RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
21 მაისი, სამშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

გერ­მა­ნე­ლე­ბი და რუ­სე­ბი - გა­მო­ფე­ნა სის­ხ­ლის გა­რე­შე...

ივ­ნი­სის ბო­ლო­დან და­იწყო გერ­მა­ნია-რუ­სე­თის კულ­ტუ­რუ­ლი წე­ლი, ის, ძი­რი­თა­დად, კულ­ტუ­რუ­ლი დი­ა­ლო­გით აღი­ნიშ­ნე­ბა.

24 საათი 07.08.12

მე-14 საუკუნის გერმანული რელიეფი
მე-14 საუკუნის გერმანული რელიეფი "რუსი მონადირეები"

ივ­ნი­სის ბო­ლო­დან და­იწყო გერ­მა­ნია-რუ­სე­თის კულ­ტუ­რუ­ლი წე­ლი, ის, ძი­რი­თა­დად, კულ­ტუ­რუ­ლი დი­ა­ლო­გით აღი­ნიშ­ნე­ბა.

მაგ­რამ ეს დი­ა­ლო­გი სა­ოც­რად მას­შ­ტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს წარ­მო­ად­გენს. მათ შო­რის ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ორ­მ­ხ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა - "გერ­მა­ნე­ლე­ბი და რუ­სე­ბი - ის­ტო­რი­ის 1000 წე­ლი". ის ჯერ მოს­კოვ­ში გა­იხ­ს­ნე­ბა, შემ­დეგ ბერ­ლინს წა­ი­ღე­ბენ. წი­ნას­წარ გვპირ­დე­ბი­ან, რომ ამ ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე არ იქ­ნე­ბა ის, რა­საც ჩვენ­გან უმე­ტე­სო­ბა აუცი­ლებ­ლად წარ­მო­ვიდ­გენთ - "არც იარა­ღი, არც სის­ხ­ლი, არც ომი..."

ასე­თი პრო­ექ­ტი­სა და, მით უფ­რო, ამ და­პი­რე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თი აზ­რი მო­დის თავ­ში. რა­ზე ისა­უბ­რე­ბენ რუ­სი და გერ­მა­ნე­ლი კუ­რა­ტო­რე­ბი ამ გა­მო­ფე­ნით, თუ­კი გვერდს აუვ­ლი­ან იმ მოვ­ლე­ნებს, რო­მელ­ზე რე­აქ­ცი­აც ამ ორი ერის­გან დღემ­დე ასი ათა­სო­ბით მსხვერ­პ­ლის შთა­მო­მა­ვალს ჯი­უ­ტად აინ­ტე­რე­სებს. გვა­ინ­ტე­რე­სებს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი პა­სუ­ხე­ბი და სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლია. თუმ­ცა გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნია გერ­მა­ნია, რო­გორ იაზ­რებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­ნა­შა­ულს რუ­სე­თი - ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გა­ნაც არა მხო­ლოდ არ­ტის­ტულ წრე­ებ­ში, არა­მედ თა­ვად სა­მეც­ნი­ე­რო დის­კურ­ს­ში რუ­სე­თი თით­ქ­მის მტრად აცხა­დებს ყვე­ლა მკვლე­ვარს, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ზე სა­უ­ბარს სა­ჯა­როს ხდის.

კი­დევ ბევ­რი ვა­რა­უ­დის თქმა შე­იძ­ლე­ბა ამ გა­მო­ფე­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ვა­რა­უ­დი ნამ­დ­ვი­ლად არ იქ­ნე­ბა, თუ­კი ვიტყ­ვით, რომ "გერ­მა­ნე­ლე­ბი და რუ­სე­ბი" ძა­ლი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს რუ­სეთ-გერ­მა­ნი­ის მე­გობ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის სიმ­პა­ტი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა. სიმ­პა­ტია ფულს უდ­რის და აქ­ვე იმა­საც ვკითხუ­ლობთ, რომ პრო­ექ­ტი სა­ოც­რად მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნია.

გა­მო­ფე­ნა 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და, ანუ იქამ­დე, ვიდ­რე გერ­მა­ნია-რუ­სე­თი "სა­ერ­თო კულ­ტუ­რულ წელს" და­გეგ­მავ­და. გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მი და გერ­მა­ნი­ის პრუ­სი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ფონ­დი. ანუ ფონ­დი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო სტრა­ტე­გი­ას ახორ­ცი­ე­ლებს კულ­ტუ­რის სფე­რო­ში. მას შემ­დეგ, რაც გერ­მა­ნია-რუ­სე­თის კულ­ტუ­რუ­ლი წე­ლი და­ი­გეგ­მა და გა­მო­ფე­ნა მთა­ვარ მოვ­ლე­ნად იქ­ცა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა გა­უ­ად­ვილ­დათ.

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ის ბნე­ლი და სის­ხ­ლი­ა­ნი წლე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის ჩა­ნა­ფიქ­რი გა­მო­ფე­ნის შე­ნა­არ­სობ­რივ ფრაგ­მენ­ტუ­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. თუმ­ცა არის მე­ო­რე მხა­რეც, ეს გა­მო­ფე­ნა ამ ორი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის იმ მო­ნაკ­ვე­თებს წარ­მო­ა­ჩენს, რო­მე­ლიც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მა­თე­ულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის დაჩ­რ­დი­ლა. ამას გარ­და, გერ­მა­ნე­ლე­ბი და რუ­სე­ბი მო­ი­გო­ნე­ბენ იმას, რი­სი მო­გო­ნე­ბაც დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ესა­ჭი­რო­ე­ბათ - ერ­თო­ბის, მსგავ­სე­ბი­სა და სა­ერ­თო და­დე­ბი­თი ინ­ტე­რე­სე­ბის.

მაგ­რამ არც ასე მარ­ტი­ვად არის საქ­მე... გარ­კ­ვე­ულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ამო­ვი­კითხავთ სა­ინ­ტე­რე­სო ცი­ტა­ტებს. სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სო­რი ვილ­ფ­რიდ მენ­გი­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ დი­დი ექ­ს­პო­ზი­ცია ჰი­პერ­ტექ­ს­ტე­ბის მი­ხედ­ვით არის აგე­ბუ­ლი. შემ­დეგ კი გან­მარ­ტავს, რომ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, დო­კუ­მენ­ტა­ცია და სხვა ტი­პის მა­სა­ლა, რომ­ლის გაც­ნო­ბის შემ­დე­გაც დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი თა­ვად მო­ი­გო­ნებს იმ პრო­ცე­სებ­სა და მოვ­ლე­ნებს, რო­მელ­საც ექ­ს­პო­ზი­ცია დაწ­ვ­რი­ლე­ბით არ ეხე­ბა. აქ­ვე იმა­საც ამა­ტებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი პო­ტენ­ცი­უ­რი სტუმ­რე­ბის­გან არა მხო­ლოდ გამ­ძ­ლე­ო­ბა-ნე­ბის­ყო­ფას სა­ჭი­რო­ებს, არა­მედ ერუ­დი­ცი­ა­საც ითხოვს, რად­გან იოლი არ იქ­ნე­ბა ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ექ­ს­პო­ნა­ტის შე­ნიღ­ბულ კონ­ტექ­ს­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბა.

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სო­რის და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი იმა­ზე უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე პრო­ექ­ტის ევ­რო­პულ პრე­სა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა. თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რუ­სი და გერ­მა­ნე­ლი კულ­ტუ­რო­ლო­გე­ბის სი­ბე­ჯი­თეს და იმას, თუ ძი­რი­თა­დად რო­გო­რი სიღ­რ­მის გა­მო­ფე­ნებს მარ­თა­ვენ, უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­საც ერ­თი შე­ხედ­ვით ძა­ლი­ან სწორ­ხა­ზო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­ს­ტი აქვს, დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა შრე­ე­ბი­თა და რთუ­ლად, ძა­ლი­ან რთუ­ლად და­საძ­ლე­ვი კონ­ტექ­ს­ტე­ბით.

მე­ეჭ­ვე­ბა, ქარ­თულ მე­დი­ა­ში ამ დი­დი პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში მოხ­დეს. ბევ­რად სა­ვა­რა­უ­დოა, ის რო­მე­ლი­მე ჩემ­მა კო­ლე­გამ უკ­ვე გვი­ან შე­მოდ­გო­მით ბერ­ლინ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლოს. სა­ნა­ხა­ვი კი ნამ­დ­ვი­ლად არის. ის, რა­ზეც რუ­სე­ბი და გერ­მა­ნე­ლე­ბი სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებ­ში და­ფიქ­რ­დე­ბი­ან, ირი­ბად, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი პირ­და­პირ ჩვენც შეგ­ვე­ხე­ბა.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი