RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ქარ­თუ­ლი კი­ნო "ბერ­ლი­ნა­ლე­ზე"

ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტ­რი ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს ბაზ­რო­ბა­ზე   9 თე­ბერ­ვ­ლი­დან იმუ­შა­ვებს

24 საათი 02.02.12

ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტ­რი ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს ბაზ­რო­ბა­ზე   9 თე­ბერ­ვ­ლი­დან იმუ­შა­ვებს

9 თე­ბერ­ვალს ბერ­ლინ­ში წლის პირ­ვე­ლი "ა" კლა­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი აიღებს სტარტს და მსოფ­ლიო კი­ნო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­ჯა­მე­ბას და­იწყებს. "24 სა­ა­თი" უკ­ვე წერ­და "ბერ­ლი­ნა­ლეს" პროგ­რა­მა­ზე, ჟი­უ­რი­სა და სხვა დე­ტა­ლებ­ზე, ამ­ჯე­რად კი ფეს­ტი­ვალ­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­უწყებთ. რო­გორც ბო­ლო წლებ­ში ხდე­ბა, ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი "ბერ­ლი­ნა­ლეს" სა­კონ­კურ­სო თუ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბის პროგ­რა­მა­ში არც ამ­ჯე­რად მოხ­ვ­და, თუმ­ცა მა­ინც არ­სე­ბობს გზა, მსოფ­ლი­ოს სა­კუ­თა­რი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი გა­აც­ნო - ეს ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს ბაზ­რო­ბა (EFM) გახ­ლავთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტ­რი EFM-ს შარ­შა­ნაც სტუმ­რობ­და და წელ­საც ქარ­თულ კი­ნოს ბერ­ლინ­ში სწო­რედ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია წა­რად­გენს. კი­ნო­ცენ­ტ­რი მუ­შა­ო­ბას ფეს­ტი­ვა­ლის გახ­ს­ნის დღი­დან შე­უდ­გე­ბა, გა­იხ­ს­ნე­ბა სტენ­დი, სა­დაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მას­პინ­ძ­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ტა­ტიშ­ვი­ლი, ასე­ვე კი­ნო­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ლო­მე სე­ფაშ­ვი­ლი, და­ვით ვა­შა­ძე და მა­რი­ამ კან­დე­ლა­კი იქ­ნე­ბი­ან. ქარ­თუ­ლი სტენ­დი ბაზ­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში 16 თე­ბერ­ვ­ლამ­დე იმუ­შა­ვებს და ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-ზე მე­ტი ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

2011 წელს, ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურს "გა­ლა­ზე" სცე­ნა­რის ნო­მი­ნა­ცი­ის და­მა­ტე­ბა იმის ერ­თ­გ­ვა­რი ანონ­სი გახ­ლ­დათ, რომ კი­ნო­ცენ­ტ­რი ამ სფე­როს სე­რი­ო­ზულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­და. ასეც მოხ­და - სას­ცე­ნა­რო გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის შექ­მ­ნა 2012 წელს კი­ნო­ცენ­ტ­რის ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამ მიზ­ნით იგეგ­მე­ბა თა­მარ ტა­ტიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რე­ბი სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის უცხო­უ­რი ფონ­დე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან, ასე­ვე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის კი­ნო­ფონ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

ასე­ვე 2011 წლის აქ­ტივ­ში ირიცხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს European Film Promotion-ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, ამი­ტომ EFM-ზე ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის კი­დევ ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პროგ­რა­მა­ში Shooting Stars (ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­და მსა­ხი­ო­ბე­ბი), Variety's ten european directors to watch at the Karlovy Vary Iiternational Fils Festival (სა­გუ­ლის­ხ­მო ახალ­გაზ­რ­და ევ­რო­პე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის ათე­უ­ლი) და ა.შ. ასე­ვე ჩვენს სტენ­დ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის კა­ტა­ლო­გი, ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი, ახა­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის დის­კე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­და­ღე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია (location guide, CD) და სხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კ­რე­ტულ შეხ­ვედ­რებს: 13 თე­ბერ­ვალს ქარ­თულ პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა (Happy Hour) უცხო­ე­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის­თ­ვის, რო­მელ­საც და­ეს­წ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი გერ­მა­ნი­ა­ში გაბ­რი­ე­ლა ფონ ჰაბ­ს­ბურ­გი, ხო­ლო 15 თე­ბერ­ვალს ელ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში ბერ­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­სულ ქარ­თ­ველ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებს უმას­პინ­ძ­ლებს. მსგავ­სი მი­ღე­ბა შარ­შან­დე­ლი "ბერ­ლი­ნა­ლეს" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა­საც გა­ი­მარ­თა და, რო­გორც ჩანს, ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

15 თე­ბერ­ვ­ლის პროგ­რა­მა­ში, აგ­რეთ­ვე, იკითხე­ბა სა­ლო­მე ჯა­შის გვა­რიც, რო­მე­ლიც "ბერ­ლი­ნა­ლეს" ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თულ პრო­ექტ 15 Young by Young-ში 12-წუ­თი­ა­ნი "ცურ­ვით" მო­ნა­წი­ლე­ობს. ეს პრო­ექ­ტი 15 ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი 15 დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, სა­ლო­მე ჯა­შის ნა­მუ­შე­ვა­რი კი, რო­მე­ლიც 2008 წლის ომის შემ­დეგ დევ­ნი­ლე­ბის­თ­ვის აშე­ნე­ბუ­ლი და­სახ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვითხ­რობს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლი­დან 20 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შე­იქ­მ­ნა.

მსგავ­სი კი­ნო­ბაზ­რო­ბე­ბი ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლია ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის წარ­სად­გე­ნად და ამ შანსს ქარ­თ­ვე­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ. თბი­ლი­სის შარ­შან­დელ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის­თ­ვის "ნე­ტა­ვი, იქ თე­ატ­რი არის?!" ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნულ ბაზ­რო­ბა­ზე დას­წ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯილ­დოს სა­ხით მი­ი­ღო. ამ­ჯე­რად რე­ჟი­სო­რი უცხო­ელ პრო­დი­უ­სე­რებს თა­ვის ახალ პრო­ექტს წა­რუდ­გენს. ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მის პრო­ექ­ტის - "ურ­სუს" პრე­ზენ­ტა­ცი­აც. ამ პრო­ექტს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი ოთარ შა­მა­თა­ვა და რე­ჟი­სო­რი ზა­ზა ბუ­ა­ძე გერ­მა­ნელ კოპ­რო­დი­უ­სერ­თან ერ­თად გა­აც­ნო­ბენ. "ურ­სუს" უკ­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს და­ფი­ნან­სე­ბა უკ­რა­ი­ნის კი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან და უკ­რა­ი­ნულ-გერ­მა­ნულ-ქარ­თულ კოპ­რო­დუქ­ცია გახ­ლავთ.

და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი თვის წინ პრო­დი­უ­სერ ნა­თია გუ­ლი­აშ­ვი­ლი­სა და რე­ჟი­სორ ნი­ნო გო­გუ­ას დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრო­ექ­ტი "მა­დო­ნა" რო­ბერტ ბო­შის ფონ­დის 2012 წლის კოპ­რო­დუქ­ცი­ის კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში გა­ვი­და. "მა­დო­ნას" ბე­დი აპ­რილ­ში გა­დაწყ­დე­ბა, სწო­რედ მა­შინ გა­ვი­გებთ, 15 ნო­მი­ნან­ტი­დან რო­მე­ლი კოპ­რო­ექ­ტი გა­ი­მარ­ჯ­ვებს და 70 ათას ევ­რო­ი­ან და­ფი­ნან­სე­ბა­საც მი­ი­ღებს, მა­ნამ­დე კი ახალ­გაზ­რ­და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი სა­კუ­თარ პრო­ექტს EFM-ის სტუმ­რებს გა­აც­ნო­ბენ.

კი­ნო­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის შეხ­ვედ­რა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­შია აუდი­ენ­ცია სა­რა­ე­ვოს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან ფეს­ტი­ვა­ლის სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ჩარ­თ­ვის მიზ­ნით; გა­ი­მარ­თე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლებ­საც ქარ­თუ­ლი მხა­რე ახალ ქარ­თულ ფილ­მებს შეს­თა­ვა­ზებს და სხვა სა­ხის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაც და­ი­გეგ­მე­ბა; კი­ნო­ცენ­ტ­რი ბერ­ლინ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მებ­თან (EAVE, MAIA Workshop-ი) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის პრო­ცესს და სხვა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი