გუშინ, 18 აპრილს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, აღმოსავლური პარტნიორობის ორკესტრისადმი, რომლის სახელია: "I, CULTURE, ORCHESTRA" მიძღვნილი პრეზენტაცია და პრესკონფერენცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
24 საათი 19.04.12

ორკესტრი პოლონეთის კულტურის სამინისტროს პროექტია. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო, კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი და თბილისის კონსერვატორია. პროექტის მედიაპარტნიორია რადიო "მუზა."
17 და 18 აპრილს თბილისის კონსერვატორიაში შერჩევითი მოსმენები ორკესტრში ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების შესარჩევად გაიმართა. წელს ორკესტრი აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში ტურს გეგმავს. საქართველოში კონცერტი პირველ სექტემბერს არის დაგეგმილი. news.ge