RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

სტრიპის განუმეორებელი ხელწერა

ხასიათები და გარემო იცვლება, მაგრამ სტრიპისეულად.

24 საათი 02.03.10

მერილ სტრიპი ჯულია ჩაილდის, ზემოთ, და დაიკო ალოიზიუსის როლში -
მერილ სტრიპი ჯულია ჩაილდის, ზემოთ, და დაიკო ალოიზიუსის როლში - "ეჭვი".

ხასიათები და გარემო იცვლება, მაგრამ სტრიპისეულად.

2 თებერვალს მერილ სტრიპის მე-16 ოსკარზე დასახელება ფილმში "ჯული და ჯულია" ნათამაშევი ქალის საუკეთესო როლისათვის ძალიან დამსახურებულიც ჩანდა და, ცოტა არ იყოს, მეტისმეტიც. რა თქმა უნდა დაასახელებდნენ! აბა, რას იზამდნენ!?

ალბათ, დიდად გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სეზონი ისე არ გადის, ქალბატონი სტრიპი ჯილდოზე არ წარადგინონ. 1979 წელს ის "ირმებზე მონადირეში" საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის დაასახელეს და მას შემდეგ ლამის ყოველ მეორე სეზონში ამა თუ იმ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ხსენებულ კატეგორიაში მან ოსკარი 1980 წელს მიიღო ფილმისთვის "კრამერი კრამერის წინააღმდეგ", 2003 წელს კი ამავე ნომინაციაში კიდევ ერთხელ წარადგინეს ფილმისთვის "ადაპტაცია".

ეს სამი ნომინაცია არაფერია ქალის საუკეთესო როლისთვის 13 ნომინაციასთან შედარებით, რომელთა შორის მან უკვე მეორე ცდაზე, 1983 წელს მიიღო ოსკარი როლისათვის ფილმში "სოფის არჩევანი".

მას შემდეგ 25 წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ ქალბატონ სტრიპს მესამე პრიზის მიღება შეაგვიანდა. მისი ბოლო დაჯილდოების შემდეგ ოსკარი გუინეთ პელტროუმ, ჰილარი სუონკმა (ორჯერ) და ბევრმა სხვა ახალგაზრდა მსახიობმა მიიღო, ამასობაში კი 60 წლის ქალბატონი სტრიპი დაჯილდოების ცერემონიებს მოთმინებით და რეგულარულად ესწრებოდა.

ძალიან აღიარებული მსახიობია ქალბატონი სტრიპი თუ არც ისე? პასუხის რაოდენობრივ მაჩვენებლებში გადაყვანა უკვე აქსიომად ქცეული დასკვნის ფსევდომეცნიერული მონაცემებით საზეიმო გამყარებას დაემსგავსებოდა: მერილ სტრიპი საუკეთესო მსახიობი ქალია მსოფლიოში.

ამასთან, უდავოა, რომ ის კინოვარსკვლავიც არის, თანაც უკვე 30 წელიწადია გამოჩენილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი. ამასთან, ბოლო რამდენიმე წელია ის განმსაზღვრელ როლს თამაშობს ფილმების ფინანსურ წარმატებაშიც. ფილმები "ეშმაკს აცვია “პრადა ", Mamma Mia!, "ჯული და ჯულია" და "მარტივი სირთულეები" ჰიტებად იქცა და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მისი მონაწილეობა ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო.

მის შემოქმედებას თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ შესრულების მანერა განუხრელად რბილდებოდა, თუმცა პროფესიონალიზმის დონე არ შემცირებულა. ფილმები, რომლებმაც ქალბატონ სტრიპს უზარმაზარი საეკრანო ავტორიტეტი შეუქმნა, მძიმე თემებზე მუქი დრამატული განწყობითაა გადაღებული: ვიეტნამი, განქორწინება, ჰოლოკოსტი, დაკარგული ბავშვები, ბირთვული საფრთხე. მისი ფილმოგრაფია 80-იან წლებში კინემატოგრაფის გულწრფელი და სერიოზული ამბიციის ანთოლოგიაა.

ქალბატონი სტრიპი, რომელიც როლის შესრულებისას ყოველ ნიუანსს სერიოზულად და სკრუპულოზური ყურადღებით ეკიდება და ყოველ მოძრაობას ოსტატურად და ხარისხიანად ასრულებს, არა მხოლოდ 80-იანი წლების მრავალი ოსკაროსანი ფილმის ვარსკვლავი იყო, არამედ ამ ფილმების ესთეტიკის ყველაზე ცნობადი განსახიერებაც.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი როლები ერთმანეთის მსგავსი იყო. პირიქით, იმ წლებში მისთვის სწორედ ქამელეონივით ცვალებადობა იყო დამახასიათებელი. დიდი ოსტატობით განსახიერებული მისი პერსონაჟები წარმოშობით საოცრად განსხვავებული ქვეყნებიდან და რეგიონებიდან არიან, მათ შორის დასავლეთ პენსილვანიიდან - "ირმებზე მონადირე", ოკლაჰომადან - "სილკვუდი", პოლონეთიდან - "სოფის არჩევანი", ავსტრალიიდან "ყვირილი წყვდიადში", კენიიდან და დანიიდან - "მოგონებები აფრიკაზე".

ამასთან, იცვლებოდა მისი ტემპერამენტი, გარეგნობა და ხმაც კი. ის ხან იდუმალებით მოცული იყო, ხან მკაცრი, ხან შეურაცხყოფილი, ხან მამაცი, ხან გრაციოზული, ხანაც არისტოკრატული.

არ იქნება მართალი, თუ ვიტყვით, რომ თვით მსახიობის პიროვნება ამ როლებში გაითქვიფა. პირიქით, ამ სრულიად განსხვავებული პერსონაჟების თავისებურებები მან საკუთარი პიროვნების არსობრივი თვისებების გამოსამჟღავნებლად გამოიყენა და იმ სახით წარმოგვიდგა, რომლის სიტყვით აღწერა შეუძლებელია, თუმცა არასოდეს არაფერში შეგეშლება.

ამ მრავალფეროვნებას უარყოფითად იშვიათად თუ ვინმე აფასებს. კრიტიკულად განწყობილთაგან ერთ-ერთია პოლინ კეილი, რომელიც "სოფის არჩევანის" შესახებ წერდა, რომ ქალბატონი სტრიპი მეტისმეტად აკონტროლებს და მართავს ყველაფერს, რათა სრული და უშუალო ჰუმანურობით აღსავსე პერსონაჟები შექმნას.

"ალბათ, ცდილობს გულწრფელი მსახიობი იყოს”, - ამტკიცებდა ქალბატონი კეილი, - “და შესრულების მისეულ კონცეფციაში უყურადღებოდ არაფერს ტოვებს".

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს საფუძვლიანი მიდგომა ხშირად დადებით როლს ასრულებს და ბუნდოვანი ჩანაფიქრისა და არათანაბრად გაკეთებულ ფილმებში (მაგალითად, "სოფის არჩევანი" და "მოგონებები აფრიკაზე") წესრიგი და სიცხადე შეაქვს.

ქალბატონი კეილი მართალია. მან ინტუიციით მიაგნო ქალბატონი სტრიპის თამაშის უმთავრეს წინასწარ შემუშავებულ ელემენტს. ეს რეალიზმის განზომილების ზრდა კი არ არის, არამედ სიცხადე, რაც პერსონაჟებს საინტერესოს ხდიდა მაშინაც კი, როცა მათი განმასახიერებელი მსახიობის ვირტუოზულობას უსვამდა ხაზს.

80-იანი წლების ბოლოს გამოსული ფილმებიდან, მაგალითად, "ქალი-ეშმაკი" და "ღია ბარათები ქვეყნის დასალიერიდან", ქალბატონმა სტრიპმა სილაღისა და სიცელქის გამომჟღავნება დაიწყო. მისი უსაზღვრო კოორდინაციისა და ტექნიკის წყალობით ეს თვისებები ბოლო ათი წლის განმავლობაში სრულად გამომჟღავნდა.

როცა ისეთ ფილმებს უყურებ, როგორიცაა "ეშმაკს პრადა აცვია" ან "ჯული და ჯულია", ვერ იტყვი, რომ მსახიობს მიბაძვის ძველებური ნიჭი აღარა აქვს, ან რომ "ეჭვში" მისი დრამატულობისკენ მიდრეკილება შესუსტდა.

ჯულია ჩაილდის განსახიერებისას მისი სხეულის მოძრაობა, ხმა, ულმობელი ენერგიისა და სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილის ცოცხალი ნარევი ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.

მაგრამ, დღეს პერსონაჟის განსახიერება ბიოგრაფიულ ფილმში მოთამაშე ყველა მიზანდასახულ ვარსკვლავს შეუძლია. ქალბატონი სტრიპის ჯულია ჩაილდი სხვა არაფერია, თუ არა თამაში. ფილმის ყურებისას არასოდეს გვავიწყდება, რომ ვუყურებთ ჯულია ჩაილდის მერილ სტრიპისეულ ვერსიას. სწორედ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიცნობთ ქალბატონ სტრიპს, ჯულია ჩაილდის ჩვენთვის დაფარულ სახეს სანდოსა და მიმზიდველს ხდის.

ჯულია ჩაილდის მიზანი მისი ხელოვნებისთვის საბურველის ახდა იყო. ის ამტკიცებდა, რომ საჭმლის მასავით დამზადება ყველას შეეძლო. ქალბატონი სტრიპიც რაღაც ამდაგვარს აკეთებს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ როლის თამაში ნებისმიერ ჩვენგანს სწორედ ასევე სრულყოფილად, საზრიანად და ღირსეულად შეუძლია. ჩვენ მერილ სტრიპი ვერ გავხდებით.

და მაინც, რა ადამიანადაც არ უნდა გვაჩვენებდეს თავს რომელიმე კონკრეტულ მომენტში და როგორაც არ უნდა ინარჩუნებდეს საკუთარ მეს ზუსტი გათვლითა და უზადო ხელოვნებით, მაინც ვერ ვერევით იმ გრძნობას, რომ ის ერთ-ერთი ჩვენგანია.

ა.ო. სკოტი

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი