RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

რა­ტომ იმარ­ჯ­ვებს ახა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა

ბერ­ლი­ნის სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რეა, სა­დაც მხატ­ვ­რო­ბის კლა­სი­კო­სე­ბის შე­დევ­რე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი, იც­ლე­ბა.

24 საათი 26.07.12

ბერ­ლი­ნის სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რეა, სა­დაც მხატ­ვ­რო­ბის კლა­სი­კო­სე­ბის შე­დევ­რე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი, იც­ლე­ბა.

კლა­სი­კო­სებს ად­გილს სა­ცავ­ში მი­უ­ჩე­ნენ. მა­თი გა­ტა­ნის მი­ზე­ზი კი ახა­ლი მიზ­ნე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ის ამო­ცა­ნაა - სივ­რ­ცე თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას უნ­და და­ეთ­მოს. სწო­რედ ეს პრო­ცე­სი გახ­და მწვა­ვე კა­მა­თის სა­გა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­კო­სებ­სა და პრუ­სი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის. გა­ლე­რე­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დია...

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი გა­ლე­რე­ი­დან ისე გა­აქვთ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სივ­რ­ცე ჯერ არ გა­მო­უ­ძებ­ნი­ათ და რო­გორც გერ­მა­ნულ პრე­სა­ში იუწყე­ბი­ან, შე­სა­ფე­რი­სი გა­ლე­რეა მო­მა­ვალ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ქა­ლაქ­ში სა­ეჭ­ვოა რომ გაჩ­ნ­დეს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი აშე­ნე­ბა გეგ­მა­ში არ არის. ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და ძვე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის უბ­რა­ლოდ მოყ­ვა­რულ­თა ძა­ლი­ან დი­დი ნა­წი­ლი გა­ო­ცე­ბას ვერ ფა­რავს იმის გა­მო, რომ ტი­ცი­ან­სა და რემ­ბ­რანდტს ფონ­დ­მა უორ­ჰო­ლი და როტ­კო ამ­ჯო­ბი­ნა.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ბერ­ლი­ნის სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რეა ნა­წი­ლია პრუ­სი­ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­სა, რაც თა­ვის­თა­ვად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია რო­გორც მთლი­ა­ნო­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ფონ­დის მი­ერ. და­სა­ხე­ლე­ბაც იგი­ვეა - პრუ­სი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ფონ­დი. გა­ლე­რეა მდე­ბა­რე­ობს და­სავ­ლეთ ბერ­ლინ­ში, სხვა არა­ერთ სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­თან ერ­თად, შპრე­ე­ინ­ზელ­ზე, მდი­ნა­რე შპრე­ეს სა­მუ­ზე­უ­მო კუნ­ძულ­ზე. სა­დაც, მუ­ზე­უ­მე­ბის გარ­და, არის ბერ­ლი­ნის ფი­ლარ­მო­ნია და სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მი.

პრუ­სი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ფონ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა დი­დი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ნიზ­რა­ხეს. სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რე­ის კო­ლექ­ცია დრო­ე­ბით გა­და­აქვთ სა­მუ­ზე­უ­მო კუნ­ძუ­ლის სხვა ნა­გე­ბო­ბებ­ში, თუმ­ცა, რო­გორც აღი­ნიშ­ნა, მე­ცა­მე­ტე-მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ბო­ლოო მი­სა­მარ­თი იქ­ნე­ბა ბო­დე მუ­ზე­უ­მის ახა­ლი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში უნ­და აშენ­დეს. სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რე­ა­ში კი გან­თავ­ს­დე­ბა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის კო­ლექ­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც გად­მო­ი­ტა­ნენ სხვა­დას­ხ­ვა მუ­ზე­უ­მე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ლი კი ბერ­ლი­ნის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის ფონ­დე­ბი­დი­დან იქ­ნე­ბა, ასე­ვე მარ­ქ­სი­სა და პიტ­ც­შე­ბის ოჯა­ხე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან.

გერ­მა­ნელ­მა მე­წარ­მემ ერიხ მარ­ქ­ს­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას თა­ვი­სი პი­რა­დი კო­ლექ­ცია სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმს 1990-იან წლებ­ში გა­დას­ცა. მა­შინ ეს კო­ლექ­ცია გან­თავ­ს­და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში, ჰამ­ბურ­გის ყო­ფი­ლი სად­გუ­რის შე­ნო­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლექ­ცია უპირ­ვე­ლე­სად ცნო­ბი­ლია იოსებ ბო­ი­სის, ან­სელ კი­ფე­რის, რო­ბერტ რა­უ­შენ­ბერ­გის, ენ­დი უორ­ჰო­ლი­სა და საია ტვომ­ბ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბით.

პიტ­ც­შე­ბის ოჯახ­მა (Pietzsch) სა­კუ­თა­რი კერ­ძო კო­ლექ­ცია ბერ­ლინს 2010 წელს გა­დას­ცა. კო­ლექ­ცი­ა­ში შე­დის 150 ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო და სი­ურ­რე­ა­ლიზ­მი­სა და აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ექ­ს­პე­რი­ო­ნიზ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის სკულ­პ­ტუ­რე­ბი. ნა­ხა­ტებს შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მარქს ერ­ნ­ს­ტის, ჟან მი­როს, ფრი­და კა­ლოს, მარკ როტ­კოს და ბარ­ნეტ ნი­უ­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბი. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პიტ­ც­შე­ბის წყვილ­მა სა­ჩუ­ქარს და­ურ­თო პი­რო­ბაც. მა­თი კო­ლექ­ცია არ უნ­და ინა­ხე­ბო­დეს სა­ცა­ვებ­ში და არც "ჩა­კე­ტილ" და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, არა­მედ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის­თ­ვის.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სწო­რედ კერ­ძო კო­ლექ­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის სურ­ვილ­მა თუ დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბამ, სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ესახ­სოვ­რათ მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი "კა­პი­ტა­ლი", გა­და­აწყ­ვე­ტი­ნა კულ­ტუ­რის მმარ­თ­ველთ ბერ­ლი­ნის კულ­ტურ­ფო­რუმ­ში შექ­მ­ნან თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტ­რი. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის სიმ­რავ­ლე სხვა­დას­ხ­ვა დროს სხვა­გა­ნაც გამ­ხ­და­რა სტი­მუ­ლა­ტო­რი მსგავ­სი ქმე­დე­ბი­სა - ასე შე­იქ­მ­ნა ნიუ იორ­კის "მო­მა", პა­რი­ზის პომ­პი­დუს ცენ­ტ­რი, ლონ­დო­ნის ტე­იტ მო­დერ­ნი. თუმ­ცა ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ბერ­ლინ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი არ­სე­ბობ­და. ოღონ­დაც 1933 წლამ­დე, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი ნა­ცის­ტე­ბი ავან­გარ­დულ ხე­ლოვ­ნე­ბას დე­გე­ნე­რა­ტულ მოვ­ლე­ნად არ მო­ნათ­ლავ­დენ.

ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად პრუ­სი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ფონ­დი მიზ­ნად სხვა რა­მე­საც ისა­ხავს - სა­ბო­ლო­ოდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბი­სა. სა­მო­მავ­ლოდ ბო­დე მუ­ზე­უმ­ში დარ­ჩე­ბა აღიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის მხო­ლოდ იტა­ლი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა, მის ახალ შე­ნო­ბა­ში კი იგი­ვე პე­რი­ო­დის გერ­მა­ნუ­ლი და ჰო­ლან­დი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ფი­ნე­ბა. პრუ­სი­უ­ლი კულ­ტუ­რის ფონ­დ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ "ბერ­ლი­ნის სა­მუ­ზე­უ­მო კუნ­ძუ­ლი ლუვ­რად გა­და­იქ­ცე­ვა."

თუმ­ცა, პრე­სა­ში ამო­ი­კითხავთ დას­კ­ვ­ნებს, რომ ამ პო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე ჯერ დი­დი დროა დარ­ჩე­ნი­ლი. მა­ნამ­დე კი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კო­ლექ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ბო­დე მუ­ზე­უმ­ში. ექ­ს­პო­ზი­ცია ხში­რად შე­იც­ვ­ლე­ბა, ისე რომ დიდ­ხანს სა­ცავ­ში ყოფ­ნა ნა­მუშ­ვ­რებს არ მო­უ­წი­ოთ და ეტა­პობ­რი­ვად რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­ფი­ნოს. რამ­დე­ნი ხა­ნი გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ეს რე­ჟი­მი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ფონ­დის დი­რექ­ტო­რი ჰერ­მან პარ­ცინ­გე­რი გან­მარ­ტავს, რომ ეს გეგ­მე­ბი გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დღი­დან არ­სე­ბობს, თუმ­ცა დღემ­დე ვერ დად­გა დღის წეს­რიგ­ში მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ივ­ნის­ში ბუნ­დეს­ტაგ­მა 2012 წლის ბი­უ­ჯეტ­ში შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბა, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რე­ის შე­ნო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მად ქცე­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბი. კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ საქ­მის­თ­ვის, ქვეყ­ნის 2012 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია ათი მი­ლი­ო­ნი ევ­რო.

ამას გარ­და, პერ­ცინ­გე­რი ფიქ­რობს, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კო­ლექ­ცი­ის გა­და­ბარ­გე­ბა სა­სარ­გებ­ლო აღ­მ­ჩ­ნ­დე­ბა რო­გორც ბო­დე მუ­ზე­უ­მის­თ­ვის, ისე თა­ვად კო­ლექ­ცი­ის­თ­ვის. ცალ-ცალ­კე ისი­ნი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის არც თუ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას იზი­და­ვენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რას ამ­ბო­ბენ და რა­ზე ფიქ­რო­ბენ პრუ­სი­ის კულ­ტუ­რის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ფონ­დ­ში, ის­ტო­რი­კო­სე­ბი წე­რილს წე­რილ­ზე წე­რენ, სა­დაც მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი არის შემ­დე­გი: მკვლე­ვა­რე­ბი ვე­ღარ მი­ა­დევ­ნე­ბენ თვალს მსოფ­ლიო სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს, რაც კარ­გად ჩან­და სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რე­ის კო­ლექ­ცი­ით. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლექ­ცია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბო­და და გა­მო­ფე­ნი­ლი გახ­ლ­დათ მხო­ლოდ 14 წე­ლი.

ამ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჩვენ­თ­ვის არა კონ­კ­რე­ტუ­ლად ბერ­ლინ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ე­ცე­სე­ბია, ან­და ვი­სი­მე მი­წერ-მო­წე­რა, არა­მედ ორი რამ: ტენ­დენ­ცია, რო­დე­საც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა უტოლ­დე­ბა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კო­ლექ­ცი­ებს და კი­დევ სა­ხელ­მ­წი­ფოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ის­ტო­რი­ის ყო­ველ ეტაპს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­უთ­მოს, რა­თა შე­ნარ­ჩუნ­დეს სრუ­ლი სუ­რა­თი, თუ რამ მო­ი­ტა­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პამ და რა­ზე დგას თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რა. ამას გარ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, თუ რა როლს ანი­ჭე­ბენ სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რე­ას.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი