ფანტაზიაა ფიქრი იმაზე, რომ ყოველ სეზონს სიახლე მოაქვს.
24 საათი 02.03.10

ფანტაზიაა ფიქრი იმაზე, რომ ყოველ სეზონს სიახლე მოაქვს.
“გულწრფელად მჯერა, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში უდიდესი გარდაქმნები მოხდება,” - განაცხადა ThreeASFOUR-ის დიზაინის ჯგუფის წარმომადგენელმა გაბი ასფურმა (Gabi Asfour) ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დროს საკუთარი ჩვენების დაწყებამდე. “არავინ საუბრობს ამის შესახებ, მაგრამ დღეს მასებს უდიდესი შესაძლებლობა აქვთ ეზიარონ კულტურას, რისი შესაძლებლობაც მათ ადრე არ ჰქონდათ, - დაამატა მან, - ეს შესაძლებლობა კი ნამდვილი სიმდიდრეა, თუმცა, ეს არ არის ფული. 10 წელიწადში კულტურის წვდომას ელიტა აღარ გააკონტროლებს და ვითარება წარმოუდგენლად სწრაფად შეიცვლება”. დღემდე ეს ელიტა საკუთარ სივრცეშია ჩაკეტილი და ზოგჯერ შემაძრწუნებელია ის ფაქტი, როდესაც მოდის ჩვენების დროს ყურადღებით გადახედავთ წინა რიგებს, მოდის კვირეულის საღამოებზე გამართულ ბანკეტებს და შეამჩნევთ, რომ “გავლენიან პირთა” შემადგენლობა ბიზნესში სტაბილური და უცვლელია, რაც ახლის გაფეტიშებას იწვევს.
ათწლეულების შემდეგ, იქ ისევ ზის ჟურნალ “ვოგის” 60 წლის რედაქტორი, დღეისათვის მოდის სამყაროს ბურჯი, რომლის გარეშეც ჩვენება არ იწყება. გვიან ღამით მონაცვლეობით გამართულ ყველა წვეულებას ესწრება ქლოე სევინი (Chloë Sevigny), რომელიც თავაშვებული თავქარიანი ახალგაზრდა ქალის ერთი და იგივე უკმაყოფილო გრიმასით ჩნდება. იქვეა ოლივიე ზამი (Olivier Zahm), ჟურნალ “Purple”-ის ფრანგი რედაქტორი, რომლის უცვლელი კეფა და ეშმაკური გამოხედვა იმაზე მიგვანიშნებს, რომ წლების განმავლობაში მას დრო არ ჰქონდა, რომ შხაპი მიეღო.
ყოველი ცნობილი ჩვენების დროს, პირველ რიგში იმყოფებიან იგივე Vogue-ისა და Bazaar-ის ჯგუფისა და ჟურნალ V-ის წარმომადგენლები და ასევე მაიკლ რობერტსი, რომელიც Vanity Fair-ის ერთკაციანი ჩვენებების ჭეშმარიტი ვარსკვლავია.
სიახლის ძიება შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ილუზიაა მოდის სამყაროში. ფაქტია, რომ რეალურად ამ სფეროში ძალიან ცოტა სიახლეა და სინამდვილეში არც არის მოსალოდნელი. (“ამჟამად იმდენად დიდია სწრაფვა სიახლისადმი, რომ სიახლე სიახლედ ნაკლებად აღიქმება,” - განუცხადა მარკ ჯეკობსმა Style.com-ს.). ნიუ იორკის 800-ზე მეტ კომპანიაში მოდის სფეროში 175 000 ადამიანი მუშაობს. ისინი წლიურად 10 მილიარდ დოლარს გასცემენ ხელფასების სახით და მათი საგადასახადო შემოსავლები 1,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბევრი მათგანი ალბათ დაგიდასტურებთ ბატონი ასფურის მოსაზრებას, რომ მოდა სინამდვილეში კონსერვატიული ბიზნესია.
წმინდა წყლის ფანტაზიაა იმის მოლოდინი, რომ ყოველი ახალი სეზონი გარკვეული პროგრესის მომტანია. ამ სფეროს ალბათ ერთ-ერთი ჭეშმარიტი ხელოვანისა და ნოვატორის მაკკუინის თვითმკვლეობას თუ გავითვალისწინებთ (მან ახლახან ჩამოიხრჩო თავი), რისი იმედიც ადამიანს შეიძლება რეალურად ჰქონდეს, არის გასართობი ვარიაციები ძველ თემებზე, რაიმე სანახაობა და ცოტაოდენი დრამა კულისებს მიღმა. ერთგულება, ეთიკის მსგავსად, მოდის სამყაროში მნიშვნელოვნად სიტუაციურია. ჰკითხეთ აირის შტრუბეგერს (Iris Strubegger), რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია. როგორც ჩანს, ქალბატონი შტრუბეგერი არსაიდან გამოჩნდა (ავსტრიის პერიფერიიდან) და დიდი სურვილი აქვს, შეძლებისდაგვარად მალე დაბრუნდეს უკან.
“მე არ ვიცი რამდენ ხანს დავრჩები ბიზნესში, - უთხრა მან მარკ ჯეკობს (Marc Jacobs) კულისებში, - ამაღელვებელია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წლით”.
მოდა დამქანცავია, დაუმატა მან, და ყოველთვის არ წარმოადგენს ისეთ ბიზნესს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს წესიერებას და ჟურნალ V-ის ბოლო ილუსტრირებულ ნომერზე მიუთითა, რომლისთვისაც ფოტოგრაფმა სებასტიან ფაენამ (Sebastian Faena) იგი დაიყოლია, რომ ბარსელონას ბნელ ქუჩებში თითქმის შიშველი გამოჩენილიყო: “ახლა ის ჟურნალი იქ გამოდის, მე კი არ შემიძლია მისი უკან დაბრუნება. თქვენ ხომ მოდას უძღვნით თქვენს სხეულს, მაგრამ რაღაც საკუთარი თავისთვისაც უნდა დაიტოვოთ.” თუმცა, საკითხავია რამდენს დაიტოვებთ? ეს ყოველთვის არ არის გარკვეული. ის ფაქტი, თუ რამდენად ხშირად უხდიან ადამიანს ტანსაცმლის ბიზნესში ვალადაღებულ ფულს, ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1973 წელს, როდესაც ჯეკ ლემონმა განასახიერა იმედგაცრუებული ჰარი სტრონერი ფილმში “გადაარჩინე ვეფხვი”.
ვიდრე მისი საწყობი დაზღვევის მიზნით ჩირაღდნებით განათდება, სტრონერი ოცნებობს ადრინდელ უწყინარ დღეებზე, რომლებიც სავსე იყო პატრიოტიზმით, ბეისბოლითა და ჯაზით. ოდესღაც, ნაღვლიანად ამბობს იგი, დროშა რაღაც უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მისი ნიმუში, რომელსაც სუსპენზიარს აკრავენ. რა უცნაურად ჩანს ეს შეხედულება ახლა, როდესაც დროშა ერთდროულად წარმოადგენს კორპორატიული ბრენდინგის საშუალებას და სახელმწიფო გერბის თანაბარ ნაწილს. ნუთუ ჰარი სტრონერმა შეძლო განეჭვრიტა ის დღე, როდესაც დიზაინერები ახალგაზრდა ჭაბუკს შესთავაზებდნენ მოსასხამის, კორსეტისა და სქელი სამრეწველო ელვა შესაკრავიანი მოკლე შარვლის ჩაცმას, რომელიც ალბათ უკანა მხრიდან იკვრება.
მიხეილ ვიტაკერმა, 19 წლის მოდელმა ახალი ზელანდიიდან, ტომ ბრაუნის ჩვენებაზე ხელი გაუსვა თავისი სამოსის სახელოს და თქვა: “შეიგრძენი ეს”. სინამდვილეში, ჩვეულებრივი ასო V-ის ფორმის შალის სვიტერი ტენისისთვის წაულის ბეწვისაგან იყო ხელით მოქსოვილი. ბატონ ვიტაკერის თავს ზემოთ ბანერზე ეწერა Pro Patria et Gloria (სამშობლოსათვის და დიდებისათვის ), I მსოფლიო ომის დროს 107-ე ქვეითი ჯარის მამაც მეომართა ლოზუნგი. “ეს თითქმის უგუნურებაა,” - თქვა ბატონ ვიტაკარმა სვიტერის შესახებ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეიძლება მთელს სცენარსაც ეხება, ალბათ გარკვეულწილად ასეც იყო.
გაი ტრებეის ესსე