წესები და პრესები
24 საათი 06.05.12

წესები და პრესები
განცდები და ვნებები
ფსიქოზები სტრესები
უსიამოვნებები
კონფლიქტები უაზრო
ბრბოდ ქცეული მასები
წარმოება უბაზრო
ასტრალური ფასები
ეგოიზმი ობლური
კომუნიზმით ნასინჯი
გემოვნება სოფლური
საქციელი მახინჯი
ხალხი შიშველ ტიტველი
ვერ დამრღვევი ტაბუსი
უწმაწური სიტყვები
დაკარგული ნამუსი
და გაქრობა უკვალოდ
ზიზღთან გადახლართული
რასაც ქვია უბრალოდ
რეალობა ქართული.
***
სანამ პროჭი
არ დაგვებზარება
ტრაკის მიცემა
არ გვეზარება.
***
დროს არ ირჩევენ შიგ
თუ ხვდებიან
დროში ცხოვრობენ ანდა
კვდებიან.
***
რასაც არა აქვს სასრული
ეს არის ჩვენი წარსული
და თუ დაუწყე ბრძოლა მას
გადაგავიწყებს მომავალს.
***
თუ გინდა რომ იყო სანდო
არ უნდა ისიაბანდო.
***
ოჯახი რომ გქონდეს მტკიცე
ცოლს მაყუთი უნდა მიცე.
***
შენი გრძნობა და განწყობა
რომ გაიაზრონ სირებმა
როცა ხვდები რომ არ ცდები
მოგიწევს დაფიქსირება
ლექსები კაცის ჰობია
რაც აძლევს ძალას
ღმერთობის
რომ დაამარცხო ფობია
სხვა ხალხთან ურთიერთობის.
***
როცა ხვდები მორევში
ძლიერ ტალღით ნარყევი
დაიჯერე მოეშვი
და სიღრმეში ჩაყევი
ჩაისუნთქე საკმარი
მერე შიში განმუხტე
და ფსკერს ფეხი აჰკარი
რომ იქიდან ამოხტე
განსაცდელით იქმნება
სასარგებლო ჩვევები
დაიჯერო იქნება
გამოცდილის რჩევები
შენ ბედს შენვე განაგებ
გაცდენს გზათა ხვეული
სულს რომ გაიჩანაგებ
ზიანდება სხეული
სრულყოფილის მსურველო
არ შეჭამო ჭიანი
დაიჯერე სულელო
რასაც გირჩევს ჭკვიანი.
***
თუმც ბევრ რამეს ამატებს
ხალხს რომ თავი აყვაროს
სიტყვა მართავს პლანეტებს
ამოძრავებს სამყაროს
საიდუმლოდ გამთქმელი
შინაარსის გამთქვავი
სიტყვა არის სახელი
უნებლიედ ნათქვამი.
***
არის ჩემში ორი გენი
აცდენილი რეალობას
განსაზღვრავენ ორივენი
ჩემი აზრის მთლიანობას
ერთად გვიწევს ბედის ყოფა
დავადგინე ფასი მათი
არის ჩემში ნებისყოფა
არის ჩემში ხასიათი
რაც წარმოშვა სიმარტოვემ
და სიტყვებმა ქართულებმა
არის ჩემში სიმარტივე
არის ჩემში გართულება
ჩემი ჭუჭყის მომრეცხავი
შინაგანი განათლება
ურთიერთგამომრიცხავი
ჩემი ორი გამართლება.
***
დაემორჩილე ბედს
ნუ ეომები მას
რაც გაქვს იმაზე მეტს
ნუ გამოართმევ სხვას.
კოტე ყუბანეიშვილი