RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

გზამ­კ­ვ­ლე­ვი წიგ­ნის სამ­ყა­რო­ში, ანუ რი­სი უფ­ლე­ბა აქვს პა­ტა­რა მკითხ­ველს

“ადა­მი­ა­ნი სახლს იმი­ტომ აშე­ნებს, რომ ცოცხა­ლია, წიგნს კი იმი­ტომ წერს, რომ იცის - მოკ­ვ­და­ვია.

24 საათი 30.01.12

“ადა­მი­ა­ნი სახლს იმი­ტომ აშე­ნებს, რომ ცოცხა­ლია, წიგნს კი იმი­ტომ წერს, რომ იცის - მოკ­ვ­და­ვია.

ის ცხოვ­რობს კო­ლექ­ტივ­ში, რად­გან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხო­ვე­ლია, მაგ­რამ კითხუ­ლობს იმი­ტომ, რომ მარ­ტო­სუ­ლია. წიგ­ნი მის ცხოვ­რე­ბა­ში ისეთ ად­გილს იკა­ვებს, რო­მელ­საც სხვა ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი და­ი­კა­ვებს, თუმ­ცა ამ სხვა­საც ვე­რას­დ­როს შეც­ვ­ლის წიგ­ნი. კითხ­ვა არას­დ­როს იძ­ლე­ვა ცხოვ­რე­ბის მზა რე­ცეპტს, თუმ­ცა ურ­ღ­ვევ ბა­დეს აბამს ადა­მი­ან­სა და ცხოვ­რე­ბას შო­რის. ეს თხე­ლი, იდუ­მა­ლი ძა­ფე­ბია, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და მი­სი აბ­სურ­დუ­ლო­ბის ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხავ ამ­ბებ­ზე ეგე­ბა. ამი­ტომ ჩვენ­თ­ვის კითხ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი ისე­თი­ვე უც­ნა­უ­რია, რო­გორც არ­სე­ბო­ბის,” - ამ­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გი მწე­რა­ლი და­ნი­ელ პე­ნა­კი წიგ­ნ­ში “რო­მა­ნი­ვით სა­კითხა­ვი”, რო­მე­ლიც იმა­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ვაყ­ვა­როთ კითხ­ვა ჩვენს შვი­ლებს თუ მოს­წავ­ლე­ებს.

მკითხ­ვე­ლი­სად­მი წიგ­ნის წარ­დ­გი­ნე­ბა და მის მთარ­გ­მ­ნელ­თან შეხ­ვედ­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და მა­ღა­ზია “დი­ო­გე­ნე­ში”. მათ, ვინც ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­ის­მი­ნა, მაგ­რამ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე წა­სას­ვ­ლე­ლად ვერ მო­ი­ცა­ლა, ან­და ვინც ამ სტა­ტი­ის წა­კითხ­ვას ახ­ლა აპი­რებს, გვინ­და ვუთხ­რათ, რომ და­ნი­ელ პე­ნა­კის წიგ­ნი არ არის კითხ­ვის შე­საყ­ვა­რე­ბე­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ეს მწერ­ლის და პე­და­გო­გის დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე აგე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია (რო­მე­ლიც რო­მა­ნი­ვით მსუ­ბუ­ქად იკითხე­ბა) და არა დი­დაქ­ტი­კუ­რი შე­გო­ნე­ბე­ბით აღ­სავ­სე ოპუ­სი. თუმ­ცა კი, ისიც უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ბევ­რის თვალ­ში სწო­რედ ამ­გ­ვარ ოპუ­სებს აქვს ხოლ­მე ფა­სი და წო­ნა. და­ნი­ელ პე­რა­კი ასეთ ადა­მი­ა­ნებს ნამ­დ­ვი­ლად გა­უც­რუ­ებს იმე­დებს, სა­მა­გი­ე­როდ, მი­სი “რო­მა­ნი­ვით სა­კითხა­ვი” სა­უ­კეთ­სო მრჩე­ვე­ლი და მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის, ვი­საც გულ­წ­რ­ფე­ლად აწუ­ხებს ის, რომ ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას არ კითხუ­ლობს და ვინც ამას არა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­შე­ლა­ხუ­ლი მშობ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან უყუ­რებს ან­და სნო­ბუ­რი წამ­ბაძ­ვე­ლო­ბით, არა­მედ ენა­ნე­ბა, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის შე­უც­ნო­ბი რჩე­ბა ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რა­საც წიგ­ნის სამ­ყა­რო ჰქვია.

ქარ­თულ ენა­ზე გა­მოს­ვ­ლამ­დე, პე­ნა­კის ნა­წარ­მო­ე­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა პირ­ვე­ლად მის­მა მთარ­გ­მ­ნელ­მა ია ბერ­სე­ნა­ძემ გა­ნი­ცა­და, რო­მელ­საც, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის მშო­ბელს, სა­კუ­თარ შვილ­თან სა­ბე­დის­წე­რო ჭი­დი­ლი ჰქონ­და - მკაც­რი მზე­რით დღე­ნი­ა­დაგ თავ­ზე დას­ჭექ­და: “უნ­და იკითხო, შვი­ლო, უნ­და იკითხო”! და­ნი­ელ პე­ნა­კის “რო­მა­ნი­ვით სა­კითხა­ვი” არა­თუ მშვი­დო­ბის მან­დი­ლად და­ი­ფი­ნა დე­და-შვილს შო­რის, ტრი­უმ­ფა­ლურ თა­ღა­დაც კი იქ­ცა, სა­ერ­თო მტერ­ზე - წიგ­ნის არ­სიყ­ვა­რულ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად რომ აღ­მარ­თეს ოჯახ­ში.

“რა იცო­და პა­ტა­რა ბიჭ­მა, რომ დე­და­მი­სის სა­ო­ცა­რი ტრან­ს­ფორ­მა­ცია ამ ერ­თი პა­ტა­რა წიგ­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. ახა­ლი ვე­ლო­სი­პე­დი არ გა­მო­მი­გო­ნია, უბ­რა­ლოდ, მივ­ყე­ვი პე­ნა­კის რჩე­ვებს და რო­ცა ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში, მქუ­ხა­რე “უნ­და იკითხო!”-ს ნაც­ვ­ლად, რბი­ლი და მე­ლო­დი­უ­რი “საკ­მა­რი­სია, დე­დი­კო, კითხ­ვა, უკ­ვე გვი­ა­ნია, და­ი­ძი­ნე” გა­ის­მა, მგო­ნი, ორი­ვე­ნი ერ­თ­ნა­ი­რად სახ­ტად დავ­რ­ჩით,” - იხ­სე­ნებს ია ბერ­სე­ნა­ძე.

და მა­ინც, რა რჩე­ვებს გვაძ­ლევს დე­ნი­ელ პე­ნა­კი და რა არის ის შეც­დო­მე­ბი, რა­საც მშობ­ლე­ბი შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­თა­ვე­ში­ვე უშ­ვე­ბენ?

პირ­ვე­ლი, რა­საც მწე­რა­ლი შეგ­ვახ­სე­ნებს, ისაა, რომ “კითხ­ვა”, ისე­ვე რო­გორც “სიყ­ვა­რუ­ლი”, ან­და “ოც­ნე­ბა” ვერ ჰგუ­ობს ბრძა­ნე­ბით კი­ლოს. რაც უნ­და მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ, შე­გო­ნე­ბე­ბით ვე­რა­ვის და­ვაწყე­ბი­ნებთ ვერც სიყ­ვა­რულს და ვერც ოც­ნე­ბას. ზუს­ტად ასეა წიგ­ნის კითხ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. სწო­რედ ამი­ტომ, იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ წიგ­ნის კითხ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­ჭი­რო, სა­სარ­გებ­ლო და აუცი­ლე­ბე­ლია, მი­ზანს არა­სო­დეს აღ­წევს და კე­დელ­ზე შეყ­რი­ლი ცერ­ც­ვი­ვით ძირს ცვი­ვა. და მა­შინ, რა ქნას მშო­ბელ­მა? - იკითხავთ თქვენ. რა და, ადე­ქით და წა­უ­კითხეთ! ჩვენ ხომ ასე გვსი­ა­მოვ­ნებ­და მათ­თ­ვის ზღაპ­რის მო­ყო­ლა? ისი­ნი მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ იმ წუთს, რო­ცა დე­და, მა­მა, ბე­ბო, ძი­ლის წინ მათ ლო­გინ­თან წიგ­ნით ხელ­ში დაჯ­დე­ბო­და, ან­და სა­კუ­თარ ფან­ტა­ზი­ას მი­ე­ცე­მო­და და ერ­თი ზღაპ­რის ახალ-ახალ ვა­რი­ა­ცი­ებს თხზავ­და ექ­ს­პ­რომ­ტად. მა­შინ ოჯახ­ში იდი­ლია სუ­ფევ­და, ბავ­შ­ვი თავს და­ცუ­ლად და ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და და მშობ­ლის გუ­ლიც სიყ­ვა­რუ­ლით იყო დამ­დ­ნა­რი. მაგ­რამ მე­რე შვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დ­ნენ (გა­ვი­ზარ­დეთ), სკო­ლა­ში წა­ვიდ­ნენ და ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ახ­ლა სა­ჭი­რო იყო არა მხო­ლოდ ან­ბა­ნის სწავ­ლა, კითხ­ვა­ში გა­წაფ­ვაც და და­იწყო გა­მუდ­მე­ბუ­ლი “წა­ი­კითხე, წა­ი­კითხე”. მშობ­ლე­ბი, ხა­სი­ა­თი­სა და გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დებს იყე­ნებ­დ­ნენ: და­პი­რე­ბის, მუ­ქა­რის, მე­გობ­რის შვი­ლებ­თან თუ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან შე­და­რე­ბის და ა.შ.

და­ნი­ელ პე­ნა­კი მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის ამ ორ­თაბ­რ­ძო­ლას დახ­ვე­წი­ლი იუმო­რით აღ­წერს და იქ­ვე სიყ­ვა­რუ­ლით შეგ­ვახ­სე­ნებს იმ პა­წია არ­სე­ბებს, ახალ­ნას­წავ­ლი ანა­ბა­ნით მარ­ტი­ვი წი­ნა­და­დე­ბე­ბის შედ­გე­ნაც რომ უჭირთ ჯერ კი­დევ და ჩვენ ამ დროს მძი­მე­ტა­ნი­ან სა­თავ­გა­და­სავ­ლო-სა­მოგ­ზა­უ­რო წიგ­ნებს ვა­ჩე­ჩებთ, თან ვა­მუ­ნა­თებთ: ასე­თი უინ­ტე­რე­სო რო­გორ ხარ, რო­გორ არ გინ­და სამ­ყა­როს შეც­ნო­ბაო.

და­ნი­ელ პე­ნა­კის სა­ხე­ლი გა­გე­ბუ­ლიც არ მქონ­და, რო­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 14-15 წლის წინ ერთ ცნო­ბილ ქალ­ბა­ტონ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე ვი­ყა­ვი. სა­უ­ბა­რი მის ვაჟს შე­ე­ხე­ბო­და, რო­მელ­მაც ახ­სე­ნა, რომ ძა­ლი­ან დიდ­ხანს თვი­თონ უკითხავ­და არა­თუ ბა­ღის, სკო­ლის საკ­მა­ოდ მა­ღალ კლა­სებ­შიც. “ვიდ­რე პა­ტა­რა იყო, ნე­ლა კითხუ­ლობ­და, ამი­ტომ ეზა­რე­ბო­და, შემ­დეგ კი უკ­ვე რი­ტუ­ა­ლად გვექ­ცა ხმამ­ღ­ლა კითხ­ვა და წა­კითხულ­ზე მსჯე­ლო­ბა,” - ამიხ­ს­ნა მან და ეს დე­დაშ­ვი­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლი იმ­დე­ნად მომ­ხიბ­ლა­ვად მო­მეჩ­ვე­ნა, რომ იგი­ვეს გა­მე­ო­რე­ბა სა­კუ­თარ შვილ­თან ვცა­დე. თუ შე­იძ­ლე­ბა წიგ­ნის კითხ­ვის შეყ­ვა­რე­ბას დე­დამ წარ­მა­ტე­ბა უწო­დოს, მა­შინ მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­და ვარ დღე­საც.

მე­ო­რე შეც­დო­მა, რა­საც პე­ნა­კი მშობ­ლებს შეგ­ვახ­სე­ნებს, ეს ან­გა­რე­ბაა. ეს სიტყ­ვა ცო­ტა უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს სათ­ქ­მელს - წა­უ­კითხეთ უან­გა­როდ! არ მო­ითხო­ვოთ სა­ნაც­ვ­ლოდ არა­ფე­რი! წიგ­ნის კითხ­ვა არც პრი­ზია და არც ჯილ­დო, აქ ყვე­ლა­ფე­რი უსას­ყიდ­ლოდ უნ­და ხდე­ბო­დეს, სწო­რედ ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი საზღა­უ­რი. და კი­დევ, არ მოს­თხო­ვოთ აგიხ­ს­ნათ, რა გა­ი­გო წა­კითხუ­ლი­დან. აცა­ლეთ იოც­ნე­ბოს, დარ­ჩეს სა­კუ­თარ შეგ­რ­ძ­ნე­ბებ­თან, ის სა­ი­დუმ­ლო, რაც მას წიგ­ნ­ში აღ­წე­რილ ახალ სამ­ყა­როს­თან შე­ხე­ბით გა­და­ე­ცა, მას­თან უნ­და დარ­ჩეს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მშობ­ლე­ბი ალ­ბათ თავს გა­და­აქ­ნე­ვენ და იტყ­ვი­ან, რომ ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბია, რო­მე­ლიც ბავშვს წიგ­ნის­გან აშო­რებს და რომ მათ­თ­ვის მშობ­ლებს მე-8 კლა­სამ­დე წიგ­ნი არ უკითხავს, მაგ­რამ სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კა ათ­ვი­სე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ამ­გ­ვარ მშობ­ლებს გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რომ მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში, რო­ცა საფ­რან­გეთ­ში ჟან ჟაკ რუ­სო ცხოვ­რობ­და, ადა­მი­ა­ნებს ტე­ლე­ვი­ზო­რი და კომ­პი­უ­ტე­რი არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ამ მწერ­ლი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის თვალს მა­ინც არ გა­მოჰ­პარ­ვია, რომ “კითხ­ვა ის მათ­რა­ხია, რო­მელ­საც ბავშვს ხში­რად გა­და­უ­ჭე­რენ ხოლ­მე. ჩვე­ნი აზ­რით, მას ხომ კითხ­ვის მე­ტი არა­ფე­რი ევა­ლე­ბა”. აქ დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბას თქვენ მო­გან­დობთ...

დე­ნი­ელ პე­ნა­კი კითხ­ვის სიყ­ვა­რულს ზო­გა­დად სიყ­ვა­რულს ადა­რებს, რომ­ლის “მოს­ვ­ლის” შემ­თხ­ვე­ვა­ში არას­დ­როს ვსვამთ კითხ­ვას: გვაქვს თუ არა ამის დრო. და­ნი­ელ პე­ნა­კი უტო­პისტ დი­დაქ­ტი­კო­სად არ რჩე­ბა, მან კარ­გად იცის, რომ “კითხ­ვის დრო მო­პა­რუ­ლი დროა”, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვპა­რავთ. “კითხ­ვის დრო არას­დ­როს მქო­ნია, მაგ­რამ თუ რო­მან­მა და­მა­ინ­ტე­რე­სა, ვე­რა­ფე­რი შე­მიშ­ლის ხელს მის დამ­თავ­რე­ბა­ში” - პე­ნა­კის ეს სიტყ­ვე­ბი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი გან­ც­დაა.

მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვ­ში მკითხ­ვე­ლი გა­აღ­ვი­ძოთ და ის სა­კუთრ თავს თვი­თონ გა­უძღ­ვე­ბა, თვი­თონ გა­იკ­ვ­ლევს გზას წიგ­ნე­ბის უზარ­მა­ზარ ლა­ბი­რინ­თებ­ში, და გე­მოვ­ნე­ბაც ნელ-ნე­ლა და­იხ­ვე­წე­ბა, წიგ­ნ­ზე მსჯე­ლო­ბაც თვი­თონ მო­უნ­დე­ბა და აზ­რის გა­მო­სა­ხა­ტად კა­ლამ­საც თვი­თონ აიღებს ხელ­ში. პე­ნა­კის ეს რჩე­ვა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­საც ეხე­ბათ, რომ­ლე­ბიც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ჩი­ვი­ან მოს­წავ­ლე­თა გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა­ზე. თუ­კი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცო­ტა ხანს და­ი­ვიწყე­ბენ სას­კო­ლო პროგ­რა­მას, და რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თილს, თუმ­დაც 1-2 თვეს წიგ­ნის ხმა­მა­ღალ კითხ­ვას მი­უძღ­ვ­ნი­ან, შე­დე­გი უფ­რო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ამას და­ნი­ელ პე­ნა­კი ფრან­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გვიჩ­ვე­ნებს, ხო­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბი ყველ­გან ერ­თ­ნა­ი­რე­ბი არი­ან. ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რ­დებს წიგ­ნე­ბის მი­მართ რამ­დე­ნი სა­ხე­ო­ბის ში­ში აქვთ, მათ შო­რის ნა­წარ­მო­ე­ბის ვერ­გა­გე­ბის და სი­დი­დის ში­ში. ბევრს ადა­მი­ანს ეს ში­ში ცხოვ­რე­ბი ბო­ლომ­დე მიჰ­ყ­ვე­ბა და წიგ­ნის სამ­ყა­რო­დან გა­რი­ყუ­ლი რჩე­ბა - გა­დაწყ­ვეტს, რომ ეს მი­სი საქ­მე არ არის. მას­წავ­ლებ­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვა - კლას­ში ხმა­მა­ღა­ლი კითხ­ვა ან­და რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­სის მო­ყო­ლა მათ ამ ში­შებს და­აძ­ლე­ვი­ნებს, ისე, რომ არც საპ­როგ­რა­მო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

და რო­გო­რია თვი­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­ერ წიგ­ნის არ­სიყ­ვა­რულ­ზე ჩი­ვის? თვი­თონ რას კითხუ­ლო­ბენ? სა­მა­გი­ე­როდ, მათ ძა­ლი­ან უყ­ვართ სა­უ­ბა­რი - კო­მენ­ტა­ტო­რო­ბა, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ტო­რო­ბა, ანა­ლი­ტი­კო­სო­ბა, კრი­ტი­კო­სო­ბა, ბი­ოგ­რა­ფო­ბა. “ამით ვი­თომ­და წიგ­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას ვა­ღი­ა­რებთ, მის წი­ნა­შე ვიხ­რით ქედს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, უბ­რა­ლოდ ვა­მუნ­ჯებთ მას. ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის ტყვე­ო­ბა­ში მყოფ­ნი, წიგ­ნის სათ­ქ­მელს ჩვე­ნი სათ­ქ­მე­ლით ვა­ნაც­ვ­ლებთ. იმის მა­გივ­რად, რომ ჩვე­ნი სა­ხით წიგ­ნი ღა­ღა­დებ­დეს, წიგნს ჩვე­ნი ჭკუ­ის გა­მო­სამ­ზე­უ­რე­ბელ ას­პა­რე­ზად ვხდით,” - ეს უკ­ვე და­ნი­ელ პე­ნა­კის მათ­რა­ხია, რა­ზეც ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, წე­სით, არ უნ­და შე­იშ­მუშ­ნოს. “წიგ­ნე­ბი იმი­ტომ კი არ იწე­რე­ბა, რომ მათ­ზე ილა­პა­რა­კონ, არა­მედ იმი­ტომ, რომ წა­ი­კითხონ,” - ეს და­ნი­ელ პე­ნა­კის შეხ­სე­ნე­ბის გა­რე­შეც ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, ხო­ლო ამ პრო­ცეს­ში, რა­საც მკითხ­ვე­ლის და წიგ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქვია, ფრან­გი მწე­რა­ლი მკითხ­ვე­ლის ხელ­შე­უ­ვალ უფ­ლე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვალს გვთა­ვა­ზობს, რა­საც ჩვე­ნი გა­ზე­თის დახ­მა­რე­ბით თქვენც გა­გაც­ნობთ:

 

1 უფ­ლე­ბა - არ წა­ვი­კითხოთ.

2 უფ­ლე­ბა - გა­მოვ­ტო­ვოთ გვერ­დე­ბი.

3 უფ­ლე­ბა - ბო­ლომ­დე არ წა­ვი­კითხოთ.

4 უფ­ლე­ბა - ხე­ლახ­ლა წა­ვი­კითხოთ.

5 უფ­ლე­ბა - რაც გვინ­და, ის წა­ვი­კითხოთ.

6 უფ­ლე­ბა - ბო­ვა­რიზ­მის (ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა).

7 უფ­ლე­ბა - სა­დაც გვინ­და, იქ ვი­კითხოთ.

8 უფ­ლე­ბა - სა­ი­და­ნაც გვინ­და, იქი­დან და­ვიწყოთ კითხ­ვა.

9 უფ­ლე­ბა - ხმა­მაღ­ლა ვი­კითხოთ.

10 უფ­ლე­ბა - არ ვი­ლა­პა­რა­კოთ წა­კითხულ­ზე.

 

ასე იქ­ცე­ვი­ან უფ­რო­სე­ბი და თუ გვინ­და, ჩვენ­მა შვი­ლებ­მა იკითხონ, მათ ყვე­ლა ის უფ­ლე­ბა უნ­და მი­ვა­ნი­ჭოთ, რომ­ლი­თაც ჩვენ თვი­თონ ვსარ­გებ­ლობთ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი