RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

1912 წელი..

2012 წლიდან ასი წელი გვაშორებს 1912-ს. ეს მანძილი სავსეა შემთხვევებით, მოვლენებით, ფაქტებით, ომით, ამბებით…

24 საათი 06.05.12

2012 წლიდან ასი წელი გვაშორებს 1912-ს. ეს მანძილი სავსეა შემთხვევებით, მოვლენებით, ფაქტებით, ომით, ამბებით…

"ისტორია» ზოგჯერ უბრალო ამბების გროვადაც შეიძლება მოგეჩვენოს, ზოგჯერ გაყვითლებული გაზეთის ქაღალდის ნაგლეჯზე ამოკითხული ძალიან უმნიშვნელო ამბავი რაღაცნაირად ისე შეგაშფოთებს, რომ ათას წელს უკან მომხდარი ამბავი, თითქოს შენი საკუთარი ამბავია.

ამ გაცრეცილ ფოტოს უკან აწერია 1912… ძლივს გაარჩევ. დავინტერესდი… და ძველი გაზეთების დასტასთან აღმოვჩნდი. 1912 და 2012 - როგორ უნდა დავაკავშირო?.. ამ სხვადასხვა დროებში რაღაც მსგავსებას, თითქოსდა, მაინც პოულობ… 1912 წელს რომ მეცხოვრა, იქნებ ამ '"სახალხო გაზეთში" მეწერა, იქნებ შემთხვევით "ტიტანიკზეც» ავსულიყავი… ან უბრალოდ, მოწყალების და ვყოფილიყავი. კითხულობ ძველ გაზეთებს, და თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა, რომ სამოვრით დაიმდუღრა ბავშვი, ვიღაცას "კერასინკა» აუფეთქდა, ვიღაცას "ფეჩი".. "თავის მოკვლის განზრახვით 4 აპრილს საწამლავი დალია ვერის დაღმართზე მცხოვრებმა როზალია რუბენშტეინმა…»

მოკლედ ასე, 1912 წელია.

გაზეთები წერენ, რომ საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია სახელმწიფო სათათბიროსკენ. ტფილისის გუბერნიაში სოციალ-დემოკრატების და სომხების ბლოკი აქტიურობს. ამავე წელს ტფილისის გუბერნიის თავდაზნაურობამ კახეთის რკინიგზის გაყვანის კონცესია მიიღო და მაშინვე გაჩნდა გზის მიმართულების საკითხი, რადგანაც ეს კახეთის ეკონომიურ ინტერესებს ეხებოდა.

1912 წელს ასი წელი შეუსრულდა რუსეთის ომს ნაპოლეონ პირველთან და ტფილისში, როგორც იმპერიის ნაწილში, იმ ომში დაღუპულ მეომართა სულებს პანაშვიდებს უხდიან.

პოლიტიკა, ეკონომიკა, ღვარძლი, ომი პარტიებს შორის… გაზეთების დასტა არ შეთხელებულა. უცნაურია, ამ ყველაფრის გვერდით რესტორნების ასევე ნაცნობი მენიუ გვხვდება. საღამოობით საყავეებსა და რესტორნებში იყრის თავს ფულიანი საზოგადოება. კლუბებში ლოტოს თამაშობენ, კიდევ ნარდს, ბანქოს. კაფე "პარიზი» კი, რომელიც სასახლის ქუჩაზე, თავადაზნაურთა სახლში მდებარეობს, ღამის ორ საათამდეა ღია. "კაფე ყოველდღიურია, - საუზმე, ვახშამი, სადილი, ღომი დოშით, საცივი, ხარჩო და სხვა საგულისხმო საჭმელები. როგორც ევროპული, ისე აზიური კერძები წმინდა ერბოთი მზადდება. მშვენიერი სადილის ფასი 30 კაპიკია. ცნობილი მზარეულის მეთვალყურეობით. ყავახანა გაფართოებულია. მივიღეთ გოცის ბილიარდები."

გოლოვინის პროსპექტზე ვინმე ოქოევის სახლში დანიშნულია დიდი ვაჭრობა, სადაც მოდური საქონელი გაიყიდება: "ჩულქეულობა", თეთრეული ქალებისა და მამაკაცებისათვის. აბრეშუმისგან შეკერილი კოფთები, კუწუბუიანი ქვედატანები, სახამებლიანი პერანგები, ჰალსტუხები… ქოლგა კი, კეკლუცი მანდილოსნის მთავარი ატრიბუტია მიუხედავად იმისა, რომ უკვე 200 წელია გასული მისი გამოგონებიდან. ქალები სახის კანისთვის კრემ "აზიმს» და "მეტამორფოზას» ხმარობენ. მეტი ორიგინალობისთვის პაპიროსებს ეწევიან. საუკეთესოა "აერო", "შანტეკლერ", "ირისი", ბოლო შეხვეული "აერო" ასი ცალი მანეთი ღირს. 25 ცალი 25 კაპ. "თუთუნის მწეველთა საყურადღებოდ! ახლად გამოსულ "ირისს" საუკეთესო და ოსმალური თუთუნის ნაზი სურნელება აქვს და რბილი სასიამოვნო გემო."

გოლოვინის პროსპექტზე სამშობიარო სახლია გახსნილი. მშობიარობა წოლით ღირს 40 მან. მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი ფასიანია. არსებობს "სამშობიარო თავშესაფარი თუხარელის, გოლოვინის პროსპექტის და გრიბოედოვის ქუჩის კუთხეში N34, ფეოდოსიის ეკლესიის გასწვრივ. იღებენ ფეხმძიმე და მშობიარე ქალებს დღე და ღამ ყოველ დროს. ორ საწოლიანი ოთახი 2 მანეთი ღირს. მომშობიარებისათვის 6 მან. თავშესაფრის გამგე ექიმი მიკირტუმოვი." ქალაქის საბჭოს ექიმები მოვალენი არიან ღარიბ მცხოვრებთ უფასო საექიმო დახმარება აღმოუჩინონ ქალაქის საავადმყოფოებში და თვითონ ავადმყოფის ბინაზეც. ქველმოქმედება განსაკუთრებით მძლავრობს ჭლექის ეპიდემიის აფეთქებასთან ერთად. ტფილისში ჭლექია…

აპრილია. ქალაქს სადესასწაულო ელფერი ადევს. "გვირილობაა". ქალაქში გვირილებით მორთული ეტლი დადის, ყვავილებითა და ფერადი ლენტებით ხელდამშვენებულ ქალებს ქუჩა-ქუჩა დააქვთ გვირილები და ყულაბები. ერევნის მოედანზე, ვორონცოვის ძეგლთან, სახაზინო თეატრთან, ვერის დაღმართზე, მუხრანის ხიდთან ხალხს უფასოდ ურიგებენ წიგნებს, სადაც ქართულ, რუსულ, სომხურ და თათრულ ენებზე აღწერილია ჭლექი და მის წინააღმდეგ ბრძოლა. რამდენი ფული შეგროვდა ეს საღამოს გაირკვევა, სულ 400 ყულაბაა. დაბეჭდილი ყულაბები ქალაქის გამგეობის შენობაში აწყვია. ქალ-ვაჟთ თეთრსა და ლურჯ ლენტებზე აწერია - იყიდეთ თეთრი ყვავილი… სამხედრო მუსიკა მთავარ ქუჩაზეა. ორკესტრი უკრავს. ყულაბა ივსება. შეგროვილი თანხა ჭლექით სნეულთ უნდა მოხმარდეს. "გვირილობა" კაცთმოყვარეობის დღეა. ამავე წელს პირველად დაარსდა ჩქარი სამკურნალო დახმარება ექიმ სტეფანოვის თაოსნობით და რვა თვეში ჩქარი მაშველი ეტლი 316-ჯერ გაუწვევიათ.

პირველად დაარსდა ცეცხლის მქრობელი საზოგადოებაც. რადგან გახშირდა ხანძრები. გახსნილია ევროპული მაღაზია, სადაც იყიდება ფეჩები გასათბობად, ნავთი უსუნო და უმჭვარტლო, რომელსაც ჰქვია "ფენიკი", მაღაზიები სავსეა სხვადასხვა ფორმის სამოვრებით, ჩამოსაკიდი, სასუფრე, კედლის, საწერ მაგიდის ლამფებით, ფაიფურის, ქაშანური და მელქიორის კიდევ სხვანაირი ჭურჭელით.

ხშირია თვითმკვლელობა. რატომ, რის გამო? პასუხი არავინ იცის. სულიერი ფასეულობა აღარ არსებობს, ეკონომიური მხარე მოუწესრიგებელია და მაინც, ამ ყოფაშიც, ზოგი უკან არ იხევს.

ჯერ კიდევ ცოცხალია იაკობ გოგებაშვილი. სოფლებში ზოგან საერთოდ არ არის სკოლა. ზოგან არის და ინგრევა. გოგებაშვილი თავისი ხარჯით სოფელ ვარიანში აარსებს სახალხო სკოლას. იაკობი თავაუღებლად წერს, მუშაობს, თუმცა, ჯანმრთელობა შერყეული აქვს. წერს მხოლოდ დილით და მის საწერ მაგიდაზე გამოულევლად დგას ყაყაჩოს მელანი. იაკობი ყაყაჩოს ფოთლიდან ხდის მელანს. ხშირად ამბობს, ყაყაჩოს მელანს სასიამოვნო სუნი აქვს, ქაღალდზე არ იჟღინთება, ნაკლებად ხუნდება და ადვილად არ წყალდებაო. ექიმებს იმედი ჰქონდათ, მალე ფეხზე დადგებაო, მაგრამ არ გამართლდა, იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან და მისი ანდერძით ათ-ათი თუმანი გადასცეს თფილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ძმობას, სომეხთა და მაჰმადიანთა საქველმოქმედო საზოგადოებებს. თავის საცხოვრებელი სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც გაიხსნა სკოლა.

ტექნიკა წინ მიდიოდა… სოფელ პატარძლეულში ქვრივ კეკეს ტელეფონის დანახვაზე გული მისდის, თუმცა წუხს: ქა, ადამიანის ხმამ ასე როგორ შემაშინაო. როცა სატელეფონო მავთულები გაიბა, ზოგმა თქვა - მავთულები ჩალით არის გამოტენილი და ხმა იმაში გადისო. ერთმა მოხელემ ტელეფონი დაშალა, რომ ხალხისთვის ელექტრონის ძალა ეჩვენებინა, მერე შარაგზაზე გაიწვია, მათ თვალწინ მავთული გადაჭრა და აუხსნა, რომ ტელეფონი ძალიან სასარგებლო გამოგონებაა. თუმცა, ბევრი მაინც ვერ დააჯერა, რომ ყურმილიდან სხვები ელეპარაკებოდნენ.

ქალაქში სახალხო სეირნობები იმართება, ხან "მუშტაიდში», ხან "სპორტის" ბაღში, შემოსავალი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს ხმარდება. გაზეთები წერენ, რომ "გვირილობა" დღეს ტფილისში ჩვიდმეტიათას ორასი მანეთი შემოვიდა. იყო კერძო შემოწირულობანიც ორი ათას მანეთამდე. ერთ ყულაბაში ყალბი თუმნიანი აღმოჩნდა. ხელოსნები ხელფასების მომატებას ითხოვენ. ყასბების თავგასულობას კი, ბოლო არა აქვს, ან სულ არ გამოგიჩენენ რიგიან ხორცს, ან ოც ოცდახუთ კაპიკს გადაგახდევინებენ გირვანქაში. ტრამვაიც ხშირად ჩერდება ელექტრონის უქონლობის გამო. ძმებმა მამულაშვილებმა მცხეთაში არაჩვეულებრივი ბაღი გააშენეს და ტფილისს ყვავილებით ამარაგებენ, კერძოდ პრესტიჟულ მაღაზია "სოლეილოლ-დორს" - ქარვასლის კუთხეში.

ტფილისი ევროპის ამბებით ცხოვრობს. ქართულ გაზეთებში გაჩნდა ცნობა, შორეულ ოკეანეში სინათლით გაბრდღვიალებული "ტიტანიკის" შესახებ. ის ჩაიძირა ისე, რომ ღელვაც არ გამოუწვევია, სინათლეც კი არ ჩამქრალა ბოლო წუთამდე. თან ჩაიტანა ენით აუწერელი სიმდიდრე და უმწეობით გაოგნებული ხალხი. "გვამების მცურავი სასაფლაო"" ასე წერენ გაზეთები. თურმე, ამ მოწყობილ გემზე არ აღმოჩნდა დურბინდი, რათა შორიდან შეემჩნიათ ის ყინულის მთა. "ბევრი ბავშვი დარჩომილა უდედმამოდ", ყველა ამათ ნიუ-ორკის საქველმოქმედო საზოგადოებამ დახმარება გაუწია. ტფილისში დიდხანს ისე შეძრწულნი ლაპარაკობდნენ ამ ფაქტზე, თითქოს მათ ქვეშაც ირყეოდა მიწა.

ცხოვრება მიდიოდა და ერთ უცნაურ კაცს, ამ ცხოვრების ფირზე დაფიქსირება მოუნდა. სასტუმრო "გრანდ-ოტელი". ქუთაისი. უცნაური დილაა, უცნაური აჟიოტაჟი "გრანდ-ოტელიდან" იწყება. სასტუმროდან გამოდის მოხუცი - ეს აკაკი წერეთელია. 1912 წლის 21 ივლისს იწყება აკაკი წერეთლის მოგაზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. სატრიუმფო თაღებზე თავთავებით აწერია "ფიანდაზად გაგეგებით». აკაკის იღებენ ხალიჩებითა და ვარდყვავილებით მორთულ მოედნებზე. კადრს - კადრი ემატება: ფერხული ბარაკონში, დაბიდან - დაბაში შარაგზებისა და ხეობების გავლით, ბილიკების გადაჭრით, თუ მდინარეების გადალახვით, ნადიმი ბარაკონში, ხიდის კარი, როსტომ ერისთავის ციხის ნანგრევები. მდინარე შაორი. ზეიმი ლაილაშში… აპარატი კი ლინეიკაზე დგას. ოპერატორი ეტლში ზის. მეტად უცნაური პროფესიის ახალგაზრდა მონდომებით ატრიალებს აპარატის სახელურს და გატაცებული იღებს ქართველი ხალხის ისტორიაში დაუვიწყარ მოგზაურობას. მაგრამ მაშინ, ჯერ კიდევ ბევრმა არ იცოდა, რა იყო კინემატოგრაფია. ხედავდნენ მხოლოდ ეტლში ევროპულად ჩაცმულ ახალგაზრდას, რომელსაც რაღაც უცნაური ხელსაწყო ედო მუხლებზე. ეს კინოკამერა იყო. ახალგაზრდა კაცი ვასილ ამაშუკელია, ეს მოგზაურობა თავიდან ბოლომდე გადაიღო. აკაკი დაინტერესებული ადევნებს თვალს გადაღებას. თუმცა ფირი მალე თავდება, წუხს მგოსანი, იმერლებმა ასე ვიცით, დაწყებით ყველაფერს კარგად ვიწყებთ, მაგრამ ბოლოს თავს ვერაფერს მოვაბამთო. მეორე დღესვე ქუთაისიდან ჩამოდის ფირით სავსე ახალი ყუთები. ოპერატორი განაგრძობს გადაღებას. აკაკის მუქი საშემოდგომო კოსტიუმი აცვია. გაზეთები წერენ: "დაიხარჯა პლიონკა 1500 მეტრი. ნეგატივის გამჟღავნების და პოზიტივის დაბეჭდვის შემდეგ მიღებულ იქნა 1200 მეტრი ფილმი". მონტაჟი გაკეთდა ქუთაისში. ეს იყო პირველი სრული მეტრაჟის ქართული კინონარკვევი, რომლის პრეზენტაცია ქუთაისის "რადიუმის" თეატრში შეგდა. შემდეგ ტფილისში, პეტერბურგში, მოსკოვში, ხარიბინში და სხვა შორეულ კუთხეებშიც. ამაშუკელს ამ ფილმის გარდა სხვა რამეც ბევრი გადაუღია, არტისტული ბაღებიდან - "გვირილობამდე". თუმცა, ეს ფილმები არ შემოგვრჩა ასე რომ, ქართული კინემატოგრაფია პოეტიდან იწყება. კიდევ ბევრი იყო გადასაღები, თუნდაც ის, რომ დადიოდა ქალაქში კაცი, თავისი საღებავებიანი ყუთით. ქალაქის გარეუბნების სამიკიტნოები სულ მისი მოხატული იყო. უბადრუკ დუქნებში დაკიდებული შედევრებით გაოცებული დარჩენილა ტფილისში ჩამოსული ფრანგი მხატვარი მიშელ ლე-დანტიუ. 1912 წელი ფიროსმანის აღმოჩენის წლად ითვლება.

1912 წლის გაზეთებიდან ამოიკითხულ სხვადასხვა განცხადებებში იმდროინდელი გარემო ჩანს, მაგალითად, "ინგლისელი კაპიტალისტები მაისის შუა რიცხვებში ტფილისს ესტუმრებიან. მათ აზრად აქვთ მოლაპარაკება გამართონ კავკასიის ქალაქებთან და სხვადასხვა სამუნიციპალო დაწესებულების აგება-მოწყობა იკისრონ".

ან, ესეც - "ფეხსაცმელები თომა დ. ჯანყარაშვილის მაღაზია-სახელოსნოში. იყიდება ყველანაირი ფეხსაცმელი ქალისა, კაცისა, ბავშვისა. ვამზადებთ საუკეთესო მასალისგან ზომიერ ფასებში და ვასრულებთ პირნათლად. ადრესი: მუხრანის ქ.N2."

"1912 წ. 22 მაისს ქუთაისიდან-ყვირილამდე მატარებელში დავკარგე სერი მატერიის პორტფელი, სხვადასხვა საბუთებით. მპოვნელს ვთხოვ ეს პორტფელი თავის საბუთებით გამომიგზავნოს ფოსტით ან პირადად. რისთვისაც მიიღებს საჩუქრად 5 მანეთს. მის: დაბა ყვირილა. გედევან ჩუბინიძე"…

ან, საბურთალოზე მშვენიერ ალაგს, ახლად აშენებული ეკლესიისა და დიდუბის მომავალი ხიდის მახლობლად დაიჭრა 20 დესეტინა მამული. იყიდება წვრილ ნაჭრებად. საჟენი 80 კვ.დან. მსურველთ შეუძლიათ მიმართონ ოლღას ქუჩაზე, სახლი N6 თაქთაქიშვილისა."

დრო გადიოდა… გადიოდა დრო. 2012 წელი…

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი