გამოცდების ეროვნული ცენტრი ქუთაისში პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ატარებს.
24 საათი 01.03.10
გამოცდების ეროვნული ცენტრი ქუთაისში პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ატარებს.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდება. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ცენტრის ექსპერტებმა ორი წლის წინ დაიწყეს სასერტიფიკაციო გამოცდების ფორმატსა და შინაარსზე მუშაობა.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. ამასთან, პირველ ეტაპზე სასერტიფიკაციო გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენებისა და მათემატიკის პედაგოგები ჩააბარებენ.
სასერტიფიკაციო გამოცდების გენერალურ რეპეტიციაში მონაწილეობას უცხოური ენების, ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის 1500-მდე პედაგოგი მიიღებს. მასში ჩრთულნი არიან არა მხოლოდ იმერეთის რეგიონის, არამედ გურიის, სამეგრელოსა და აჭარის სკოლების პედაგოგები.
გენერალური რეპეტიცია ერთდროულად 4 ცენტრში ტარდება და გამოიცდება არა მხოლოდ ტესტური დავალებები, არამედ საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების მექანიზმები და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.