RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

წიგნი ომსა და თავისუფლებაზე

ამ წიგნზე დასაწერად ჯერ რამდენიმე კვირა ვამზადებდი თავს და დაწერიდან კიდევ რამდენიმე კვირა ვბეჭდავდი.

24 საათი 02.03.10

ამ წიგნზე დასაწერად ჯერ რამდენიმე კვირა ვამზადებდი თავს და დაწერიდან კიდევ რამდენიმე კვირა ვბეჭდავდი.

საბოლოოდ, წაკითხვის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა. ასე დამეჩაგრა ორ ღამეში წაკითხული "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ბოლო გამოცემათაგან ერთ-ერთი, პირადად ჩემთვის (სუბიექტივიზმი მომიტევონ სხვა ავტორებმა) საუკეთესოდ აღიარებული წიგნი...

დრო თავისას შვება. დისტანცია მეხსიერებაში ტექსტს აპატარავებს, საერთო შთაბეჭდილებას ვერ ცვლის, მაგრამ მოდელირებას კი ნამდვილად ახდენს. ამ შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა. სწორედ ამიტომ სტატია, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო ნაგვის ყუთში მოვათავსე. ხელახლა ვიწყებ... ეს წიგნის კი არა, ამ ავტორის ბრალია. ავტორისაც არა, მისი ახალი პიესის, რომელიც გუშინ წავიკითხე და რომელმაც ეს წიგნი და ის სათქმელი, რომელიც მის ავტორს დაუგროვდა, სულ სხვანაირად გამაგებინა. შესაძლოა ინტერპრეტაცია მხოლოდ ახლადწაკითხული ტექსტის გავლენა იყოს და შორს იდგეს თავად განხილვის ობიექტისგან, როგორადაც ის ავტორს აქვს ჩაფიქრებული, თუმცა სუბიექტურობა მკითხველის უფლებაც არის და თანაც ერთ-ერთი ყველაზე საამური უფლება.

წიგნი, რომელზეც მოგახსენებთ, "აბსურდისტანია", ალბათ გსმენიათ - ბასა ჯანიკაშვილის პროზაული ქმნილება. ბევრისთვის დოკუმენტური პროზის ნიმუში, სხვებისთვის უფრო კონკრეტული - დღიურები, ავტობიოგრაფიული ტექსტების კრებული, კიდევ სხვებისთვის წიგნი როკ-მუსიკაზე და... და საქართველოზე. ისე რომ ვერც ერთ ამ ფორმულირებას ვერ გამოვრიცხავ, მაინც აქცენტს გავაკეთებ უკანასკნელზე, ანუ ქვეყანაზე, რომელზეც, ჩემი აზრით, ჯანიკაშვილი წერს და რეალურად სურს გვიამბოს, რომლითაც სავსეა მისი ბიოგრაფიული პროზა, რომელიც განსაზღვრავს ამ წიგნის თავსა და ბოლოს…

ჩემთვის რთულია მოვიგონო სხვა ქართველი თანამედროვე ავტორი, რომელიც აირჩევდა უკუდურესი სუბიექტივიზმის პლათფორმას, ავანსცენაზე გამოვიდოდა თვითონ, ნიღბის გარეშე და შემდეგ ასეთი სიზუსტით შეძლებდა დაეხატა ამჟამინდელი და 80-90-იანი წლების საქართველო. ილაპარაკებდა საკუთარ თავზე და ამ ფორმით დახატავდა საზოგადოების თუ თაობის ემოციებს, განწყობას, ხედვას, დამოკიდებულებებს, სისუსტეებს. ყველაფერს, რაც მის თაობას აერთიანებდა, ჯერ საკუთარ თავში გააეთიანებდა, მერე ტიპებად დაყოფდა, თან გაემიჯნებოდა და მერე ერთნაირად კარგად დასცინებდა ანდა გააკრიტიკებდა ჯერ სხვებს, თუნდაც ცუდი მუსიკალური გემოვნების გამო, მერე კი საკუთარ თავსაც, რომელსაც სჯეროდა, რომ როკი სამყაროს და კონკრეტულად საქართველოს იხსნიდა.

"აბსურდისტანის" ბოლო გვერდზე ტექსტია, რომელიც ალბათ იქნება პირველი რასაც წაიკითხავთ, თუ წიგნს შეიძენთ. ეს ტექსტი გეტყვით, რომ ამ წიგნში მთავარი პერსონაჟი როკ-მუსიკაა, რომელსაც საბჭოთა კავშირში "ახშობდნენ", რომ საქმე ეხება ქვეყანას, სადაც ყველაფერი აბსურდია და სადაც არ ესმით სიტყვა - თავისუფლება, რომ ეს წიგნი ერთი მელომანის მუსიკალური შთაბეჭდილებების კრებულია და ა.შ. დიახ, ამ წიგნში მართლაც ბევრია მუსიკა. ყოველი თავი რომელიმე მუსიკოსის, ან ჯგუფის სახელს უკავშირდება. ავტორის მოგონებები კი ან პირველ მაგნიტოფონს, ან რადიოს, ან დახშულ რადიოტალღებს, ანდა ფრაზებს, რომლებიც ან ჯონ ლენონის, ანდა ბობ მარლის ხმით გაიგონა და რაღაც მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი მის აზროვნებაში შეიცვალა. "აბსურდისტანი" სერიოზული სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც სურს როკის მთავარ ხიბლს, მის მიერ ფორად მოცემულ თავისუფლებასა და აღმაფრენას მიწვდეს. ბასა ჯანიკაშვილს მართლაც ესმის ამ სამყაროს გულის ცემა, აქვს ძალა რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ რამდენიმე კვირა გასმენინოს თუნდაც Radiohead-ი და აბსოლუტურად დაგითანხმოთ ყველა იმ არგუმენტში, რომელიც ჯგუფის თანამედროვეობაში პირველობის დასაბუთებს მიზნით მოყავს. მაგრამ, მაინც ნუ მოვტყუვდებით. საქმე ასე მარტივად არ არის. ნებისმიერი, ვისაც "აბსურდისტანი" წაკითხული აქვს, მეთანხმება იმაში, რომ მთავარი პერსონაჟი ადამიანია, რომელსაც მუდმივად უწევს ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის, რომლის თანმდევი პასუხისმგებლობაც არასდროს უგრძვნია, ანუ უფლებისთვის, რომელიც დაბადებამდე წაართვეს და რომლის შესახებ მხოლოდ სიმღერებში სმენია, ამ სიმღერებით განუცდია.

მთავარი გმირია ადამიანი, რომელსაც რეალობა საბჭოთა ყოფის სახით ილუზიას სთავაზობს და რომელიც ამ ილუზიის მიუღებლობით განსხვავებული ხდება, მერე კი აბსტრაქციაში სახელად მუსიკა პოულობს მეტ სიმართლეს. მაგრამ ცხოვრების მიერ მისთვის დასახული არჩევანი ხომ იცვლება და მთავარი გმირის ფასეულობებისთვის ბრძოლას რეალური ომი ენაცვლება. ომი უცნობი და გაუგებარი თავისუფლებისთვის საბჭოურ ილუზიას ჩაანაცვლებს... მაგრამ ავტორისთვის ყველაზე ცუდი სულ სხვაგან იწყება: თუ წლების წინ ის ალტერნატიულ სივრცეში (მუსიკაში) დაემალა რეალობას, სულ სხვა "არჩევანს" აკეთებს მისი შვილი, რომელიც აგვისტოს ომის დროს გირჩებით იწყებს ომს. ეს უკვე მისი პატარა ნიკოლოზის რეალობაა. მაგრამ რომელი არჩევანი? არც მას ჰქონია მასზე უფლება და ეს აზრი არის ის, რაც მთავარი გმირის "გამოფხიზლებას" იწყებს. მხოლოდ ნიკოლოზის რეალობა ახვედრებს პერსონაჟს და წიგნის ავტორს, რომ მუსიკა ვერ გადაარჩენს სამყაროს, ეს მისი თაობის აბსურდული იდეაა, იმიტომ რომ რეალურად ადამიანები სიყვარულს არ ეძებენ და თუ რამე ან ვინმე იყო "აბსურდისტანში" სასაცილო ეს ის არის, თვითონ, ანუ სამზარეულოში, სარდაფში და კიდევ სხვა ანდერგრაუნდულ სივრცეში გაზრდილი თაობა.

ასეთი დასასრულისკენ ავტორს თანდათან მივყავართ. თუმცა რომანი დიდი პრეტენზიით იწყება, როცა ავტორი გამადიდებელი შუშით დახედავს მკითხველის ესთეტიკურ კრიტერიუმებს, მერე კი დასცინის ყველას, ვინც უსმენს პოპს და "ნაგავს". ზუსტად ვიცი, რომ ბასა აქ გულახდილია, ასეც ფიქრობს და ამას არ აკეთებს მკითხველის პროვოცირების და გაღიზიანების გამო, მაგრამ უკვე ვნახე რამდენიმე მაგალითი, რამაც დამარწმუნა რომ ბევრისთვის ამ "აგრესიულმა" დასაწყისმა იმოქმედა. ასეთი დასაწყისის მიუხედავად ავტორი მაინც არ იპრანჭება და არ შეჰხარის საკუთარ არჩევანს გემოვნების საკითხებში. მართალია გვიმტკიცებს მის უპირატესობას, მაგრამ მთელი ეს სჯა-ბაასი მუსიკაზე მაინც ანტურაჟია, დეკორაცია რომანისთვის, რომელიც პირადად ჩემთვის სავსეა თვითკრიტიკის სურვილით, ანუ იმ საზოგადოების კრიტიკის სურვილით, რომელიც ჯერ ბრმა იყო, შემდეგ კი ომისთვის გახელებული.

ამას გარდა, ავტორი იოლად ერევა სენტიმენტალიზმს, რაც დამახასიათებელია ხოლმე ავტობიოგრაფიული ტექსტებისთვის და კიდევ, ძლევს ეგოიზმს, ეს იმის მიუხედავად, რომ მისი ხედვის ერთადერთი ვექტორი ამ წიგნში, იწყება ავტორის "მე"-დან, ანუ შიგნიდან გარეთ, მთელი საბჭოთა სამყაროსკენ. ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი უცნობი თავისუფლების ძიებაში უაზროდ გათანგული საზოგადოებისკენ.

ამ წიგნით ჩემი, ანუ ბასა ჯანიკაშვილზე ცოტა უმცროსი თაობის წარმომადგენელი შესაძლოა გებულობს საბჭოთა საქართველოზე ისეთს, რაც აქამდე არ სმენია, მაგრამ ეს დეტალებია. ბევრად აღსანიშნავი არის ის, რასაც ამ წიგნის წაკითხვის მერე ხვდები: ბასას თაობის და შემდგომი რამდენიმე თაობისთვის რეალობაცა და ილუზიებიც ზუსტად ერთნაირია. არაფერი იცვლება. ჩვენ ყველა ერთი ომის მონაწილენი ვართ და საერთო გვაქვს ქვეყანაც, რომელიც სწორედ ჩვენი საერთო ილუზიების გამო, ჯერ კიდევ არაჩვეულებრივად ირგებს სახელს - "აბსურდისტანი".

P.S. რაც შეეხება იგივე ავტორის პიესას, რომელმაც ეს სტატია ხელახლა დამაწერინა, მას "ომობანა" ჰქვია. ის ერთ-ერთია იმ 9 პიესიდან, რომელიც ქართველმა დრამატურგებმა ერთიან პროექტად შეკრეს და რომელსაც ამ დღეებში მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე კითხულობენ. მათ შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი