RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ოთხთვალა ჰუმანოიდები ბათუმში

ბათუმი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

24 საათი 23.09.10

ბათუმი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

გუშინ ოფიციალურად გაიხსნა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ზღვები X ბათუმი", რომლის შესახებაც ჩვენმა გაზეთმა ინფორმაცია წინასწარ რამდენჯერმე მოგაწოდათ. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმოხილვამდე, შეგახსენებთ, რომ პროექტი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და ფონდ "კავკასიის" ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. მისი მხარდამჭერია ევროკომისია, შვედეთის ინსტიტუტი, აჭარის კულტურის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი.

ფესტივალის სულისჩამდგმელია კრის ტორში (რეჟისორი, სცენოგრაფი, მენეჯერი, "ინტერკალტის" ხელმძღვანელი), რომლის პროექტი მიზნად საპორტო ქალაქების გამოცოცხლებას ისახავს. ფესტივალის პროგრამაში სხვადასხვა ქვეყნის არაერთი შემოქმედებითი ჯგუფია ჩართული. მათ ჯერ ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროები მოიარეს, შემდეგ კი შავი ზღვის საპორტო ქალაქებში გადმოინაცვლეს და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდნენ. 25 სექტემბრამდე ფესტივალი აჭარის მოსახლეობასა და დამსვენებლებს რამდენიმე მიმართულებით დააინტერესებს. მათ შორის ერთ-ერთია საჯარო ხელოვნება, რომლის ნიმუშზე საუბრითაც დაიწყო გუშინდელი, ანუ პირველი საფესტივალო დღე.

"საჯარო ხელოვნების" ვორქშოფს ვენერილ შურელოვი უძღვებოდა. მასზე შემიძლია გითხრათ, რომ დაიბადა 1977 წელს სოფიაში (ბულგარეთი), სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს. დამთავრებული აქვს ბულგარეთის ნაციონალური აკადემია და აქვს დოქტორის ხარისხი. მისი ინიციატივით ხელოვნების აკადემიაში ციფრული ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა ფუნქციონირებს. არის "შფუმატო თეატრის" ლაბორატორიის წევრი, ხელოვნების საერთაშორისო ჯგუფ "ვია პონტიკას" (2002) და "შუბჰუმან თეატრის" (2004) დამაარსებელი. მას, როგორც თეატრის მხატვარსა და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენელს, შექმნილი აქვს არაერთი ნამუშევარი, რომლებსაც მხოლოდ გალერეებში კი არა, გზებსა და შენობის ფასადებზეც შეხვდებით. მისი პერსონალური გამოფენები ეწყობა ბულგარეთში, გერმანიაში, იტალიასა და ბელგიაში.

ვენერილ შურელოვის ნაწარმოებები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი ამოცანაა წარმოაჩინოს შემოქმედება, სადაც ხელოვნება მოძრაობაშია მოცემული. ის იყენებს ადამიანის სხეულსა და მის მოქმედებას, ამ უკანასკნელის გავლენას ჩვენს ქცევასა და ხასიათზე. ინტერესდება როგორც თეატრალური, ასევე სახვითი (ვიზუალური და აქტუალური) ხელოვნებით. მასთან შემოთავაზებულ თემაზე საუბარი დიდხანს გაგრძელდა. თუმცა, "საჯარო ხელოვნების" გარდა, ფესტივალის მონაწილემ ისაუბრა საკითხებზე, რითაც ვორქშოფში ჩართული ადამიანები დაინტერესდნენ. ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, როგორც კი შურელოვმა თანამედროვე ხელოვნება ახსენა, მას თანამედროვე ხელოვნების განსაზღვრება მოსთხოვეს... "ის თანამედროვე ცხოვრების ადეკვატურია," - მარტივად ახსნა ხელოვანმა და მოკლედ ისაუბრა ტენდენციებსა და პროცესებზე, რასაც თანამედროვეობა გვკარნახობს. ციფრულ ხელოვნებაზე მსჯელობისას გაიხსენა პირველი ვიდეონამუშევარი, რომელიც ნამჯულ ბაიქმა გასული საუკუნის 60-იან წლებში ყოველგვარი სახელმწიფო დაკვეთის გარეშე გადაიღო და რომელზეც რომის პაპის ნიუ იორკში ვიზიტი იყო აღბეჭდილი. ამის შემდეგ დიალოგი ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ხელოვნების ცნობილი ნიმუშების სრულფასოვანი კოპირების შესაძლებლობებს შეეხო. შეკითხვამ, - რამდენად შენარჩუნებულია ავტორის აურა და ინდივიდუალურობა ორიგინალის ასლებში, - დისკუსია გამოიწვია. ტექნიკური პროგრესის ეპოქაში მასობრივმა წარმოებამ ინდივიდუალიზმის დაკარგვის საფრთხე წარმოშვა და ხელოვნების ისტორიიდან გავიხსენეთ მაგალითები, როდესაც ამ ტენდენციის საწინააღმდეგო ექსპოზიციები გაიხსნა. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ XXI საუკუნის წარმომადგენლების უპირატესობა ის გახლავთ, რომ მათ ზემოთ ნახსენები "აურით" გაჯერებული ორიგინალების ნახვაც შეუძლიათ და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით შექმნილი პროდუქციისაც. ამ უკანასკნელის რამდენიმე საკუთარი ნიმუში ვენელინმაც გვაჩვენა და გადავიდა ფანტომატების სისტემის ამოქმედების დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.

რა არის ფანტომატი? საჯარო ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც საქართველოში ნაკლებად გავრცელებულია. მისი პრეზენტაცია გუშინ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო თეატრთან გაიმართა. ეს არის ქანდაკება-ინსტალაცია (ხშირად ჰუმანოიდ ქანდაკებასაც უწოდებენ), რომელსაც პლაზმური ეკრანი და ოთხი თვალი აქვს. ის, როგორც წესი, საზოგადოებრივ ადგილებშია განთავსებული. ვენელინ შურელოვმა გაიხსენა შემთხვევები, როდესაც ფანტომატების გადაადგილებისას მნახველებს მათი ახალ სივრცეში, მაგალითად, სხვა ქუჩაზე ნახვა ისე უხაროდათ, რომ ემოციებს ვერ ფარავდნენ და მათ ისე ეხვეოდნენ, როგორც ადამიანებს... ვფიქრობ, ფესტივალის მომდევნო დღეებში გაძლიერდება ინტერესი ავტომატისადმი, რომელმაც ბათუმელებიც მოხიბლა და დამსვენებლებიც...

ფესტივალი ოფიციალურად მოგვაინებით (19:00 საათზე) გაიხსნა. დრამატულ თეატრში ორგანიზებულ კონცერტში ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შემსრულებლები მონაწილეობდნენ. თუმცა, ვენერილ შურელოვის ვორქშოფისა და ფანტომატების პრეზენტაციის გარდა, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ხორვატიელმა ხელოვანებმა საკუთარი გამოცდილებაც გაგვიზიარეს (მასზე დაწვრილებით გაზეთ "24 საათის" ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ). ამასთან, მოეწყო პრესკონფერენცია, რომელსაც კრის ტორში (ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი), ანე ლიზ სტენსეტი (ფესტივალის ნორვეგიელი მონაწილე), გია აბულაძე (აჭარის კულტურის მინისტრი), თემურ დიასამიძე (ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე), ზაზა ხალვაში (ბათუმის დრამატული თეატრის მმართველი) ესწრებოდნენ. ქართულმა მხარემ აქცენტი ფესტივალის მნიშვნელობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მიესალმება და მხარს უჭერს პროექტს, რომელიც აჭარის კულტურულ გამოცოცხლებას ისახავს მიზნად, კრის ტორშმა კი განსაკუთრებულად აღნიშნა ფესტივალის ორგანიზებით მიღებული შედეგი.

რა მოხდება ხვალ? მეორე საფესტივალო დღე იმით იქნება გამორჩეული, რომ მოეწყობა ვორქშოფი "ჩემოდნები" (ავტორი ნადეალკო რადჩენკო, ბულგარეთი), რომელშიც სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან, ასევე, საჯარო აქცია (რეჟისორი დიმიტრი ბოგომაზოვი), ვნახავთ ფოტოინსტალაციას "საზღვრებს გარეშე" (ავტორი კატერინა რადჩენკო, უკრაინა) და მედიაინსტალაციას "კოცნისა და ხარჯვის პროექტი", გაგრძელდება "საუბარი" ფანტომატებთან, ვორქშოფი ხორვატიელებთან, საღამოს კი თეატრალური ხელოვნების მოყვარულები ნახავენ ბათუმის დრამატულ თეატრში განხორციელებულ სპექტაკლს "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით" (რეჟისორი გოგა თავაძე) და თურქეთის შემოქმედებითი ჯგუფის წარმოდგენას "მოლოდინი..." (რეჟისორი მაჰირ გუნსირეისი).

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი