RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ოუ ჟიანგი - ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი შიშველი ფოტოგრაფი

მას უკვე იცნობენ საერთაშორისო ფოტოგრაფიულ წრეებში.

24 საათი 26.12.10

  •   aa
    ჩინეთის დიდ კედელთან
  •   aa
    ჰაიჟუს ხიდთან
  •   aa
    პეკინში ცის საყდართან
  •   aa
    პეკინში საზაფხულო სასახლესთან
  •   aa
    მიწისძვრის შედეგად დანგრეულ სკოლასთან
  •   aa
    ოლიმპიურ სტადიონთან

მას უკვე იცნობენ საერთაშორისო ფოტოგრაფიულ წრეებში.

ჩინური გალერეები მის ფოტოებს წარმატებით ყიდიან, იგი საერთაშორისო ფოტოფესტივალებზეც იფინება და პრესტიჟული ჯილდოების მფლობელიც ხდება.

ექსცენტრულმა ეგზგიბიციონისტმა ჩინელმა ფოტოგრაფმა ოუ ჟიანგმა 2010 წელს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოგრაფიული პრიზიც World Press Photo დაიმსახურა. ეჭვგარეშეა, რომ ჩინელმა თანამედროვე ფოტოგრაფიის მრავლისმნახველი მოყვარულებიც და პროფესიონალებიც თავის სიშიშვლით და სითამამით მოხიბლა. და გააღიმა კიდეც.

ვიდრე ფოტოგრაფიით დაინტერესდებოდა, საკუთარი კამერის წინ გაშიშვლდებოდა და აჭიმვებს დაიწყებდა, რომ ჩინეთის სიმბოლური და ისტორიული მონუმენტების ფონზე ავტოპორტრეტების კონცეპტუალური სერიის გადაღებით სახელი გაეთქვა, ჩინელი ფოტოგრაფი ოუ ჟიანგი 1990 წლიდან ჩინეთის ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე საავტორო გადაცემაზე Fashion Presentation მუშაობდა. ცნობისთვის, იმ დროს ეს პირველი გადაცემა იყო მოდაზე ჩინური ტელევიზიიის ისტორიაში! ასევე ცნობისთვის, ოუ ჟიანგი პირველი ჩინელი ფოტოგრაფია, რომელიც აგერ უკვე 10 წლის მანძილზე საკუთარი კამერის წინ უშიშრად შიშვლდება და საზოგადოებრივი თავშეყრის თუ ტურისტულ ადგილებში შიშველი აკთებს აჭიმვებს, ანუ ვარჯიშობს და თან ავტოპორტრეტების სერიას იღებს. აი, ასე, უბრალოდ - შიშველი იქ, სადაც არც არავინ დადის შიშველი და არც არავინ ვარჯიშობს.

ეს რომ ოუ ჟიანგის სახლის სახურავზე, ან თუნდაც დახურულ ბაღში, ან კერძო სავარჯიშო დარბაზში ხდებოდეს, ჩინელი ფოტოგრაფი საკუთარი სიშიშვლით ასე ადვილად თავს, ბუნებრივია, ვერ ისახელებდა, რაც არ უნდა საინტერესო კონცეფცია დასდებოდა საფუძვლად მის ორ უკვე აღიარებულ ფოტოსერიას See and be seen ("დაინახე და დაგინახონ") და The Moment ("მომენტი"). ძალიან დიდი რისკის ფასად და თან საქმის უბადლო ცოდნით, ოუ ჟიანგი უკანასკნელი წლების მანძილზე იმას ახერხებს, რომ შიშველი აკეთებს აჭიმვებს მაგალითად, ჩინეთის დიდ კედელთან. და თან ავტოპორტრეტს იღებს! ან თუნდაც, პეკინის ცენტრში, საზაფხულო სასახლის ფონზე. ასევე პეკინში ისტორიულ ცის საყდართანაც და მშენებარე ოლიმპიური სტადიონის ფონზეც. და კიდევ... 2008 წლის მაისში მიწისძვრის დროს დაზარალებული სეჩუანის პროვინციაშიც, ვენჩუანის სკოლასთან, ნანგრევების ფონზეც. და ტიბეტშიც... პოტალას წინ!

"საზოგადოებრივ ადგილებში გაშიშვლება ძალიან რთულია," -გულწრფელად ამბობს ოუ ჟიანგი. - ბევრი ხიფათი არსებობს. ყველაზე რთული ფსიქოლოგიური მომზადების პროცესია. თუ მომენტი ვერ დავიჭირე, რომ გადაღება შევძლო, მივდივარ და სხვა დღეს ვბრუნდები გადასაღებად."

სიშიშვლე ფოტოგრაფის ერთგვარი "სტრატეგიაა". თუმცა კი აღიარებს, რომ "ჩინეთში ეს ძალიან დელიკატური თემაა. სიშიშვლეზე საუბარიც კი რთულია და საუბარიც კი მრავალ წინააღმდეგობას იწვევს." და აჭიმვები? "ამ ფორმით მინდა საზოგადოების ყურდღება სოციალურ ფენომენებზე მივაპყრო," - განმარტავს ოუ ჟიანგი. რატომაც არა?!

სოციალურ ფენომენებზე როდესაც საუბრობს, ფოტოგრაფი თანამედროვე ჩინეთის სოციალურ ცხოვრებაში მიმდინარე იმ მოვლენებს ან ფაქტებს გულისხმობს, რომლებიც ჩინური საზოგადაოების ყურადღების ცენტრში ხვდება, მრავალგვარ დაპირისპირებასაც იწვევს და გარკვეულ რეაგირებასაც ითხოვს. შიშვლად აჭიმვები ოუ ჟიანგის რეაგირების თავისებური, და უდაოდ თვალშისაცემი მეთოდია. ეს მისი არტისტული და პიროვნული თვითგამოხატვის მეთოდიც არის, რომელიც სწორედ სხვადასხვა სოციალურ მოვლენასთან ასოცირებულ საზოგადოებრივ ადგილებში შიშვლად აჭიმვების ფოტოზე დაფიქსირებას და ამ ფოტოებით ვრცელი სერიების შექმნას გულისხმობს. ოუ ჟიანგის არტისტული კონცეფციაც სოციალურ მოვლენებზე რეაგირების სწორედ ამ თავისებურ ფორმაზეა აგებული. რა გასაკვირია?! თანამედროვე ხელოვნების ისტორიისთვის არტისტული გამოხატვის ფორმების ექსცენტრიულობა არასდროს გამხდარა მრავლისმცოდნე და მომსწრე პუბლიკის კრიტიკის საგანი. თუმცა, ჩინელი ფოტოგრაფის შემთხვევაში არტისტული თვითგამოხატვის ორიგინალური მეთოდი გარკვეულწილად სოციალურ პრობლემებთან ბრძოლის საშუალებაც ხდება. შესაბამისად, კითხვას: ოუ ჟიანგი თანამედროვე ხელოვნების მისტერიებით შეპყრობილი არტისტია თუ თამამი მებრძოლი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, შიშველი ხელებით უშიშრად იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად ჩაკეტილ ჩინურ საზოგადოებაში - პასუხს მხოლოდ დრო თუ გასცემს. თუმცა კი ფაქტია, რომ უკანასკნელი წლების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ოუ ჟიანგი თავისი ფოტოკამერის წინ შიშვლად აჭიმვების პროცესში უკვე გამოეხმაურა.

ექსცენტრიული ჩინელი ფოტოგრაფი! - დღეს უკვე ასე მოიხსენიებენ (მსუბუქი ირონიით) ოუ ჟიანგს საერთაშორისო ფოტოგრაფიულ წრეებში, სადაც სნობური ტენდენციებიის ტყვეობაში მყოფი ფოტოგრაფიის მრავალრიცხოვანი პროფესიონალების უმრავლესობა სერიოზულ და "ნამდვილ", შესაბამისად, აკადემიურ ფოტოგრაფიას ანიჭებს უპირატესობას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უაღრესად ჭრელი პროდუქციით გადატვირთულ თანამედროვე ფოტოგრაფიულ ბაზარზე, ოუ ჟიანგმა თავისი ექსცენტრიულობითაც და ალბათ, გარკვეულწილად ნარცისული ეგზგიბიციონიზმითაც უკვე შეიქმნა კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და თამამი ავტორის რეპუტაცია ფოტოგრაფთა ახალგაზრდა თაობაში. რაც არ უნდა ექსცენტრიული იყოს იგი და რაც არ უნდა პრეტენზიულად ჟღერდეს მისი განცხადება, - "მე ვისურვებდი, ჩემმა შემოქმედებამ ჩინეთი გააძლიეროს და მის განვითარებას შეუწყოს ხელი", ფაქტი ფაქტად რჩება - მართალია შიშველია და აჭიმვებს აკეთებს, მაგრამ ოუ ჟიანგი ყოველთვის არის იქ, სადაც მისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს აქვს ადგილი! აი, თუნდაც პეკინში, თებერვალში, Google-ის სათაო ოფისთან, მას შემდეგ, რაც ამერიკულმა კომპანიამ ჩინური ინტერნეტ ქსელში შეწყვიტა საქმიანობა; ან თუნდაც 2009 წელს, იანანის ციხესთან, სადაც ახალგაზრდა პატიმარი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ოუ ჟიანგი შიშველია ყველგან, სადაც თანამედროვე ჩინური საზოგადოების, ან თუნდაც ამ საზოგადოების პროგრესული ნაწილის რეაგირებაა საჭირო.

და როგორ ახერხებს იგი ამას? პირველ რიგში, დიდი რისკის ფასად - ნებისმიერი გადაღების დროს ოუ ჟიანგი დაპატიმრების საფრთხის ქვეშ არის; მეორე, - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაშიშვლების ფასად და მესამე: კარგი სპორტული მომზადების ფასად. დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმეა, რომელიც ოუ ჟიანგს სრულყოფილამდე აქვს დახვეწილი.

ის დილით, გამთენიისას მიდის გადაღებაზე. წინასწარ შერჩეულ ადგილში მოთმინებით ელოდება სასურველ მომენტს. აყენებს ორ შტატივს - ერთს ფოტოაპარატისთვის, მეორეს ვიდეო კამერისთვის, რომელიც გადაღების პროცესს აფიქსირებს. ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს. ხანდახან საათობით ელოდება მომენტს. თუმცა როდესაც სასურველი მომენტი დგება, სწრაფად შიშვლდება, ფოტოაპარატს ავტომატური გადაღების რეჟიმზე აყენებს, ასევე სწრაფად მირბის ობიექტივის წინ, იწყებს აჭიმვებს წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე, რასაც აპარატი ავტომატურად აფიქსირებს. შემდეგ უკვე სწრაფად მორბის უკან, იცვამს და ალაგებს აპარატურას. ხანდახან ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება. "ვიღაცამ რომც დამინახოს, იფიქრებს, რომ უბრალოდ მოეჩვენა შიშველი კაცი, რომელიც კამერის ვარჯიშობდა", - ამბობს ოუ ჟიანგი. სინამდვილეში კი ეს ექსცენტრიული ფოტოგრაფი მართლაც შიშველი აკეთებს აჭიმვებს ხან სად და ხან... ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რაზე უნდა ამ შიშველ არტისტს მიიქციოს ჩინელების ყურადღება - ტიბეტის პრობლემაზე, მიწისძვრაზე, ჩინეთში ოლიმპიადის ჩატარებაზე, ციხეში ახალგაზრდა პატიმრის გარდაცვალებაზე თუ Google-ის მიერ ჩინეთის ინტერნეტ ქსელში საქმიანობის შეწყვეტაზე. ვინ იცის, ეგებ მომავალში, ფოტოზე, შიშველი და აჭიმვების პროცესში ოუ ჟიანგი იმ ციხის წინაც ვიხილოთ, სადაც წლევანდელი ნობელის ლაურეატი ლიუ ქსიაობო იხდის მრავალწლიან სასჯელს...

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი