RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

მშვიდობით იარაღო, სალამი კინო!

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული ფილმით გაიხსნა

24 საათი 02.12.09

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული ფილმით გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო - უკვე მეათედ, ტრადიციული წითელი ხალიჩით, ადგილობრივი და ჩამოსული ვარსკვლავების ბრწყინვალებითა და რაც მთავარია, ქართული კინოპროდუქციის სარეკორდო რაოდენობით. წელს ფესტივალი საიუბილეოა, ამიტომ მისმა ორგანიზატორებმა საკონკურსო ხაზი მოხსნეს და ექვსივე საფესტივალო დღე მხოლოდ კინოჩვენებებზე გადაანაწილეს. სიახლეა ისიც, რომ ფესტივალი ქართულმა ფილმმა გახსნა - ლევან კოღუაშვილის პრაქტიკულად პირველმა სრულმეტრაჟიანმა “ქუჩის დღეებმა”.

კოღუაშვილის ფილმის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას “24 საათი” ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ, ამჯერად კი მხოლოდ მოკლედ გაგაცნობთ, “ქუჩის დღეები” კინოკომპანია “დამოუკიდებელი კინოპროექტისა” და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროდუქტია. პროდიუსერები არჩილ გელოვანი, ლევან კორინთელი და გია ბაზღაძე არიან. ფილმი თავად ლევან კოღუაშვილის, ბორის ფრუმინისა და ნიკოლოზ მარის სცენარის მიხედვითაა გადაღებული, ოპერატორია არჩილ ახვლედიანი (“რუსული სამკუთხედისა” და “თბილისი-თბილისის” ოპერატორი), მონაწილეობენ გუგა კოტეტიშვილი, თემო გოგიძე, ლევან ჟივიძე, ზურა ბეგალიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი და ზურა შარია. ფილმის სინოფსისი შემდეგია: 45 წლის ნარკომანს არჩევანის გაკეთება უწევს. კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის, 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, თუ უარს იტყვის - 10 წლიანი პატიმრობით. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი გმირი პოლიციელების წინადადებაზე თანხმდება, თუმცა მაინც იჩენს მასში შემორჩენილ ადამიანურ ღირსებას. იმედია “ქუჩის დღეები” ფართო გაქირავებაში მალე გამოვა და მისი შეფასების საშუალება ფართო მაყურებელსაც შეეძლება.

კინოფესტივალი რამდენიმე პრემიერასაც შემოგვთავაზებს. დღეს “ამირანის” ცენტრალურ დარბაზში ესპანელი მიგელ ანხელ კოლმენარის “ორს” ვნახავთ. ფილმი იმითაა საინტერესო, რომ ესპანელმა კინემატოგრაფისტებმა იგი საქართველო-რუსეთის ომის დასრულებიდან ორიოდე თვეში გადაიღეს. ფილმში ქართველო მსახიობები მონაწილეობენ და ისტორიაც ქართულია: ომის დროს დევნილებად ქცეული ადამიანების ცხოვრების პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთები. ფილმში განვითარებული ორი პარალელური ისტორია გვიჩვენებს, რომ ომს მხოლოდ სიკვდილი არ მოაქვს, რომ ომი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანებისთვის კიდევ დიდხანს გრძელდება.

დღესვე კინოთეატრ “რუსთაველში” იხსნება იტალიური კინოს ფორუმი “კადრშია იტალია”. წარმოდგენილი იქნება პაოლო ბენვენუტის “პუჩინი და ახალგაზრდა ქალი”. ფილმი ცხადია გენიალური კომპოზიტორის შესახებაა, თუმცა მისი ცხოვრების ერთ განსაკუთრებულ და პრაქტიკულად უცნობ დეტალზე მოგვითხრობს. ბენვენუტის ფილმის გარდა “კადრშია იტალიას” ფარგლებში შემდეგ ფილმებს ნახავთ: ფედერიკო რიზის “გაქცევა სატელეფონო ცენტრიდან”, ანდრეა მილაიოლის “გოგონა ტბის პირას”, მატეო გარონეს “გომორი”, რიკარდო მილანის “პიანო, სოლო” და დანეილე ლუკეტის “ჩემი ძმა დედისერთაა”. ასევე 2 დეკემბერსაა დაგეგმილი მიხეილ კობახიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა და კნუტ ჰამსუნის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენება, რომელსაც ნორვეგიის საელჩო წარმოადგენს (ჰამსუნის თემა მომდევნო საფესტივალო დღეებშიც გაგრძელდება).

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია 2000 წლიდან იწყება. მაშინ იგი ხელოვნების სერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარის" ფარგლებში ტარდებოდა, ორი წლის შემდეგ კი დამოუკიდებელ კინოფორუმად იქცა. როგორც გითხარით წლევანდელი ფესტივალი გამონაკლისია, დანარჩენი წლების განბმავლობაში კი იგი ჩვენების გარდა საკონკურსო ფორმასაც ატარებდა. შარშან საუკეთესო ფილმისთვის "ოქროს პრომეთე" სტეფან არსენიევიჩის "სიყვარული და სხვა დანაშაულებს" გადასცეს, “ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისურისთვის “შემოდგომის” ავტორმა ოზჯან ალპერმა მიიღო, ხოლო ალესანდრო ანჯელინის "მლაშე ჰაერისთვის" ჟიურის სპეციალური პრიზი მიენიჭა. ქართული კინოსთვის განსაკუთრებით იღბლიანი 2005 წლის ფესტივალი აღმოჩნდა - “ვერცხლის პრომეთე” გელა ბაბლუანს ერგო ფილმისთვის “ცამეტი”, ხოლო ფიპრესის პრიზი - ლევან თუთბერიძის ფილმს “მოგზაურობა ყარაბაღში”. 2004 წელს ფარაჯანოვის სახელობის პრიზით დააჯილდოვეს დავით ჯანელიძე ფილმისთვის “მეიდანი, სამყაროს ჭიპი”, ხოლო ერთი წლით ადრე დიტო ცინცაძის “გასროლის შიში” “ოქროს პრომეთეს” მფლობელი გახდა, მას “ვერცხლის პრომეთეც აქვს” “დაკარგული მკვლელებისთვის”.

იმის გამო, რომ წელს ფესტივალს საკონკურსო პროგრამა არ აქვს, ვერ გავიგებთ, მაინც რომელი ქართული ფილმი ჯობს. ამიტომ ამ არჩევანის გაკეთება მაყურებელს თავად მოუწევს. ფესტივალზე შემდეგ ქართულ ნამუშევრებს ნახავთ: ნიკა მაჩაიძის “ანარეკლი”, შალვა მიქუტიშვილის “ახალი 2009 წელი”, სალომე ალექსი-მესხიშვილის “ბედნიერება”, გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირი”, ქეთი ორჯონიკიძის “თუთიყუში”, ვანო ბურდულის “კონფლიქტის ზონა”, ზაზა რუსაძის “ნაკეცები და ბზარები” ხათუნა გიორგობიანის “პრემიერა”, ზაზა ურუშაძის “სამი სახლი”, ირაკლი ფანიაშვილის “სერგო გოთორანი (სერგო გოთვერანი)”, დათო ჯანელიძის “ჯაყოს ხიზნები”, სანდრო ჯანდიერის Chamberpiece და გოგა ხაჩიძის Loading Content. ქართულ პანორამაში ასევე წარმოდგენილი იქნება სასწავლო პროექტ “ზაფხულის კინოსკოლის” ფილმების კრებული “მშვიდობით იარაღო!”

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი