RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

დრა­კო­ნი შე­მო­დის

2012 წე­ლი მო­დის, მაგ­რამ თქვენ ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, პი­რი­ქით, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ ეს ყვე­ლა­ზე ზღაპ­რუ­ლი წე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან, რო­გორც იცით, 2012 დრა­კო­ნის წე­ლია - დრა­კო­ნი კი აღ­მო­სავ­ლურ ჰო­როს­კოპ­ში ერ­თა­დერ­თი ზღაპ­რუ­ლი ცხო­ვე­ლია.

24 საათი 31.12.11

2012 წე­ლი მო­დის, მაგ­რამ თქვენ ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, პი­რი­ქით, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ ეს ყვე­ლა­ზე ზღაპ­რუ­ლი წე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან, რო­გორც იცით, 2012 დრა­კო­ნის წე­ლია - დრა­კო­ნი კი აღ­მო­სავ­ლურ ჰო­როს­კოპ­ში ერ­თა­დერ­თი ზღაპ­რუ­ლი ცხო­ვე­ლია.

თუ ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ აპი­რებთ, გთა­ვა­ზობთ ალ­ტერ­ნე­ტი­ვას - დრა­კო­ნის წელს დრა­კო­ნებ­თან ერ­თად შეხ­ვ­დით. ქვე­მოთ კი მათ შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ რამ­დე­ნი­მე ანი­მა­ცი­ურ და მხატ­ვ­რულ ფილმს შე­გახ­სე­ნებთ.

თუ კი­ნო­სე­ან­სის მოწყო­ბას ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად აპი­რებთ, სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი ანი­მა­ცი­უ­რი "რო­გორ გავ­წ­ვ­რ­თ­ნათ დრა­კო­ნია" - DreamWorks Animation-ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი, 2010 წელს გა­მო­სუ­ლი სა­ოც­რე­ბა, რომ­ლის­თ­ვი­საც კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა ამა­ვე წელს გა­მო­სულ მხო­ლოდ ერთ ფილმს შე­ეძ­ლო და ასეც მოხ­და - რომ არა "სა­თა­მა­შო­ე­ბის ის­ტო­რია 3", ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ჯილ­დოს უთუ­ოდ ეს ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი და­ი­სა­კუთ­რებ­და. "რო­გორ გავ­წ­ვ­რ­თ­ნათ დრა­კო­ნი" ერ­თ­ნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც პა­ტა­რა, ისე მოზ­რ­დი­ლი აუდი­ტო­რის­თ­ვის, რაც ამ ფილ­მ­ში მოთხ­რო­ბი­ლი ის­ტო­რი­ის გარ­და მი­სი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა და ექ­შე­ნიც საკ­მოდ ბევ­რი აქვს. ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი ვი­კინ­გე­ბის სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლე­ბის ირ­გ­ვ­ლივ ვი­თარ­დე­ბა. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას მრა­ვა­ლი წე­ლია სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის, ფორ­მი­სა და ფე­რის მქო­ნე დრა­კო­ნე­ბი ატე­რო­რე­ბენ, ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს პა­რა­ვენ და ზოგ­ჯერ, თუ ძა­ლი­ან გაბ­რაზ­დე­ბი­ან, სახ­ლებ­საც უწ­ვა­ვენ. ერ­თი სიტყ­ვით, ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან. შე­სა­ბა­მის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას უწე­ვენ მა­მა­ცი ვი­კინ­გე­ბიც, თუმ­ცა, მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რა­ფერს აკ­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე სა­შიშ დრა­კო­ნად მიჩ­ნე­ულ ღა­მის ფუ­რი­ას. ის არა­ვის უნა­ხავს, რად­გან მხო­ლოდ ღა­მე დაფ­რი­ნავს და სიბ­ნე­ლე­ში მარ­ტო მი­სი მრის­ხა­ნე თვა­ლე­ბის შემ­ჩ­ნე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, რო­დე­საც ღა­მის ფუ­რი­ას ვი­კინ­გე­ბის ბე­ლა­დის ვა­ჟი უმე­გობ­რ­დე­ბა და ფილ­მის სა­უ­კე­თე­სო სცე­ნე­ბიც სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა - შა­ვი დრა­კო­ნი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იმ­დე­ნად თვი­ნი­ე­რი და საყ­ვა­რე­ლია, ზოგ­ჯერ კა­ტის კნუ­ტი­ვი­თაც იქ­ცე­ვა და, რაც მთა­ვა­რია, სწო­რედ ის გა­და­არ­ჩენს ადა­მი­ა­ნებს, რო­დე­საც ვი­კინ­გე­ბი ყვე­ლა­ზე დიდ დრა­კონ­ზე გა­ი­ლაშ­ქ­რე­ბენ.

ასე­თი­ვე ორ­მა­გი სა­ხე აქვს "შრე­კის" დრა­კონ­საც, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ყვე­ლას სას­ტი­კი მტა­ცე­ბე­ლი ჰგო­ნია, ხა­ხი­დან ცეცხლს აფ­რ­ქ­ვევს და სა­დაც გა­ივ­ლის, ყველ­გან ნან­გ­რე­ვებს ტო­ვებს, მაგ­რამ, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ის ქალ­ბა­ტო­ნია და თა­ნაც ვი­რის მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბის დე­და. მოკ­ლედ "შრე­კის" დრა­კო­ნი ამ­ქ­ვეყ­ნად ალ­ბათ ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი არ­სე­ბაა, მაგ­რამ უფ­რო უც­ნა­უ­რე­ბი მი­სი შვი­ლე­ბი არი­ან - ალ­ბათ გახ­სოვთ, მე­ო­რე "შრეკ­ში" მფრი­ნავ ჩოჩ­რებს რომ გა­ა­ჩენს.

სე­რი­ო­ზუ­ლი ექ­შე­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­გიძ­ლი­ათ "ცეცხ­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბა" (მთა­ვარ რო­ლებ­ში კრის­ტი­ან ბე­ი­ლი და მე­ტიუ მა­კო­ნა­ჰი) ნა­ხოთ - აქ ნამ­დ­ვილ ცეცხ­ლის­მ­ფ­რ­ქ­ვე­ველ და სას­ტიკ დრა­კო­ნებს შეხ­ვ­დე­ბით. ფილ­მ­ში მოქ­მე­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ლონ­დონ­ში იწყე­ბა, სა­დაც მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის გვი­რა­ბის თხრი­სას შემ­თხ­ვე­ვით სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მი­ძი­ნე­ბულ დრა­კონ­საც ამოთხ­რი­ან. მა­ლე დრა­კო­ნე­ბი მთელ დე­და­მი­წა­ზე გა­ბა­ტონ­დე­ბი­ან, რა­საც, ცხა­დია, მათ­თან მებ­რ­ძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნაც მოს­დევს. ნუ შე­გა­ში­ნებთ ფილ­მის არც თუ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხელ­წო­დე­ბა - ის საკ­მა­ოდ სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი და დი­ნა­მი­კუ­რი გახ­ლავთ.

ცხა­დია, დრა­კო­ნე­ბის გა­რე­შე ვერც ფენ­ტე­ზის ჟან­რის ფილ­მე­ბი ივარ­გებს და ასე­ცაა - დრა­კონს ჰა­რი პო­ტე­რის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ფილ­მებ­შიც შეხ­ვ­დე­ბით და "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბელ­შიც". ამ უკა­ნას­კ­ნელ­ში კი მარ­თ­ლაც სა­ში­შე­ბი არი­ან - სას­ტი­კი ნაზ­გუ­ლე­ბი ზოგ­ჯერ სწო­რედ მა­თი დახ­მა­რე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო გან­წყო­ბას ტო­ვებს ანი­მე "სუ­ლე­ბით გა­ტა­ცე­ბულ­თა" თეთ­რი დრა­კო­ნი, რო­მე­ლიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი ჰა­კუა, ტი­ჰი­როს ერ­თ­გუ­ლი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მუ­დამ მის გვერ­დი­თაა.

და ბო­ლოს, თუ აღ­მო­სავ­ლუ­რი ორ­თაბ­რ­ძო­ლე­ბის თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ბრძან­დე­ბით, მა­შინ ბრუს ლის ორი მა­გა­რი ფილ­მის ნახ­ვას გირ­ჩევთ: "დრა­კო­ნის შე­მოს­ვ­ლას" და "დრა­კო­ნის გზას". მარ­თა­ლია, ამ ფილ­მებ­ში ნამ­დ­ვილ დრა­კონს ვერ შეხ­ვ­დე­ბით, მაგ­რამ სა­ნა­ხა­ო­ბით ნამ­დ­ვი­ლად ისი­ა­მოვ­ნებთ, რად­გან ორი­ვე ფილ­მი არა მხო­ლოდ ბრუს ლის, არა­მედ, ორ­თაბ­რ­ძო­ლა­თა ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ფილ­მებს შო­რი­საც კლა­სი­კურ ნა­მუ­შევ­რად მი­იჩ­ნე­ვა - დრა­კო­ნი კი თა­ვად ეს ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ...

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი