RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ფრანკოფონიის თვე საქართველოში

9 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით საქართველო "ფრანკოფონია 2010" -ის დღეებს მერვედ უმასპინძლებს.

24 საათი 11.03.10

9 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით საქართველო "ფრანკოფონია 2010" -ის დღეებს მერვედ უმასპინძლებს.

საფრანგეთის სალჩო საქართველოში, შვეიცარიის საელჩო და ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი, აღნიშნული დროის განმალობაში ფრანკოფონიის დღესასწაულს მრავალფეროვანი კულტურული - ლიტერატურული, თეატრალური, კინემატოგრაფიული, მუსიკალური, სამეცნიერო თუ პედგოგიური ღონისძიებების პროგრამით აღნიშნავენ. ეს დღესასწაული არა ხანგრძლივი, არამედ ერთდღიანია და ოფიციალურად 20 მარტს აღინიშნება, მაგრამ საქართველოში მას ხუთ კვირაზე მეტი ეთმობა.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია წელს არსებობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. მასში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. აქ წევრიანდებიან არა მხოლოდ ფრანგულენოვანი ქვეყნები, არამედ ისინიც ვინც ფრანგული ენითა და კულტურითაა დაინტერესებული, იზიარებს მათ ღირებულებებს და მიზნად ისახავს იმ იდეებისა და სიმდიდრის აღმოჩენას, რომლებსაც ეს ენა მთელს მსოფლიოში ავრცელებს. მაგალითად როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, თავისუფალი აზრის პატივისცემა და სხვა.

"ორგანიზაციის ყველა წევრი იცავს ამ დემოკრატიულ პრინციპებს, მაგრამ მათი დარღვევის შემთხვევაში ირიცხებიან პროგრამიდან. სწორედ ასე მოვექეცით მადაგასკარსა და ნიგერიას. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაციის მოვალეობის ფარგლებში შედის არა მხოლოდ კულტურული ღონისძიებები, არამედ მრგვალი მაგიდები პოლიტიკურ თემებზე." - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, - ერიკ ფურნიემ.

ორგანიზაციის წევრები მის მთავარ ღირსებად მაინც ღირებულებათა გაზიარებას და ერთმანეთში გაცვლას მიიჩნევენ. "20 წელია შვეიცარია მასშია გაწევრიანებული და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. სამიტს რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, წელს ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს, რაც ძალიან გვახარებს. რაც შეეხება ამ დღეებს საქართველოში, შვეიცარია წელს აქ ნაკლებად ცნობილი მწერლის, - ალის რივაზას ნაწარმოებებითა და დოკუმენტური ფილმით, - "ჩვენი სახლი" წარსდგება."- თქვა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, - ლორენზო ამბერგომ.

კვირეულის ბათუმში გახსნა შემთხვევითი არ არის. ეს ამ რეგიონში ფრანგული ენის გავრცელებასა და განმტკიცებას ემსახურება. "ფრანკოფონიის" ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებები (რომლის წიგნი ახლახანს ითარგმნა ფრანგულ ენაზე), ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც ჭაბუკიანისა და რუდოლფ ნურიევის მონაწილებით დოკუმენტური ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, ალექსანდრე დიუმას წიგნის, - "მოგზაურობა კავკასიაში", პრეზენტაციაც, რომელიც ქართულ ენაზე ახლახანს ითარგმნა. თვის ბოლოს კი დაგეგმილია ახალგაზრდა დიზაინერის, მანანა სალუქვაძის მოდების ჩვენების გამართვა, რომელსაც საფრანგეთიდან ჩამოსული მაღალი მოდის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. რაც შეეხება ფესტივალის დახურვას, ის 7 აპრილს, დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში, კონცერტით მოხდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ჟანრის მუსიკა იქნება წარმოდგენილი.

ნინო ხარატიშვილი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი