RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

გეიმერებისთვის და არა მხოლოდ მათთვის

თბილისის კინოთეატრებში ახალი სეზონი დაიწყო.

24 საათი 16.09.09

თბილისის კინოთეატრებში ახალი სეზონი დაიწყო.

თითქმის ხუთთვიანი შესვენების შემდეგ მუშაობა განაახლა კინო “რუსთაველმა” და ერთდროულად რამდენიმე პრემიერას გვთავაზობს. სიახლეა “ამირანის” აფიშის ბადეშიც - აქ ჯონ ტრავოლტასა და დენზელ ვაშინგტონის ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი “პელჰემის გატაცება” გამოდის. პატარა მაყურებელს კი კინო “რუსთაველი” ელის “აგენტი ზღვის გოჭების” სანახავად.

“რუსთაველს” კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე აქვს - გაქირავებაში ხელმეორედ დადგა “გასეირნება ყარაბახში 2: კონფლიქტის ზონა”. როგორც კინოთეატრის წარმომადგენლები აცხადებენ, ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ფილმი რუსთაველის გამზირის გადაკეტვამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა, ამიტომ მისი ნახვა მაყურებლის დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო, რაც ფილმის პოპულარობაზეც აისახა. მართალია, ფილმი უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ინტერნეტ რესურსზე, სანახაობრივი ფილმის ნახვა ცხადია დიდ ეკრანზე სჯობს. “კონფლიქტის ზონა” რამდენიმე წლის წინ ლევან თუთბერიძის მიერ აკა მორჩილაძის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის სიკველია, ამიტომ მისდამი ინტერესი ცხადია დიდია.

“რუსთაველის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ფილმის ხელმეორედ დაყენებასთან დაკავშირებით სწორედ ამით აიხსნება.რაც შეეხება “პელჰემის გატაცებას”, იგი “ამირანში” 11 სექტემბრიდან გამვიდა. მისი რეჟისორია მძაფრსიუჯეტიანი კინოს ოსტატი ტონი სკოტი, ამიტომ ადვილი წარმოსადგენია წინ რა სანახაობაც გველის. თავბრუდამხვევი სცენები გარანტირებულია, ისევე, როგორც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაც, რადგან ჩაგრულთა დასახმარებლად ამერიკის ნომერ პირველ გმირ დენზელ ვაშინგტონს აგზავნიან.

ტერორისტთა დაჯგუფებას კი ანტიგმირების ოსტატი ჯონ ტრავოლტა ხელმძღვანელობს. მისი ბანდა მატარებლის მგზავრებს მძევლებად აიყვანს, მათი სიცოცხლის სანაცვლოდ კი ათ მილიონ დოლარს ითხოვს. ფილმის მსვლელობისას მაყურებელი ორი შესანიშნავი მსახიობის დუელს ადევნებს თვალს, რომლებიც იმდენად კარგად წამოაჩენენ საკუთარ პერსონაჟებს, რომ მაყურებელი თითქოს ვერ წყვეტს, რომელს დაუჭიროს მხარი.“რუსთაველის” პატარა მაყურებელს კი, როგორც გითხარით, “აგენტ ზღვის გოჭებთან” შეხვედრა ელის.

ტრადიციულად ამ ანიმაციურ ფილმსაც ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ: ნიკოლას კეიჯი, პენელოპა კრუსი, სტივ ბუშემი და სხვები. ფილმის სიუჟეტი კი ასევე ტრადიციულად მხიარული და თავბრუდამხვევია: კვლევითი ლაბორატორიის ბინადარი ზღვის გოჭები ამერიკის ხელისუფლების საიდუმლო აგენტები არიან. ისინი სპეციალურ მომზადებას გადიან, რათა ადამიანებისთვის მიუწვდომელ ადგილებშიც შეძლონ საიდუმლო დავალების შესრულება. ყველა ზღვის გოჭს განსაკუთრებული ნიჭი აქვს: დარვინი კომუნიკაციების სპეციალისტია, ხუარესი - საბრძოლო ხელოვნებას ფლობს, ბლასტერი კი ყველაზე ძლიერია. სწორედ მათ მოუწევთ დედამიწის დაპყრობაზე მეოცნებე ავაზაკის დამარცხება, რისთვისაც უამრავი მხიარული, თუმცა სახიფათო დავალების შესრულება მოუწევთ.

“რუსთაველის” მთავარი პრემიერაა მძაფრსიუჟეტიანი “გეიმერი”, რომელიც ძირითადად მოზარდ მაყურებელს, უფრო კი ვიდეო თამაშების მოყვარულებს დააინტერესებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 4 სექტემბერს შედგა და უკვე აღიარეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიზად. “გეიმერის” მოქმედება უახლოეს მომავალში გადაგვიყვანს, კომპიუტერული თამაშები უკვე იმდენადაა განვითარებული, რომ რეალური ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს. ახალი თაობის თამაშების სამყაროს გენიოსი კენ კასლი ონლაინ თამაშს იგონებს, რომლის პრინციპი არა ციფრული პერსონაჟის, არამედ რეალური ადამიანის მართვაა. ამ ჟანრის თამაშებში განსაკუთრებული პოპულარობით “მკვლელები” სარგებლობს, რომლის სიუჟეტის თანახმადაც გეიმერების მიერ მართული სიკვდილმისჯილი პატიმრები ერთმანეთში სისხლიან ბრძოლას აწარმოებენ - გამარჯვების ფასი კი სიკვდილზე გადის.

ფილმის რეჟისორები მარკ ნეველდაინი და ბრაიან ტეილორი არიან. სწორედ მათი ნამუშევარია შავი იუმორით გაჯერებული და თითქმის აბსურდულობამდე მისული “ადრენალინის” ორივე ნაწილი. შესაბამისად ადვილი წარმოსადგენია “გეიმერში” განვითარებული სანახაობამ, სადაც მოქმედება პრაქტიკულად არ ჩერდება და მაყურებელი დაუსრულებელი ნონ სტოპ ექშენის მოწმე ხდება. მთავარ როლში ჯერად ბატლერია და ალბათ ძნელი იქნებოდა სხვა მსახიობის წარმოდგენა ამ როლში, რადგან თუ ვიდეოთამაშების მოყვარული ბრძანდებით, გეცოდინებათ, რომ შუტერების პერსონაჟები უმეტესად სწორედ ამგვარი გარეგნობით ხასიათდებიან. ფილმი აუცილებლად მოეწონება იმ მაყურებელს, ვინც კომპიუტერული თამაშებით, განსაკუთრებით კი შუტერებითაა გატაცებული.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი