RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

არლის ფოტოფესტივალი: ქართული დებიუტი

3-დან 13 ივლისამდე საფრანგეთის სამხრეთის ერთ-ერთმა ყველაზე მომხიბლავმა და ისტორიული წარსულით დატვირთულმა პატარა ქალაქმა არლმა, რომელიც კამარგის რეგიონში მდებარეობს, 41-ე ფოტოფესტივალის გახსნის კვირეულს უმასპინძლა.

24 საათი 26.09.10

  •   aa
    არლის ქუჩები ფესტივალის გახსნის დღეს
  •   aa
    ფესტივალის სიმბოლო - ჟოლოსფერი მარტორქა არლის ცენტრალურ მოედანზე
  •   aa
    ღამის ფოტო ჩვენებები - ქართულ ეკრანთან
  •   aa
    ღამის ფოტო ჩვენებები - ქართულ ეკრანთან
  •   aa
    მარიო ჯაკომელის რეტროსპექტივა - არლის ფესტივალის ცენტრალური გამოფენა
  •   aa
    ერიკ სტრომჰოლმი - ფესტივალის კიდევ ერთი გამოფენა
  •   aa
    ოგუსტო ფერარი - არგენტინული ფოტოგრაფიის აღიარებული ავტორი

3-დან 13 ივლისამდე საფრანგეთის სამხრეთის ერთ-ერთმა ყველაზე მომხიბლავმა და ისტორიული წარსულით დატვირთულმა პატარა ქალაქმა არლმა, რომელიც კამარგის რეგიონში მდებარეობს, 41-ე ფოტოფესტივალის გახსნის კვირეულს უმასპინძლა.

ივლისის დასაწყისიდან 19 სექტემბრამდე არლის საგამოფენო დარბაზებში, ისევე როგორც ქუჩებში, კაფეებში და ეკლესიებშიც კი(!), ათეულობით ფოტოგამოფენა იქნა ნაჩვენები. რიგით 41-ე ფოტოფესტივალი ქართული ფოტოგრაფიული სივრცისთვის ღირშესანიშნავი იმითაც იყო, რომ მსოფლიოს ამ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ფოტოგრაფიულ მანიფესტაციაზე პირველად იქნა ნაჩვენები ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები.

Vive la photo!

ეს შეძახილი, ანუ “გაუმარჯოს ფოტოგრაფიას!” -ფესტივალის გახსნის დღეებში არლში ისევე ხშირად ისმის როგორც ჭრიჭინების ხშირად მართლაც რომ გამაყრუებელი ხმაური დილით, დღისით, საღამოს და ღამით.

ფოტოგრაფიას, ივლისის სიცხეს, რომელთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური არლეზიანული მეთოდი ცივი ვარდისფერი ღვინოა, ყველგან გამოფენილ ფოტოგრაფიას, ბევრ ძალიან ცნობილ ფოტოგრაფს და მათზე კიდევ უფრო მეტ უცნობ ფოტოგრაფიის მოყვარულს და ტურისტს, წელს არლში ქართული ფოტოგრაფიის ჩვენება და ფესტივალის სიმბოლო-მომხიბლავი ჟოლოსფერი მარტორქაც დაემატა, რომლის საკმაოდ თამამი ზომის ფიგურაც არლის შარმით სავსე პატარა ქუჩებში და მოედნებზე ფესტივალის მონაწილეებს და სტუმრებს ხან ახარებდა, ხან აკვირვებდა. სავარაუდოდ, სწორედ მომხიბლავი ჟოლოსფერი მარტორქის ხათრით გაერთიანდა თემატური სათაურის -”მძიმე და მჩხვლეტავი” - ის ათობით ფოტოგამოფენა, რომელსაც ფესტივალის პროგრამამ მოუყარა თავი. რაზეც ფესტივალის დირექტორმა - ფრანსუა ებელმა აღნიშნა: “ფესტივალის პროგრამაში გაერთიანებული გამოფენების ერთობლიობა შემოგთავაზებთ განსხვავებული, წინააღმდეგობრივი, მძიმე, თან მოულოდნელი და მხიარული, თან კი რთულად აღსაქმელი ესთეტიკის ნამუშევრებს, რომლებიც ჩვენი წელვანდელი რინოსეროსის (მარტორქის) მსგავსად ხან მძიმე იქნება ხან კი მჩხვლეტავი.”

ტრადიციულად, როგორც ეს წლიდან წლამდე ხდება ხოლმე, ივლისის თვის დასაწყისში, არლი თანამედროვე ფოტოგრაფიის ეპიცენტრად იქცა, სადაც ყველაფერი მხოლოდ ფოტოგრაფიის ირგვლივ ტრიალებს. 2010 წლის რიგით 41-ე ფესტივალი კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ არლის “ფოტოგრაფიული შეხვედრები” ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ფოტომანიფესტაციაა არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. შესაბამისად, ესოდენ მნიშვნელოვანი ფესტივალის პროგრამაში ქართველი ფოტოგრაფების - ბესო უზნაძის, ირინა აბჟანდაძის, მარიკა ამურველაშვილის, დათო მესხის, ნიკო ტარიელაშვილის, ბესო დარჩიას და ალექსანდრე ბაგრატიონის ფოტოების ნამუშევრების ჩვენება, რომელიც ე.წ. არლის ღამის ფოტოჩვენებების პროგრამაში იყო ჩართული, თამამად შეიძლება ჩაითვალოს იმის ნიშნად, რომ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე საქართველოში მიმდინარე აქტიურმა ფოტოგრაფიულმა პროცესებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო - ქართული ფოტოგრაფიული პროდუქცია მსოფლიო ფოტოგრაფიულ სცენაზე გამოჩნდა.

არლი-თბილისი-არლი

არქიტექტურული ღირშესანიშნაობების, კულტურული ტრადიციების და ცნობილი იმპრესიონისტი მხატვრის ვან გოგის არლთან კავშირის გარდა, საფრანგეთის სამხრეთის ამ პატარა და შარმით სავსე ქალაქის რეპუტაციას უკვე დიდი ხანია, კერძოდ კი, 41 წელია ტრადიციული ფოტოფესტივალიც ქმნის. მთელი წლის მანძილზე არლი ფესტივალის მოლოდინით ცხოვრობს, ფესტივალის გახსნის დღეებში კი ფოტოგრაფიით. აქ თავს იყრიან ფოტოგრაფიის ცნობილი მეტრები და უბრალოდ ფოტოგრაფიაზე შეყვარებული ადმიანები - არლი მათი შეხვედრის ადგილია. შესაბამისად, ფესტივალის ოფიციალური სახელწოდება “არლის ფოტოგრაფიული შეხვედრები” (Les Rencontres Photogra-phiques d’Arles) ზუსტად გამოხატავს ფესტივალის არსს-ეს არის ადგილი, სადაც მაყურებელი ფოტოგრაფიას ხვდება, ფოტოგრაფები ერთმანეთს, მოყვარულები და ახალგაზრდები კი ფოტოგრაფიის პროფესიონალებს და მეტრებს.

2010 წლის მაისამდე ფოტოგრაფიის ქართველი მოყვარულები არლის ფესტივალს ძირითადად ჩვენს მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული მასალებით იცნობდნენ. თუმცა, 2010 წლის მაისში არლის ფოტოფესტივალი (ღამის ფოტოჩვენებების პროგრამა) არც მეტი, არც ნაკლები თბილისს “ესტუმრა” და თბილისის პირველი ფოტოფესტივალის TBILISI OPEN AIR PHOTO FEST 2010-ს ცენტრალურ ღონისძიებად იქცა.

თბილისის ფოტოფესტივალის და არლის ფოტოფესტივალის პარტნიორობას კი, საფუძველი 2009 წლის არლის საიუბილეო ფესტივალზე თბილისის ფოტოგრაფიის სახლის მიერ გამოცემული ჟურნალის PHOTO სპეციალური გამოშვების პრეზენტაციის ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში ჩართვა უძღვოდა წინ. 2009 წელს დაწყებული წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებულად 2010 წელს უკვე თბილისში გაგრძელდა, სადაც თბილისის ევროპის სახლის და თბილისის ფოტოგრაფიის სახლის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც თბილისში ფოტოფესტივალის ჩატარებას გულისხმობდა, არლის ფოტოფესტივალის დირექცია დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. თბილისის მერიის სრული ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში 14-17 მაისს გამართული ფოტოფესტივალის წარმატების ნათელი დასტური ისიც გახდა, რომ არლის ფესტივალის დირექციამ სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა 2010 წლის საფესტივალო პროგრამაში ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები ღამის ჩვენებების პროგრამაში ჩაერთო. შესაბამისად, თბილისის ფოტოგრაფიის სახლის მიერ TBILISI OPEN AIR PHOTO FEST 2010-სთვის მომზადებული 13 ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრებიდან შერჩეული იქნა 4 დამოუკიდებელი ავტორი და ჟურნალ “ტაბულას” მიერ წარმოდგენილი პროდუქცია, რომელიც დაპირებისამებრ, არლში იქნა ნაჩვენები თბილისის ევროპის სახლის ეგიდით. იმედია, არლსა და თბილისს შორის დაწყებული თანამშრომლობა როგორც ეს უკვე ტრადიციად იქცა, არლის შემდეგ თბილისის ფესტივალით გაგრძელდება, რომ შემდეგ ისევ არლში დაბრუნდეს ქართველი ავტორების ჩვენებით. და ასე უსასრულოდ, ვიმედოვნებთ. მითუმეტეს, რომ TBILISI OPEN AIR PHOTO FEST 2010-ის წარმატება და ქართული პუბლიკის ფოტოფესტვალისადმი გაჩენილი უაღრესად დიდი ინტერესი, ისევე როგორც არლის ფესტივალზე ქართველი ავტორებით დაინტერესება იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას დიდი მომავალი აქვს და მას, ერთის მხრივ, განვითარებაში მხარდაჭერა სჭირდება; მეორე მხრივ კი, ქართველი ავტორების საერთაშორისო თანამედროვე ფოტოგრაფიულ სცენაზე წარდგენა მნიშვნელოვან ხელშეწყობას საჭიროებს. მითუმეტეს, რომ პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია.

ქართული პროგრამა ფრანგულ ფესტივალზე

ბესო უზნაძის Don’t Wake me, მარიკა ამურველაშვილის რეპორტაჟი დუხობორებზე, დავით მესხის Summer befor the war, ირინა აბჟანდაძის სერია “მსხვერპლი” და ჟურნალის “ტაბულა” Sleepless Tbilisi (სამი ფოტოგრაფის - ნიკო ტარიელაშვილის, ალექსანდრე ბაგრატიონის და ბესო დარჩიას ფოტოებით) - აი, ის ფოტოგრაფები, რომლებიც არლის ფესტივალის დირექციამ შეარჩია და 41-ე ფესტივალის ღამის ჩვენებების პროგრამაში ჩართო.

ღამის ჩვენებები, ანუ La Nuit de l’Année არლის ფოტოფესტივალის ყოველწლიური პროგრამის ცენტრალური ღონისძიებაა, რომელიც ფესტივალის მონაწილეთა და სტუმართა შორის ტრადიციულად ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს ღონისძიება ჩვეულებისამებრ ქალაქის ძველ უბნებში ღამე იმართება - ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ ეკრანებზე პროექტორების მეშვეობით ხდება სხვადასხვა ფოტოსააგენტოების და საერთაშორისო პერიოდული გამოცემების მიერ სელექცირებული ფოტოების ჩვენება. ჩვეულებისამებრ, არლის ფესტივალზე ყოველწლიურად საუკეთესო ფოტოპროდუქციაა წარდგენილი. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს და იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ეკრანს განსხვავებული პროგრამა აქვს, დაინტერესებული პუბლიკა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ერთი ეკრანიდან მეორისკენ ინაცვლებს.

ქართველი ფოტოგრაფების ჩვენება ძველ არლში მაჟორის მოედანზე შედგა. მე-13 ეკრანი, რომელიც ქართველი ავტორებისთვის პროგრამით იყო გათვალისწინებული, უდაოდ წარმატების მომტანი აღმოჩნდა ქართული ფოტოგრაფიის ფრანგული დებიუტისთვის - დაინტერესებული პუბლიკის ნაკადი მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენებების დასრულებამდე არ შემწყდარა.

P.S. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არლის ფოტოფესტივალის პროგრამაში ქართველი ფოტოგრაფების მონაწილეობა ყოველდღიურმა ფრანგულმა გაზეთმაც Libération აღნიშნა - 31 ივლისის ნომერში გაზეთის ორი გვერდი დაეთმო ერთ-ერთი ავტორის, ბესო უზნაძის ფოტოებს და ტექსტს, რომელიც ფრანგულ ფესტივალზე ქართულ დებიუტს ეხმიანებოდა.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი