RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

იქ, ცაში

ილიკო მემარნიშვილი

24 საათი 06.05.12

ილიკო მემარნიშვილი

- სახელი?

- კაკო

- სრულად, თუ შეიძლება.

- აკაკი ცისკარიშვილი, კაკოს მეძახიან. მამის სახელიც გინდათ?

- არ არის საჭირო. დაბადების წელი?

- 1961 წლის 12 აპრილი. გაგარინი რო გაფრინდა...

- დაბადების ადგილი?

- საგარეჯოს რაიონი, სოფელი მანავი.

- პროფესია გააქვთ?

- მძღოლი ვარ. 24 წელი კრაზს ვატარებ.

- სატვირთო ავტომობილს?

- ჰო, მაშ!

- რა მიზნით ეწვიეთ ჩვენს პლანეტას?

- რაო?

- როგორ მოხვდით ჩვენთან?

- რა ჩემი ფეხები ვიცი... ეგე, კუკურა, სართიჭალის ჭაბურღილზე რო მუშაობს, მე და ეგ, სართიჭალიდან არმატურას ვეზიდებოდით ღამ-ღამობით. ლევად ვყიდიდით თათრებში. წინადღეს გზასთან ახლო დავაწყვეთ, ზედ პალატკა გადავაფარეთ უფროსობას რო არ დაენახა. მეორე დღესვე წავედით წამოსაღებად. დილაადრიანად გავედით - გათენებამდე უნდა დაგვეტვირთა მანქანაზე. უფროსობაი რო დავენახენით, იმაი გამააგდებდნენ სამსახურიდან... საციხო საქმე იყო ერთი სიტყვით. გზაში, პატარძეულთან, ცუდად გავხდი - გულმა შამაწუხა. კუკურას ვეუბნები, ეგე მანდ, სიდენიის ქვეშ, აპტეჩკაში ვალიდოლი აგდია, ერთი ტაბლეტა ამაიღე და მამაწოდე-მეთქი. შაყო ხელი და აი, როგორც გველნაკბენმა, იგრე იღრიალა...

- მოკლედ, თუ შეიძლება.

- მოკლედ, ჰო!.. რასა ვყვებოდი? ისა... შაყო ხელი და დამდუღრულივით შაჰყვირა. რა დეემართა დღემდინ არ ვიცი.

- გააგრძელეთ.

- გზიდან გადავაყენე და გავაჩერე. რუჩნოის რო ამოუწიე, უფრო ცუდად გავხდი. აქეთ მე მიჩმახებს გული, იქით კუკურაა გაშხლართული და სულწასული. რა უნდა მექნა? ერთი ორჯერ შავანჯღრიე, მაგრამ ჭკუაში ვერ ჩავაგდე. ვახ, კაცო, ჩემთვინ ვფიქრობ, იმ არმატურის მამგონის პატრონის დედაც მოვტყან, ეს შობელძაღლი არ მამიკვდეს აქა-მეთქი!

- კორექტულად, თუ შეიძლება.

- ჰო... მემრე საგონებელში ჩავარდი, რა დეემართა კუკურას-მეთქი. გადავიხარე - სიდენიის ქვეშ უნდა შამეხედა, მაგრამ შემეშინდა, კაცო!... ვერც ხელი შავყავი. გავაღე კარი და კუზაოდან გადმოვხტი. 6 საათი იქნებოდა. სიბნელე იყო ჯერ კიდვ, მაგრამ საცაა გაირიჟრაჟებდა... ჰოდა, გადმოვხტი მანქანიდან... მიწაზე დავდგი, თუ არა ფეხი, სუფთა ჰაერზე, შვება ვიგრძენ... მემრე პაკრიშკას მივეყუდე. ფინთ ხასიათზე ვიყავ, სიგარეტის მოწევა მამინდა ძალაზე, მაგრამ არ მოუკიდე იმი გულისთვინ.... ვხედავ, წინიდან ტრაილერების კოლონა მოდის ჩვენსკენ. გზაზე მოძრაობა არ იყო და გამიკვირდა, თან გამიხარდა. გულში გავივლე - გავაჩერებ და წყალ მაინც გამავართმევ-მეთქი. 24 წელი მანქანაზე ვზივარ, სად აღარ მივლია, ვლადიკავკაზისკენაც დავდიოდი ამ ომიანობამდე... ჰოდა, რეისავიკები სუყველა მიცნობენ, რავი... პირველ კამაზს ხელი დავუქნიე, ჰოდა, გააჩერა, რავი...

- უფრო მოკლედ, თუ შეიძლება.

- მოკლედ, ჰო... მოკლედ გააჩერა. შოფერს ვერ ვხედავდი - ფარები თვალში მანათებდა. შოფრის მხარეს კარი რო გაიღო, დავუძახე: წყალი გააქვთ-მეთქი? არ უპასუხნია. მაგ გზაზე ბაქოდან მომავალი ტრაილერები დადიან ხშირ-ხშირად და ვიფიქრე აზერბაიჯანელი იქნება-მეთქი. ცოტა თათრულიც ვიცი, ჰოდა თათრულადაც შავძახე: სუ იოხთურ? ჰოდა რასა ვხედამ... აი, როგორა ვთქვა... მანქანიდან სვეტაფორივით მწვანე კაცი გადმოვიდა, კაცო! ბალღი ტოლა იქნებოდა. თავზე, აი იგეთი, რაღაცნაერი, მწვანედ განათებული ქუდი ეფარა და დამეკრიჭა.

- შეეცადეთ მოკლედ მოყვეთ.

- მეტი მოკლედ როგორღა მოვყვე, ეს კარგებძაღლი... საგინაანთ მიშას ჯორი კუდივით ხო არ დავამოკლებ, ამ ჩემის ნატყნავს!.. რაც მოხდა, ვყვები...

- კორექტულად, თუ შეიძლება.

- კორექტულად მაშ, დედა გიცხონდა!..

- გააგრძელეთ!

- მემრე რაღაც ამაიღო იმ მწვანე კაცმა. ვერ კი დავინახე საიდან ამაიღო - ტანზე არაფერი ეცვა. გველივით სლიკინა კანი ჰქონდა, იმ ჩემისას... ჯიბეც არ უჩანდა, რავი... ამაიღო ის რაღაც და თვალებზე მამანათა. მემრე არაფერი მახსოვს... აქ არ გავიღვიძე წეღან?

- სულ არაფერი გახსოვთ?

- არა, კაცო, ის რაც მოგიყევით მახსომს და იმი მერე რა მოხდა - არა!

- კარგით. ცოტახანს მოიცადეთ.

პაუზა

- უფროსო, კუკურა როგორ არი, ან სად არი და მე თვითონ სადა ვარ აქა?

- დამშვიდდით, ბატონ კუკურს არაფერი ემუქრება.

- მალე გამიშვებთ?

- ფეხზე ნუ დგებით, დაბრძანდით!

- შოფერი კაცი ვარ და სუ ვზივარ... ის მაიც მითხარით, მაშინას ჩამამართმევენ?

- დაბრძანდით!

- დავჯექი, აჰა!

- დედამიწის მოქალაქევ, გაცნობებთ, რომ თქვენ ამჟამად იმყოფებით საგალაქტიკათშორისო მაგისტრალის მეცხრე მონაკვეთზე - პლანეტა იქსერის ტურბინის მარცხენა ფრთაზე. ჩემი მონაცემებით, ზოგადად, თქვენს პლანეტამდე და კერძოდ საგარეჯომდე - 145 000 000 სინათლის წელიწადია.

- გამიშვით კაცო! არმატურის ფულს ავანაზღაურებ, შინ ბალღები მელოდებიან...

- თქვენს მშობლიურ პლანეტაზე დასაბრუნებლად საჭიროა მოთმინების ასმეერთე კოეფიციენტი, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ. თუ ამ გეომეტრიულ სხეულს შეეხებით, მოთმინების საჭირო კოეფიციენტით აივსებით. გთხოვთ!...

- ე რა არის, ძაბრია?

- დაუჩქარეთ!

- ვაიმე, დედა...

- გმადლობთ.

- სუ ეს იყო?

- დიახ.

- კიდე რა გეინტერესებათ?

- რამეს ხომ არ ინატრებდით?

- ემ წუთას?

- დიახ.

- რასა ვნატრობ და ჩემი სახლის პლოშატკაზე რო კუშეტკაა, იქ წამამწვინა ჩემს გემოზე... აქ სადა ვკვდები, ამის დედა ვატირე!...

- ბატონო აკაკი, კიდევ ერთ კითხვაზე გვიპასუხეთ, თუ შეიძლება.

- რაზე, აბა?

- ბატონო აკაკი, რა არის ის, რაც ხელს გვიშლის სრულყოფილად ვწვდეთ საკუთარ თავს?

- შიში.

- განმარტეთ.

- აი, რო გვეშინია, ვეღარა ვბედამთ...

- ხომ არ გსურთ რამე გადასცეთ თქვენს თანამოქალაქეებს პლანეტა დედამიწაზე?

- როგო არა, აგრე გადაეცით - კაკოს ძალიან უყვარხართ ყველანი და მალე გნახავთ-თქო!

- სულ ეს არის?

- კიდევ ესეც უთხარით - ბაგაზე რო ხბორი მყავს მიბმული აუშვან, ძალაზე მეცოდება... ჩემ უფროს ბიჭს სულ ქალაქისკენ უჭირავს თვალი. თანაკლასელმა ბალღმა გამიფუჭა წლეულს - ერთი ადგილი უსწავლებია სამგორის მეტროსთან, ბოზები ქუჩდებიან თურმე... იმი მერე სულ ფულსა მთხოვს ეგ შობელძაღლი... იქნებ, ჩემს იქ არყოფნაში, დრო იხელთა, დაჰკრა ფეხი და გაიქცა კიდეც, რა ჩემი ფეხები ვიცი... აბა, ეგ თივის დამყრელია?!...

- კარგით.

- რათ მაბარებინებთ, აღარ მიშვებთ აქედან?

- ნუ ღელავთ, უკან მალე დაგაბრუნებთ. მანამდე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი აქ დაადეთ!

- რათა?

- ხელის მოწერის მაგივრად.

- ემ საათში.

- გმადლობთ.

- უფროსო, საქმე თავზესაყრელადა მაქვს, რაღათ მაწვალებთ?!... გამიშვით აქედან!..

- როგორც ჩანს მოსათმენმა ხელსაწყომ თქვენზე არ იმოქმედა.

- იმოქმედა, მაშ, შამაკანკალა რაღაცნაირად!

- საკმარისია. პროცედურებს, რომ მოვრჩებით ხელმარცხნივ მიბრძანდით. დერეფნის ბოლოს შავი ყუთი დგას - შიგ შებრძანდით. ჩვენი პოლიციელები იქ განთავსებულ რეაქტიულ ხომალდში მოგათავსებენ და პლანეტა დედამიწაზე გაგამგზავრებენ.

- მაშინა?

- ბატონო?

- ჩემი კრაზი?

- თქვენი სატვირთო ავტომობილი პლანეტა დედამიწაზე დარჩა.

- კუკურა?

- ბატონი კუკურიც.

- მაშ, მიშვებთ, არა?

- დიახ. როგორც გითხარით, ჯერ მარცხნივ მიბრძანდით, შემდეგ... მოითმინეთ! მანამდე ეს სხეული აიფარეთ თვალზე!

- ისევ ეს ძაბრი?

- დაუჩქარეთ!

- ვააა, რა მაგარია, კაცო! სიმძიმეი ვეღარა ვგრძნობ....

 

* * *

- რა ნახე კაკო, მოგვიყევი ჩვენცა

- რა მოგიყვეთ?

- რა ნახე, ან რასა სჭამდი, ან როგო გეძინა...

- არ მძინებია

- მოგვიყევი კაცო, რამე!

- ეგე, წიწაკაანთ თემურა რო მოკვდა, სამოთხე ვნახეო, ხო იძახდა, მაინც არავინ დაუჯერა!...

- იქნება ნახა კიდეც, რა იცი... მაგაი საიქიოდანაც გამააგდებდენ, მა რა იქნებოდა, იგეთი მწარისები არიან ეგენი.

- ჰა, ჰა, ჰა...

- კაკო

- რა იყო

- კუკურამა სთქვა იტყუებაო.

- თხლაფანი არ გაგადინო თვალებში!

- ჰა, ჰა, ჰა...

- კაკო, კაი ქალები ჰყამდათ იქა?

- ქალები არა ისა...

- მა?

- დამანებე თავი.

- მა, სუ კაცები იყვნენ?

- ერთი უხიაკი, უჯიგრო ხალხი იყო. ვინ ქალია და ვინ კაცი, ვერ გაიგებ!

- ჩემი ძროხასავით ყოფილან ეგ შობელძაღლები.

- რათა, წველას უკლო, ზაურ?

- მაშ!

- ჰა, ჰა, ჰა...

- კაკო

- რა იყო?

- აღარ წახვალ იქა?

- სადა?

- აი, იქა...

- შენი ყველაყისამ, ბილეთ აიღებს და გაფრინდება. დაანებეთ თავი!

- თუ წახველი, ი ძაბრი მაინც წამააყოლე, რთვლებზე გამაგვადგება

- ჰა, ჰა, ჰა...

- კაკო, რათა ხარ ჩუმად. მაინც რა უნდოდათ, არა ჰკითხე?

- არა.

- მაშ, ხეირიანი ქალები არა ჰყავთ, არა?

- ჩვენები სჯობია.

- რას ამბობ, მზია სჯობია იმათ მწვანე ქალებს?

- ჰა, ჰა, ჰა...

- მზია რა ქალია?!

- ხედამ რა სთქვა, კაცო, მზია რა ქალიაო!... რას მიჰქარამ შენა?!

- ეგე, ურეკში რო ვიყავით, შარშან ემ დროს, ჭყეტელაანთ გოგიას ცოლი ზღვაში რო შავიდოდა, ბუზი ტოლა ჩანდა ხოლმე... მზია კიდე, ლახანკაში რო ჩასვა შიგ ჩაიხრჩობა.

- რათა, ცურვა არ ეხერხება?

- არა.

- ფეხი აშვერა ხო ეხერხება მარდად!

- ჰა, ჰა, ჰა...

- .......

- ვახ, კაცო, მაინც რა საინტერესოა ეს ჩვენი ბუნება, რა აღარა ხდება ცაში!

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი