RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

ცო­ტა რამ "სტრიპ­ტი­ზის" შე­სა­ხებ

დღე­ვან­დე­ლი ჩე­მი ამო­ცა­ნა ასე­თია - რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლედ უნ­და გი­ამ­ბოთ "სტრიპ­ტი­ზის" შე­სა­ხებ. სხვაგ­ვა­რად გვერ­დ­ში ვერ ჩა­ვე­ტე­ვი. პრინ­ციპ­ში, მრო­ჟე­კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, პრინ­ციპ­ში ნი­კა თა­ვა­ძის დად­გ­მაც სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში, პრინ­ციპ­ში სტრიპ­ტი­ზი მარ­ტი­ვი მე­ტა­ფო­რაა რო­გორც დრა­მა­ტურ­გის, ისე რე­ჟი­სო­რის სურ­ვილ-ამო­ცა­ნე­ბის ამო­საც­ნო­ბად. სი­შიშ­ვ­ლე, რო­გორც ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კი­სა და ე.წ. ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ზო­მი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი სამ­ყა­როს წი­ნა­შე.

24 საათი 26.04.12

დღე­ვან­დე­ლი ჩე­მი ამო­ცა­ნა ასე­თია - რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლედ უნ­და გი­ამ­ბოთ "სტრიპ­ტი­ზის" შე­სა­ხებ. სხვაგ­ვა­რად გვერ­დ­ში ვერ ჩა­ვე­ტე­ვი. პრინ­ციპ­ში, მრო­ჟე­კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, პრინ­ციპ­ში ნი­კა თა­ვა­ძის დად­გ­მაც სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში, პრინ­ციპ­ში სტრიპ­ტი­ზი მარ­ტი­ვი მე­ტა­ფო­რაა რო­გორც დრა­მა­ტურ­გის, ისე რე­ჟი­სო­რის სურ­ვილ-ამო­ცა­ნე­ბის ამო­საც­ნო­ბად. სი­შიშ­ვ­ლე, რო­გორც ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კი­სა და ე.წ. ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ზო­მი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი სამ­ყა­როს წი­ნა­შე.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 68 წელს და­წე­რი­ლი ტექ­ს­ტი პო­ლო­ნე­ლი სლა­ვო­მირ მრო­ჟე­კი­სა, რო­მე­ლიც კა­პი­ტა­ლის­ტურ სამ­ყა­რო­ში თა­ვის დრო­ზე ემიგ­რან­ტი იყო და, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან­სა თუ ფი­ზი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე წე­რა კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, აქ­ტუ­ა­ლუ­რა­დაც ჟღერ­და და შე­საძ­ლოა, ეპო­ქა­ლუ­რა­დაც, დღეს ბევ­რი ლი­ტე­რა­ტო­რის­თ­ვის ან ბა­ნა­ლუ­რი გახ­და, ან­და ენა მო­უძ­ველ­და. შე­იძ­ლე­ბა, ორი­ვე მო­საზ­რე­ბას გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ვე­თან­ხ­მე­ბო­დე. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­სი "სტრიპ­ტი­ზი" მა­ინც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩანს თბი­ლი­სის სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე. ამას მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი აქვს. პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნის "გა­შიშ­ვ­ლე­ბის" იდეა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ისე­თი­ვე პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლია, რო­გორც უწინ­დელ­თათ­ვის და ეს მო­ტი­ვი მა­ინც ფსი­ქო­ლო­გი­ურ თე­ატ­რ­თან გვა­კავ­ში­რებს. ეს ფსი­ქო­ლო­გიზ­მი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ­მა თე­ატ­რ­მა რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან სას­ტი­კად შე­ი­ძუ­ლა, სა­მე­ფო უბან­ში კი ჯი­უ­ტად აგ­რ­ძე­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ თე­ატ­რის მო­რი­გი წარ­მოდ­გე­ნა, რა ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რიც არ უნ­და იყოს, უკ­ვე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია...

მე­ო­რე - მრო­ჟე­კი ქარ­თულ სცე­ნა­ზე წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე დრა­მა­ტურ­გი­ას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ის­თ­ვის პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცის 70-80-იანი წლე­ბი ის­ტო­რი­ის ობი­ექ­ტი უფ­როა, ვიდ­რე ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტი, რო­მელ­შიც სის­ხ­ლი ამ­წუ­თას მოძ­რა­ობს.

მე­სა­მეც - ნი­კა თა­ვა­ძის მი­ერ სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში დად­გ­მულ "სტრიპ­ტიზ­ში" ბევ­რი რამ არის ისე­თი, რო­მე­ლიც დად­გ­მის კო­მერ­ცი­ულ წარ­მა­ტე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამავ­დ­რო­უ­ლად, მას­ში არ­სე­ბობს დის­კურ­სი ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ისეთ სა­კითხებს უკავ­შირ­დე­ბა, ყვე­ლა დრო­სა და გა­რე­მო­ში რომ პო­უ­ლობს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან კავ­შირს. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ფაქ­ტო­რი უწი­ნაც და დღე­საც თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნის გა­რან­ტი­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას წარ­მო­ად­გენს.

მრო­ჟე­კის პი­ე­სა­ში მა­მა­კა­ცი პირ­ვე­ლი ან­და მა­მა­კა­ცი მე­ო­რე ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად უც­ნობ სივ­რ­ცე­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან. დრა­მა­ტურ­გი პი­ე­სა­ში­ვე ითხოვს, აუცი­ლებ­ლად იყოს ოთა­ხი, რო­მელ­საც ორი კა­რი ექ­ნე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, ითხოვს ყო­ფით გა­რე­მოს. ნი­კა თა­ვა­ძემ, მხატ­ვარ მუ­რაზ მურ­ვა­ნი­ძეს­თან ერ­თად, დრა­მა­ტურ­გის მოთხოვ­ნას გვერ­დი აუარა და და­ქა­ნე­ბულ დის­კო­ზე, სრუ­ლი­ად ნე­იტ­რა­ლურ სივ­რ­ცე­ში დას­ვა ორი ფი­გუ­რა. სივ­რ­ცულ­მა მო­ნუ­მენ­ტა­ლიზ­მ­მა თა­ვი­დან­ვე მოგ­ვი­წო­და, სა­ო­ცა­რი გან­ზო­გა­დე­ბის მცდე­ლო­ბა გა­მოგ­ვე­ჩი­ნა. უც­ნო­ბი ხე­ლი დამ­წყ­ვ­დე­ულ ადა­მი­ა­ნებს აშიშ­ვ­ლებს. პი­ე­სა, სა­დაც ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­პორ­ტ­რე­ტი იკ­ვე­თე­ბა, ისე­დაც ან­ზო­გა­დებს მათ საწყი­სებს, პრინ­ცი­პუ­ლო­ბით შე­ნიღ­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შიშ­სა და მას­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად თა­ვი­სუ­ფალ­სა და ძლი­ერ ნე­ბას. თით­ქოს რა არის აქ გა­სარ­კ­ვე­ვი, მაგ­რამ თუ­კი პი­ე­სას წა­ი­კითხავთ, მიხ­ვ­დე­ბით, რომ მთა­ვა­რია ტექ­ს­ტის წა­კითხის მა­ნე­რა, ზო­გა­დი ფორ­მა და დე­ტა­ლე­ბი, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბელს ერ­თი მხრივ მხი­ა­რუ­ლე­ბის გან­ც­და უნ­და შე­უქ­მ­ნას, მე­ო­რე მხრივ კი სა­კუ­თარ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აპოვ­ნი­ნოს პა­რა­ლე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი არ მოხ­დე­ბა, თუ ვერ ამო­ი­კითხეს, რაც ასე ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე სხვა დად­გ­მებ­ში. რო­ცა არარ­სე­ბულს კითხუ­ლო­ბენ, რო­ცა არ­სე­ბუ­ლის მიღ­მა იგო­ნე­ბენ ამ­ბავს...

ნი­კა თა­ვა­ძის რჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის პა­ა­ტა ინა­უ­რი­სა და და­თა თა­ვა­ძის წა­კითხუ­ლი კი არა მხო­ლოდ გა­და­კითხუ­ლი, არა­მედ ამო­კითხუ­ლია. ამა­ში მათ ტექ­ს­ტიც და­ეხ­მა­რა, რო­მე­ლიც და­თო გა­ბუ­ნი­ამ თარ­გ­მ­ნა, თან ისე, რომ სი­ბას­რე და სის­ხარ­ტე არ და­უ­კარ­გა.

არც ერ­თი სიტყ­ვით მე­ტი, არც ერ­თით ნაკ­ლე­ბი. ტექ­ს­ტი სრულ­ყო­ფი­ლად არის წა­კითხუ­ლი. წარ­მოდ­გე­ნა მხო­ლოდ 1 სა­ათს გრძელ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბა ბო­ლო ნა­წილ­ში ტექსტს არ ეხე­ბა, მხო­ლოდ პა­უ­ზა­ში ვი­თარ­დე­ბა. თუ­კი მრო­ჟე­კის "სი­ცოცხ­ლის ტყვე­ე­ბი" ოთა­ხის რო­მე­ლი­ღა­ცა კა­რი­დან ხე­ლებ­შეკ­რუ­ლე­ბი გა­დი­ან, თა­ვა­ძის გმი­რე­ბი რჩე­ბი­ან სცე­ნა­ზე, რო­მე­ლიც შიშ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ეს­ტ­რა­დად და შო­უდ იქ­ცე­ვა. და მრო­ჟე­კის ბო­ლო მო­ნო­ლო­გი, რო­მელ­საც დუ­ეტ­ში კითხუ­ლო­ბენ, არა მორ­ჩი­ლე­ბის მა­ნი­ფეს­ტია, არა­მედ თა­ვი­თა და უფ­ლე­ბე­ბით ვაჭ­რო­ბის აქ­ტი. თუმ­ცა მა­ნამ­დეა მე­ტა­ფო­რუ­ლი სირ­ბი­ლი სიმ­ბო­ლურ წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე. დი­დე­ბის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი ბრძო­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ შიშ­სა და სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს ტა­ნი­სა­მოსს გა­ა­ყო­ლებს.

პი­ე­სა­ში მე­ტი დატ­ვირ­თ­ვა აქვს პირ­ველ მა­მა­კაცს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში - და­თა თა­ვა­ძეს. მი­სი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის მა­ნე­რუ­ლო­ბა თუ ერ­თ­გ­ვა­რი ბზა­რი, მუდ­მი­ვად გა­პა­რუ­ლი ხმა­სა და ჟეს­ტ­ში, ამ რო­ლის­თ­ვის თა­ვად­ვე გა­ნა­ვი­თა­რა მლიქ­ვ­ნე­ლი, პირ­ფე­რი, ვი­თომ პრინ­ცი­პებს მო­ჭი­დე­ბუ­ლი სუს­ტი პი­როვ­ნე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. თუ­კი პირ­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ის მშვე­ნივ­რად ქმნის სა­ხეს პერ­სო­ნა­ჟი­სა, რო­მე­ლიც ღია კარ­ში გას­ვ­ლას ვერ ბე­დავს და ში­ში­სა და კონ­ფორ­მიზმს იმით ამარ­თ­ლებს, რომ გას­ვ­ლით არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ის­პობს. ხო­ლო იქამ­დე, სა­ნამ უბ­რა­ლოდ ზის და უმოქ­მე­დოა, ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჯერ ისევ გა­აჩ­ნია. მთე­ლი დი­ა­ლო­გის სის­ხარ­ტე მი­სი მო­ნო­ლო­გის ფორ­მი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს სცე­ნა­ზე მყო­ფებ­მა იცი­ან, იცის რე­ჟი­სორ­მაც და მოძ­რა­ო­ბა დის­კო­ზე არც ერ­თი წა­მით არ აგ­დებს არც ამ დი­ა­ლო­გის ტემპს და არც ხმა­მა­ღალ ნო­ტა­ზე გა­თა­მა­შე­ბულ ის­ტე­რი­კას.

ამ სტა­ტი­ის თვა­ლის შევ­ლე­ბამ მკითხ­ველ­ში არ უნ­და გა­ა­ჩი­ნოს აზ­რი, რომ დად­გ­მა რთუ­ლი ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი აქ­ტია. სუ­ლაც არა. მსა­ხი­ო­ბე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით და­თა თა­ვა­ძე ახერ­ხე­ბენ იმას, სა­სა­ცი­ლო და ეპა­ტა­ჟუ­რი დარ­ჩეს წარ­მოდ­გე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი შიგ­თავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზეა. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე ვი­ყოთ ქმე­დი­თე­ბი თუნ­დაც ჩვენს მიკ­რო­სამ­ყა­რო­ში, ეს არის იმა­ზე, რა­საც თუნ­დაც მა­მარ­დაშ­ვი­ლი მოძ­რა­ო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას უწო­დებ­და.

ნი­კა თა­ვა­ძის ახა­ლი დად­გ­მა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რის პო­ლი­ტი­კის გაგ­რ­ძე­ლე­ბაა. ერ­თი მხრივ, თე­ატ­რი, რო­მელ­საც არა­ვინ უჭერს მხარს, უნ­და გა­დარ­ჩეს. მე­ო­რე მხრივ, გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის არ დათ­მონ კავ­ში­რი თა­ნა­მედ­რო­ვე მა­ყუ­რე­ბელ­თან. ეს კავ­ში­რი კი იკარ­გე­ბა მა­შინ, რო­დე­საც წარ­მოდ­გე­ნი­სა და ადა­მი­ა­ნის არ­სი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან შორს არის. ეს კავ­ში­რი მა­ში­ნაც გაწყ­ვე­ტი­ლია, რო­ცა მა­ყუ­რე­ბე­ლი ზის და იცი­ნის. რამ­დე­ნად ზუს­ტი და რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლია თა­ვა­ძის ენა, ხედ­ვა და ტექ­ს­ტის არ­ჩე­ვა­ნი მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პრობ­ლე­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად? ამა­ზე ბევ­რად ვრცელ­სა და სპე­ცი­ფი­კურ ტექ­ს­ტებ­ში შე­იძ­ლე­ბა სა­უბ­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ჩვენს მკითხ­ველს კი ვურ­ჩევთ, ნა­ხონ მრო­ჟე­კის "სტრიპ­ტი­ზი", რა­თა ცო­ტა­თი მა­ინც გა­ახ­სენ­დეთ თე­ატ­რა­ლუ­რი კო­მე­დი­ე­ბის ბას­რი ამო­ცა­ნე­ბი და თე­ატ­რის მი­სი­აც.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი