RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­თა დღი­უ­რე­ბი მოგ­ვითხ­რო­ბენ...

არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა ახ­ლა ყვე­ლა­ზე მო­დურ სა­კითხა­ვად ით­ვ­ლე­ბა, მე-19 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­თა დღი­უ­რე­ბი უკ­ვე თა­ვის­თა­ვად აღ­ძ­რავს მკითხ­ვე­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, მით უფ­რო, რო­ცა ამ დღი­უ­რე­ბის ქვეშ ასეთ სა­ხე­ლებს ვკითხუ­ლობთ:

24 საათი 03.02.12

არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა ახ­ლა ყვე­ლა­ზე მო­დურ სა­კითხა­ვად ით­ვ­ლე­ბა, მე-19 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­თა დღი­უ­რე­ბი უკ­ვე თა­ვის­თა­ვად აღ­ძ­რავს მკითხ­ვე­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, მით უფ­რო, რო­ცა ამ დღი­უ­რე­ბის ქვეშ ასეთ სა­ხე­ლებს ვკითხუ­ლობთ:

თე­ი­მუ­რაზ ბაგ­რა­ტი­ო­ნი, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი ერის­თა­ვი, დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი. წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ინ­ტე­ლექ­ტ­მა" გა­მოს­ცა "ჩა­ნა­წე­რე­ბის" სე­რი­ით და იგი ქარ­თუ­ლი სა­გა­მომ­ცე­ლო საქ­მის ის­ტო­რი­ა­ში სხვა­დას­ხ­ვა მოღ­ვა­წე­თა დღი­უ­რე­ბის ერთ წიგ­ნ­ში მოქ­ცე­ვის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა.

"მე-19 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­თა დღი­უ­რებ­ში" ექ­ვ­სი ტექ­ს­ტია შე­სუ­ლი, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, იმ ეპო­ქის სუ­რათს გვი­ცოცხ­ლებს, რო­დე­საც ეს ტექ­ს­ტე­ბი იწე­რე­ბო­და, ამა­ვე დროს, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ავ­ტორ­თა პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. დღი­უ­რე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს არის და­წე­რი­ლი. მკითხ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, თვა­ლი მი­ა­დევ­ნოს თე­ი­მუ­რაზ ბაგ­რა­ტი­ო­ნის მოგ­ზა­უ­რო­ბას სპარ­სეთ­სა და რუ­სეთ­ში. სპარ­სუ­ლი დღი­უ­რი 1803-1804 წლებ­შია ნა­წე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ულ-ლი­ტე­რა­ტუ­რულ წყა­როს წარ­მო­ად­გენს. მას­ში სწავ­ლუ­ლი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მი­ერ ზუს­ტად და სხარ­ტად არის გად­მო­ცე­მუ­ლი არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი. მა­გა­ლი­თად, 1803 წლის მარ­ტ­ში ჭარ-ბე­ლაქ­ნის და­ლაშ­ქ­ვ­რა რუ­სუ­ლი ჯა­რის მი­ერ გე­ნე­რალ გუ­ლი­ა­კო­ვის სარ­დ­ლო­ბით. და­ხა­ტუ­ლია მა­შინ­დე­ლი ჭარ-ბე­ლაქ­ნის, სომ­ხე­თის, გან­ჯი­სა და ნახ­ჭევ­ნის სა­ხა­ნო­ე­ბის, სპარ­სე­თის ყო­ფა, მო­ცე­მუ­ლია ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რის პორ­ტ­რე­ტი: ფათ-ალი-შა­ჰის, აბას-მირ­ზას, მირ­ზა რე­ზას, გან­ჯის ხა­ნის, ალექ­სან­დ­რე, იულონ, ფარ­ნა­ოზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბის.

თე­ი­მუ­რაზ ბა­ტო­ნიშ­ვილს დღი­უ­რე­ბი უწე­რია ასე­ვე თბი­ლი­სი­დან პე­ტერ­ბურ­გამ­დე მგზავ­რო­ბი­სას, რო­მე­ლიც 1810 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს და­იწყო და 1811 წლის 22 იან­ვარს დას­რულ­და წარ­დ­გო­მით "იმა­თის იმ­პე­რა­ტო­რე­ბი­თის დი­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­შე პა­ტი­ვის­ცე­მით". ეს დღი­უ­რი გზა­ში სა­ხელ­და­ხე­ლოდ ჩა­წე­რი­ლი ცნო­ბე­ბია იმ ქა­ლა­ქე­ბის, ად­გი­ლე­ბის, სოფ­ლე­ბი­სა და პი­როვ­ნე­ბა­თა შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ავ­ტორს რუ­სე­თის გზა­ზე შე­მოხ­ვ­დ­ნენ.

თბი­ლი­სი­დან პე­ტერ­ბურ­გამ­დე მგზავ­რო­ბის თავ­გა­და­სა­ვალს აღ­წერს გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნიც. ეს ვრცე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი 1831 წლის 9 ივ­ნის- 1832 წლის 31 აგ­ვის­ტოს მო­ი­ცავს. პო­ე­ტი ღი­ად ყვე­ბა თა­ვის გრძნო­ბებ­სა თუ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე, აღ­წერს ყვე­ლა­ფერს, რაც კი გზა­ში მის ყუ­რადღე­ბას იპყობს: კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბის ყო­ფას და ტრა­დი­ცი­ებს, რუ­სულ ქა­ლა­ქებ­სა თუ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგ­ლებს. მას ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს და ყვე­ლა­ფერს ინიშ­ნავს. დღი­ურ­ში შეგ­ხ­ვ­დე­ბათ ასე­თი ქვე­თა­ვე­ბიც: "აღ­წე­რა ვე­ჩე­რინ­კი­სა", "აღ­წე­რა ქორ­წი­ლი­სა", «სამ­რეკ­ლო, რო­მელ­სა­ცა ჰქვია ივან ვე­ლი­კი, ანუ იოანე დი­დი", "უს­პენ­ს­კის სო­ბო­რი", "ორუ­ჟე­ი­ნის პა­ლა­ტა", "აღ­წე­რა ნოვ­ღო­რი­დი­სა" და სხვა. ასე­ვე დაწ­ვ­რი­ლე­ბით აქვს აღ­წე­რი­ლი პე­ტერ­ბურ­გის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი. ეს სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­წე­რე­ბია, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის თვალს არა­ფე­რი რჩე­ბა და­უ­ნა­ხა­ვი. თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ველ­ში ხან­და­ხან ღი­მი­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მის­მა შე­ნიშ­ვ­ნებ­მა. მოს­კოვ­ში პირ­ვე­ლად მოხ­ვედ­რი­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია ქა­ლა­ქის სი­დი­დით და ამ­ბობს: "აქ თუ არ იცის კაც­მა, რო­მელს ქუ­ჩა­ში დგას, ვინც უნ­და, ვე­რა­ო­დეს ვერ იპო­ვის."

წიგ­ნ­ში შე­სუ­ლია გრი­გილ ორ­ბე­ლი­ა­ნის 1836 წლის დღი­უ­რიც. ეს "პა­ხოდ­ში" მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი ოფიც­რის ჩა­ნა­წე­რე­ბია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ლიტ­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­სა­ხუ­რი­სას უწარ­მო­ე­ბია.

გი­ორ­გი ერის­თა­ვის "ჩე­მი მოგ­ზა­უ­რო­ბა ევ­რო­პა­ში 1862 წელ­სა 13 ივ­ნი­სიდ­გან" ერ­თი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფის საზღ­ვაო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­მელ­შიც, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის გარ­და, შე­დი­ოდ­ნენ მი­სი ბი­ძაშ­ვი­ლი მა­რი­ამ ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა, მი­სი "კამ­პა­ნი­ონ­კა" მა­დამ ბა­ბა­ე­ვი და პეტ­რე ლა­ზა­რიჩ ალ­ხა­ზო­ვი - "პე­ტერ­ბურ­ღის სტუ­დენ­ტი". ეს გი­ორ­გი ერის­თა­ვის პირ­ვე­ლი მგზავ­რო­ბა იყო "პა­რა­ხო­დით" და მას ჩა­ნა­წე­რე­ბი სამ­გ­ზავ­რო წიგ­ნაკ­ში გა­უ­კე­თე­ბია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შემ­დეგ ვრცლად და­წე­რას აპი­რებ­და, რაც მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ შე­ას­რუ­ლა. ვინც აქამ­დე გი­ორ­გი ერის­თავს, რო­გორც დრა­მა­ტურგს, იც­ნობ­და, ახ­ლა შე­უძ­ლია, მოგ­ზა­უ­რიც გა­იც­ნოს, რომ­ლის საზღ­ვაო ვო­ი­ა­ჟიც მდი­ნა­რე რი­ო­ნი­დან და­იწყო და ვე­ნე­ცი­ა­ში ჩას­ვ­ლით დამ­თავ­რ­და. შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას აღ­წე­რი­ლი თურ­ქე­თის, რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის, საფ­რან­გე­თის, ინ­გ­ლი­სი­სა და იტა­ლი­ის ქა­ლა­ქე­ბი­სა და მის მცხოვ­რებ­თა მი­მართ მწერ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.

ამ ტექ­ს­ტე­ბის მკითხ­ვე­ლი, ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­და, იმ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს, რა­საც სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რა ჰქვია. დღი­უ­რე­ბი­დან ხომ, მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მა­თი ავ­ტო­რე­ბის ხმა შიშ­ვ­ლად და შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად გვეს­მის. რო­დე­საც დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის 1882 წლის პე­ტერ­ბურ­გულ ჩა­ნა­წე­რებს წა­ი­კითხავთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია გუ­ლი არ მო­გე­წუ­როთ ამ თავ­და­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის დუხ­ჭირ სი­ბე­რე­ზე, რა­შიც იგი სა­კუ­თა­რი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის წყა­ლო­ბით აღ­მოჩ­ნ­და.

იმი­სათ­ვის, რომ "მე-19 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­თა დღი­უ­რე­ბი» სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თ­ვი­საც გა­მო­სა­დე­გი ყო­ფი­ლი­ყო, შემ­დ­გენ­ლებ­მა მას და­ურ­თეს გან­მარ­ტე­ბა­თა აპა­რა­ტი: ხელ­ნა­წე­რის ტექ­ს­ტო­ლო­გი­უ­რი აღ­წე­რი­ლო­ბა, შე­ნიშ­ვ­ნე­ბი, კო­მენ­ტა­რე­ბი, რაც ასე­ვე გა­მო­ად­გე­ბა ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ი­თა და ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხ­ველს.

ით­ვ­ლე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ამ ტი­პის ტექ­ს­ტე­ბით არ არის მდი­და­რი, მაგ­რამ, რო­გორც წიგ­ნის შემ­დ­გე­ნე­ლი თა­მაზ ჯო­ლო­გუა წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, ასე მხო­ლოდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით ჩანს და ჩვე­ნი ცოდ­ნა ამ სფე­რო­ში არას­რუ­ლია. "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიძ­ვე­ლეთ­სა­ცა­ვებ­სა თუ ოჯა­ხებ­ში ისე­თი დღი­უ­რე­ბი მო­ი­პო­ვე­ბა, რო­მელ­თა მო­ძი­ე­ბამ და პუბ­ლი­კა­ცი­ამ, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეჭ­ქ­ვეშ და­ა­ყე­ნოს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა. ასე მა­გა­ლი­თად, გ. ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია რე­ვაზ შალ­ვას ძე ერის­თა­ვის, - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ცნო­ბი­ლი კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლის ად­რე­სა­ტის, - 1850-იანი წლე­ბის დღი­უ­რი. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოღ­ვა­წის, "ქათ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის" უკა­ნას­კ­ნე­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, იასონ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის 1900-1930 წლე­ბის დღი­უ­რი ინა­ხე­ბა ავ­ტო­რის შთა­მო­მავ­ლის მა­კა ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ოჯახ­ში და ა.შ," - წერს ვახ­ტანგ ჯო­ლო­გუა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი