79 წლის ასაკში, ამერიკული მუსიკალური თეატრისთვის დაწერილი უდიდესი ნაწარმოებების ავტორმა კომპოზიტორმა სტივენ სონდჰაიმმა თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობის ისეთ მწვერვალს მიაღწია, როცა მისი შოუების განახლებული ვარიანტების რაოდენობა უკვე ორნიშნა ციფრებით აღირიცხება.
24 საათი 02.03.10

79 წლის ასაკში, ამერიკული მუსიკალური თეატრისთვის დაწერილი უდიდესი ნაწარმოებების ავტორმა კომპოზიტორმა სტივენ სონდჰაიმმა თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობის ისეთ მწვერვალს მიაღწია, როცა მისი შოუების განახლებული ვარიანტების რაოდენობა უკვე ორნიშნა ციფრებით აღირიცხება.
ამასთან, ისინი ერთგვარად გადახალისდნენ კიდეც. ბროდვეიზე ახალმა მიმართულებამ მოიკიდა ფეხი: მაგალითად, კამერული ოკესტრირებები, როგორიცაა რვა ინსტრუმენტით არანჟირებული, ახლახან გაცოცხლებული "პატარა სერენადე," ბ-ნი სონდჰაიმისა და ჰიუ ვილერის ისტორია მოხუც შეყვარებულებზე, რომლებსაც სინანული ტანჯავთ.
"ჩემი ნამუშევრის კამერულმა ვარიანტმა რაღაც ორმაგი, ერთგვარად სიურეალისტური ზემოქმედება მოახდინა ჩემზე," - ამბობს ბ-ნი სონდჰაიმი.
"უკვე ორმა თაობამ ჩაიარა მას შემდეგ, რაც მე ავანგარდისტად ვითვლებოდი. ავანგარდიდან უცებ ბებრუხუნად გადავიქეცი და თავი "ჩამოწერილად" ვიგრძენი. ამბობს იგი. "პოპულარული ხელოვნება ყოველი ახალი თაობის მოსვლასთან ერთად იცვლება. მაგალითად, უკვე არსებობს თაობა, რომელსაც "ბითლზი" ძველმოდურად მიაჩნია, რაც მე საოცრად სასაცილოდ მეჩვენება. იგივე ეხება პიესებსა და მიუზიკლებს. ადამიანებს ამ ბოლო დროს რიხიანი და დინამიური ნაწარმოებები ჭირდებათ. "პატარა სერენადა" კი, სწორედ იმით მხიბლავს, რომ ადამიანებს ეუბნება: "შეანელეთ, შეანელეთ სვლა და დაფიქრდით!"
Walter Kerr Theater-ში დადგმული "პატარა სერენადის" ახალ ვარიანტს დიდი ორკესტრის გაქანება აკლია, რაც ავტორს ცოტა არ იყოს, ენატრება. იგივე ითქმის ბროდვეის სხვა, ძველ, განახლებულ მიუზიკლებზე, რომლებიც მუსიკალურად უფრო გამარტივდა (“სუინი თოდი" (2005) და "კვირადღე პარკში ჯორჯთან ერთად" (2008)). უცნაურია, ამბობს ბ-ნი სონდჰაიმი, ახალი თაობის თეატრალებმა ნაწარმოები უფრო ღრმა ინტერპრეტაციით იხილეს, ვიდრე ათწლეულების წინ ბროდვეიზე დადგმული ამ მიუზიკლების თავაწყვეტილი მუსიკალობა იძლეოდა ამის საშუალებას.
და მაინც, ხელოვანისთვის, რომელიც თავის დროზე აღტაცებას იწვევდა, ნოვატორობისთვის, როგორც კომპოზიციის ფორმით, ასევე გონებამახვილური, ნიუანსირებული პოეზიით, ახალი მიდგომა არანაკლებ მასტიმულირებელი აღმოჩნდა. ბ-ნი სონდჰაიმი ახლა თეატრისა და სასიმღერო ტექსტების შესახებ ორტომიან წიგნს ამზადებს და ამბობს, რომ აღარ აკმაყოფილებს თავისი წარმოდგენების "მცველის" როლში ყოფნა, ან კიდევ მთელს მსოფლიოში მოგზაურობა და თავისი ნაწარმოებების ახალი ვარიანტების დასადგმელად რეჟისორებისთვის ოფიციალური დასტურის მიცემა.
"ამ კამერული ვარიანტის დადებითი მხარე ის არის, რომ მისი ყურებისას ნაწარმოებს უფრო ხედავ, ვიდრე პროდუქციას." ამბობს ბ-ნი სონდჰაიმი, რომელიც ამ ახლებურ მიმართულებას ბროდვეიზე ახლახან ასევე შეკვეცილი სახით გაცოცხლებულ მიუზიკლ კომპანიასაც (2006) მიაკუთვნებს. (მასშიც და "სვინი თოდშიც" რომელთა რეჟისორია ჯონ დოილი, მსახიობები ინსტრუმენტებზე უკრავენ.) ბ-ნი სონდჰაიმი ამბობს, ტანზე "ბურძგლავს", როცა დღეს, ბლოკბასტერი-მიუზიკლების (როგორიცაა "ბოროტი," როკზე ორიენტირებული შოუების (როგორიცაა ახლადდადგმული "ამერიკელი იდიოტი") და რეალითი შოუების (რომლებიც მუსიკალურ წარმოდგენას "ამერიკელი კერპის" შეჯიბრად აქცევს), ეპოქაში, ვინმე ამა თუ იმ მუსიკალურ ფორმას "დროულად" ან "მართებულად" აფასებს. მისთვის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო მოეთხრო მკაფიო, დასამახსოვრებელი ისტორია, რომელიც მოდაში სულაც არ არის და დაებალანსებინა მუსიკა და სიტყვები ისე, რომ ორკესტრირება არასოდეს მორეოდა საკუთრივ ამბავს და სიტყვებს, რომლითაც იგი გადმოიცემა.
"დღედსდღეობით ეს ბევრ მიუზიკლს აკლია," - ამბობს იგი. მსუბუქი ორკესტრირება მას სწორედ იმიტომ სიამოვნებს, რომ ეს ტესქტის ნათლად და მკაფიოდ წინ წამოწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ ინსტრუმენტების მინიმალურ რაოდენობას, "პატარა სერენადაში", ორკესტრირების მრავალფეროვნება მაინც გაოცებთ."
"წარმოდგენის ყველაზე გულშიჩამწვდომი სიმღერები (Every Day a Little Death and Send In the Clowns,) ნაკლებად ემორჩილება კამერული სტილის ორკესტრირებას," - ამბობს ბ-ნი სონდჰაიმი, ვისურვებდი მეტი სპილენძის ინსტრუმენტის ჟღერადობა და კოლორიტი მეგრძნო ისეთ შედარებით მჭექარე სიმღერებში, როგორიცაა "უიკენდი სოფელში".
ამით იგი ეხმაურება კრიტიკოსებს და პუბლიკას, რომელიც საკამათოდ მიიჩნევს პატარა ორკესტრის შეზღუდვებს და მის ზეგავლენას სონდაჰაიმის ბევრი სიმღერის ეპიურ ხასიათზე.
"პატარა სერენადის" ახალი ვარიანტის რეჟისორმა თრევორ ნანმა, ინტერვიუში გვითხრა, რომ მას სურდა ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც უფრო "ჩეხოვური სულის" მატარებელი იყო, ვიდრე, სანახაობრივი სპექტაკლისა, რომელიც ამ ეფექტს ვერ მოახდენდა. მისგანვე შევიტყეთ, რომ უახლოეს მომავალში იმედოვნებს სონდჰაიმის კიდევ ერთი, 1971 წელს შექმნილი მიუზიკლის "სიგიჟეების განახლებას, რომელიც ზიგფილდის შოუში მონაწილე გოგონების და სხვების შეხვედრას ეხება და რომ იგი აქაც შეეცდება მეტი ინტიმურობა შეიტანოს სპექტაკლში, თუმცა იგი ბევრად უფრო დიდ სივრცეში იქნება დადგმული, ვიდრე თავის დროზე ლონდონის მენიერის შოკოლადის ფაბრიკა იყო, სადაც "პატარა სერენადე" დაიდგა.
"სონდჰაიმის განახლებული ნაწარმოებები წარმოსახვასაც დიდ თავისუფლებას ანიჭებს. დასძენს თრევორ ნანი, რადგან ბ-ნი სონდჰაიმმა თეატრალური ტრადიციებ თავის დროზე გაარღვია თავისი ტექსტებით "ვესტსაიდური ამბავი (1957) და "ბოშა” (1959).
"როცა მიუზიკლი ”ნორმასთან ახლოს " პირველად ვნახე”, - ამბობს ბ-ნი ნანი (საუბარია სპექტაკლზე, რომელიც ასახავს ოჯახის ბრძოლას დეპრესიასა და დანაკარგებთან). "ვიფიქრე, რომ ეს იყო საოცარი მიღწევა, რომელსაც, შესაძლოა, ვერავინ შეწვდენოდა, სონდჰაიმს მუსიკალური თეატრის კანონები რომ არ დაერღვია. და როცა სონდჰაიმის ნაწარმოებებს ხელახლა ვდგამთ, თუ სამუშაო კარგად არის შესრულებული, ეს ტრადიციული "საზღვრები", წარმოსახვისდა მიხედვით, კვლავაც შეიძლება გადაადგილდეს."
მას სამუშაო ნამდვილად ყოფნის. დღისით თვალს ადევნებს პროცესებს, მუშაობს განახლებულ ვარიანტებზე, ღამ-ღამობით ორ წიგნს წერს თეატრზე, თან ახალი სასიმღერო ტექსტების საწერადაც იცლის. "სპექტაკლებს თანდათან ვკვნეტ და ვაცოტავებ," - ამბობს იგი. - "ახალ, სრულმეტრაჟიან მიუზიკლზე რას იტყვით?” - "იმედი მაქვს," - ამბობს იგი.
პატრიკ ჰილი