RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ყოველწლიური თეატრალური პრემია “დურუჯი"

2009-2010 წელი

24 საათი 10.03.10

2009-2010 წელი

თეატრალური ხელოვნების განვითარების, სტიმულირებისა და პოპულარიზაციის მიზნით საქველმოქმედო ფონდი “ცისკარი" განაგრძობს პრემია “დურუჯის" გაცემას.

- პრემია განკუთვნილია საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის;

- პრემიაზე წარდგენილი უნდა იყოს 2009-2010 წლის თეატრალური სეზონის განმავლობაში დადგმული სპექტაკლის რეჟისორი;

- პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ, ივნისის თვეში;

- პრემიის ოდენობა: 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

- პრემია გადაეცემა სპექტაკლის რეჟისორს.

პრემიაზე წარდგენის პირობები:

- შერჩევაში მონაწილეობის მიღება ხდება მხოლოდ წარდგენით; პრეტენდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ნებისმიერი ეროვნების პროფესიონალი რეჟისორი, რომლის სარეჟისორო ნამუშევარი დადგმულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თეატრებში;

- პრემიის მისაღებად პრეტენდენტის წარდგენა შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დარეგისტრირებულ ნებისმიერ სახელმწიფო, ან კერძო თეატრს, თეატრალური სფეროს პროფესიონალთა ჯგუფს;

- პრემიის კანდიდატები შეიძლება დასახელდნენ თეატრალური ხელოვნების ნებისმიერი ჟანრის სპექტაკლის დადგმისთვის - დრამა, ოპერა, მუსიკალური სპექტაკლი (მიუზიკლი), თოჯინები, პანტომიმა;

- პრემიაზე წარდგენილი სპექტაკლის პრემიერა განხორციელებული უნდა იყოს აუცილებლად 2009-2010 წლის თეატრალური სეზონის განმავლობაში (ვადები: 2009 წლის 25 მაისიდან - 2010 წლის 30 აპრილამდე);

- პრემიაზე წარდგენის ბოლო თარიღი: 2010 წლის 30 აპრილი.

 

წარდგენისათვის (რეგისტრაციისათვის) აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები:

1. პრემიაზე წარდგენილი რეჟისორის პროფესიული ბიოგრაფია (CV);

2. პრეტენდენტი რეჟისორის პირადობის მოწმობის ასლი;

3. ინფორმაცია წარმდგენი ორგანიზაციის შესახებ (რეკვიზიტები);

4. დეტალური ინფორმაცია სპექტაკლის შესახებ პრემიერის თარიღის, ჩვენების განრიგისა და ადგილის მითითებით;

5. ვიზუალური მასალა - სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი და ფოტომასალა (მინიმუმ 10 ფოტო);

6. რეცენზიები სპექტაკლის შესახებ მასმედიის საშუალებებში;

7. სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მასალები წარმოდგენილ უნდა იქნეს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CV) ფორმით, ქართულ ენაზე;

8. წარდგენილი დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

შენიშვნა:

30 აპრილზე გვიან წარდგენილი ყველა განაცხადი განიხილება 2011 წლის ნომინაციაზე.

პრემიაზე წარდგენილი რეჟისორის მიერ განხორციელებული სპექტაკლის ჩვენების უახლოესი განრიგი აუცილებლად უნდა დაერთოს სარეგისტრაციო საბუთებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად ჟიურის წევრებმა სპექტაკლი აუცილებლად უნდა ნახონ დროულად. ამიტომ, საბუთების მიღება წყდება გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი თვით ადრე.

 

პრემიაზე წარდგენა (რეგისტრაცია) უნდა მოხდეს მისამართზე:

ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N 27;

ტელ.: (+ 995 32) 48 28 88

მობ.: (+ 995 77) 50 91 99

ფაქსი: (+ 995 32) 91 09 11

E-mail: info@tsiskari.ge

შეფასება

1. წარდგენილ ნომინანტებს აფასებს პრემიის ჟიური 5 წევრის შემადგენლობით;

2. ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია და ცხადდება მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიაზე;

3. პრეტენდენტებისა და სარეჟისორო ნამუშევრების სია გამოქვეყნდება ვებგვერდებზე: www.redix.ge, www.tsiskari.ge, www.24saati.ge და გაზეთში “24 საათი". პარალელურად მოხდება მათთან დაკავშირება;

4. პრეტენდენტები შეფასდებიან რამდენიმე ეტაპად:

- ჟიურის მიერ, პრემიაზე წარდგენილი პრეტენდენტების სარეჟისორო ნამუშევრების შეფასების შედეგად, შედგება ნომინანტთა “მოკლე ნუსხა", რომელიც გამოქვეყნდება ვებგვერდებზე: www.redix.ge, www.tsiskari.ge, www.24saati.ge და გაზეთში “24 საათი";

- “მოკლე ნუსხაში" მოხვედრილი სარეჟისორო ნამუშევრები ჟიურის წევრების მიერ შეფასდება ხუთბალიანი სისტემით;

- საბოლოო შეფასება, პრემიის ლაურეატის გამოსავლენად დაჯილდოების წინა დღეს მოხდება;

- თუ პრეტენდენტების ქულათა რაოდენობა ერთმანეთს დაემთხვა, გამარჯვებულის გამოსავლენად ჟიურის წევრებს შორის დამატებით ჩატარდება ფარული კენჭისყრა.

5. ჟიურის გადაწყვეტილება ცხადდება დაჯილდოების ცერემონიაზე;

დაჯილდოების ცერემონია შედგება 2010 წლის ივნისში ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში. ინფორმაციას ცერემონიის თარიღის შესახებ პროექტის კოორდინატორი გაცნობებთ აპრილის ბოლოს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი