RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

45_წამიანი მადლობა

"მას გენიტალიები არ აქვს და ხელში მახვილი უჭირავს"

24 საათი 01.03.10

"მას გენიტალიები არ აქვს და ხელში მახვილი უჭირავს"

7 მარტს დაგეგმილი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალისთვის მზადება ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის: წითელი ხალიჩა გაწმენდილია, "ოსკარის" გიგანტური ოქროსფერი ქანდაკებები გაპრიალებული, ვარსკვლავები დიზაინერებთან მოსინჯვაზე დადიან, ცერემონიალის პროდიუსერები კი ტელეტრანსლაციის ხარისხზე ზრუნავენ. როგორც იცით, დაჯილდოების ცერემონიალს პირდაპირ ეთერში გადმოსცემენ, ამიტომ ყველაფერი წამებსა და მილიმეტრებში უნდა იყოს გათვლილი. იმისთვის, რომ სანახაობა მოსაბეზრებელი არ გამოვიდეს, ნომინაციების გამარჯვებულებს სამადლობელო სიტყვის 45 წამამდე შემცირება მოსთხოვეს.

ამიერიდან ახალი წესი ოფიციალურად დამკვიდრდება, ყველა ნომინირებულს კი ორი ტექსტის მომზადება მოსთხოვეს. პირველს ანუ 45 წამიან ტექსტს ისინი სცენიდან წაიკითხავენ, ხოლო მადლობების გაცილებით ვრცელი სიის ჩაკითხვა უკვე კულისებში, ტელერეპორტიორების წინ შეეძლებათ. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება შოუს პროდიუსერებმა, ბილ მექანიკმა და ადამ შენკმანმა რამდენიმე დღის წინ ბევერლი ჰილსის ერთ-ერთ სასტუმროში გამართულ ტრადიციულ საქველმოქმედო საღამოზე გააკეთეს. მათ აქვე ახსნეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზეზიც - ბოლო რამდენიმე წელია "ოსკარის" ღამის ტელემაყურებელთა რიცხვმა იკლო, შოუმ რეიტინგი დაკარგა, რადგან ეკრანზე სანახაობაზე მეტს ლაპარაკს ხედავენ და ისმენენ. მათ აქვე გააკეთეს ორივე მადლობის ტექსტის ნიმუშის დემონსტრირება და დაამატეს, რომ კულისებში ჩაწერილი "მადლობების" გამოყენება ნებისმიერი დანიშნულებით შეუძლიათ - მაგალითად, საკუთარ ბლოგებზე გამოაქვეყნონ ან სულაც ქუჩის ბილბორდებზე გამოაკრან.

ახლა კი ყველაზე ცნობილ და დასამახსოვრებელ სამადლობელ სიტყვებს და "ოსკართან" დაკავშირებულ სხვა გამონათქვამებს გაგაცნობთ. ყველაზე ცნობილი ცხადია 1931 წელს ამერიკის კინოაკადემიის ბიბლიოთეკარის, მარგარეტ ჰერიკის ნათქვამი ფრაზაა: "ეს ქანდაკება ზუსტად ბიძაჩემ ოსკარივით გამოიყურება". შესაძლოა ეს მხოლოდ ლეგენდაა, თუმცა ფაქტია, რომ მას შემდეგ მოოქროვილ ქანდაკებას "ოსკარი" ჰქვია. ახლა კი დაჯილდოებულთა ფრაზებს გადავხედოთ:

"ბავშვივით ბედნიერი ვარ და თავს სულელურად ვგრძნობ იმის გამო, რომ სწორედ მე ამირჩიეთ", - კლარკ გეიბლი ("ეს მოხდა ერთ ღამეს", 1935)

"კინობიზნესში 16 წელი გავატარე და ზოგჯერ მინატრია კიდეც მსგავსი რამის მოგება. იმასაც ვფიქრობდი, რომ მაგარ სამადლობელო სიტყვას ვიტყოდი, მაგრამ ახლა გაჩუმებას ვამჯობინებ", - ჰარი კუპერი ("სერჟანტი იორკი", 1942)

"არავისთვის მადლობის თქმას არ ვაპირებ, უბრალოდ ვიცი, რომ ამას ვიმსახურებ", - ჰამფრი ბოგარტი ("აფრიკელი დედოფალი", 1952)

"ისე ვღელავ, პირველად ვინანე, რომ არც ვეწევი და არც ვსვამ", - გრეის კელი ("სოფლელი გოგონა", 1955)

"იმედია, ეს ხუმრობა არაა, რადგან უკან დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ", - იულ ბრინერი ("მეფე და მე", 1957)

"ეს შუაზე უნდა გავხერხო და ჩემს მსახიობებს, ჯეკ ლემონს და შირლი მაკლეინს გავუნაწილო", - ბილი უაილდერი ("ბინა", 1961)

"ოჰო, რა მძიმეა!" - ესთელ პარსონსი ("ბონი და კლაიდი", 1968)

"გამარჯობა, ლამაზო", - ბარბრა სტრეიზანდი ("სასაცილო გოგონა", 1969)

"ვფიქრობ, ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ აკადემიაში იმდენივე გიჟია, რამდენიც საგიჟეთებში", - ჯეკ ნიკოლსონი ("ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", 1975)

"მთელი მსოფლიოს როკებო, მე თქვენ მიყვარხართ!" - სილვესტერ სტალონე ("როკი", 1977)

"მას გენიტალიები არ აქვს და ხელში მახვილი უჭირავს", - დასტინ ჰოფმანი ("კრამერი კრამერის წინააღმდეგ", 1980)

"მე თქვენ მოგწონვართ! მე თქვენ მართლა მოგწონვართ!!!", - სალი ფილდი ("ადგილი გულში", 1985)

"მე მქვია კონერი, შონ კონერი", - შონ კონერი ("ხელშეუხებელნი", 1988)

"ჩვენ ყველას ცოტა აუტიზმი გვჭირს", - დასტინ ჰოფმანი ("წვიმის კაცი", 1989)

"ამ საღამოს არასდროს დავივიწყებ, არ დაივიწყებენ ჩემი თანაკლასელებიც", - კევინ კოსტნერი ("ცეკვა მგლებთან", 1990)

"როცა "ოსკარს" ვიღებ, სულ მეღიმება, რა სულელური ჩვევაა", - ჯოდი ფოსტერი ("კრავთა დუმილი", 1992)

"შეწყვიტე ტირილი, ჯულიეტა", - ფედერიკო ფელინი (საპატიო "ოსკარის" მიღებისას, 1993)

"ჯილდოს იმ ექვს მილიონ ადამიანს ვუძღვნი, ვინც ამ ყველაფერს ვერასდროს ნახავს", - სტივენ სპილბერგი ("შინდლერის სია", 1994)

"ვერ ვიგებ, ეს რატომ მომცეს. მე ხომ არაფერი დამიშავებია!", - ჯულიეტ ბინოში ("ინგლისელი პაციენტი", 1997)

"მადლობას ვუხდი ითან კოენს, რომელმაც მსახიობად მაქცია, მის ძმა ჯოელ კოენს, რომელმაც ქალად მაქცია და ჩემ შვილ პედროს, რომელმაც დედად მაქცია", - ფრენსის მაკდორმანდი ("ფარგო", 1997)

"მე სამყაროს მეფე ვარ!" - ჯეიმს კამერონი ("ტიტანიკი", 1998)

"ვინც ცხოვრებაში შემხვედრია, ყველას მადლობელი ვარ", - კიმ ბესინჯერი ("ლოს ანჯელესის საიდუმლოება", 1998)

"ასეთი პატარა როლისთვის ქანდაკების მცირე ნაწილიც საკმარისი იქნებოდა", - ჯუდი დენჩი ("შეყვარებული შექსპირი", 1999)

"იცით რა, ეს მართლაც ძალიან მინდოდა!", - სტივენ სპილბერგი ("რიგითი რაიანის გადასარჩენად", 1999)

"გრცხვენოდეთ, მისტერ ბუშ! გრცხვენოდეთ!", - მაიკლ მური ("ბოულინგი კოლუმბინასთვის", 2003)

"არ ვიცი, რა გავაკეთე, რომ ეს დამემსახურებინა. მე ხომ უბრალო გოგონა ვარ ტრეილერიდან, რომელსაც მხოლოდ ოცნება ჰქონდა", - ჰილარი სუონკი ("გოგონა მილიონ დოლარად", 2005)

"დღეიდან "ოსკარის" ლაურეატად" მომიხსენიებენ. "მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცი 1997" ისტორიას ჩაბარდა", - ჯორჯ კლუნი ("სირიანა", 2006)

"გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ! რიკ, გმადლობ. ყველას გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ. გთხოვთ, გთხოვთ. გმადლობთ. შეამოწმეთ რა, კონვერტში მართლა ჩემი გვარი წერია? - მარტინ სკორსეზე (“განდევნილები”, 2007)

"ბავშვობაში ბოთლს ვიღებდი და წარმოვიდგენდი, რომ "ოსკარი" გადმომცეს. დღეს ეს ნამდვილად მოხდა!" - კეიტ უინსლეტი ("მკითხველი", 2009)

P.S. "ოსკართან" დაკავშირებული ყველაზე ცნობილი სიტყვები კი ასე ჟღერს: "მე მქვია საჩინი პატარა ბუმბული და აქ მარლონ ბრანდოს წარმოვადგენ. მან მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა, რომ სამწუხაროდ ჯილდოს ვერ მიიღებს და ამის მიზეზი თანამედროვე კინოინდუსტრიის ამერიკელი ინდიელების მიმართ დამოკიდებულებაშია". ეს 1973 წელს ხდებოდა, როდესაც მარლონ ბრანდომ "ნათლიაში" შესრულებული როლისთვის მინიჭებულ ჯილდოზე უარი განაცხადა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი