RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ამირანი" გაიხსნა

17 ივნისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გაიხსნა.

24 საათი 19.06.10

17 ივნისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გაიხსნა.

ეროვნული კონოცენტრისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ორგანიზებული ფესტივალი 21 ივნისამდე გაგრძელდება და საინტერესო პროგრამას შემოგთავაზებთ.

"ამირანი" ოფიციალურად უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა. ფესტივალის სტუმრებისადმი მიმართული მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, საღამო წამყვანებმა გაიხსენეს. მოგვაგონეს "ამირანის" დაარსების ისტორია, გზა, რომელიც ფესტივალმა განვლო და ადამიანები, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ.

წლევანდელი ფესტივალის ჟიურის შემადგენლობის გამოცხადებას ოვაციები ახლდა. ესენი არიან: სტანისლავ სემერჯიევი (სოფიის დრამისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი, მსოფლიო კინო სკოლების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი), მიხეილ კობახიძე (რეჟისორი), ოზგურ სეიბანი (სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის წარმომადგენელი), ირინა დემეტრაძე (კინომცოდნე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი). "ამირანის" საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 57 ფილმი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან, კერძოდ: სამხრეთ აფრიკიდან, ბულგარეთიდან, ჩინეთიდან, კუბადან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ყაზახეთიდან, ლიბანიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

"ამირანი" გახსნა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - გოგი არგველაშვილმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტური ფილმების ფესტივალში მონაწილე ნამუშევრები ინტერესს გამოიწვევს და მსჯელობის საგანი გახდება. უმაღლესი სასწავლებლის ეხოში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ფესტივალის საპატიო სტუმარი ისრაელიდან, იერუსალიმის კინოსკოლის პროფესორი - რენენ შარი, რომელიც დღეს იერუსალიმის კინოსკოლის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პრეზენტაციას წარუძღვება და ფესტივალის სტუმრებს, მონაწილეებსა და სტუდენტებს საუკეთესო ფილმების არასაკონკურსო ჩვენებას წარუდგენს. ფესტივალის გახსნა მუსიკალურად თეატრალური უნივერსიტეტის შემოქმედებითმა ჯგუფებმა გააფორმეს.

"ამირანის" ფარგლებში ორგანიზებულ ვორქშოფებზე, მასტერკლასებზე, პრეზენტაციებზე და საფესტივალო კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. დღეს გაიმართება მიხეილ კობახიძის მასტერკლასი (11:00 - 15:00) და ფესტივალის საკონკურსო ჩვენება (15:30 - 18:15).

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი