RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

უბრალოდ - ევროპაში!

ევროპაში, ვის არ სურს ევროპაში, ალბათ ყოველი ქართველი ოცნებობს, თუმცა ოცნებათა ხასიათი განსხვავებულია. დროებით, სამოგზაუროდ, სასწავლებლად, სამუდამოდ და ყველაზე მტკივნეული ყველასთვის - არალეგალურ ემიგრაციაში...

24 საათი 23.09.09

ევროპაში, ვის არ სურს ევროპაში, ალბათ ყოველი ქართველი ოცნებობს, თუმცა ოცნებათა ხასიათი განსხვავებულია. დროებით, სამოგზაუროდ, სასწავლებლად, სამუდამოდ და ყველაზე მტკივნეული ყველასთვის - არალეგალურ ემიგრაციაში...

გამოფენა კი სწორედ რიგითი დამთვალიერებელისთვის უნდა იყოს ინფორმაციულად გათვლილი, მაგრამ... როცა საქმე ვიზუალურ კულტურას ეხება და სახვითობა ყოველივე ვიზუალური თანამედროვე მედიების საწყისია, კონტექტსტებისა და კონცეფციების ძებნა არ არის ერთადერთი ამოცანა, შეიძლება მეორეხარისხოვანიც აღმოჩნდეს თუ კი სახვითობის მუხტი ძლიერია და დამთვალიერებელს ანიჭებს უნარსა და თავისუფლებას კონტექსტიცა და ასოციაციებიც თავად გამოიგონოს.

ზუსტად არ ვიცი, რამდენად საინტერესოდ აღიქვა დამთვალიერებელთა უმრავლესობამ გერმანულ-ქართული საგამოფენო პროექტი. გამოფენებზე ტრადიციულად არავინ დადის, ანდა დადიან მხოლოდ პირველ დღეს და ისიც არა გამოფენისთვის, თუმცა როგორც ერთ-ერთ სივრცეში გაცნობილმა ქართველმა მხატვარმა და ამჯერად რიგითმა და ერთადერთმა დამთვალიერებელმა (შენიშნულთა შორის) ჩემთან საუბარში აღნიშნა: ეს არის გამოფენა, რომელსაც უინტერესოდ ხელოვნების მოყვარულნი და თავად ხელოვანები ვერ გადაავლებენ თვალს და რომელიც “გარკვეულ დონეს” გაგძნობინებს. ვფიქრობ, ის რაც ახალმა ნაცნობმა აღნიშნა, შორს არ უნდა იყოს რეალობისგან.

70 ნამუშევარი, ერთმანეთში “არაეული” რამდენიმე ქართველი და გერმანელი, როგორც ვხვდები ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე საინტერესო ნამუშევრებით ეპაექრებიან ერთმანეთს. ექსპოზიციები რაოდენობრივად მრავლისმომცველია და შესაბამისად ყოველი იპოვის იმას, რასთანაც რამდენიმე წუთი აუცილებლად გაჩერდება და ბოლოს ინტერესის გამომხატველი ღიმილით ამოძრავდება. რამდენიმე წუთი კი ცოტა არაა, რამდენიმე წუთში შეიძლება დიდებაც კი ჩაეტიოს, როგორც პოპ არტის მამა უორჰოლი იტყოდა.

გამოფენაზე წარმოდგენილია გერმანელი მხატვრების ჰანს შაიბის ხის ქანდაკებები, პეტერ ჰერმანის ფერწერული ნამუშევრები, ოსკარ პიოპის გრაფიკა, თამაზ ვარვარიძის გრაფიკა, თემო ჯავახიშვილის ვიდეოინსტალაცია, გოჩა ღულელაურის, ვახო ბუღაძის, ზურა აფხაზაშვილის ფერწერა, ლია ნახუცრიშვილის თექა. ასევე წარმოდგენილია ჯგუფის “სიჩუმის ყვირილი" მიერ დამზადებული ფსიქო-ობიექტები. ხელმძღვანელი მოქანდაკე ნოდარ თოფურია, წევრები - გიორგი მადათოვი (მოქანდაკე), ზურა აფხაზაშვილი და გოჩა ღულელაური.

აი, ასე დამთავრებაც შეიძლება და ბოლოს ამის მიწერაც: “აღნიშნული გამოფენები 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არ დაიზაროთ, იხილეთ”. მაგრამ, ხანდახან ხომ ხდება რომ მიდახართ და შემდეგ ხვდებით, რომ დაზარება ჯობდა, ამაზე დროის ფლანგვას? ნამდვილად, თბილისში ასეთ “ივენთებს” რა გამოლევს და ამიტომაც მე მაინც შევეცდები ჩემეული მინიშნებები მოგცეთ, თუ რატომ უნდა წახვიდეთ და რატომ უნდა იხილოთ ყველაფერი რაც “ევროპაში” დაატიეს.

პირველი ალბათ მარტივი მიზეზია, მაგრამ მაინც აუცილებელი - ქვეყანაში სადაც ყველაზე ბევრს კულტურის მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, ბევრ ფულს სწორედ მისთვის ვხარჯავთ, თუმცა ხანდახან ეს ფული მის გადაკეთებაში შემოგვეხარჯება ხოლმე, იშვიათია თანამედროვე ხელოვნების პროცესების ამსახველი პროექტები.

მეორე მიზეზი კი ის არის, რომ თუ თბილისი მეტ-ნაკლებად ეცნობა ჩვენი დროის ქართველ ხელოვანებს (სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს გაცნობა სალონურ გარემოში ხორციელდება), იშვიათად შედის ურთიერთობაში უცხოელ თანამედროვე ხელოვანებთან. საქართველოდან უფრო დიდია კულტურის გატანის მცდელობა, ვიდრე შემოტანის. მართალია სულ ახლახანს თბილისში პიკასოს გამოფენა მიმდინარეობდა, მაგრამ ამ შემხთვევაში ჩვენი დროის სახელოვნებო პროცესებთან ზიარებას ვგულისხმობთ.

მესამე ის გახლდავთ, რომ ხილვასა და გაცნობაზე მეტად საინტერესოა ურთიერთობა. თანამედროვე კულტურა მაინც კომუნიკაციების სისტემაში ვითარდება და აქ შემოქმედებითი ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია. დიალოგი აუცილებელია, მით უფრო რომ ძალიან იოლია და სახიფათოც, რომ განდეგილმა დროის რიტმის შეგრძნება დაკარგოს. აღნიშნული გამოფენა კი დიალოგის მცდელობაა. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ გამოფენის მთავარი ორგანიზატორი, მხატვარი გოჩა ღულელაური, ამ პროექტით პირველად არ შეჭიდებია გერმანელ მხატვრებთან შემოქმედებითი დიალოგის გაღვივების ამოცანას. ის არაერთი პროექტის ავტორია, მათ შორის ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ფესტივალისა “შეხვედრა ფიროსმანთან”. აღნიშნული პროექტი ორ წელიწადში ერთხელ ხორციელდაბა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ის 2010 წელსაც თავისებულ ხიბლს შემატებს. ქართველი მხატვრის ამგვარი კურატორული საქმიანობა, მით უფრო ევროპელი და ქართველი მხატვრების კოლაბორაციის წაქეზება, მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანი ამჟამად მიმდინარე ექსპოზიციების ხიბლი სულაც რომ გვერდზე გადავდოთ.

მაგრამ როგორც მიხვდით გვერდის ავლას არ ვაპირებ და გამოფენების მონახულებას ბოლო და ყველაზე მყარი მიზეზის გამოც გირჩევთ. ერთი პროექტის ორი ექსპოზიცია მთლიანობაში მეხსიერებაში ჩატოვებს არტეფაქტების ვიზუალურ შეტყობინებებს, რომელიც აუცილებლად იმოქმედებენ და იმოქმედებენ დიდწილად დადებითად.

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ჰანს შაიბი, რომელსაც გოჩა ღულელაურის პროექტების ერთგულნი იცნობენ. მისი ხეზე ნაკვეთი ქანდაკებები ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზშია წარმოდგენილი. მაგრამ ხეზე კვეთის ოსტატობასთან კი არა, ქანდაკების, როგორც ობიექტის განცდასთან გვაქვს საქმე. ობიექტები კი ძირითადად ავტორისეული განცდებისა და ასოციაციების პორტრეტებია. სიკვდილის, გამარჯვების, ზღაპრის გმირების (“ფიფიქია”), ქალების ზოგადი პორტრეტები.

ამავე სივრცეში და შემდეგ უკვე “ქარვასლაში” ვიხილეთ მეორე გერმანელი მხატვრის - პეტერ პერმანის მხატვრობა, მხატვარი გრაფიკულად აზროვნებს... მის ნამუშევრებში არის ერთგვარი პარადოქსი - ლიტერატურული სათაურები და სათაურებთან შედარებით ბევრად არანარატიული მხატვრობა: “ზაფხული 2001 შარტენბურგში”; “19.30 პარასკევი საღამო” და ა.შ. მესამე გერმანელი - ოსკარ პიოპია. წინამორბედებთან შედარებით - ულტრა მინიმალისტი და დეკორატორი. მისი ფერწერა, რომელსაც ავტორი მოზაიკას უწოდებს, ფაქტურითა და სიზუსტით თუ მოხიბლავს დამთვალიერებელს და ეს მოხიბლული დამთვალიერებელიც იქნება ის, რომელსაც სივრცეში არ უყვარს ფერწერა, რომელიც დომინანტი გახდება, არამედ სურს, რომ ის იყოს მხოლოდ დეკორაცია, ფონი და მსუბუქი ემოცია. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მცირე ზომის ნამუშევრებში, ქაღალდის ფაქტურის დეკორატიულ დამუშავებაში რაღაც სათუთი და დახვეწილი შეინიშნება.

გამოფენებში მონაწილე ქართველი მხატვრებიდან ყველაზე ვერა (საგაზეთო ფორმატის გამო), მაგრამ რამდენიმეზე მაინც მოგახსენებთ ორიოდე სიტყვით. უპირველესად კი გოჩა ღულელაურის მხატვრობას შევეხები და არა იმიტომ, რომ ეს ადამიანი პროექტის ინიციატორია, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის და ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის ეს ავტორი ჯერ კიდევ კარგად გაცნობისა და აღმოჩენას საჭიროებს. ხელოვნების მუზეუმში საინტერესოა მისი სერია “ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან” - შოლკოგრაბია, ქაღალზე, კაშირებულ ტილოზე, მოკლედ სხვადასხვა საშუალებებით, ერთი იდეით. ჩიტის, ანუ ამ შემხთვევაში მხატვრის “გადმოსახედიდან” მიწა ერთი შეხედვით აბსტრაქციაა, დაკვირვების შემდეგ კი ცნობადი რელიეფი - სანაპირო, ანდა მთაგრეხილი. “ქარვასლაში” კი დაგამახსოვრდებათ კედელზე მიმაგრებული ნაქსოვი ხევსურული ორნამენტი - ქართული ეთნოგრაფიული არტეფაქტი ევროპაში - შეიძლება ასეთი კონტექსტიც მოუძებნოს დამთვალიერებელმა და სასიამოვნოდ გაეღიმოს...

მასშტაბურად არის წარმოდგენილი მხატვარი ვახო ბუღაძე. მასშტაბურობაში ვგულისხმობ რაოდენობას და ტილოთა აქტიურ ემოციურ ზეგავლენას სივრცეში. ეს ამ მხატვრისთვის ზოგადად დამახასიათებელია. მის ნამუშევართა შორის უმრავლესობა თითქოს ძალიან ნაცნობია, ანუ არაერთხელ ნანახი... ასევე ნაცნობია თამაზ ვარვარიძის გრაფიკები. ბუღაძისგან განსხვავებით ამ მხატვარს სულ სხვა ტიპის ემოციებზე აქვს პრეტენზია და შესაბამისად განსხვავებულ დამოკიდებულებასაც იწვევს. დინამიკა და რიტმი, რომელსაც გრაფიკებში ქმნის, მართალია დიდწილად ინსტინქტურია, მაგრამ ინსტინქტიც კი ამ შემხთვევაში ძალიან შორს არის მხატვრული სიუხეშისგან, ხმაურისგან, გაუაზრებლობისგან. პირიქით, საქმე მუდამ ამ ყველაფრის ოპოზიციასთან გვაქვს: სრული ასოციაციური თამაში - თამაში სიჩუმით, ჩაჩუმებული რიტმებით და თითქმოს მუდმივად რაღაცის მოლოდინი, - ან ძლიერი აკორდის, ანდა ძახილის, იქნებ სათაურისაც კი, ანუ გადაწყვეტილების. მისი ნამუშევრების უმრავლესობაში ხომ ბევრი რამ ხდება, მაგრამ არაფერია ცენტრალური, ის, რაც სათაურს შეარჩევინებს ავტორს. თუმცა, 2009 წელს შექმნილთა შორის არის ერთ-ერთი - “წერილი”. ეს არის წერილი ტექსტის გარეშე. არა, მოგატყუებ, იქ არის ტექსტი, ოღონდაც იეროგლიფური ნიშნების მსგავსი. მხოლოდ და მხოლოდ, ვიზუალური შინაარსის მქონე ტექსტი...

სიჩუმე ვახსენე და ამ თავლსაზრისით გაშლას საჭიროებს “სიჩუმის ყვირილი”. ნოდარ თოფურიას ჯგუფის ობიექტები, თავიანთი ვრცელი კონცეფციებით. აი, ეს იყოს ის, რის ამოხსნასაც სხვა მრავალთან ერთად, მკითხველს და დამთვალიერებელს მივანდობ. ამჯერად მაინც... “ქარვასლაში” მგონი იმიტომაც მივედი რომ თემო ჯაფარიძის ნამუშევარი მენახა, სამწუხაროდ, გუშინ მისი ვიდეოინსტალაცია გამორთული დამხვდა...

P.S. “აღნიშნული გამოფენები 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არ დაიზაროთ, იხილეთ”.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი