RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

პოლიტიკური თეოლოგიის მოდერნულობა ქართველ მეცნიერთა თვალით

"პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ" სტატიების კრებულია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობ??

24 საათი 27.05.12

"პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ" სტატიების კრებულია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობ??

პროფესორ გიგა ზედანიას რედაქტორობით გამოსცა. კრებულში შესულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის შესწავლის ინსტიტუტის წევრების გამოკვლევები, რომელიც ეხება რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების თეორიისა და ისტორიის საკითხებს საქართველოსა და მსოფლიოში, ადრეული შუასაუკუნეებიდან დღემდე.

გამომცემელთა თქმით, როგორც თეორიული მიდგომების მრავალფეროვნება, ისე გაანალიზებული ემპირიული მასალის მოცულობა - დაწყებული თეოლოგიით დადამთავრებული სახვითი ხელოვნებით - ამ წიგნს აქცევს სერიოზულ შენაძენად პოლიტიკური თეოლოგიის ირგვლივ დისკუსიისათვის, რომელიც დღეს, როგორც მსოფლიო აკადემიურ საზოგადოებაში, ისე მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოებაში, ინტენსიურად მიმდინარეობს.

ტერმინი "პოლიტიკური თეოლოგია" ვარონმა ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში შემოიტანა და ის ტრიქოტომიის ნაწილი იყო, რომელის გვერდზეც მითიური და კოსმოლოგიური თეოლოგიები მოიაზრებოდა, საინტერესო ისაა, რომ ამ სამ ტეოლოგიას, ვარონის მიხედვით, ინტელექტუალთა სამი სოცილური ჯგუფი შეესაბამებოდა: პოლიტიკურ თეოლოგიას - ქურუმებიმ ხოლო დანარჩენ ორს - პოეტები და ფილოსოფოსები. მე-20 საუკუნეში მისი გაცოცხლება კარლ შმიდტის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც 1922 წელს გამოაქვეყნა წიგნი "პოლიტიკური თეოლოგია". მაგრამ ამ ცნებამ განსაკუთრებული აქტუალურობა ბოლო 15 წლის მანძილზე შეიძინა. როგორც პროფესორი გიგა ზედანია აღნიშნავს, მისი უეცარი პოპულარობა პირდაპირ კავშირშია სეკულარიზაციის კონცეფტის კრიტიკასთან და იმასთან, რასაც ადამიანის შესახებ მეცნიერებაში "რელიგიის დაბრუნებას" უწოდებენ.

როგორც ტერმინი, პოლიტირკური თეოლოგია არაა თავისუფალი ორაზროვნებისაგან, მაგრამ თანამედროვე მკვლევართ პირველ რიგში იმის მეცნიერული შესწავლა აინტერესებთ, თუ როგორ უკავშირდებოდა ისტორიის მანძილზე ერთმანეთს პოლიტიკური და თეოლოგიური დისკურსები, პოლიტიკური წესრიგი და რელიგიური საზოგადოებრივი ერთობა.

გიგა ზედანია ტავის სტატიაში "პოლიტიკური თეოლოგია და მოდერნულობის საკითხი, თვალს ადევნებს, როგორ ვითარდება პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხი. მისი აზრით, აღწერითი პოლიტიკური თეოლოგიის მთავარი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე პოლიტიკური მოძღვრების ყველა მნიშვნელოვანი ცნება სინამდვილეში თეოლოგიის სფეროდან არის აღებული. მე-20 საუკუნის თეოლოგი ერიკ პეტერსონის მიხედვით, პოლიტიური თეოლოგია ქრისტიანული თეოლოგიის წიაღში შეუძლებელია, რადგან სამებნის შესაბამისი პოლიტიკური ინსტანცია არ შეიძლება არსებიობდესო. მისი თქმით, პოლიტიკური თეოლოგია შეიძლება მხოლოდ იუდაიზმისა და წარმართობის წიაღში არსებობდეს, რომელმაც ეს ორივე გადალახა. თუმცა, კი, თეზისი თეზისად დარჩა და ქრისტიანული პოლიტიკური თეოლოგიები რეალური ფაქტია.

დასავლური შუა საუკუნეების პოლიტიკური თეოლოგიები შედარებით საფუძვლიანადაა შესწავლილი სამეცნიერო ლიტერატურაში, რაც შეეხება აღმოსავლურ საქრისტიანოს, პოლიტიკურ-თეოლოგიური სინთეზის ბიზანტიური მოდელი დიდი ხანია განიხილება "ცეზარო-პაპიზმის: ტერმინით, რაც აღნიშნავს სხელმწოფოს, რომელსაც საერო და სასულიერო სფეროებზე სრული ბატონობა აქვს და არც ცნობს განსხვავებას სპირიტუალურსა და ტემპორალურ სფეროებს შორის, ანდა, ყოველ შემთხვევაში, პირველს მეორეს უმორჩილებს. თუმცა კი, ბიზანტიურ მოდელი ბევრად უფრო მრავალწახნაგა ანალიზს მოითხოვს.

"საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხი რადიკალურად იცვლება მოდერნულობის ეპოქაში, მაგრამ იმისათვის რომ ეს ცვლილება ჯეროვნად შევაფასოდ, საჭიროა იმის ანალიზი, თუ რას წარმოდგენს მოდერულობა" - ამბობს გიგა ზედანია და პოლიტიკური ფილოსოფიისა და სოციოლოგიური თეორიის ტრადიციაზე დაყრდნობით გვთავაზობს მოდერნულობის ფენომენის განსაზღვრას. იგი პიერ მანასა და ნიკლას ლუმანზე დაყრდნობით ასკვნის, რომ მოდერნულობა განისაზღვრება, როგორც განსხვავებული სფეროების გამოყოფის პროცესი. თანამედროვე საზოგადოება რამდენიმე ნიშნით ხასიათდება: პროფესიების გამნიჯვნა, ძალაუფლების შტოების გამიჯვნა, ეკლესიისა და სახელმწიგფოს გამიჯვნა, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს გამიჯვნა, ფაქტებისა და ღირებულებების გამიჯვნა. რელიგიისა და პოლიტიკის გამიჯვნის პროცესს მოდერნულობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის მიხედვით ხდება სხვა გამიჯვნები.

მე-17 საუკუნეში, პოლიტიკური ფილოსოფიის განვითარება ანაცვლებს პოლიტიკურ თეოლოგიას. თომას ჰობსი თავის ნაშრომში "ლევიათანი" გვთავაზობს რელიჰგიის ახალ ტეორის, რომელიც ადამიანის ახალ გაგებას ემფუძნება. იგი რადიკალურად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ადამიანის იმ ხატს, რომელიც ქრისტიანულ სწავლებებს ეყრდნობა: "ვხედავთ რა, რომ რელიგიის ნიშნები და ნაყოფი მხოლოდ ადამიანში არსებობს, არ არსებობს მიზეზი იმაში დასაეჭვებლად, რომ რელიგიის თესლიც მხოლოდ ადამიანშიაო"- ამბობს იგი და რელიგიის წარმომშობ ორ ძალას ხედავს: ადამიანის სურვილს, მიაღწიოს სიამოვნებას და ტავიდან აიცილოს ტკივილი და მეორე - მის უმეცრებას. იმის გამო, რომ ადამიანს ეშინია ბუნების, ტკივილის, სიკვდილის, იბადებიან ღმერთები, რაც ადამიანისთვის ნუგეშია, თუმცა კი, ადამიანს ახლა უკვე ღმერთის შიში უჩნდება. რელიგიის ეს გაგება მოკლებულია ყოველგვარ მითითებას ტრანსცენდენტურზე.

ამის საფუძველზე აიგება პოლიტიკის ახალი, ხელშეკრულების იდეაზე დაფუძნებული თეპორია,რომელიც ასევე მოკლებული იქნება ტრანსცენდენტურობის მომენტს. საზოგადოება თვითონ აძლევს საკუთარ თავს კანონს. აზროვნების ეს მიმართულება პოლიტიკურ ტეოლოგიას პოლიტიკური ფილოსოფიით ანაცვლებს. საინტერესოა, რომ განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსებთან ჩნდება ფუგურაცია, რომლის ფუნქციაც დიფერენციაციის ამ პროცესის შეჩერებაა. მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური თეოლოგია, არამედ სამოქალაქო რელიგია. ეს ცნება უაღრესად გავლენიანი გახდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის სოციალურ თეორეტიკოსებთან, რაც, გიგა ზედანიას დაკვირვებით, მოდერნულობის მახასიატებელი ფენომენია, რომელიც პოლიტიკური სფეროს მიერ რელიგიურის აპროპრიაციას გულისხმობს. " შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო რელიგიის ცნებით ხდება ჯერ კიდევ დიფერენციაციის პროცესში მყოფ ან უკვე დიფერენცირებულ საზოგადოებაში რეალური თუ წარმოსახვითი ერთიანობის პროცედურა"- აღნიშნავს მკვლევარი.

როგირია პოლიტიკური თეოლოგიის ფორმა მოდერნულობაში? გიგა ზედანია აქ ორ შესაძლებლობას გვთავაზობს: პოლიტიკისა და რელოგიის გამიჯვნის დასავლური გზა უნიკალურია, მაგრამ, იგი საკმაოდ ადვილად შეიძლება ემსხვერპლოს პოლიტიკური თეოლოგიის ლამის მარადიულ ოპციას. თანამედროვე სამყაროში აღორძინებული რელიგიური განწყობები ამის მაგალითია. ამავე დროს, მოდერნულობა ერთჯერადი განვითარება არ არის, იგი პროცესია და სწორედ რელიგიური ფუნდამენტალიზმი განიხილება დღევანდელ სოციალურ მეცნიერებებში როგორც მოდერნული ფენომენი.

რაც შეეხება თანამედროვე საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ თეოლოგიას, საქარტველოში არსებობს საკმაოდ ფართო კონსესუსი გარკვეულ თეოლოგუმენებზე, რომელთა საფუძველზეც არის აგებული ეკლესიის დისკურსი. მტავარი, ფუნქიცა რომელიც ეკისრება რელიგიას და ეკლესიას, ჩვენს შემთხვევაში, ერის ფიზუკური გადარჩენაა და არა ინდივიდუალური სულის ხსნა. შედეგად ხდება რელიგიური ნაციონალიზმის დაფუძნება.

და ბოლოს გიგა ზედანია ასკვნის, რომ "პოლიტიკური თეოლოგია არსებობს მხოლოდ იქამდე, სანამ არაა ნათელი, რომ ის საზოგადოების იმანენტურია, სანამ ის ამ იმანენტურობის დამალვას ცდილობს ტრანსცენტურზე მითითებით, რომელსაც უკვე დაკარგული აქვს მნიშვნელობა. პოლიტიკური თეოლოგია არსებობს მხოლოდ იქამდე, სანამ ის უარყოფს მოდერნულობას და საკუთარ ტრადიციაზე მიუთითებს.

მაგრამ ეს უარყოფა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი პოლიტიკური თეოლოგია მოდერნულობის ეპოქას არ განეკუთვნება."

კრებულში პროფესორი გიგი თევზაძე გვესაუბრება "პოლიტიკური თეოლოგიის" მეთოდოლოგიის დეკონსტრუქციის შესახებ, ხოლო კახა კურტანიძე სახელმწოფოსა და ეკლესიის ურთიერტობების პარადიგმაზე. გიორგი მაისურაძის კვლევის საკითხია ძალა -უფლების პარადიგმა და მისი გენეზისი ქისტიანულ პოლიტიკურ თეოლოგიაში, ხოლო ძაალ ანდრონიკაშვილი გვთავაზობს კვლევას "უძლურების დიდება, ქართული პოლიტიკური თეოლოგიის მარტიროლოგიური პარადიგმა". განსხვავებული ეპოქების გაბნსხვავებულ პოლიტიკურ თეოლოგიებს გაეცნობით სერგო რატიანის სტატიაში. ეკატერინე ჭყოიძის კვლევა ქართველთა რჩეულობის იდეის წარმოშიბისა და მის ისტორიულ კონტექსტს მოიცავს, თამაზ კოჭლამაზაშვილი კი შუა საუკუნეების საქარტელოში ჟამტა და წელთა საკრალიზაციის მოტივებისა და ფორმების ანალიზს გვთავაზობს. კრებულში ასევე შესულია ეკატერინე გედევანიშვილის, მალზახ თორიას, ნოდარ ლადარიას და ნინო ჭიჭინაძის სტატიები პოლიტიკური თეოლოგიის მოდერნულობის კონტექსტში.

წინამდებარე წიგნი, ვფიქრობთ, დიდ ინტერესს გამოიწვევს თანამედროვე ქართველ მკითხველში, მკითხველში, რომელიც ბოლოს 20 წლის მანძილზე, როგორც არასდროს რელიგიური და პოლიტიზირებულია.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი