RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

რატომ არ უყვართ ჯეიმს კამერონი

"ოსკარზე" "ავატარის" წარუმატებლობის ოთხი მიზეზი

24 საათი 11.03.10

კეტრინ ბიგელოუ და ჯეიმს კამერონი.
კეტრინ ბიგელოუ და ჯეიმს კამერონი.

"ოსკარზე" "ავატარის" წარუმატებლობის ოთხი მიზეზი

ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ წლევანდელი "ოსკარი" ყველაზე იოლად გათვლადი იყო, თუმცა ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა. პრაქტიკულად არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ჯეიმს კამერონი ათი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ავიდოდა სცენაზე და მეორედ შესძახებდა "მე მსოფლიოს მეფე ვარ!". ასე არ მოხდა - 9-დან ექვსი "ოსკარი" კეტრინ ბიგელოუს "გამნაღმველმა" მიიღო, მათ შორის ორი ძირითადი ნომინაციის გამარჯვებული გახდა, კამერონის "ავატარი" კი მხოლოდ სამი მეორეხარისხოვანი ჯილდოს ამარა დარჩა. "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიალიდან სამი დღე გავიდა, უცხოური პრესა კი მომხდარს აანალიზებს.

საკუთარი დასკვნები გააკეთა ბრიტანულმა "თაიმსმა", რომელმაც "ავატარის" წარუმატებლობის ოთხი ძირითადი მიზეზი დაასახელა. ოთხივე არგუმენტირებული და მისაღებია, თუმცა "გამნაღმველის" გამარჯვებით გახარებული მაყურებელი მათ ალბათ არასდროს გაიზიარებს. "თაიმსის" დასკვნა კი შემდეგია:

პირველი მიზეზი ამერიკის კინოაკადემიის წევრთა უმეტესობის მოკრძალებული ასაკია. მათთვის გაცილებით კომფორტულია ფილმს შინ, მშვიდ გარემოში და შესაბამისად ჩვეულებრივ (ორგანზომილებიან) ფორმატში უყურონ და არა 3D ეფექტით, რაც "ავატარის" ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებას წარმოადგენს და რისი აღქმაც მათ ვერ შეძლეს. კამერონის ფილმი ნამდვილად ახალი სიტყვაა თანამედროვე კინოში, ის კინოს მომავლის ერთგვარი ტრაილერია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით განვითარდება ეს ხელოვნება. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილი კინო მოკვდება, მაგრამ კინო ხომ ცოცხალი ხელოვნებაა და ისევე მოგვიწევს მის სამგანზომილებიანობასთან შეგუება და მიღება, როგორც თავის დროზე ხმოვანი და ფერადი კინო მიიღეს.

მეორე მიზეზად "თაიმსი" ამავე კინოაკადემიის წევრების რეტროგრადობას ასახელებს. მათ უჭირთ ასე მკვეთრად გამოხატული ნოვაციების მიღება. გაზეთს მაგალითად მოჰყავს ორსონ უელსის 1942 წლის შედევრი "მოქალაქე კეინი". მაშინ ფილმი "ოსკარის" გარეშე დატოვეს, რადგან აკადემიის წევრებმა ვერ მიიღეს ფილმში გამოყენებული სიახლეები: ფლეშბექები, განათებისა და ოპერატორის მიერ გამოყენებული ნოვაციური რაკურსები. არადა, ორსონ უელსის ფილმი დღესაც მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად და მრავალი კინოხერხის ფუძემდებლად მიიჩნევა. "თაიმსი" იმედოვნებს, რომ გაივლის რამდენიმე წელი და "ავატარს" ისევე დააფასებენ, როგორც ეს ზემოთ აღნიშნული ფილმის შემთხვევაში მოხდა.

"ავატარის" "ოსკარზე" წარუმატებლობის მესამე მიზეზი მისი ჟანრია - ჯილდოს არსებობის ისტორიაში საუკეთესო ფილმის ნომინაციაში არასდროს გაუმარჯვია ფანტასტიკას. ამ ჟანრის მიმართ ყველაზე დიდი "მოწყალება" აკადემიამ შორეულ 1978 წელს გაიღო, როდესაც ჯორჯ ლუკასის "ვარსკვლავური ომების" მეოთხე ეპიზოდს (ანუ პირველ ფილმს) ექვსი "ოსკარი" გადასცა, თუმცა ყველა მეორეხარისხოვან (ფილმმა ძირითადად ტექნიკურ ნომინაციებში გაიმარჯვა, თუმცა თავისი მესამე "ოსკარი" მიიღო მუსიკის ავტორმა ჯონ უილიამსმაც) ნომინაციებში. "ვარსკვლავური ომები" საუკეთესო ფილმისთვისაც იყო ნომინირებული, თუმცა ვუდი ალენის "ენი ჰოლს" კონკურენცია ცხადია ვეღარ გაუწია. გარდა ამისა, ბოლოდროინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, აკადემია უპირატესობას დაბალბიუჯეტიან სოციალურ დრამებს ანიჭებს და მიუხედავად იმისა, რომ "ავატარში" მძაფრად არის ხაზგასმული პაციფისტური და ეკოლოგიური საკითხები, კრიტიკოსებმა ის მაინც მსხვილბიუჯეტიან ფანტასტიკურ ბლოკბასტერად მიიჩნიეს.

"თაიმსი" არ გამორიცხავს აკადემიის წევრების პიროვნულ დამოკიდებულებას ჯეიმს კამერონთანაც - გაზეთის აზრით, ეს დამოკიდებულება საკმაოდ უარყოფითია. ამბობენ, რომ ჰოლივუდს ძალიან არ უყვარს ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორი, რომელსაც აქვს პრეტენზია საკუთარი კინო შექმნას და მაყურებლის გემოვნებაც მართოს. აკადემიის წევრები არხეინად მიიჩნევენ, რომ ადამიანი, რომლის მიერ გადაღებულმა ერთმა ფილმმა მსოფლიო გაქირავებიდან 2 მილიარდნახევრიანი შემოსავალი მიიღო, როგორმე "ოსკარის" გარეშეც გაძლებს

პრინციპში, ეს უკანასკნელი მართლაც ასეა. ჯეიმს კამერონი მართლაც მკვეთრად გამოხატული კინოინდივიდია. აკეთებს იმას, რაც სურს და მხოლოდ ისე, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ. გაივლის წლები და მისი კინოსადმი ინტერესი ისევე მძაფრი იქნება, როგორც იმ დღეს, როდესაც "ავატარის" პრემიერა შედგა. თუნდაც გავიხსენოთ, რომ მისი ბოლო ფილმი "ტიტანიკის" ტრიუმფიდან მთელი თორმეტი წლის შემდეგ გავიდა, მსოფლიო კი მას მაინც მოუთმენლად ელოდა.

მეორე მხრივ კი ვინ არის კეტრინ ბიგელოუ - "ბ" კატეგორიის რეჟისორი, რომელმაც "გამნაღმველამდე" თავისი ყველაზე ცნობილი ფილმი "ტალღის ქიმზე" თითქმის 20 წლის წინ და თანაც ჯეიმს კამერონის უშუალო მონაწილეობით გადაიღო (შეგახსენებთ, რომ კამერონი არა მხოლოდ ამ ფილმის ექსკლუზიური პროდიუსერი, არამედ იმ პერიოდში მისი მეუღლეც გახლდათ). დღეს კერტინ ბიგელოუ უდავოდ ფავორიტია, რასაც მთელი გულით ვულოცავ, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ხვალ - ისიც შესაძლოა, კვლავ დაიბრუნოს მისთვის წლების წინ შერქმეული მეტსახელი - "მის ფინანსური წარუმატებლობა"...

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი