RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ქორწილი ომში

ზაზა კოლელიშვილის ფილმი გაქირავებაში გამოდის

24 საათი 19.01.10

ზაზა კოლელიშვილის ფილმი გაქირავებაში გამოდის

2008 წლის საქათველო-რუსეთის ომი, როგორც მოსალოდნელი იყო, არა ერთი მხატვრული ნაწარმოების თემად იქცა, მათ შორისაა სრული თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც. ყველაზე მეტად საქართველო და მსოფლიოც რენი ჰარლინის "ჯორჯიას" ელის, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიგელ ანხელ კოლმენარის "ორი" აჩვენეს, ხოლო 21 იანვარს გაქირავებაში ზაზა კოლელიშვილის "ომი და ქორწილი" გამოდის. ამ ფილმის დახურული ჩვენება ჯერ კიდევ ოქტომბერში შედგა, ახლა კი მისი ნახვა საქართველოს ყველა კინოთეატრში იქნება შესაძლებელი.

"ომი და ქორწილი" ზაზა კოლელიშვილის მეხუთე მხატვრული ფილმია ("გარიგება", "არჩევანი", "ორი ხევსური", "ქუთაისელი ბაბუა") და როგორც თავად ამბობს: "ეს ფილმი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მეექვსე შვილივითაა და თუ მკითხავთ, რაზეა იგი, გიპასუხებთ, რომ არაფერზე და ყველაფერზე. იმაზე, რომ ომი ცუდი და დამღუპველია ნებისმიერი ერისთვის, ქართველი იქნება ის, თუ სხვა. ომს ნებისმიერი ერის ნაგავი ზედაპირზე ამოაქვს, ყველა მანკიერ მხარეს აშიშვლებს, გვაჩვენებს თუ როგორ ხდებიან მოყვარეები მტრები - ეს ფილმიც სწორედ ამაზეა".

საინტერესოა თავად ფილმის შექმნის, მისი გადაღების იდეის დაბადების ისტორიაც: 2008 წლის აგვისტოში ჟურნალ "მედიატორში" ჟურნალისტ ლელა შაშიაშვილის სტატია "ძევერელებმა გაგანია ომში იქორწინეს" გამოქვეყნდა, რომელშიც ავტორი გორის რაიონის სოფელ ძევერში 9 აგვისტოს გამართულ ქორწილს აღწერდა. როგორც ზაზა კოლელიშვილი იხსენებს, სტატიის შინაარსმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ მაშინვე გადაწყვიტა ფილმის გადაღება. სცენარის შექმნის მისია პაატა ბერიკაშვილსა და თენგიზ თხილავას მიანდო (ეს უკანასკნელი ფილმის პროდიუსერიც გახლავთ), რომლებმაც სტატიაში აღწერილ ამბავს სხვა რეალურად არსებული თუ გამოგონილი ამბები მიაბეს და ისტორიაც შეიკრა. აქვე ფილმზე მომუშავე ჯგუფსაც გაგაცნობთ: ოპერატორია მინდია ერაძე, დამდგმელი მხატვარი - მალხაზ კუხაშვილი, დიალოგები კი ნანა ჭავჭანიძესა და ნათია გოგოჭურს ეკუთვნით. რაც შეეხება სამსახიობო შემადგენლობას, ფილმში სულ 92 მსახიობი მონაწილეობს, მთავარ როლებს აკაკი ხიდაშელი, გივი ჩუგუაშვილი, ლადო მექვაბიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, გია მუჯირი, დუტა სხირტლაძე, ვახო კანდელაკი, მეფე-დედოფალს კი როლანდ ოქროპირიძე და ელენე კოლელიშვილი ანსახიერებენ.

ზაზა კოლელიშვილი: "ფილმს 35 დღის განმავლობაში ქართლის სოფლებში ვიღებდით. შეგვეძლო სოფელ ძევერშიც შევსულიყავით, მაგრამ გარდა იმისა, რომ იქ მაცხოვრებელი ოსების გაღიზიანებას მოვერიდე, გადამღები ჯგუფის უსაფრთხოების საკითხიც მაღელვებდა. გადაღებები შეზღუდულ გრაფიკში და რაც მთავარია, მწირი ფინანსებით მიმდინარეობდა. ძალიან დაგვეხმარა კულტურისა და თავდაცვის სამინისტროები, რამდენიმე ბიზნესმენი. მსახიობებს ანაზღაურება დღემდე არ აუღიათ, მათი ჰონორარის გასტუმრებას ფილმის გაქირავებიდან შემოსული თანხით ვაპირებ. არც ერთი მსახიობისგან არ მომითხოვია განსაკუთრებული თამაში - მხოლოდ მათი გულწრფელი განწყობისა და ემოციების ასახვა მსურდა".

რეჟისორი ამბობს, რომ "ომი და ქორწილი" არ არის ბლოკბასტერი და რომ მასში ომზე მეტად ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია. მართალია, ფილმის სიუჟეტი კონფლიქტის ზონაში გამართული ქორწილის ფონზე ვითარდება, მთავარი ხაზი მაინც ორი ადამიანის, ქართველი და ოსი (აკაკი ხიდეშელი და გივი ჩუგუაშვილი) ყოფილი თანაკლასელების ურთიერთობაზე გადის. ფილმში მათი გადარჩენის იმედი არსებობს, მაგრამ კადრების უმრავლესობა მაინც სიკვდილს, ძირითადად, უდანაშაულოთა სიკვდილს ასახავს - ომის ყველაზე დიდი მსხვერპლი ხომ სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობაა. მათ შორის, უმრავლესობა ქართველია, რომლებსაც ოსები, რუსები და კაზაკები საკუთარ მიწა-წყალში ეცილებიან. რუსული მხარე კი მაინც აშკარადაა გამოკვეთილი, რომლის განსახიერებაც სწორედ ის რუსი გენერალია, რომელსაც აკაკი ხიდაშელის გმირი რაულ გაბიევი კლავს.

რაც შეეხება ფილმის სამომავლო გეგმებს, 10 თებერვალს "ომი და ქორწილი" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე გაემგზავრება, ასევე დაგეგმილია მისი წარდგენა ვისბადენის, მიუნხენის, კარლოვი ვარისა და სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.

ია ვეკუა

თამარ კიკნაველიძე

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი