RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის მეცნიერება

ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის 87 ნა­მუ­შევ­რის გა­მო­ფე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

24 საათი 09.05.12

ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის 87 ნა­მუ­შევ­რის გა­მო­ფე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ის შვიდ ოქ­ტომ­ბ­რამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ას დე­ტა­ლუ­რად ასა­ხავს.

აღორ­ძი­ნე­ბის დრო­ის დი­დი იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვ­რი­სა და გა­მომ­გო­ნებ­ლის ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას სმე­ნია, თუმ­ცა გა­მო­ფე­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით “ანა­ტო­მის­ტი ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი”, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში, სა­მე­ფო დარ­ბაზ­ში იხ­ს­ნე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბის­თ­ვის დი­დი აღ­მო­ჩე­ნაა - ფან­ქარ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხე­ლო­ვა­ნის სა­მეც­ნი­ე­რო ძი­ე­ბებს გვიჩ­ვე­ნებს. წი­თე­ლი ცარ­ცით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი ემ­ბ­რი­ო­ნის პო­ზა­ში და ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წი­ლე­ბის დე­ტა­ლუ­რი გრა­ფი­კუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი ცხად­ყოფს, რომ და ვინ­ჩი მათ­ზე დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ნაშ­რო­მე­ბი ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არას­დ­როს გა­მო­ფე­ნი­ლა და მეც­ნი­ე­რებ­მა ისი­ნი მხო­ლოდ 1900 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ცნო­ბი­ლია, რომ ისი­ნი 1690 წლი­დან დი­დი ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქის სა­მე­ფო კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბო­და.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ და ვინ­ჩი ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ას ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და. ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი მარ­ტინ კლე­ი­ტო­ნი “რო­ი­ტერ­თან” სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი, ისე­ვე რო­გორც და ვინ­ჩის მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნა და წყალ­ქ­ვე­შა გე­მი, ხში­რად დი­დი ხე­ლო­ვა­ნის ჰო­ბიდ მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ფე­ნა მას მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ღირ­სე­ულ ად­გილს და­უმ­კ­ვიდ­რებს.

“ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ის შეს­წავ­ლის სფე­რო­ში. ამ ექ­ს­პო­ზი­ცი­ის შემ­დეგ თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი მას გა­ლი­ლე­ო­სა და ნი­უ­ტო­ნის გვერ­დით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი უაღ­რე­სად სე­რი­ო­ზუ­ლი, სა­ოც­რად დე­ტა­ლუ­რი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.” - აღ­ნიშ­ნავს კლე­ი­ტო­ნი.

გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ტი­ლო­ებს შო­რი­საა ადა­მი­ა­ნის გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა სის­ტე­მის შა­ვი და წი­თე­ლი ცარ­ცით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი გრა­ფი­კუ­ლი სუ­რა­თე­ბი, რომ­ლებ­ზეც და ვინ­ჩის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი ჯერ კი­დევ შე­სამ­ჩ­ნე­ვია. კემ­ბ­რი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ფრან­ცის უელი “რო­ი­ტერ­თან” სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს უძ­ვე­ლე­სი ნაშ­რო­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თ­ვის სა­ოც­რად დრო­უ­ლი და დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია.

“რო­დე­საც ამ ნა­მუ­შევ­რებს უყუ­რებ, ძნე­ლია და­ი­ჯე­რო, რომ ისი­ნი ხუ­თა­სი წლის წინ შე­იქ­მ­ნა. ნა­ხა­ტებს თან ერ­თ­ვის მი­ნა­წე­რე­ბი და გან­მარ­ტე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­საც კი, თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რის მთქმე­ლი და გა­მო­სა­დე­გია,” - ამ­ბობს უელი.

ინ­გ­ლი­სუ­რი ონ­ლა­ინ-გა­ზე­თი “გარ­დი­ა­ნი” გა­მო­ფე­ნის ირ­გ­ვ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე წერს, სა­დაც ნათ­ქ­ვა­მია, რომ უკ­ვე და­იწყო და­ვა და ვინ­ჩის­თ­ვის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად - სა­მე­ფო დარ­ბაზ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ის უდა­ვოდ მეც­ნი­ე­რი იყო, ხო­ლო ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მი­სი რო­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით დი­დია. ასეა თუ ისე, ერთ ფაქ­ტ­ზე ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა - გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში მზად­დე­ბა, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნე­ბის დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ისე წარ­მო­ა­ჩენს, რო­გორც აქამ­დე გა­მარ­თუ­ლი არ­ცერ­თი სხვა გა­მო­ფე­ნა.

ირი­ნა და­ვი­თაშ­ვი­ლი

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი