RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

მწვანე ყდაში მოქცეული ლექსები

თიბისი ბანკის მთავარი შენობის მრგვალი ბიბლიოთეკა გუშინ ერთი ორბიტის ირგვლივ ტრიალებდა.

24 საათი 31.03.10

თიბისი ბანკის მთავარი შენობის მრგვალი ბიბლიოთეკა გუშინ ერთი ორბიტის ირგვლივ ტრიალებდა.

ორბიტა პოეტი ქეთი ნიჟარაძე იყო, თუმცა მთავარი “გმირი” მაინც მისი კრებული “წაუკითხავი ლექსები” გახლდათ. იყო მეორე “გმირიც” - სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც ლექსების კრებულთან ავტორის გარდა არაფერი აკავშირებს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უნებურად ამავე ავტორის პოეტურ ლექსიკას განსაზღვრავს. ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი “წაუკითხავ ლექსებს” გავეცნოთ.

კრებული მკითხველს გარეკანიდანვე იზიდავს. როგორც ავტორი ამბობს, მისი მწვანე შეფერილობა, პოზიტიური განწყობის შემქმნელია, რაც თავისთავად შიგთავსშიც გრძელდება. რატომ “წაუკითხავი ლექსები”? - იმიტომ, რომ ასეცაა. აქ ასამდე ლექსია თავმოყრილი და მათ უმეტესობას ქეთი ნიჟარაძის პოეზიის ერთგული მკითხველიც პირველად გაეცნობა. კრებული ალბათ იმითაც საინტერესო უნდა იყოს, რომ მასში შესული ნაწარმოებები 5-6 წლის განმავლობაში იქმნებოდა, რაც მკითხველს მისცემს საშუალებას, თვალნათლივ დაინახოს, პოეზიის თვალსაზრისით როგორ ვითარდებოდა და იზრდებოდა ავტორი.

ქეთი ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ კრებულში თავისთვის საინტერესოს ნებისმიერი გემოვნების მკითხველი აღმოაჩენს, რადგან ცდილობდა, თემატურად შეზღუდული არ ყოფილიყო. ბოლოს კი სურვილს გვიმხელს: “თუ მკითხველი ერთ ლექსს მაინც შეარჩევს და დაიმახსოვრებს, ჩავთვლი, რომ კრებულმა გაამართლა და ის მართლაც უნდა გამოცემულიყო”.

საინტერესოა, რომელ ლექსს ამოარჩევს თავად ავტორი - მას კი წამიერი ფიქრიც არ სჭირდება, რომ ერთ-ერთი მათგანის მონაკვეთი წაგვიკითხოს:

“მე სადაც ვეძებ საკუთარ თავს, არ ვარ არასდროს,

დავტოვებ ჩრდილებს, ამ წამიერ გამონაშუქებს.

მე ვიხდი სხეულს მიტოვებულს, როგორც ტანსაცმელს

და პირველივე გაუბედავ შემხვედრს ვაჩუქებ.”

“წაუკითხავი ლექსები” “ინტელექტის” მიერაა გამოცემული. ამავე გამომცემლობამ შემოგვთავაზა მისი მეორე, ამჯერად უკვე სამეცნიერო ნაშრომი “ტროას მითოპოეტური და ისტორიული აღქმა ჰომეროსთან”. “პროფესიით კლასიკური ფილოლოგი გახლავართ, აღნიშული ნაშრომი კი ჩემი მონოგრაფიაა. უბრალოდ მომინდა, რომ ორივე წიგნი ერთდროულად წარმომედგინა და ამით ჩემი ორი მხარე წარმომეჩინა”, - ამბობს ქეთი ნიჟარაძე.

რატი ამაღლობელი, პოეტი, კრებულის რედაქტორი: “განსაკუთრებით მიხარია, როდესაც გამოდის ქალი პოეტის კრებული, რადგან ჩემთვის, როგორც პოეტისთვის და მკითხველისთვის, საინტერესოაა მათი სამყაროს ხედვა, შეგრძნებები. პოეზია საკუთარ თავში ყოველთვის გულისხმობს ისეთ დროს, რომელიც არ ექვემდებარება თანამედროვეობას. ის თითქოს თანამედროვეცაა და ზედროულიც და ეს კარგად იგრძნობა ქეთის პოეზიაში. ჩვენთან მიღებულია, რომ წიგნის პრეზენტაციაზე ავტორს განსაკუთრებით აქებენ, მე კი ვისურვებდი, რომ ჩვენი ყველა ავტორი ამ სიყალბეს ჩამოშორებული იყოს და ზუსტი და გულწრფელი შეფასებები მიიღოს. ამრიგად ქეთი მართლაც საინტერესო ხედვის მქონე პოეტია, ჩანს, რომ არ არის ზერელე, არის ღრმა, გააზრებულად წერს, ყველა ბწკარი ეგზისტენციურად გამართულია. ქეთი ნიჟარაძის პოეზიაში იგრძნობა მისი ნამდვილი პროფესიაც, აქვს დახვეწილი, გემოვნებიანი ენა, იცის, რას აკეთებს და როგორ აკეთებს, კარგად ფლობს იმ ენობრივ პარტიტურას, რომელსაც საკუთარ შემოქმედებაში იყენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენდა სამწუხაროდ, რატომღაც დადგა დრო, როდესაც კომპოზიტორებმა არ იციან ნოტები, მწერლებმა ელემენტარული გრამატიკა და ასე შემდეგ. ამრიგად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის შედგა როგორც პოეტი, ეს კრებული კი გადმოგვცემს არა მხოლოდ იმას, რაც დაწერა, არამედ მასში იმის მოლოდინიც იგრძნობა, თუ რას დაწერს მომავალში”.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი