RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

უსხეულო სხეული N1

შეხედავ და თითქოს არც არაფერი.

24 საათი 01.03.10

შეხედავ და თითქოს არც არაფერი.

ერთი ხმელი და თითქმის უსხეულო სხეული. ნომერიც კი აქვს “მოსიარულე ადამიანი I”, მაგრამ ის განსაკუთებულია არაერთი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ პირველია, მეორეც იმიტომ, რომ ავტორია ჯაკომეტი, - უკვე ლეგენდა ადამიანი...

ამ უსხეულო სხეულმა 3 თებერვალს ახალი თამასა დაუსახა არტბაზარს. ალბერტო ჯაკომეტიმ მისი წყალობით პიკასოს გაასწრო. პაბლოს, რომლის “ბიჭი საყვირით” 104,2 მილიონ დოლარად გახდათ გაყიდული. აქამდე ეს იყო უძლეველი მწვერვალი, მაგრამ აქამდე... აუქციონზე, რომელიც ლონდონში შედგა, ჯაკომეტის ქანდაკება 65 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამ თანხის ზუსტი ეკვივალენტი დოლარებში არის 103,4 მილიონი, თუმცა მას შემდეგ რაც სოთბის ხელმძღვანელობამ გაამჟრავნა, რომ მყიდველმა თანხა განსაზღვრა HSBC ბანკის კურსით, ის რეკორდული აღმოჩნდა.

მაგრამ მხოლოდ ღირებულება როდი ყოფილა ამ ისტორიის გარშემო მითქმა-მოთქმის მიზეზი. საზოგადოებას აინტერესებდა თუ ვინ იყო ეს ადამიანი. ადამიანი, რომელმაც საოცრება ჩაიდინა, მაგრამ არავინ გასცა მისი ვინაობა. ძიება რომელიც თებერვლის დასაწყისში დაიწყო, თითქოს დღეს გარკვეულ კვალს დაადგა და დასავლური პრესაც ისევ აჭრელდა ამ უსხეულო არსების ფოტოებით.

ერთდროულად ორმა არტდილერმა, რომელთა ვინაობა ასევე უცნობია, ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს გაანდეს ჯაკომეტის ქმნილების მყიდველის გვარი. მათი ინფორმაციის თანახმად, ის შეიძინა ლილი საფრა იყოს, ბრაზილიელი ბანკირის, ედმონდ საფრას ქვრივი. თუმცა, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებას ბოლომდე ვერავინ ბედავს. ლილი საფრას წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ისინი არასდროს პასუხობენ ამ ტიპის კითხვებს, თუმცა ეს პასუხი აშკარად არ არის უარყოფა... ცნობილია, რომ საფრას მანამდე არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი შეეძინა “მოსიარულე ადამიანი”, მაგრამ მოლაპარაკებები აქამდე წარმატებით ვერ სრულდებოდა.

ლილი საფრა აქამდე ცნობილი გახლდათ როგორც ქველმოქმედი. მისი საქველმოქმედო ფონდი მისი მეუღლის სახელობისაა. ეს უკანასკნელი 1999 წელს გარდაიცვალა. Forbes -ის თანახმად საფრას ქონება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი