RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

დებიუტი

...

24 საათი 06.05.12

...

შენ რომ დედაჩემი არ იყო,

ქუჩაში შემხვდებოდი და გიცნობდი,

დაგინახავდი და მივხვდებოდი,

რომ სადღაც დამრჩა ცხოვრება,

რომელშიც შენ დედაჩემი ხარ.

როცა დედაჩემად მუშაობ,

მე არ გიმზადებ საუზმეს,

არ გკოცნი,

სახიდან ძილის აფხრეწა მეზარება,

თვალების გახელა და შენი დანახვა.

სანამ დედაჩემი იქნებოდი,

ყველა დილას ყელზე ეკიდა შენი მხიარულება,

როგორც ფერადი მძივი,

და სულმდაბლად ვეჭვიანობ,

რომ შენი მთავარი სიცილი

დედაჩემობამდე გაიცინე.

შენ რომ დედაჩემი ხარ,

თითქმის ვხვდები,

როცა გადასაყრელად გამზადებულ დაფლეთილ ჩემს თავს

ხელებში იგროვებ

და ბეჭებზე გაჩენილ ორ გრძელ ჭრილობას

მიმუშავებ სპირტით და იოდით.

შენ თუ მართლა დედაჩემი ხარ,

 

ჯობია არ გამიცნო,

თორემ ვეღარ მოვკვდები.

შენ ხომ ის დედაჩემი ხარ,

რომელმაც ვერაფრით ისწავლა,

როგორ დამწყევლოს.

სანამ დედაჩემი ხარ,

არც იფიქრო ჩემზე ლოცვა,

თორემ გველად გადავიქცევი.

თუ დედაჩემობას ვეღარ შეძლებ,

მე გავხდები დედაშენი.

ცხრაჯერ რომ დავბადებულიყავი,

ცხრაჯერვე შენ გამაჩენდი.

ცხრა დედა რომ მყოლოდა,

ცხრავე შენ იქნებოდი,

ცხრავე ჩამომიჯდებოდი წლობით მარხული

მკვლელ დუმილად დაყუდებულს

და ჩემს გაშავებულ დღეებს

ქუჩის მტვერივით ჩამომფერთხავდი.

შენ რომ დედაჩემი ხარ,

ალბათ შენც იცი,

გთხოვ, არ გადაიფიქრო დედაჩემობა.

ცხრა მუცლით ჩემთავმატარებელო,

ჩემი წამწამების ჩრდილში გამომზამთრებელო,

შენ ხარ უჩემოდაც დედაჩემი.

 

მარფა პეტროვნა

ობობა გარდამეცვალა. მარფა პეტროვნა. საახალწლოდ ხევსურეთში ვიყავი, რომ დავბრუნდი, უკვე აღარ დამხვდა. მოკვდა მარტო. ცივ სახლში. ახალი წლის დღეებში. მოკვდა თავის ნაქსოვ აბლაბუდაში გახვეული, დაკრუნჩხული ფეხებით. პირველად რომ შევხედე, ყავისფერი დაჰკრავდა. ახლა თანდათან ნაცრისფერდება.

ვზივარ და ვუყურებ, როგორ ხდება აბლაბუდის ნაწილი. მალე ალბათ ვეღარც გავარჩევ. ოთახში სინათლის ანთებისას მეჩვენება,რომ ირხევა. აბლაბუდა რკალისებრ ჩრდილს აკეთებს კედელზე. ჩრდილი კუთხეში ოდნავ ჩარღვეულია, თითქოს ამოკენკილი. მარფა პეტროვნა მსუყე წერტილივით ჩანს ჩრდილზე. მე ვზივარ და ვუყურებ, როგორ იდღაბნება ეს წერტილი თანდათან.

მალე აბლაბუდას მტვერი დაფარავს და გაამკვრივებს. მე ფარდაგივით ჩამოვხსნი კედლიდან, კიდეებს გავუსწორებ და მარფა პეტროვნას ფრთხილად გავახვევ თავისსავე ნაქსოვ სუდარაში. მერე ვეცდები, გავიხსენო რომელიმე უძველესი ხმითნატირალი და ვიმღერო. დამჭირდება ღამე, თოვლი, ოდნავ შეძმარებული ღვინო და რამდენიმე კვირის შიმშილი და უძილობა.

მარფა პეტროვნა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ალბათ მეც. ჩვენ ორივე მსუბუქად გავანათებთ, თუ მთელ ქალაქში ჩააქრობენ სინათლეს.

მერე მარფა პეტროვნას დავკრძალავ მეზობლის ეზოში, გაყინული ვარდის ბუჩქის ქვეშ. თმას ჩამოვიშლი და ვიტირებ.

დაკრძალვაზე გეპატიჟებით. შეგიძლიათ წამომიღოთ ნებისმიერი მცენარის ფოთლები მარფა პეტროვნას საფლავისთვის დასაფარებლად.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი