RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

სულ მალე, კინოთეატრებში...

“საშობაო ზღაპრის” შემდეგ “ამირანში” “ავატარი” გამოვა და კიდევ, ფილმი 3D ეკრანზე

24 საათი 06.01.10

“საშობაო ზღაპრის” შემდეგ “ამირანში” “ავატარი” გამოვა და კიდევ, ფილმი 3D ეკრანზე

წარმოიდგინეთ (ჯერჯერობით მხოლოდ წარმოიდგინეთ), რომ ზიხართ კინოდარბაზში, უყურებთ ფილმს, თქვენ გარშემო კი საოცარი (ვიღაცისთვის კი სრულიად წარმოუდგენელი) სანახაობა იშლება - თვალს არა მხოლოდ ეკრანზე მიმდინარე გამოსახულებას ადევნებთ, არამედ მის სიღრმეში ან სულაც თქვენს ცხვირწინ მოძრავ სცენასაც - ეს 3D გამოსახულებაა, თქვენ კი სწორედ ამ ფორმატის ფილმს უყურებთ. თუ აქამდე 3D ჩვენთვის მხოლოდ ინტერნეტში ამოკითხული ციფრი და ასო იყო, ახლა ის რეალობად იქცა - ხვალიდან კინოთეატრ “ამირანში” სწორედ ასეთი სანახაობის მომსწრეები გავხდებით.

გახსოვთ ფილმი “თმახუჭუჭა სიუ”? იქ ერთი ეპიზოდია, მთავარი გმირები კინოში მიდიან, ფილმს კი უცნაური თეთრჩარჩოიანი სათვალით უყურებენ, პერიოდულად კი ჰაერში ხელებს იქნევენ, უფრო სწორად კი არ იქნევენ, არამედ მათ წინ მოძრავი საგნებისა და პერსონაჟებისთვის ხელის ჩავლებას ცდილობენ. ზუსტად ასეთი რამ ელის “ამირანის” პატარა მაყურებელსაც, რომლისთვისაც პირველი 3D ფილმი კინოთეატრის დიდ დარბაზში 7 იანვარს გავა - რობერტ ზემეკისის ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი”. ფილმი სწორედ იმავე ტექნოლოგიითაა შექმნილი, რომელსაც ზემეკისი “პოლარული ექსპრესისა” და “ბეოვულფის” გადაღებისას იყენებდა. მთავარ გმირს, ბუზღუნა და მუდამ უკმაყოფილო მოხუც სკრუჯს ჯიმ კერი ახმოვანებს.

ფილმის სანახავად საჭირო სათვალეს მაყურებელი ბილეთთან ერთად მიიღებს, თუმცა ვინაიდან სათვალე მრავალჯერადი გამოყენებისაა, სეანსის დასრულების შემდეგ მისი უკან დაბრუნება მოუწევს. მათ, ვისაც უკვე განზრახული აქვს, სათვალე ქურთუკის სახელოში დამალოს და შინ წაიღოს, ვეტყვით, რომ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან გარდა იმისა, რომ ეს საქციელი წვრილმან ხულიგნობაში ჩაგეთვლებათ, სათვალეს მაინც ვერაფერში გამოიყენებთ - მისი მზეზე გაკეთება მიზანშეწონილი არ არის, რადგან თვალებს ვნებს, მისი მეშვეობით ვერც ტელევიზორს უყურებთ და ვერც კომპიუტერულ თამაშებს ითამაშებთ. ერთი სიტყვით, ეს სათვალე კინოდარბაზის მიღმა სრულიად გამოუსადეგარი და ზედმეტი ნივთია.

სწორედ მაშინ, როდესაც პატარებისთვის “საშობაო ზღაპარი” დასრულდება ანუ აღნიშნული ფილმი გაქირავებიდან მოიხსნება, 3D ეკრანზე უკანასკნელი პერიოდის ყველაზე დიდ კინოსენსაციად მიჩნეული, მსოფლიო გაქირავების ერთპიროვნული ლიდერი და არა ერთი კინოჯილდოსთვის “განწირული” “ავატარი” გამოვა. ამ ფილმს ქართველი მაყურებელი 17 დეკემბრიდან მოყოლებული თითქმის ყოველ კვირა ელოდა, ელის ახლაც, თუმცა ამჯერად უფრო იმედიანად, რადგან მისი პროექციისთვის აუცილებელი ეკრანი და აპარატურა უკვე ნამდვილად დამონტაჟებულია.

“ავატარმა” გაქირავებაში გამოსვლიდან თითქმის სამი კვირის განმავლობაში შეძლო მილიარდიანი ნიშნულისთვის გადაბიჯება, რაც აქამდე კინოს ისტორიაში მხოლოდ სამმა ფილმმა მოახერხა: იმავე ჯეიმს კამერონის “ტიტანიკმა”, “კარიბის ზღვის მეკობრეების” მეორე ნაწილმა და “ბეჭდების მბრძანებლის” ბოლო ფილმმა, კამერონი კი ერთადერთი რეჟისორია, რომელმაც ეს ორჯერ შეძლო - აქედან დასკვნა - ჯეიმს კამერონი მაგარი რეჟისორია!

რაც შეეხება “ამირანის” 3D ეკრანის მომლოდინე სხვა ფილმებს, უკვე ცნობილია, რომ ქართველი მაყურებელი ნახავს “სათამაშოების ისტორია 3-ს”, “შრეკის” მეოთხე ნაწილს და ტიმ ბარტონის “ალისას საოცრებათა” ქვეყანაში. ეს ფილმი მსოფლიო გაქირავებაში 5 მარტს გამოდის და იმედია, ჩვენც ამავე დროს ვიხილავთ. ბარტონის “ალისას” მთელი მსოფლიო ისე ელის, როგორც ალბათ ლუის კეროლის ალისა ელოდა, სადამდე მიიყვანდა ტყეში უეცრად გამოჩენილი თეთრი კურდღლის დევნა. ამ ფილმის სკრინშოტებისა და ტრაილერის ნახვა ინტერნეტში შეგიძლიათ და თუ მათ მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს იქნება ბარტონის მორიგი ხელოვნების ნიმუში. ფილმის ყოველი კადრი, პერსონაჟი თუ უმნიშვნელო დეტალი მხატვრულად სრულყოფილი და ორიგინალურია. ფილმში მოქმედება ლუსი კეროლის მიერ აღწერილი ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება: ალისა უკვე დიდი გოგონაა და გათხოვებისთვის ემზადება, თუმცა მას არ უყვარს მშობლების მიერ შერჩეული საქმრო, ამიტომ იძულებულია თავს გაქცევით უშველოს და თეთრი კურდღლის კვალდაკვალ კვლავ საოცრებათა ქვეყანაში აღმოჩნდეს. ტიმ ბარტონმა არჩევანი ამჯერადაც თავის საყვარელ მსახიობებზე შეაჩერა: შეშლილი მექუდეს როლს მისი ექვსი ფილმის მონაწილე ჯონი დეპი ასრულებს, წითელი დედოფლის როლში მეუღლე და მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერია, თეთრ დედოფალს კი ენ ჰეტეუეი ასახიერებს.

ცხადია, “ამირანის” დიდი დარბაზის ახალი ეკრანი მხოლოდ 3D ფორმატის ფილმების პროექცირებისთვის არ იქნება განკუთვნილი - მისი ტექნოლოგია ჩვეულებრივ ფილმებზეცაა გათვლილი. 21 იანვრიდან “ამირანსა” და “რუსთაველში ზაზა კოლელიშვილის “ომი და ქორწილი” გამოვა - ფილმი, რომლის სიუჟეტიც 2008 წლის აგვისტოს ომის პარალელურად ვითარდება. მანამდე კი “რუსთაველში” ასევე ორიოდე კვირის წინ მსოფლიო ეკრანზე გამოსული “სოლომონ კეინის” ნახვის საშუალება მოგვეცემა. ფილმის რეჟისორია მაიკლ ბასეტი, ხოლო სცენარი რობერტ ჰოვარდის მიერ შექმნილი პერსონაჟის ისტორიებს ეფუძნება. მოქმედება მე-16 საუკუნის ინგლისში ვითარდება. მთავარი გმირი, სოლომონ კეინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის, შეთავსებით კი მეკობრეა. ფილმი მისი ბიოგრაფიის ადრეულ წლებზე მოგვითხრობს, როდესაც სოლომონ კეინი პირველად შეხვდება დემონს და მიხვდება, რა არის მისი ცხოვრების რეალური დანიშნულება. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფილმში სოლომონ კეინის ბიოგრაფია მხოლოდ იწყება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში მის არაერთ გაგრძელებასაც ვიხილავთ - შესაძლოა უკვე 3D ფორმატშიც...

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი