RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

თა­ნა­მედ­რო­ვე ალ­ტა­მი­რა

ვა­ხო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი გა­მო­ფე­ნა "ალ­ტა­მი­რა", რო­მე­ლიც "ბაია გა­ლე­რი­ა­ში" მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­ლე­რის­ტი­სა და მხატ­ვ­რის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კი­დევ ერთ მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

24 საათი 29.06.12

ვახო მუსხელიშვილი “ბაია გალერეაში”
ვახო მუსხელიშვილი “ბაია გალერეაში”

ვა­ხო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი გა­მო­ფე­ნა "ალ­ტა­მი­რა", რო­მე­ლიც "ბაია გა­ლე­რი­ა­ში" მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­ლე­რის­ტი­სა და მხატ­ვ­რის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კი­დევ ერთ მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

შემ­კ­ვე­თი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბაია წი­ქო­რი­ძეა, ხო­ლო შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი - ვა­ხო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, ემიგ­რან­ტი მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც 21 წე­ლია ამე­რი­კის ქა­ლაქ სი­ეტ­ლ­ში ცხოვ­რობს. ბაია წი­ქო­რი­ძის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით "კულ­ტუ­რა და მხატ­ვა­რი", რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან რა­ი­მე თე­მის შერ­ჩე­ვას და მის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტეპ­რე­ტა­ცი­ას, უკ­ვე ვი­ხი­ლეთ ვა­ხო ბუ­ღა­ძის გა­მო­ფე­ნა კენ­ტავ­რის სიყ­ვა­რუ­ლის თე­მა­ზე. ამ­ჟა­მად ჩვენს წი­ნა­შეა ალ­ტა­მი­რას გა­მოქ­ვე­ბუ­ლის მხატ­ვ­რო­ბის ინ­ს­პი­რა­ცი­ით შექ­მ­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

ბაია წი­ქო­რი­ძის­თ­ვის ვა­ხო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ფი­გუ­რა­ტუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით, რო­მე­ლიც ამ ორი წლის წინ მის გა­ლე­რე­ა­ში გა­მო­ი­ფი­ნა. გა­ლე­რის­ტის თქმით, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სხე­უ­ლის თე­მა, რო­მელ­საც ყვე­ლა მხატ­ვა­რი თა­ვი­სე­ბუ­რად აკე­თებს, ვა­ხო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის ნახ­ვი­სას კი მას უნე­ბუ­რად გა­უჩ­ნ­და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი ალ­ტა­მი­რას­თან.

ვა­სო მუს­ხე­ლიშ­ვილს კი პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­ხა­ტე­ბის გა­აზ­რე­ბა კი­დევ ერ­თხელ მო­უხ­და რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სი­ეტ­ლის სკო­ლა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ლექ­ცი­ე­ბის კითხ­ვი­სას: "შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ეს ულ­ტ­რა­თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც შექ­მ­ნი­ლია პრი­მი­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ერ და უდი­დე­სი შე­ნა­ძე­ნია კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის. თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რებ­მა ეს პრინ­ცი­პე­ბი ხე­ლახ­ლა აღ­მო­ჩი­ნეს და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში დიდ­ხანს მიჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ ამ ხედ­ვას. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უფ­რო ხელ­შე­სა­ხე­ბი გა­მე­ხა­და ის სამ­ყა­რო, მეგ­რ­ძ­ნო ის ხედ­ვა, რაც ჰქონ­და პირ­ველ­ყო­ფილ მხატ­ვარს. ეს კი ჩემ­გან პრი­მი­ტი­ვიზმს კი, არა, უდი­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­სა და ცოდ­ნას მო­ითხოვ­და. გა­მოქ­ვა­ბულ­თა მხატ­რო­ბა­ში იმ­დე­ნად ეს­ტე­ტი­კურ კონ­ტურ­თან, ფერ­წე­რულ სიბ­რ­ტყეს­თან და დი­ნა­მი­კას­თან გვაქვს საქ­მე, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვარს მთე­ლი თა­ვი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, რა­თა ის უშუ­ა­ლო­ბა გად­მოს­ცეს, რა­საც პირ­ველ­ყო­ფი­ლი მხატ­ვა­რი აღ­წევს. მინ­და ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ბე­ნე­ფი­ტუ­რი იყო ჩემ­თ­ვის ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, ბევ­რი სი­ახ­ლე მომ­ცა, სხვაგ­ვა­რი ხედ­ვა გა­მიხ­ს­ნა".

სირ­თუ­ლე, რის დაძ­ლე­ვა­საც მხატ­ვ­რე­ბი წლო­ბით ეს­წ­რა­ფი­ან, ესაა ფი­გუ­რა­თა მოძ­რა­ო­ბის დი­ნა­მი­კა, ფი­გუ­რა­თა შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, კომ­პო­ზი­ცი­უ­რი გა­ნა­წი­ლე­ბა, რაც პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხატ­ვ­რო­ბი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და რის გა­მოც ხდე­ბა იგი ფა­სე­უ­ლი, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში და არ რჩე­ბა მხო­ლოდ კა­ცი­ობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებლ სა­ფე­ხუ­რად. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რამ­დე­ნა­დაც ცხო­ველ­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი დახ­ვე­წი­ლია და მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი, იმ­დე­ნად ფორ­მა­ლუ­რია ადა­მი­ან­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ნი, რამ­დე­ნი­მე კონ­ტუ­რუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბით შექ­მ­ნი­ლი. ჩანს, პირ­ვე­ლი მხატ­ვ­რე­ბის­თ­ვის ერ­თ­მა­ნეთ­ზე მე­ტად ცხო­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა იყო სა­ინ­ტე­რე­სო, რო­გორც მათ­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლო საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტის, რო­მელ­ზეც ნა­დი­რობ­დ­ნენ და თაყ­ვანს სცემ­დ­ნენ.

ვა­ხო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის­თ­ვი­საც ალ­ტა­მი­რას თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­რო ცხო­ვე­ლე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც ისე­ვე დი­ნა­მი­უ­რე­ბი და ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, რო­გორც ალ­ტა­მი­რას ცხო­ვე­ლე­ბი. მა­თი სი­დი­დე და ძა­ლა არ გვა­ში­ნებს, სპი­ლო­ე­ბი იქ­ნე­ბა თუ ბი­ზო­ნე­ბი, არც ცხე­ნე­ბი არი­ან მქრო­ლა­ვი რა­შე­ბი, მხატ­ვარ­მა მო­ა­ხერ­ხა, ყვე­ლა­ფერს გარ­და­სუ­ლი დრო­ის სევ­და ჰქო­ნო­და, და გვი­ჩენს შეგ­რ­ძ­ნე­ბას რომ ეს ცხო­ვე­ლე­ბი ჩვენ­ს­კენ კი არ მო­დი­ან, არა­მედ ბრუნ­დე­ბი­ან იქ, სა­ი­და­ნაც გა­მო­ი­ძა­ხეს. რაც შე­ე­ხე­ბა ადა­მი­ა­ნებს, აქ ვა­ხო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნით, რო­მე­ლიც მას თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში თა­ვის­მა პე­და­გოგ­მა ჯუ­ნა მი­ქა­ტა­ძემ გა­დას­ცა. ასე რომ, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ადა­მი­ან­თა სხე­უ­ლე­ბი რე­ნე­სან­სუ­ლი სუნ­თ­ქ­ვით ფეთ­ქა­ვენ, თუმ­ცა, პირ­ველ­ყო­ფი­ლი სევ­და და რა­ღაც­ნა­ი­რი დაბ­ნე­უ­ლო­ბა მა­თაც თან ახ­ლავს. ერ­თა­დერ­თი ფე­რი, რო­მე­ლიც ამ გარ­ფი­კულ ნა­მუ­შევ­რებ­ში შე­მო­დის, კვლა­ვაც ალ­ტა­მი­რას­თან დი­ა­ლოგ­შია. მოშ­ვინ­დის­ფ­როა ყვა­ვი­ლი, რო­მელ­საც პირ­ველ­ყო­ფი­ლი მა­მა­კა­ცი ზურგს უკან მა­ლავს, და კი­დევ ფო­ნი, ცხო­ვე­ლებ­გა­მო­სა­ხულ კე­დელ­ზე, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია ჩა­მა­ვალ მზის სხი­ვებ­საც შე­ვა­და­როთ და გა­მოქ­ვა­ბულ­ში დან­თე­ბუ­ლი ცეცხ­ლის ანა­რეკ­ლ­საც.

გა­მო­ფე­ნა "ალ­ტა­მი­რა" 75 გრა­ფი­კულ ნა­მუ­შე­ვარს აერ­თი­ა­ნებს, და მხატ­ვარ­მა მათ­ზე ბო­ლო ერ­თი წლის მან­ძილ­ზე იმუ­შა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბას და ამე­რი­კულ ინ­ს­პი­რა­ცი­ებს, ვა­ხო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბამ მას ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შეს­ძი­ნა, რაც ძა­ლი­ან ჯან­მ­რ­თე­ლი გრძნო­ბაა და რაც უცხო და დიდ ქვე­ყან­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ძნე­ლია, აჩ­ვე­ნო უზარ­მა­ზარ ქვე­ყა­ნას, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ხარ და მათ ყუ­რადღე­ბას იმ­სა­ხუ­რებ, ხო­ლო ამა­ვე დროს, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას უთხ­რა, რომ ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ არ წა­სულ­ხარ და რომ ამ წლებს უქ­მად არ ჩა­უვ­ლია. ვა­ხო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის ბო­ლო ორი წლის თბი­ლი­სუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბი სწო­რედ ამის მცდე­ლო­ბაა.

 

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი