RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

Paris Photo: ფოტოგრაფიის გაყიდვის რეკორდული 4 დღე

18-დან 21 ნოემბრამდე ლუვრის მუზეუმის პრესტიჟულმა საგამოფენო სივრცემ სახელწოდენით Carouselle du Louvre უკვე მეთოთხმეტედ უმასპინძლა საერთაშორისო ფოტოგრაფიულ სალონს Paris Photo, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ფოტოგალერეებს უყრის თავს და მათ ათიათასობით ფოტოს გამოფენის და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

24 საათი 28.11.10

  •   aa
  •   aa
  •   aa
    ანტუან დ`აგატა. უსათაურო. იაპონია. 2004
  •   aa
    ლიზ სარფატი. კრისტინა, ოკლანდი. 2005
  •   aa
    მარინა აბრამოვიჩი. ოჯახი. 2008
  •   aa
    ტერეზა ვისკოვა. ტყუპები. 2010
  •   aa
    რიკ ჰოპკინსი. სერია “სხვა ქვეყანა”. 2010
  •   aa
    ვივიან სესენი. პარასომნი. 2010

18-დან 21 ნოემბრამდე ლუვრის მუზეუმის პრესტიჟულმა საგამოფენო სივრცემ სახელწოდენით Carouselle du Louvre უკვე მეთოთხმეტედ უმასპინძლა საერთაშორისო ფოტოგრაფიულ სალონს Paris Photo, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ფოტოგალერეებს უყრის თავს და მათ ათიათასობით ფოტოს გამოფენის და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

წლევანდელი სალონის საპატიო მიწვევით ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა - პოლონეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ჩეხეთმა და უნგრეთმა ისარგებლეს.

თუმცა ცენტრალური ევროპის რამდენიმე გალერეის გარდა, რომელთა შორისაც სამი პოლონური, სამი ჩეხური, სამი სლოვენიური, ერთი სლოვაკური და სამი უნგრული გალერეა იყო, Paris Photo-s საგამოფენო სივრცე სალონის მიმდინარეობის სულ რაღაც ოთხი დღის მანძილზე მსოფლიოს 25 ქვეყნის 91 გალერეას და 15 საგამომცემლო სახლს დაეთმო. მათ შორის 2010 წლის სალონში მონაწილეობა პირველად მიიღეს კანადურმა, ისლანდიურმა, ლუქსემბურგის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და სლოვენიის ფოტოგალერეებმა. სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო ფოტოგრაფიულ სალონში მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც თავისთავად იმის მაჩვენებელია, რომ საერთაშორისო ფოტოგრაფიული ბაზარი ფართოვდება და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგები, რომლებზეც პერმანენტულად მახვილდება ყურადღება ევროპის წამყვან ქვეყნებში, არც მათ შეხებიათ პირდაპირ ვინც ფოტოგრაფიას ყიდის და შესაბამისად, არც მათ, ვინც ფოტოგრაფიას ყიდულობს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარიზის საერთაშორისო ფოტოგრაფიული სალონი სრულიად სამართლიანად და არა მხოლოდ ფრანგების მიერ არის აღიარებული როგორც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და წარმატებული ფოტოგრაფიული სალონი, მასში მონაწილეობისთვის ტრადიციულად იმაზე მეტი გალერეა "იბრძვის" ვიდრე საბოლოო შერჩევის შედეგად მოხვედრილი 100-მდე გალერეა. თითოეული გალერეისთვის Paris Photo-ზე მოხვედრა არა მხოლოდ რეპუტაციის გამყარების ტოლფასია, არამედ სერიოზულ ფინანსურ ინტერესებსაც პასუხობს, რადგან სულ რაღაც 4 დღის განმავლობაში გალერეები იმდენივეს ყიდიან (თუ უფრო მეტს არა), ვიდრე ეს სტანდარტული მუშაობის რამდენიმე თვის მანძილზე შეიძლება იყოს შესაძლებელი. არსებობის 14 წლის მანძილზე პარიზის სალონი არა მხოლოდ ახალი სახელების აღმოჩენის და მათი ბაზარზე გამოტანის ოპტიმალურ შასაძლებლობას აძლევს გალერეების მფლობელებს, არამედ უკვე არსებული ბაზრის გაძლიერებასაც უწყობს ხელს და ამ ბაზარზე ფოტოგრაფიის ფასების პერმანენტულ ზრდასაც.

2010 წლის Paris Photo განსაკუთრებული აღმოჩნდა "ახალი" ფასების მხვრივაც და გაყიდვების რაოდენობითაც. სალონის ორი ყველაზე ძვირადღირებული ფოტოდან ერთ-ერთი უნგრელი ფოტოგრაფის ანდრე კერტეშის (1894-1985) პატარა ფორმატის ნამუშევარი, რომელიც 684 000 ევროდ (!!!) იყო შეფასებული ნიუ-იორკულმა გალერეამ Greenberg წარადგინა, ხოლო მეორე - 477 000 ევროდ შეფასებული ამერიკელი ფოტოგრაფის ირვინგ პენის (1917-2009) ფოტო ლონდონურმა გალერეამ Hamiltons გამოიტა. ასევე რეკორდულ ზღვარს მიაღწია კიდევ ერთი ამერიკელი ავტორის, მოდის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელის ჰორსტ ფ. ჰორსთის ნამუშევარმაც, რომელიც 125 000 ევროდ იყო შეფასებული და სალონის გახსნისთანავე გაიყიდა; ისევე როგორც ჩეხი ფოტოგრაფის იოზეფ სუდეკის (1896-1976) ფოტომ, რომელიც ავსტრიულმა გალერეამ წარადგია სალონზე 190 000 ევროდ და... გაყიდა.

Paris Photo-ს მიმდინარეობას დაემთხვა Christie’s აუქციონი, რომელმაც გასაყიდად მოდის ფოტოგრაფიის კიდევ ერთი ამერიკელი მეტრის რიჩარდ ავედონის ნამუშევრები გამოიტანა. რამდენიმე რეკორდი ამ აუქციონზეც მოიხსნა და კერძოდ: ცნობილი ფოტო "დოვიმა ორ სპილოსთან ერთად" (1955) 841 000 ევროდ გაიყიდა. ფოტო "დიორის" სახლმა შეიძინა, რადგან ცნობილი მოდელს სწორედ დიორის მიერ შეკერილი კაბა აცვია. ასევე შთამბეჭდავ ფასად გაიყიდა ავედონის კიდევ ერთი ცნობილი ფოტო - Beatles პორტრეტი - 445 000 ევროდ. საერთო ჯამში კი, 20 ნოემბერს Christies’s- ს აუქციონზე გამოტანილი რიჩარდ ავდონის 65 ფოტო 5,4 მილიონ ევროდ გაიყიდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია საფრანგეთში ოდესმე გამართული ფოტონამუშევრების აუქციონისთვის.

2010 წლის პარიზის ფოტოსალონი გაყიდვების მხრივ საინტერესო აღმოჩნდა თანამედროვე და ახალგაზრდა ავტორებისთვისაც. იმ გალერეების მეპატრონეებმა, რომლებიც ძირითადად თანამედროვე ავტორებზე მუშაობენ, სხვა წლებთან შედარებით "ძალიან პროდუქტულად" შეაფასეს წლევანდელი სალონი და აღნიშნეს, რომ გამოფენილი ნამუშევრების 80 პროცენტი გაყიდეს. მათ შორის უნდა აღინიშნოს პარიზული გალერეა Les Filles du Calvaire, რომელმაც 250 000 ევროს საერთო ღირებულების თანამედროვე ფოტოგრაფების - ანტუან დ’აგატას, პოლ გრჰამის და სხვათა ნამუშევრები გაყიდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტი გალერეა იბრძვის Paris Photo-ზე მოსახვედრად და ისიც ფაქტია (რამდენადაც ეს დაუჯერებელი ან გასაკვირი არ უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვის), რომ ხელოვნების ბაზარზე ფასები ძველ თუ თანამედროვე ფოტოგრაფიაზე გარკვეული სისწრაფით იზრდება. რადგან ასეთივე სისწრაფით იზრდება ფოტოგრაფიის, როგორც მედიუმი და ხელოვნების დარგის პოპულარობა და შესაბამისად მისი პუბლიკაც. ამის მაჩვენებელი მშრალი სტატისტიკაც არის: პარიზის საერთაშორისო სალონს 4 დღის განმავლობაში 40 000 ადამიანი ესტუმრა. 22 ნოემბერს კი სალონის დახურვა ერთი პატარა, მოკრძალებული და ფრანგებს რომ უყვართ ისეთი განცხადებით აღინიშნა: პარიზი კვლავ ინარჩუნებს ფოტოგრაფიის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს. მართლაც რომ...

ნესტან ნიჟარაძე

პარიზიდან

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი