საგასტროლოდ ესპანეთში
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ესპანეთის Teatro Jovellanos-ის მიწვევით 10-15 მაისს საგასტროლოდ ესპანეთში მიემგზავრება.
24 საათი 08.05.12
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ესპანეთის Teatro Jovellanos-ის მიწვევით 10-15 მაისს საგასტროლოდ ესპანეთში მიემგზავრება.
ორკესტრი ქალაქ ხიხონის საერთაშორისო ფესტივალის აუდიდტორიის წინაშე ორჯერ წარსდგება. თბილისის ოპერის თეატრის სიმფონიურ ორკესტრს ცნობილი ესპანელი დირიჟორი მარიანო რივასი წარუძღვება.
ქართველმა მსმენელმა მარიანო რივასის შემოქმედება 2009 წელს გაიცნო ჯუზეპე ვერდის "რეკვიემის" შესრულებით.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი 2009 წლის აგვისტოშიც იმყოფებოდა ესპანეთის ქალაქ ხიხონის საოპერო მუსიკის ფესტივალზე, სადაც სწორედ მარიანო რივასის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა ჯაკომო პუჩინის ოპერის "მადამ ბატერფლაის" შესრულებაში.