გუშინ ცნობილი გახდა ვენეციის ხელოვნების რიგით 55-ე ბიენალეს კურატორის ვინაობა.
24 საათი 02.02.12

გუშინ ცნობილი გახდა ვენეციის ხელოვნების რიგით 55-ე ბიენალეს კურატორის ვინაობა.
შემდეგი ბიენალე მხოლოდ 2013 წლის ზაფხულში გაიმართება.
თუმცა ფესტივალის პოპულარულობის საოცარი ზრდის გამო, მისმა დირექტორმა პაულო ბარატამ გადაწყვიტა, ინფორმაცია ეტაპობრივად გაავრცელოს და მთელს წელიწადზე გადაანაწილოს. ესეც სტრატეგიაა მსოფლიო არტკრიტიკისა და პრესის მუდმივად ყურადღების მისაზიდად. მოკლედ ასე, ვენეციის ხელოვნების ბიენალეს მთავარი გმირის ვინაობა ცნობილია. ის ახალგაზრდა კურატორი სიმილიანო ჯონია.
ვენეციის ხელოვნების ბიენალეს დირექტორის თქმით, მისი რჩეული ახალგაზრდა პროფესიონალია, რომელმაც მოასწრო და უკვე დაიმსახურა მხატვრებისა და კრიტიკოსების სიმპათია და პატივისცემა. ეს ყოველივე ალბათ მასიმილიანო ჯონის რამდენიმე უკვე განხორციელებულმა წარმატებულმა პროექტმა განაპირობა.
იტალიელი მასიმილიანო ჯონი 1973 წელს ბუსტო-არსიციოში დაიბადა. 2000-2002 წლებში ის გახლდათ ინგლისურენოვანი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ჟურნალის Flash Art-ის მთავარი რედაქტორი. ის გახლდათ პროექტ "ზონას" კურატორი ვენეციის 50-ე ბიანელეზე. ასევე მისი ორგანიზებით გაიმართა ბერლინის მე-4 ბიენალე, სადაც მხატვრებთან მაურუციო კატელანისთან და ალი სუბოტნიკთან თანამშრომლობდა.
ჯონი არის პირველი ევროპელი კურატორი, რომელიც მუშაობდა ვანჯუს (სამხრეთ კორეა) ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორად. ის ასევე გახლავთ ნიკოლ ტრუსარდის მილანური ფონდის არტდირექტორი.
ვენეციის თანამედროვე ხელოვნების ბოლო 54-ე ბიენალემ, რომელიც გასული წლის 4 ივნისიდან 27 ნოემბრამდე გაგრძელდა, დამსწრებთა სიმრავლის თვალსაზრისით მოხსნა ყოველგვარი რეკორდი და თუკი აქამდე აქტიურად საუბრობდნენ ყველაზე ძველი არტფესტივალის - ვენეციის ბიენალეს სიბერეზე, ტრადიციულობასა და დრომოჭმულ ფორმატზე, კრიტიკის, მედიისა და რიგითი დამთვალიერებლის გაზრდილი ინტერესის ფონზე, მსგავსი კრიტიკა წარსულს ჩაბარდა. ვენეციის ბიენალე ახალი ენერგიით ერთვება არტპროცესებში და თანამედროვე ხელოვნების ყველა ფესტივალის ლიდერია.