RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

"ხვა­რამ­ზე 2012" და ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­თა პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბა

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, ვიდ­რე ამას კონ­კურ­სის არ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

24 საათი 30.06.12

  •   aa
    ლელა ცუცქირიძე - "ხვარამზე 2011"-ის გამარჯვებული
  •   aa

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, ვიდ­რე ამას კონ­კურ­სის არ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ერ­თი მხრივ, ვჩი­ვით იმას, რომ ამ­გ­ვა­რი კონ­კურ­სე­ბი ცო­ტაა, მე­ო­რე მხრივ, ყო­ველ ახალ წა­მოწყე­ბას უნ­დობ­ლო­ბას ვა­გე­ბებთ. ვამ­ბობთ, რომ კონ­კურ­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ თვი­თონ კონ­კურ­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა კი არ გვინ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იქ­ნე­ბა ეს თუ ემო­ცი­ურ-მო­რა­ლურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თა­ნად­გო­მით. ერ­თი მხრივ, თა­ვი მოგ­ვაქვს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რით, მაგ­რამ საქ­მე-საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლი­დან ჟი­უ­რის ღირ­სე­უ­ლის ამორ­ჩე­ვა უჭირს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­ჯიბრს გუ­ლის­ხ­მობს, მაგ­რამ შე­ჯიბრს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და არა ინ­ტ­რი­გებ­სა და ჭო­რებ­ში. ჩვენ გვინ­და, ერ­თ­ბა­შად გახ­დეს ყვე­ლა კონ­კურ­სი პრეს­ტი­ჟუ­ლიც, მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნიც და ჟი­უ­რი­მაც სტე­რი­ლუ­რი ობი­ექ­ტუ­რო­ბით იმუ­შა­ოს; გვინ­და, რო­ცა საქ­მე სხვებს ეხე­ბა, მაგ­რამ რო­გორც კი მო­ნა­წი­ლე­ე­ბად სა­კუ­თარ თა­ვებს მო­ვი­აზ­რებთ, ყვე­ლა თე­ო­რია უკან იხევს და გა­მარ­ჯ­ვე­ბის სურ­ვი­ლი, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, გვაბ­რ­მა­ვებს. არა­და, ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კურ­სის ცოდ­ნა სულ არ არის სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, სა­კუ­თარ თავს რომ ჩა­ვე­კითხოთ, ვართ თუ არა ამა თუ იმ პრე­მი­ის ღირ­სი, ან­და სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა შევ­ძ­ლოთ. და თუ ვინ­მეს შე­ფა­სე­ბა­ში კვა­ლი­ფი­კა­ცია არ ჰყოფ­ნის, მას არც წე­რა­ში ეყო­ფა და მით უფ­რო, კონ­კურ­სის ფე­ნო­მე­ნის გა­აზ­რე­ბა­ში. ამ ფონ­ზე, ცხა­დი ხდე­ბა, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბის პრობ­ლე­მას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კონ­კურ­სან­ტ­თა აზ­როვ­ნე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და­ბა­ლი დო­ნე წარ­მო­ად­გენს, სა­ი­და­ნაც გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩა­კე­ტილ წრე­ზე სირ­ბილს ჰგავს, თუმ­ცა კი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, კერ­ძო სექ­ტო­რი იქ­ნე­ბა ეს თუ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო, ვხე­დავთ, რომ ცდას არ აკ­ლე­ბენ. და ეს ის შემ­თხე­ვაა, რო­ცა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ისი­ნი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ნი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა თუ ლი­ტე­რა­ტო­რე­ბის წი­ნა­შე.

გა­სულ წელს კი­დევ ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურსს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. "ხვა­რამ­ზე" პო­ე­ტუ­რი კონ­კურ­სია და მხო­ლოდ ქალ მო­ნა­წი­ლე­ებს მო­ი­აზ­რებს. მას სა­ფუძ­ვ­ლად ლე­გენ­დად­ქ­ცე­უ­ლი ფშა­ვე­ლი ქა­ლის ფე­ნო­მე­ნი უდევს, რომ­ლის პო­ე­ზია ქარ­თულ მწერ­ლო­ბას მარ­გა­ლი­ტად შე­ე­მა­ტა. კონ­კურ­სი იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ სა­ფი­ნა­ლო სა­ღა­მო ტარ­დე­ბა არა დე­და­ქა­ლაქ­ში, არა­მედ ფშავ­ში, თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­ტა­ან­ში, აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და იგი სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლის - ხვა­რამ­ზე­ო­ბის ნა­წი­ლია. ქარ­თ­ვე­ლე­ბი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვართ ლე­გენ­დე­ბით, მა­შინ რო­ცა უამ­რა­ვი ერი მსგავს ლე­გენ­დებს თვალ­დათ­ვალ თხზავს და კულ­ტუ­რულ თუ ტუ­რის­ტულ გა­რე­მოს მას­ზე აგებს. პო­ე­ტი ქა­ლე­ბის კონ­კურსს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­კუ­თა­რი ლე­გენ­და აქვს - ვა­ჟი­კას და ხვა­რამ­ზეს სიყ­ვა­რუ­ლი.

სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ებ­თა მი­ღე­ბა 2012 წლის 1 ივ­ნისს გა­მოცხად­და და 14 ივ­ნი­სამ­დე გრძელ­დე­ბა. გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლია სა­მი პრე­მია, 500, 300 და 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ჟი­უ­რის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ლექ­სე­ბის ავ­ტო­რე­ბი­სათ­ვის ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პრი­ზე­ბი. სა­კონ­კურ­სოდ მი­ი­ღე­ბა ავ­ტო­რის მი­ერ ქარ­თულ ენა­ზე და­წე­რი­ლი სა­მი ლექ­სი, რომ­ლე­ბიც რა­ი­მე ფორ­მით არ ყო­ფი­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი (ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი, ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში და­ბეჭ­დი­ლი ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას წა­კითხუ­ლი); ანო­ნი­მუ­რო­ბის და­სა­ცა­ვად, კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის ავ­ტო­რებ­მა უნ­და წა­რად­გი­ნონ ორი და­ხუ­რუ­ლი კონ­ვერ­ტი მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი დე­ვი­ზით. პირ­ველ კონ­ვერ­ტ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი - ცალ-ცალ­კე თა­ბა­ხის ფურ­ცელ­ზე ამო­ბეჭ­დი­ლი სა­მი ლექ­სი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა "კონ­კურ­სი - ხვა­რამ­ზე 2012"; მე­ო­რე კონ­ვერ­ტ­ში კი - ინ­ფორ­მა­ცია ავ­ტო­რის შე­სა­ხებ (გვა­რი, სა­ხე­ლი, მი­სა­მარ­თი, სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნი და სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი). ავ­ტო­რის გვარ-სა­ხე­ლის და­წე­რა კონ­ვერ­ტ­ზე აკ­რ­ძა­ლუ­ლია. წარ­მ­დ­გე­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ სა­რე­გის­ტ­რა­ციო ნო­მერს, რო­მე­ლიც, იმავ­დ­რო­უ­ლად, მი­ე­ნი­ჭე­ბა ნა­წა­მო­ე­ბებს და წა­ე­წე­რე­ბა მათ მი­ერ წარ­დ­გე­ნილ კონ­ვერ­ტებს. კონ­ვერ­ტებს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით მი­ი­ღე­ბენ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, ხო­ლო კონ­ვერ­ტე­ბი, ავ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ით, დარ­ჩე­ბა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­ში. სა­უ­კე­თე­სო­ებს 10-ქუ­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მით შე­არ­ჩევს ჟი­უ­რი 5 წევ­რის შე­მად­გენ­ლო­ბით.

კონ­კურ­სი ჩა­ტარ­დე­ბა სამ ეტა­პად. პირ­ვე­ლი ეტა­პის შემ­დეგ შე­ირ­ჩე­ვა 15 ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი, მე­ო­რე ეტაპ­ზე კი 15 რე­ი­ტინ­გუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან ჟი­უ­რი სამ გა­მარ­ჯ­ვე­ბულს შე­არ­ჩევს.

15 ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ავ­ტო­რებს თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სოფ. არ­ტან­ში "ხვა­რამ­ზე­ო­ბა­ზე" მი­იწ­ვე­ვენ, ხო­ლო მა­თი ლექ­სე­ბი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებ­თან ერ­თად და­ი­ბეჭ­დე­ბა ალ­მა­ნახ "პი­რიმ­ზე­ში."

სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლა - 3 გა­მო­უქ­ვეყ­ნებ­ლი ლექ­სი და თან­დარ­თუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ავ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ, მსურ­ვე­ლებ­მა უნ­და მი­ი­ტა­ნონ მი­სა­მარ­თ­ზე - თბი­ლი­სი, გამ­სა­ხურ­დი­ას გამზ. (პე­კი­ნი) N 31, ლიტ. კა­ფე, ბიბ­ლი­ო­თე­კა N33. (სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნე­ბი 593 903940 (მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლი) 597 762244 (ნი­ნო ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი) 2370774).

დღე­სას­წა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კავ­ში­რი "ჩვე­ნი ფშა­ვი". ღო­ნის­ძი­ე­ბა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის თა­ნად­გო­მით გა­ი­მარ­თე­ბა. გა­სულ წელს კონ­კურ­ს­ში 65 პო­ე­ტი ქა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, პირ­ვე­ლი პრე­მია და ტი­ტუ­ლი "ხვა­რამ­ზე" ლე­ლა ცუც­ქი­რი­ძემ მო­ი­პო­ვა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კონ­კურ­სის ფი­ნა­ლი და გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში ტარ­დე­ბა, ეს პო­ე­ტუ­რი კონ­კურ­სი ერ­თი საფ­რ­თხის წი­ნა­შე დგას - ბევ­რის­თ­ვის იგი სა­ხალ­ხო მთქმე­ლე­ბის კონ­კურ­სია, რო­მელ­შიც ქალ ავ­ტო­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, მარ­ტი­ვად რომ თქვათ, ეთა­კი­ლე­ბათ. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ შე­იც­ვა­ლოს, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი მო­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მარ­თებთ, პირ­ველ რიგ­ში კი, იმ მენ­ტა­ლი­ტე­ტის შეც­ვ­ლაა სა­ჭი­რო, რაც დე­და­ქა­ლაქს რე­გი­ო­ნე­ბის­გან მიჯ­ნავს.

ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა იც­ლე­ბა, თით­ქოს ყვე­ლას გვტკი­ვა. ხო­ლო მსგავ­სი სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი რომ მი­სი კუთხე­ე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბას უწყობს ხელს და თუ ამ დღე­სას­წა­ულ­ში პო­ე­ტუ­რი კონ­კურ­სიც თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს, ვფიქ­რობ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ვი­საც პო­ე­ტე­ბი ჰქვი­ათ, სა­ა­მა­ყო უნ­და იყოს და არა სა­თა­კი­ლო. "გა­სულ წელს "ხვა­რამ­ზე­ო­ბა­ზე" და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და, ამათ­გან ნა­ხე­ვარ­მა მა­ინც პირ­ვე­ლად გა­ი­გო ივ­რის ფშა­ვი, სხლო­ვა­ნი, არ­ტა­ნი და ეგებ ხვა­რამ­ზეს სა­ხე­ლიც, და ეს უკ­ვე ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს. იმ დღეს ივ­რის ზე­მო დი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე უკი­დუ­რეს და­სახ­ლე­ბულ სო­ფელ­ში მო­ეწყო ხალ­ხ­მ­რა­ვა­ლი ზე­ი­მი. გა­მო­ი­ფი­ნა და გა­ი­ყი­და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ტურ­პ­რო­დუქ­ტი - კარ­ტო­ფი­ლი, კა­რა­ქი, ერ­ბო... მხო­ლოდ ერთ დღეს გა­ი­ყი­და 40 კი­ლო დამ­ბა­ლი ხა­ჭო - წმინ­და ფშა­უ­რი პრო­დუქ­ტი. და, რაც უმ­თავ­რე­სია, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­ჯე­რეს, რომ მათ­ზე ფიქ­რო­ბენ და ზრუ­ნა­ვენ," - ამ­ბობს პო­ე­ტი მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლი, კონ­კურ­სის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

მთის გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ თუ­კი მას ექ­ნე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რიზ­მის, ეთ­ნო­ტუ­რიზ­მი­სა და ეკო­ტუ­რიზ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც, მა­შინ უცხო­ელ სტუ­მარ­თან მხო­ლოდ წარ­სუ­ლი დი­დე­ბით კი აღარ მო­ვი­წო­ნებთ თავს, აწ­მ­ყო­თიც.

 

 

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი