ახალგაზრდა პროზაიკოსთა კონკურსში "ალავერდობა" 25 თებერვალს გამარჯვებული ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემიით "ალავერდობა" და ფასიანი საჩუქრებით.
24 საათი 04.02.12
ახალგაზრდა პროზაიკოსთა კონკურსში "ალავერდობა" 25 თებერვალს გამარჯვებული ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემიით "ალავერდობა" და ფასიანი საჩუქრებით.
კონკურსი ცხადდება ნომინაციებში: საუკეთესო რომანი; საუკეთესო მოთხრობა; საუკეთესო მინიატურა და სამი წამახალისებელი პრემია.
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში 14 საათზე გაიმართება.
აღნიშნული ლიტერატურული კონკურსი იანვარში გამოცხადდა და 10 თებერვლამდე გრძელდება.
ამ კონკურსის წყალობით არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა პროზაიკოსი წარმოჩინდა და დაჯილდოვდა ფულადი პრემიებით. კონკურსში მონაწილეობას იღებენ 15-35 წლამდე ასაკის ავტორები.
გურამ რჩეულიშვილის სახელობის ახალგაზრდა პროზაიკოსთა კონკურსი "ალავერდობა" სამი წლის წინ, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ დაფუძნდა.
24 საათი