RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 ივნისი, ხუთშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

თარ­გ­მ­ნი­სა და ენის შე­სა­ხებ

სა­უ­ბა­რი ნი­კა სა­მუ­ში­ას­თან

24 საათი 28.04.12

სა­უ­ბა­რი ნი­კა სა­მუ­ში­ას­თან

სულ მა­ლე ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ვა მსოფ­ლიო ბეს­ტ­სე­ლე­რი, სა­ი­მონ-სე­ბაგ მონ­ტე­ფი­ო­რეს დო­კუ­მენ­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი "იერუ­სა­ლი­მი". გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მონ­ტე­ფი­ო­რეს "ახალ­გაზ­რ­და სტა­ლინს" ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი უკ­ვე იც­ნობს, ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­მართ მო­ლო­დი­ნი ძა­ლი­ან დი­დია. მი­უ­ხე­და­ვად სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბი­სა, "იერუ­სა­ლიმ­მა" შეძ­ლო, მკითხ­ველ­თა ფარ­თო წრის ყუ­რადღე­ბა ისე მი­ეპყ­რო, რომ გა­სულ წელს ამე­რი­კის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა ბილ კლინ­ტონ­მა იგი წლის სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნად და­ა­სა­ხე­ლა.

თუ­კი ლი­ტე­რა­ტუ­რას გან­ვი­ხი­ლავთ რო­გორც აუცი­ლე­ბელ­სა და სა­ჭი­რო პრო­დუქტს, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია, მო­ვახ­დი­ნოთ მი­სი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბაც მოთხოვ­ნად და ნაკ­ლე­ბად მოთხოვ­ნად კა­ტე­გო­რი­ე­ბად. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მცი­რე ტი­რა­ჟით პო­ე­ზია გა­მო­დის და იყი­დე­ბა, ამ მხრივ არც სა­ქარ­თ­ვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი. რაც შე­ე­ხე­ბა პო­პუ­ლა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ყვე­ლა­ზე დი­დი დო­ზით ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი თარ­გ­მ­ნილ ნა­წარ­მო­ე­ბებს ითხოვს, თუმ­ცა კი შიმ­ში­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ­დე ძა­ლი­ან შო­რია. გვჭირ­დე­ბა და არ გვაქვს ქარ­თულ ენა­ზე სა­მეც­ნი­ე­რო წიგ­ნე­ბი, დარ­გობ­რი­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მსოფ­ლიო კლა­სი­კის ნი­მუ­შე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ცე­სე­ბის კვალ­ში მი­ყო­ლაც გვი­ჭირს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა დღეს გა­ცი­ლე­ბით იოლია, ვიდ­რე კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში, ქარ­თ­ვე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბი პირ­და­პირ აცხა­დე­ბენ, რომ მთარ­გ­მ­ნელ­თა რე­სურ­სი არ ჰყოფ­ნით. მე­ო­რე მხრივ, ბაზ­რის სიმ­ცი­რის გა­მო არც გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი არი­ან მზად ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი­სათ­ვის.

ზო­გა­დად კი, გარ­და იმი­სა, რომ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თულ ენა­ზე არარ­სე­ბო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ულ შიმ­შილს იწ­ვევს, ეს ენის გან­ვი­თა­რე­ბა­საც აფერ­ხებს და თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ველს კლა­სი­კუ­რი სამ­წერ­ლო ენის მი­მართ ბა­რი­ერს უქ­მ­ნის.

რა დავ­კარ­გეთ იმით, რომ ტოლ­კი­ნის "ბე­ჭე­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი" 50 წლის შემ­დეგ ითარ­გ­მ­ნა?

ნი­კა სა­მუ­შია, რო­მე­ლიც სწო­რედ ტოლ­კი­ნის "ჰო­ბი­ტის" და "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის" თარ­გ­მა­ნით გა­ვი­ცა­ნით, ამ­ბობს, - ამ ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე ისე შე­იც­ვა­ლა ქარ­თუ­ლი სა­მეტყ­ვე­ლო ენა, რომ უამ­რა­ვი სიტყ­ვა თუ გა­მოთ­ქ­მა უკ­ვე არ­ქა­უ­ლად ჟღერს და მის გა­მო­ყე­ნე­ბას ახალ­გაზ­რ­და მკითხ­ვე­ლი პირ­და­პირ აპ­რო­ტეს­ტებს. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ს­ტებ­ში, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რ­დე­ბი კითხუ­ლო­ბენ, სა­მეტყ­ვე­ლო ენა გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლია, მკითხ­ვე­ლის სიტყ­ვა­თა მა­რა­გი - დაშ­რე­ტი­ლი. თით­ქოს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ სიტყ­ვა "ცქე­რა" უკ­ვე არ­ქა­უ­ლად აღიქ­მე­ბა, ეს ნი­კა სა­მუ­ში­ამ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, რო­ცა მკითხ­ველ­მა მი­სი შეც­ვ­ლა მოს­თხო­ვა.

ნი­კა სა­მუ­შია: "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი" 45 ენა­ზეა თარ­გ­მ­ნი­ლი და პერ­სო­ნაჟ­თა სა­ხე­ლე­ბი ყვე­ლა ენა­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია, რად­გან ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი სა­ხე­ლე­ბია. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს ავ­ტო­რი­სა­ვე ახ­ს­ნა, რო­გორ უნ­და თარ­გ­მ­ნონ ისი­ნი. ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნი მკითხ­ველს ისე ეხა­მუ­შა, რომ ბო­ლო­სიტყ­ვა­ო­ბა­ში გან­ვ­მარ­ტე, რა­თა ვინ­მეს თვით­ნე­ბო­ბა­ში არ და­ვე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნე. ეს იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, შემ­დეგ კი - ფილ­მის დახ­მა­რე­ბით, მკითხ­ვე­ლი ამ ნა­წარ­მო­ებს ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ეც­ნო­ბო­და და მთე­ლი რი­გი სა­ხე­ლე­ბი ქარ­თულ ენა­ში ინ­გ­ლი­სუ­რი­დან დამ­კ­ვიდ­რ­და. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის თარ­გ­მ­ნა თით­ქოს უფ­რო გა­მი­ად­ვილ­და, ვიდ­რე თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის, რად­გან ტოლ­კი­ე­ნის ენა ახ­ლოს იყო ქარ­თულ­თან. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­წერ­ლო ენა ძა­ლი­ან გა­მარ­ტივ­და, ემო­ცი­ე­ბის­გან და­ი­ცა­ლა, თით­ქოს დე­პე­შუ­რი გახ­და, და მკითხ­ვე­ლი ორი­გი­ნალ­ში ამას რომ მი­ეჩ­ვია, ქარ­თულ­შიც იმა­ვეს ითხოვს, რაც არა­ბუ­ნებ­რი­ვი გა­მო­დის. მინ­დო­და "ბე­ჭე­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი" იმ სტი­ლით მე­თარ­გ­მ­ნა, რო­გორც ამას 50 წლის წინ გა­ა­კე­თებ­დ­ნენ, მაგ­რამ ეს ტოლ­კი­ნის ქარ­თ­ველ მოყ­ვა­რუ­ლებს რომ წა­ვა­კითხე, მითხ­რეს, ბევ­რი რამ გა­უ­გე­ბა­რია, ახალ­გაზ­რ­დებს არ მო­ე­წო­ნე­ბა­თო. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, რა­ღა­ცე­ბი გა­მე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა.. თუმ­ცა კი, წიგ­ნი რომ გა­მო­ვი­და, მად­ლო­ბას მიხ­დიდ­ნენ, რამ­დე­ნი ახა­ლი სიტყ­ვა გა­ვი­გე­თო", - ამ­ბობს ნი­კა სა­მუ­შია.

ლი­ტე­რა­ტუ­რას, გარ­და სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბი­სა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი უნა­რიც გა­აჩ­ნია. ეს არა მხო­ლოდ მწერ­ლებ­მა, მთარ­გ­მ­ნე­ლებ­მაც კარ­გად იცი­ან, თუმ­ცა კი ისიც რე­ა­ლო­ბაა, რომ მთელ რიგ სიტყ­ვებ­სა და ტერ­მი­ნებს, რაც უკ­ვე შე­მო­ვი­და და ნე­ო­ლო­გიზ­მე­ბის სა­ხე­ლით დამ­კ­ვიდ­რ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ღა­რა­ფე­რი ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს. იმი­სათ­ვის, რომ ახა­ლი ტერ­მი­ნე­ბი დამ­კ­ვიდ­რ­დეს, ისი­ნი ხში­რად უნ­და შეგ­ვ­ხ­ვ­დეს ტექ­ს­ტებ­ში, მაგ­რამ მა­თი შე­მო­ტა­ნა დრო­უ­ლად უნ­და მოხ­დეს. "მა­იკ­რო­სოფ­ტის" ქარ­თულ ცენტრს აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა დაგ­ვი­ან­და, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მა­თი ხმა­რე­ბა გა­უ­გე­ბა­რიც კი ხდე­ბა, აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ სა­მეტყ­ვე­ლო ენა­ზე. რო­გორც ნი­კა სა­მუ­შია ამ­ბობს, ცდი­ლობს სიტყ­ვა "ფოლ­დე­რის" ნაც­ვ­ლად "სა­ქა­ღალ­დე" და­წე­როს და "იკონ­კას" ნაც­ვ­ლად "ხა­ტუ­ლა", მაგ­რამ ამ ანა­ლო­გებს მკითხ­ვე­ლი სულ სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით აღიქ­ვამს. ასე­ვეა მან­ქა­ნის დე­ტა­ლებ­ზეც.

თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ვე­ლი იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ მის­თ­ვის დრო წიგ­ნ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც დაჩ­ქარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გუ­შინ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას წა­კითხ­ვის­თა­ნა­ვე ითხო­ვენ. ევ­რო­პულ ენებ­ზე ეს თით­ქ­მის ხერ­ხ­დე­ბა, ჩვენს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, გა­მო­ცე­მის ტექ­ნი­კურ მხა­რეს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ეს ტემ­პი ხა­რის­ხ­ზეც ჰპო­ვებს ასახ­ვას - ძნე­ლია, ასეთ მა­რა­თონ­ში ანა­ლო­გე­ბის მო­ძებ­ნა, ქარ­თუ­ლი ენის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რო­გორ მთარ­გ­მ­ნე­ლი თვლის, რომ რაც უნ­და და­უხ­ვე­წა­ვი იყოს თარ­გ­მა­ნი, სჯობს, სულ უფ­რო მე­ტი გა­მოვ­ცეთ, ამით ენაც მე­ტად გა­ცოცხ­ლ­დე­ბა და ნე­ო­ლო­გიზ­მე­ბიც ნაკ­ლე­ბად დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა, ძი­ე­ბებ­ში ანა­ლო­გე­ბი უფ­რო მო­ი­ძებ­ნე­ბაო.

ფაქ­ტია, დღეს ენო­ლო­გიზ­მე­ბით გა­ჯე­რე­ბულ ენა­ზე მეტყ­ველ თა­ო­ბას კლა­სი­კუ­რი ტექ­ს­ტე­ბის მი­მართ გა­უცხო­ე­ბა და­ე­მარ­თა, არა­თუ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ეს­მით, სიტყ­ვა­თა ჟღე­რა­დო­ბა­საც კი იწუ­ნე­ბენ. ნი­კა სა­მუ­ში­ას თქმით, გა­მო­სა­ვა­ლი ის არის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ ვთარ­გ­მ­ნოთ - წიგ­ნე­ბი, ფილ­მე­ბი, ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი, რა­თა მომ­ხ­მა­რე­ბელს მაქ­სი­მა­ლუ­რად ჰქონ­დეს შე­ხე­ბა ქარ­თულ ენას­თან. მარ­თა­ლია, პო­პუ­ლა­რულ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა "ფე­ის­ბუქ­მა" ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ვერ­სია გა­ა­კე­თა, მაგ­რამ მას იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ, უცხო ენის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რ­დე­ბი პრაგ­მა­ტუ­ლი მიზ­ნით უცხო­ე­ნო­ვან ვერ­სი­ებს არ­ჩე­ვენ და ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბი­სას ერ­თობ უც­ნა­უ­რი სიტყ­ვათ­წარ­მო­ებ­ლუ­რი პრო­ცე­სი და­იწყო - ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვე­ბი ქარ­თულ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ში ჩაჯ­და და ვამ­ბობთ: "და­მი­ლა­ი­ქე", "და­მი­ლინ­კე", "და­ა­შე­ა­რე"...

სამ­წუ­ხა­როდ, ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი არა­ო­ფი­ცა­ლუ­რი ვერ­სი­ით ვრცელ­დე­ბა და ქარ­თუ­ლად მათ თარ­გ­მ­ნა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს, ამი­ტომ ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვე­ბი პირ­და­პირ მკვიდ­რ­დე­ბა. ასე­ვე პირ­და­პირ მკვიდ­რ­დე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი კი­ნოგ­მი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ადა­მი­ა­ნი ობო­ბა" დიდ­ხანს ის­მო­და კი­ნო­ეკ­რა­ნი­დან, "სპა­ი­დერ­მენ­მა" მა­ინც შეძ­ლო მი­სი ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა, ასე­ვე მოხ­და "ბეტ­მე­ნი­სა" და "სუ­პერ­მე­ნის" შემ­თხ­ვე­ვა­შიც.

წიგ­ნე­ბის თარ­გ­მ­ნას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ყვე­ლა­ზე დი­დი დო­ზით ბეს­ტ­სე­ლე­რე­ბი გა­მო­დის, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ფენ­ზე­ტი­სა და დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბია. ამას სა­ბაზ­რო ეკო­ნი­მი­კა გა­ნა­პი­რო­ბებს - 21-ე სა­უ­კუ­ნის მკითხ­ვე­ლი, უცხო­ეთ­შიც და ჩვენ­შიც, მსუ­ბუქ ტექ­ს­ტებს ითხოვს. ხან­და­ხან იმა­საც კი ვფიქ­რობთ, რომ ამ­გ­ვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­წო­დე­ბით მათ თით­ქოს გე­მოვ­ნე­ბას ვუ­ფუ­ჭებთ. თუმ­ცა კი, პრობ­ლე­მა ისევ არა კითხ­ვა­ში, არა­მედ კითხ­ვის იგ­ნო­რი­რე­ბა­შია, ხო­ლო წიგ­ნებს, თუნ­დაც "მსუ­ბუ­ქებს," შე­უძ­ლი­ათ, მკითხ­ვე­ლი საკ­მა­ოდ ფარ­თო გზა­ზე გა­იყ­ვა­ნოს. მსგავს პო­პუ­ლა­რულ გა­მო­ცე­მებ­ში ამო­კითხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უფ­რო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლად ჟღერს, ვიდ­რე მშობ­ლე­ბის და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ნათ­ქ­ვა­მი. ნი­კა სა­მუ­ში­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ "ბინ­დის" სა­გას გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ჯე­ინ ოს­ტი­ნი­სა და ემი­ლი ბრონ­ტეს რო­მა­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, რად­გან მთა­ვარ გმირს ეს წიგ­ნე­ბი უყ­ვარ­და.

"შე­იძ­ლე­ბა ტექსტს მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს, მაგ­რამ წიგ­ნი მა­ინც და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს. ამი­ტო­მაც მათ უნ­და ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, იკითხონ ის, რა­საც მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი კითხუ­ლო­ბენ მსოფ­ლი­ო­ში. ეს კი მოთხოვ­ნას გა­ა­ჩენს, კლა­სი­კაც წა­ი­კითხონ და თა­ნაც ქარ­თუ­ლად. ჩვენ კი არ უნ­და ვე­ლო­დოთ, რო­დის ამო­ვავ­სებთ თეთრ ლა­ქებს და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ს­ტებ­ზე მე­რე გა­და­ვი­დეთ, არა­მედ პრო­ცე­სებს უნ­და გავ­ყ­ვეთ. მუდ­მი­ვად დევ­ნის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა სა­ჭი­რო არ არის, ჯერ ჰე­სე­სა და ფოკ­ლ­ნე­რის წამ­კითხ­ვე­ლი უნ­და გავ­ზარ­დოთ," - ასე ფიქ­რობს ნი­კა სა­მუ­შია.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ი­მონ-სე­ბაგ მონ­ტე­ფი­ო­რეს "იერუ­სა­ლიმს", რი­თიც ჩვე­ნი სტა­ტია და­ვიწყეთ, იგი ის­ტო­რი­უ­ლი ნაშ­რო­მია და მო­ი­ცავს ამ ბიბ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ას, უძ­ვე­ლე­სი დრი­ო­დან დღემ­დე. მწე­რა­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლებს იყე­ნებს ამა თუ პერ­სო­ნა­ჟის რე­ა­ლუ­რო­ბის და­სად­გე­ნად, იშ­ვე­ლი­ებს არაბ ის­ტო­რი­კოს­თა ცი­ტა­ტებს. ნი­კა სა­მუ­ში­ას თქმით, ეს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, რაც აქამ­დე ითარ­გ­მ­ნა. იმის გა­მო, რომ იქ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი ქარ­თულ ენა­ზე არ გვაქვს, თა­ნაც ძა­ლი­ან პო­ე­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბია, მთარ­გ­მენ­ლის­გან მა­თი გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბა დიდ სიფ­რ­თხი­ლეს ითხოვ­და. სხვა­დას­ხ­ვა ნაშ­რო­მე­ბი­დან ამო­ნა­რი­დი ცი­ტა­ტე­ბის თუ ის­ტო­რი­უ­ლი პერ­სო­ნაჟ­თა სა­ხე­ლე­ბი­სა და გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბის თარ­გ­მ­ნა სირ­თუ­ლეს წარ­მოდ­გენ­და. გარ­და ამი­სა, ტექ­ს­ტი და­წე­რი­ლია მოკ­ლე წი­ნა­და­დე­ბე­ბით, რომ­ლის გად­მო­ტა­ნაც ქარ­თულ ენა­ზე არ ხერ­ხ­დე­ბა. ნი­კა სა­მუ­ში­ას თქმით, სირ­თუ­ლეს ქმნი­და ის უამ­რა­ვი მე­ტა­ფო­რა, რა­საც ავ­ტო­რი იყე­ნებს. თარ­გ­მ­ნის პრო­ცეს­ში მას უამ­რა­ვი და­მა­ტე­ბით მა­სა­ლის გაც­ნო­ბა დას­ჭირ­და.

ასე­თი ტექ­ს­ტე­ბი სპე­ცი­ფი­კუ­რია, მკითხ­ველ­თა ფარ­თო წრე შე­იძ­ლე­ბა არ ჰყავ­დეს, მაგ­რამ მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტებ­ზე მე­ტად დო­კუ­მენ­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბის შიმ­ში­ლი გვაქვს. ჭირს მა­თი მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბიც, გა­მო­ცე­მაც და მკითხ­ველ­საც უჭირს ქარ­თულ ენა­ზე მა­თი მი­ღე­ბა, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიჩ­ვე­ულ­ნი იყ­ვ­ნენ, ამ­გ­ვარ ტექ­ს­ტებს რუ­სულ ან ორი­გი­ნა­ლურ ენა­ზე გაც­ნო­ბოდ­ნენ, ქარ­თულ თარ­გ­მანს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დ­ნენ და ეს დღე­საც გრძელ­დე­ბა.

რა უნ­და ქნან მთარ­გ­მ­ნე­ლებ­მა, რომ ეს სტე­რე­ო­ტი­პი და­იმ­ს­ხ­ვ­რეს? მა­თი თქმით,

მე­ტი უნ­და ითარ­გ­მ­ნოს და მე­ტი გა­მო­ი­ცეს, თარ­გ­მა­ნის ენა დღეს რომ ხე­ლოვ­ნუ­რი გვეჩ­ვე­ნე­ბა, მხო­ლოდ ამ გზით და­იხ­ვე­წე­ბა. წე­ლი­წად­ში ერ­თი და ორი კი არა, 10-15 წიგ­ნის გა­მო­ცე­მა მა­ინ­ცაა სა­ჭი­რო. ალ­ბათ, უნ­და და­ვე­თან­ხ­მოთ.

ყველაზე პოპულარული
  1. ავტო >>

    aa
  2. ავტო >>

    aa
  3. ავტო >>

    aa
  4. ავტო >>

    aa
  5. ავტო >>

    aa
  6. ავტო >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. კალათბურთი >>

    aa
  17. რაგბი >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. თვალსაზრისი >>

    aa
  21. ამბები >>

    aa
  22. პოლიტიკა >>

    aa
  23. უცხოეთი >>

    aa
  24. ბლოგი >>

    aa
  25. პრესომბუდსმენი >>

    aa
  26. თვალსაზრისი >>

    aa
  27. მუსიკა >>

    aa
  28. თვალსაზრისი >>

    aa
  29. სტილი >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. რევიუ >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. მარანი >>

    aa
  34. მარანი >>

    aa
  35. მარანი >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. ავტო >>

    aa
  41. ავტო >>

    aa
  42. ავტო >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ამბები >>

    aa
  51. საზოგადოება >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. კინო >>

    aa
  54. თეატრი >>

    aa
  55. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  56. რევიუ >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
  58. სპორტი >>

    aa
  59. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი