RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

უნიკალური კოლექცია მხოლოდ ერთი დღით

გამოფენა თიბისი-ში გადარჩენის იდეით

24 საათი 27.10.09

გამოფენა თიბისი-ში გადარჩენის იდეით

გიორგი გაბაშვილი; მოსე თოიძე; კორნელი სანაძე; ელენე ახვლედიანი; ალექსანდრე ციმაკურიძე; კირილე ზდანევიჩი; ზურაბ ნიჟარაძე; კოკი მახარაძე და ა.შ.

ქართული დაზგური მხატვრობის სხვადასსხვა თაობის გამორჩეული წარმომადგენლების ფერწერული ტილოები გუშინ თიბისი ბანკის გალერეაში მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა. თუმცა ეს გამოფენა ამ და სხვა მხატვრების გაცნობას და კიდევ ერთხელ დათვალიერებას როდი ისახავდა მიზნად. გაბაშვილის გლეხები თუ სხვათა სხვა ნატურები 26 ოქტომბერს გალერეაში ერთი იდეისთვის, ერთი აქციისთვის გამთლიანდნენ და შეიკვრნენ როგორც ექსპოზიცია. ამ იდეას სამხატვრო აკადემიის ისტორიული ნაგებობის გადარჩენის იდეა ჰქვია.

26 ოქტომბერს თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის გადარჩენა-რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა და სამწუხაროდ დაიხურა კიდეც. ამ გალერეაში და არა მხოლოდ ასეთი საინტერესო ექსპოზიციები ხშირად ნამდვილად არ იმართება. და მაინც, ამბის თხრობა უნდა გავაგრძელოთ. გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, კორნელი სანაძე, ელენე ახვლედიანი და ა.შ.- ექსპოზიციას ახლდა ფოტოსერიაც, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ნაგებობის ისტორიასა და დღევანდელობას აღწერდა. ნაგებობა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი თვალსაჩინო არქიტექტურული ძეგლია და უნიკალური თავისი ყაჯარული დარბაზებით ნელ-ნელა იშლება, თუმცა მისი რეაბილიტაცია ტექნოლოგიურად შესაძლებელია... ალბათ მთავარია საზოგადოებისა და სხვადასხვა უწყებების ნება.

ექსპოზიციას ახლდა ფოტოსერიაც, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ნაგებობის ისტორიასა და დღევანდელობას აღწერდა. ისტორია - შთამბეჭდავია, თუმცა დღევანდელობა ხელიდან გვეცლება.

ექსპოზიცია, რომლის ხილვაც დამთვალიერებელს მხოლოდ ერთი დღე შეეძლო, სამხატვრო აკადემიის მუზეუმ-არქივის კოლექციას წარმოადგენს. გამოფენა მართლაც რომ უნიკალური გახლდათ, რადგანაც მოიცავდა არაერთი ცნობილი ქართველი და რუსი მხატვრების ტილოებს. ცხადია, აკადემია, დღიდან მისი დაარსებისა, აგროვებს კოლექციას რომელიც მდიდარია როგორც არტეფაქტებით, ისე ისეთი ნამუშევრებით, რომლებიც შესაძლოა მაღალ ღირებულებას არ წარმოადგენენ, მაგრამ მათი რაოდენობა და მრავალფეროვნება დღეს მნიშვნელოვან მასალად აღიქმება ისტორიის შესწავლის თავლსაზრისით. ასე მაგალითად, აკადემიის კოლექციაში შეგიძლიათ მთელს საბჭოთა ქართულ სოცრეალისტურ მხატვრობას მიადევნოთ თვალი და იმაშიც დარწმუნდეთ თუ როგორც აწრთობდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს დეოლოგიის მოდარაჯეებად.

მაგრამ ექსპოზიცია, რომელიც გუშინ თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში ვიხილე შორს გახლდათ მხოლდო სოცრეალისტური ტილოების პრეზენტაციისგან. არა, გამოფენა აკადემიის მუზეუმის საუკეთესო ტილოებს წარმოაჩენდა, თანაც იმდენს, რამდენიც სივრცემ დაიტია, შესაბამისად მხოლოდ მცირედს არსებული კოლექციიდან.

სამხატვრო აკადემიის რექტორი, გია ბუღაძე და კანცლერი კახა ტრაპაიძე გამოფენის გახსნის დროს გვაცნობდნენ არქიტექტორ-რესტავრატორების პროექტს, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა იმედისმომცემია ყველასთვის, ვისაც არა მხოლოდ სამხატვრო აკადემიაზე, არამედ იმ ნაგებობაზე შესტკივა გული, რომლის მსგავსიც საქარტველოში არ გახლავთ. მის უნიკალურობასა და სპეციფიკურობას, რაც ერთი-ორად ართულებს შენობის რეაბილიტაციას, ძირითადად დარბაზების ყაჯარული წესის მოხატვა-მორთვა განაპირობებს...

შენობა რომელიც 1856 წელს არქიტექტორ ივანოვმა დააპროექტა, სამხატვრო აკადემიის ვანსაყუდელად 1922 წლიდან იქცა. ნაგებობა წარსულში დიდებულ არშაკუნის სახლი გახლდათ, უფრო სწორად, სასახლე. ინტერიერების დეკორატიული გაფორმება შესრულებულია თბილისში მომუშავე ირანელი ოსტატების მიერ. ამავე შენობების კომპლექსში ადრე განთავსებული იყო აკადემიის პროფესორის, მხატვარ ჰ.ჰრინევსკის მეუღლის მ.პერინის საბალეტო სტუდია და მხატვრის სახელოსნო (1937 წლამდე); აკადემიის პროფესორის, გიორგი (გიგო) გაბაშვილის სახელოსნო; აგრეთვე ქობულაშვილების და სხვათა საცხოვრებელი ბინები.

შენობას რესტავრაცია ერთხელ - 1972 წელს ჩაუტარდა. სხვათაშორის, უკვე მაშინ აკადემიის პედაგოგებისა და სტუდენტების მონაწილეობით. ამავე წელს აიგო აკადემიის ახალი, ათსართულიანი კორპუსი (არქიტექტორი ლ. სუმბაძე, კონსტრუქტორი დ. ქაჯაია).რადგან სამხატვრო აკადემიის ახალი კორპუსი ვახსენე, რომელიც ძველის, ანუ ისტორიული ნაგებობის ეზოში დგას, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ 2005-2006 წელს მისი სრული რესტავრაცია "ქართუ" ჯგუფმა განახორციელა.

როგორც გვითხრეს, პროფესიონალები ისტორიული ნაგებობის სარეაბილიტაციო პროექტზე მუშაობას მალე დაასრულებენ, ეს პროექტი მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება და სამხატვრო აკადემიის ისტორიულ ნაგებობას მზრუნვველებიც გამოუჩნდებიან და ოპერატიულადაც იმოქმედებენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი