RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ქართველი სტუდენტების წარმატება ევროპაში

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა არავის უკვირს, თუმცა ამჟამად საქმე სხვაგვარადაა.

24 საათი 04.02.10

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა არავის უკვირს, თუმცა ამჟამად საქმე სხვაგვარადაა.

აკადემიის საგამოფენო დარბაზში სახვითი ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულების იმ სამი სტუდენტის ლითოგრაფიის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც გერმანიაში სტაჟირებიდან ახლახანს დაბრუნდნენ, სადაც კონკურსშიც გაიმარჯვეს.

ნინო ინჯია, მარიამ გუგუშვილი და თამარ ნადარეიშვილი გერმანიაში ორთვიან სტაჟირებაზე გერმანელი პროფესორის, კლაუს ჰიპის მიწვევით წავიდნენ. კლაუს ჰიპს თბილისის სამხატვრო აკადემიასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ის პერიოდულად ჩამოდის საქართველოში და ლექციებსაც კითხულობს. აღსანიშნავია, რომ კლაუს ჰიპი არა მხოლოდ მხატვარია, არამედ გერმანული საბავშვო კვების პროდუქტების კომპანიის "Hipp"-ის ერთ-ერთი მფლობელი. მან უკვე მესამედ წაიყვანა ქართველი სტუდენტები სტაჟირებაზე საკუთარი ხარჯებით.

აღნიშნულ სტუდენტთა მიერ გერმანიაში შესრულებული ნამუშევრები "მიუნხენის ხელოვნების სახლის" მიერ გამართულ კონკურსში, სახელწოდებით "ოქროს კენტავრი" იქნა წარდგენილი. როგორც წესი, ეს კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და საკმაოდ მასშტაბური ხასიათი აქვს. მასში დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა წამყვანი ქვეყანა იღებს მონაწილეობას, ხოლო საპრიზო ფონდი - 10 000 ევროს შეადგენს. ქართველთა ნამუშევრები, საგამოფენო თემით, - "ქმნილების ძალა", აღნიშნულ კონკურსზე პირველად წარსდგა და დიდი წარმატებაც მოიპოვა. ნინო ინჯიამ პირველი, მარიამ გუგუშვილმა მესამე, ხოლო თამარ ნადარეიშვილის ორ ფერში შესრულებულმა ლითოგრაფიულმა ნამუშევარმა მეშვიდე ადგილი მოიპოვა.

გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ვარვარიძე ამ მოვლენას ქართული კულტურის საერთო წინსვლად და უდიდეს წარმატებად მიიჩნევს. "ეს ყოველწლიური კონკურსია, რომელშიც დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა იღებს მონაწილეობას და სადაც ქართველი სტუდენტები პირველად წარსდგნენ. მათგან ერთმა გაიმარჯვა, ხოლო ორი ათეულში შევიდა. ეს ძალიან მაღალი დონის ნამუშევრებია და თანამედროვე გრაფიკის უბადლო ნიმუშებს წარმოადგენენ, რაც ჩვენს კულტურულ ღირებულებებს კიდევ უფრო უსვამს ხაზს."- აღნიშნა პროფესორმა.

ამასვე ადასტურებს სამხატვრო აკადემიის რექტორი, გია ბუღაძე. ის გრაფიკას უძველეს, ისტორიულ და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დარგად მიიჩნევს. მისი თქმით, ჯერ არ ჩატარებულა არცერთი კონკურსი, სადაც ამ განხრით ქართველებს რაიმე სახის პრიზი არ აეღოთ.

"ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და სტუდენტების კვალიფიკაციისა და განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ევროპულ სამყაროში ინტეგრაციასაც უწყობს ხელს." მისივე თქმით, კლაუს ჰიპი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ევროპაში დაკარგეს ხატვის ის კულტურა, რაც ჩვენთან დღემდეა შემონახული. "ჩვენი ბავშვები განსაკუთრებით კარგად ხატავენ. ეს ჩვენი ბრენდია, ჩვენი სახეა. მათი ნიჭი ყველაზე კარგად იმ კონკურსებზე აისახება სადაც წარმატებებს აღწევენ და ყოველთვის მაღალ პროფესიონალიზმს აჩვენებენ. თუ მათ ნიჭს თანამედროვე ტექნოლოგიებიც ემატება არაჩვეულებრივ სინთეზს ვიღებთ."

ამ პროექტით აკადემია საკმაოდ დაინტერესებულია, შესაბამისად, თანამშრომლობასა და სტუდენტების წარდგენას მომავალშიც აპირებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი