RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

პო­ე­ტუ­რი პარ­ნა­სი ლონ­დონ­ში

ინ­გ­ლი­სის 2012 წლის ფეს­ტი­ვა­ლის 12-კვი­რი­ა­ნი სა­ნა­ხა­ო­ბის ერთ-ერთ ნა­წი­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა პო­ე­ტუ­რი ფეს­ტი­ვა­ლიც მო­ი­აზ­რეს.

24 საათი 12.07.12

მაია სარიშვილი ლონდონის ფესტივალზე
მაია სარიშვილი ლონდონის ფესტივალზე

ინ­გ­ლი­სის 2012 წლის ფეს­ტი­ვა­ლის 12-კვი­რი­ა­ნი სა­ნა­ხა­ო­ბის ერთ-ერთ ნა­წი­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა პო­ე­ტუ­რი ფეს­ტი­ვა­ლიც მო­ი­აზ­რეს.

ეს სა­ხალ­ხო ზე­ი­მი, რო­მე­ლიც 21 ივ­ნი­სი­დან 9 სექ­ტემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­გ­ლის­ში, 2008 წელს დაწყე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ეტა­პია. შე­სა­ბა­მი­სად, ფეს­ტი­ვა­ლი "პო­ე­ტუ­რი პარ­ნა­სი" ისე­თი­ვე მას­შ­ტა­ბუ­რი იყო, რო­გორც თა­ვად ოლიმ­პი­ა­და: 26 ივ­ნი­სი­დან 2 ივ­ლი­სის ჩათ­ვ­ლით, ლონ­დონ­ში თა­ვი მო­ი­ყა­რეს 204 ქვეყ­ნის პო­ე­ტებ­მა. ფეს­ტი­ვა­ლი "პო­ე­ტუ­რი პარ­ნა­სი" სამ­ხ­რეთ სა­ნა­პი­როს ცენ­ტ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­კონ­სუ­ლოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და და იგი ერთ-ერთ პრო­ექ­ტად მო­აზ­რე­ბო­და სამ­ხ­რეთ სა­ნა­პი­როს ცენ­ტ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ე­ტუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ტარ­დე­ბა და რომ­ლის გახ­ს­ნაც 1967 წელს თედ ჰი­უ­ზის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი "პარ­ნა­სი" ერ­თ­ჯე­რა­დი პრო­ექ­ტი იყო და მიზ­ნად ისა­ხავ­და თა­ო­ბის სათ­ქ­მე­ლის წარ­მო­ჩე­ნას.

"ასეთ და­ნა­წევ­რე­ბულ და არე­ულ ეპო­ქა­ში ფეს­ტი­ვა­ლი "პო­ე­ტუ­რი პარ­ნა­სი" ცდი­ლობს, საზღ­ვ­რე­ბი დაძ­ლი­ოს, ბა­რი­ე­რე­ბი უგუ­ლე­ბელ­ყოს და ხე­ლი შე­უწყოს ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. ყვე­ლა ეპო­ქა­ში ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის რა­ღაც მოვ­ლე­ნა ხდე­ბა. ად­რე პო­ე­ზი­ის გავ­ლე­ნა ძლი­ე­რი იყო. თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში პო­ე­ტუ­რი სათ­ქ­მე­ლი აღარ ის­მის, პო­ე­ზია ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­ლე­ნას ვე­ღარ ახ­დენს. ვფიქ­რობთ, ამ­გ­ვა­რი მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­გო­რიც ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლია, 21-ე სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნად დარ­ჩე­ბა," - ამ­ბობს ფეს­ტი­ვა­ლის კუ­რა­ტო­რი და იდე­ის ავ­ტო­რი სი­მონ არ­მი­თე­ი­ჯი.

ამ­გ­ვა­რი ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის იდეა სი­მონ არ­მი­თე­იჯ­მა გა­სულ წელს "ბი­ბი­სის" 31 მა­ი­სის გა­და­ცე­მა­ში გა­აჟ­ღე­რა და პო­ე­ტურ­მა სამ­ყა­რომ მსწრაფლ აიტა­ცა. მის­კენ პო­ე­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბი პირ­და­პირ ნი­აღ­ვ­რად და­იძ­რა. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თ­ვის არც ისე იოლი იყო 204 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის ვი­ზის მო­პო­ვე­ბა - სწო­რედ ამ­დე­ნი ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და კულ­ტუ­რის ოლიმ­პი­ა­და­ში და პო­ე­ტე­ბიც ამ ქვეყ­ნე­ბი­დან მო­იწ­ვი­ეს. რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ანა შელ­ბი აღ­ნიშ­ნავს, მსგავ­სი მას­შ­ტა­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა მთარ­გ­მ­ნელ­თა მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან "პო­ე­ტურ პარ­ნას­ში" მაია სა­რიშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბად სწო­რედ მო­ნა­წი­ლე­თა მრა­ვალ­რიცხოვ­ნე­ბა­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ასა­ხე­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვად ეროვ­ნულ ტან­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, აზია-აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის პო­ე­ტე­ბი გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ. ლექ­სე­ბის კითხ­ვი­სას გა­მომ­ს­ვ­ლელ­თა ამ­პ­ლი­ტუ­და რი­ტუ­ალ­სა და პერ­ფორ­მანსს შო­რის მერ­ყე­ობ­და. რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლე­ბის წე­სია, ყვე­ლა სა­კუ­თარ ენა­ზე კითხუ­ლობ­და, ხო­ლო ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბრი­ტა­ნე­ლი პო­ე­ტე­ბი მათ პო­ე­ზი­ას ინ­გ­ლი­სუ­რად ახ­მო­ვა­ნებ­დ­ნენ.

იმა­ვე მრა­ვალ­რიცხოვ­ნო­ბის გა­მო, პო­ე­ტუ­რი სა­ღა­მო­ე­ბიც ჯგუფ-ჯგუ­ფად ტარ­დე­ბო­და. მაია სა­რიშ­ვი­ლი იმ გა­მო­ნაკ­ლის­თა შო­რის იყო, რო­მელ­საც ორი გა­მოს­ვ­ლა ჰქონ­და, 10-მდე ლექ­სით. მათ შო­რის, წი­ნა­სა­ფეს­ტი­ვა­ლო გან­წყო­ბით და­წე­რი­ლი ლექ­სი, სა­თა­უ­რით "203 პო­ეტს", ფეს­ტი­ვა­ლის ჰი­ტად იქ­ცა. ლექ­სი თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვია, სა­დაც პო­ე­ტი ქა­ლი სა­კუ­თარ გამ­გ­ზავ­რე­ბის­წი­ნა გან­წყო­ბას გად­მოს­ცემს, ქვე­ყა­ნას­თან, ოჯახ­თან და შვი­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ლექ­სი და­ლი­ლა გო­გი­ამ თარ­გ­მ­ნა. რო­გორც მაია სა­რიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ლექ­სი მას და­უმ­თავ­რე­ბე­ლიც კი ეჩ­ვე­ნე­ბო­და, ხო­ლო მი­სი წარ­მა­ტე­ბა მთარ­გ­მ­ნე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც სწო­რად წა­მოს­წია ლექ­სის იდეა და მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი. ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ებს ლექ­სის გულ­წ­რ­ფე­ლო­ბამ ისე აუჩუ­ყა გუ­ლი, ისე­თი დი­დი იყო მას­ზე მოთხოვ­ნა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, იგი 203-ვე მო­ნა­წი­ლეს გა­და­ეგ­ზავ­ნა!

რო­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პირ­ველ რიგ­ში იმ წარ­მა­ტე­ბას აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რა­საც ამა თუ იმ ავ­ტო­რის გა­მოს­ვ­ლას სდევს თან. მაია სა­რიშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი სა­ფეს­ტი­ვა­ლო ალ­მა­ნახ­ში მოხ­ვ­და სხვა 12 ავ­ტორ­თან ერ­თად. ფეს­ტი­ვალ­მა, გარ­და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ან­თო­ლო­გი­ი­სა, სა­დაც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე თი­თო ლექ­სით შე­ვი­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­მა­ნა­ხიც გა­მოს­ცა. გარ­და ამი­სა, მაია სა­რიშ­ვი­ლის პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მით და­ინ­ტე­რეს­და ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა. ხო­ლო მას შე­დეგ, რაც ქარ­თ­ველ­მა პო­ეტ­მა თა­ვი­სი ლექ­სე­ბი კი­დევ გა­დაგ­ზავ­ნა ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პე­რი­ო­დი­კი­სათ­ვის, ინ­გ­ლი­სურ მხა­რეს გა­უჩ­ნ­და შე­კითხ­ვა: "ამ­გ­ვარ ლექ­სებს კი­დევ ვინ­მე წერს თქვენ­თან?"

მაია სა­რიშ­ვი­ლი: "მათ­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო იყო სა­ხე­ე­ბი­თა და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი პო­ე­ზია, რომ­ლის დე­ფი­ცი­ტიც მათ აქვთ. ემო­ცი­ე­ბის შე­კო­წი­წე­ბა სჭირ­დე­ბათ იმი­სათ­ვის, რომ ლექ­სი შექ­მ­ნან, მა­შინ რო­ცა ჩვენ იმ­დე­ნი ემო­ცია გვაქვს, აღარ ვი­ცით, სად წა­ვი­ღოთ. ვერ ვხვდე­ბი, ეს ქარ­თუ­ლი ფე­ნო­მე­ნია თუ სხვა ფაქ­ტო­რე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მაგ­რამ ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან სა­უბ­რი­სას ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ახ­ს­ნამ­დე არც მი­დი­ო­და საქ­მე, უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცო­და, სად იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო.

რაც უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რია ფეს­ტი­ვა­ლი, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვან ფეს­ტი­ვალ­ზე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ და ხიბ­ლი სწო­რედ ეს იყო - ამ­დე­ნი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის ერ­თად ნახ­ვა. სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში იქა­უ­რი პო­ე­ტე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, გარ­და ამი­სა, მო­მაგ­რე­ბუ­ლი გვყავ­და თარ­ჯიმ­ნე­ბიც. ჩემ­თ­ვის სი­ურ­პ­რი­ზი იყო ქარ­თუ­ლის მცოდ­ნე ინ­გ­ლი­სე­ლი პო­ე­ტი ადამ სმი­ტი, რო­მე­ლიც დე­დით ეგ­ვიპ­ტე­ლია და ამ­ჟა­მად ლონ­დო­ნის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს. იგი და­ინ­ტე­რე­სე­და ქარ­თუ­ლი ენით, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფე­ნო­მე­ნით და შემ­დეგ გა­ეც­ნო კულ­ტუ­რას. ახ­ლა უს­მენს ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს, კითხუ­ლობს ბევრს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე და ფიქ­რობს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შე­დეგ ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ნა­ხოს ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლის­თ­ვი­საც უამ­რა­ვი ლექ­სი აქვს მიძღ­ვ­ნი­ლი."

ფეს­ტი­ვა­ლის კუ­რა­ტო­რის სი­მონ არ­მი­თე­ი­ჯის ნათ­ქ­ვამს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, პო­ე­ზი­ამ და­კარ­გა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში კულ­ტუ­რუ­ლი ზე­გავ­ლე­ნა. ის არ არის კო­მერ­ცი­უ­ლი, ამას ერ­თხ­მად აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ მაია სა­რიშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას უცხო­ე­ლი პო­ე­ტე­ბი და იმა­საც ამა­ტებ­დ­ნენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა­ღაც­ნა­ი­რად ბო­ლო დროს პო­ე­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბის მო­ძა­ლე­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­გ­ვარ რე­აქ­ცი­ა­დაც ჩავ­თ­ვა­ლოთ იმ და­ძა­ბულ ყო­ფა­სა და სტრე­სებ­ზე, რი­თიც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო გა­მო­ირ­ჩე­ვა. ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­თა სათ­ქ­მე­ლიც, გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბი უფ­რო იყო, ვიდ­რე გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. "ისე­თი გან­ც­და მქონ­და, ყვე­ლას სურ­და, სა­კუ­თა­რი ემო­ცია გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. შე­იძ­ლე­ბა, ფეს­ტ­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მაც იმუ­შა­ვეს ამ კუთხით. ჩე­მი ლექ­სე­ბიც მათ შე­არ­ჩი­ეს, თუმ­ცა მე ისე­დაც პი­რად ამ­ბებ­ზე ვწერ. ამან რა­ღაც­ნა­ი­რად მგრძნო­ბი­ა­რე გა­ხა­და ფეს­ტი­ვა­ლი. ამ ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ქვეყ­ნის ის­ტო­რი­აც ჩან­და და ამ კუთხით და­ნა­ხუ­ლი ქვე­ყა­ნა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყო," - ამ­ბობს მაია სა­რიშ­ვი­ლი.

გახ­დე­ბა თუ არა ფეს­ტი­ვა­ლი "პო­ე­ტუ­რი პარ­ნა­სი" სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თი მოვ­ლე­ნა, ამას ის კონ­ტაქ­ტე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ­ლე­ბიც ფეს­ტი­ვალ­ზე 204 ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლეს შო­რის დამ­ყარ­და და სა­მო­მავ­ლოდ გან­ვი­თარ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით კი იმის თქმა შე­იძ­ლე­ბა, რომ 203-მა ადა­მი­ან­მა დე­და­მი­წის სხვა­დას­ხ­ვა წერ­ტილ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ უკ­ვე იცის.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი