცით? ჰოდა, გურამ წიბახაშვილთან ვენერა მილიოსელის საყოველთაოდ ცნობილ სკულპტურასთან ერთად კიდევ ერთი ვენერაც არსებობს: "საოჯახო ალბომში ნაპოვნი ფოტოებიდან". ოღონდ იმ განსხვავებით, რომ "ნაპოვნ" ფოტოზე კარგა ჩასუქებული "ვენერა" ბიუსჰალტერითა და ტრუსებით იყო წარმოდგენილი. მერე რა, რომ დრონი და მოდა მეფობენ, ჭეშმარიტი ვენერას შეცნობა საცვლებშიც კარგად შეიძლება.

ბელგიელი სიურეალისტი მხატვრის რენე მაგრიტისადმი წიბახაშვილის დამოკიდებულება, როგორც ფავორიტი შემოქმედისადმი აშკარაა. მაგრიტის თემაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს გალერეის ერთი კედელი მთლიანად ჰქონდა დათმობილი. რაც შეეხება მაგრიტის ერთი სურათის წიბახაშვილისეულ ფოტო-ინტერპრეტაციას, ის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო გამოფენაზე.

თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში კონცეპტუალიზმის დამამკვიდრებლად 80-იანი წლების მხატვართა თაობა ითვლება. გურამ წიბახაშვილი ამ თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. 12 თებერვლის გამოფენის ზოგიერთ ნამუშევარში "კონცეპტუალური ესთეტიკა" თუ ნაწილობრივ იგრძნობოდა, "ქართული ფილმის" თემაზე წარმოდგენილი ოთხი ფოტო მთლიანად კონცეპტუალიზმის პრინციპით იყო აგებული. "ქართული ფილმის" სავალალო მდგომარეობა ბანალური კრიმინალურ-ეროტიკული სიუჟეტითა და ერთფეროვანი რელიგიურ-პოლიტიკური "დასასრულით" იყო ნაჩვენები.

მოკლედ, სანახაობით გული რომ ვიჯერე "პურის გატეხვის" დროც მოსულიყო. "ტრაპეზი" სადღაც გალერეის კუთხეში მომიწია და გასვლა რომ დავაპირე დაბრკოლებას წავაწყდი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უბრალოდ, ფოტო და ვიდეოაპარატების "კორდონის" გარღვევა ძალიან დამეზარა. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, დამეჯერებინა ნიკო ცეცხლაძისათვის და გამოფენაზე ასე "ღრმად" არ შემეტოპა-მეთქი.

გარეთ კი მართლა ისე ლამაზად თოვდა, რომ ყურებად ნამდვილად ღირდა.

ედიშერ ბერაძე

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი