RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

მა­რი­ლი­ვით თეთ­რი თე­ბერ­ვა­ლი

2011 წელს ჩვენს გა­ქი­რა­ვე­ბა­ში კვლა­ვაც თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ქარ­თუ­ლი ფილ­მი გა­მო­ვი­და და მათ შო­რის მხო­ლოდ ერ­თ­მა შეძ­ლო სა­ფეს­ტი­ვა­ლო წარ­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა - ქე­თი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის "მა­რი­ლი­ვით თეთ­რ­მა", რო­მე­ლიც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, რო­გორც იქ­ნა, ჩვენს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­დის.

24 საათი 03.02.12

კად­რი ფილ­მი­დან «ანო­ნი­მუ­სი»
კად­რი ფილ­მი­დან «ანო­ნი­მუ­სი»

2011 წელს ჩვენს გა­ქი­რა­ვე­ბა­ში კვლა­ვაც თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ქარ­თუ­ლი ფილ­მი გა­მო­ვი­და და მათ შო­რის მხო­ლოდ ერ­თ­მა შეძ­ლო სა­ფეს­ტი­ვა­ლო წარ­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა - ქე­თი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის "მა­რი­ლი­ვით თეთ­რ­მა", რო­მე­ლიც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, რო­გორც იქ­ნა, ჩვენს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­დის.

"მა­რი­ლი­ვით თეთ­რის" ნახ­ვა 9 თე­ბერ­ვ­ლი­დან შე­გიძ­ლი­ათ, ქვე­მოთ კი თე­ბერ­ვ­ლის მთელ აფი­შას გა­გაც­ნობთ.

ამ­ჟა­მად ეკ­რა­ნებ­ზე ორი ახა­ლი ფილ­მი გა­დის - 2 თე­ბერ­ვ­ლი­დან "მან­ქა­ნე­ბი 2-ისა" და "ეგ­ზორ­ციზ­მის" (The Devil Inside) ჩვე­ნე­ბა და­იწყო. თუ უფ­რო­სი ასა­კის მა­ყუ­რე­ბე­ლი ბრძან­დე­ბით და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ფილ­მე­ბიც გი­ზი­დავთ, მა­შინ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი სწო­რედ თქვენ­თ­ვის გა­და­უ­ღი­ათ და ჩა­მო­უ­ტა­ნი­ათ კი­დეც. მარ­თა­ლია, ფილმს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი არ აქვს და არც კრი­ტი­კო­სე­ბი იშუ­რე­ბენ მი­სი შემ­ქ­მ­ნე­ლის მი­სა­მარ­თით მწა­რე სიტყ­ვებს, "ეგ­ზორ­ციზ­მი" მა­ინც უნ­და ნა­ხოთ - მძაფ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი ნამ­დ­ვი­ლად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. წლე­ვან­დელ "ოქ­როს გლო­ბუს­ზე" ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი და სტი­ვენ სპილ­ბერ­გის "ტენ­ტე­ნის თავ­გა­და­სა­ვალ­თან" და­მარ­ცხე­ბუ­ლი "მან­ქა­ნე­ბი 2" ("დის­ნი­სა" და "პიქ­სა­რის" პრო­დუქ­ტი) კი სწო­რედ იმ ნა­მუ­შე­ვარ­თა რიცხვს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, რომ­ლის ნახ­ვაც ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა "მა­რი­ლი­ვით თეთრს" - ის მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და პრო­დი­უ­სინ­გ­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი ქე­თი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის სა­დე­ბი­უ­ტო ნა­მუ­შე­ვა­რია. მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რ­ჯერ დაგ­ვი­წე­რია, ამ­ჯე­რად თავს არ შე­გაწყენთ, უბ­რა­ლოდ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფილმს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ფეს­ტი­ვა­ლო ბი­ოგ­რა­ფია აქვს - მი­ღე­ბუ­ლი აქვს კოტ­ბუ­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ორი ჯილ­დო. და, რაც მთა­ვა­რია, ის ქარ­თუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, ქარ­თულ კი­ნოს კი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი და შემ­ფა­სე­ბე­ლი.

"მა­რი­ლი­ვით თეთ­რის" პა­რა­ლე­ლუ­რად ანუ 9 თე­ბერ­ვალს გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ორი სა­ინ­ტე­რე­სო და ჟან­რუ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რაც იგეგ­მე­ბა. პირ­ვე­ლია "ანო­ნი­მუ­სი" - რო­ნალდ ემე­რი­ჰის ბო­ლო ნა­მუ­შე­ვა­რი, თუმ­ცა თუ გგო­ნი­ათ, რომ ეს ფილ­მიც კა­ტას­ტ­რო­ფებ­ზე, ბუ­ნებ­რივ კა­ტაკ­ლიზ­მებ­სა და დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზეა, ცდე­ბით. "ანო­ნი­მუ­სი" არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი - უილი­ამ შექ­ს­პირ­ზე, უფ­რო სწო­რად, მი­სი სა­ი­დუმ­ლოს კვლე­ვა­ზეა. სა­ი­დუმ­ლო კი შექ­ს­პი­რის პი­როვ­ნე­ბის ანო­ნი­მუ­რო­ბა გახ­ლავთ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის­ტო­რი­კო­სებს დღემ­დე არ აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად ვინ იყო უილი­ამ შექ­ს­პი­რი, მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ნამ­დ­ვი­ლი ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ვერ­სია არ­სე­ბობს, ერთ-ერთ მათ­განს კი ემე­რი­ჰი გვთა­ვა­ზობს. "ანო­ნი­მუ­სი" სწო­რედ იმ ფილ­მ­თა კა­ტე­გო­რი­ა­შია, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რე­ბელ­ზე ორ­მაგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს - ან ძა­ლი­ან მოგ­წონს, ან ვერ იგებ, მო­გე­წო­ნა თუ არა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია რო­მალდ ემე­რი­ჰის მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფილ­მი, რო­მე­ლიც კოს­ტუ­მე­ბის­თ­ვის "ოს­კარ­ზეა" ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი.

9 თე­ბერ­ვალს გა­მო­სას­ვ­ლე­ლი ფილ­მე­ბის რიგ­ში მე­სა­მე "სხვა სამ­ყა­რო: გა­მოღ­ვი­ძე­ბაა". თუ ვამ­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ფილ­მე­ბი გი­ზი­დავთ, მაგ­რამ "ბინ­დის" სე­რი­ე­ბის ნახ­ვას შუ­ა­ღა­მეს ნამ­დ­ვილ ვამ­პირ­თან შეხ­ვედ­რა გირ­ჩევ­ნი­ათ, მა­შინ "სხვა სამ­ყა­როს" ფრენ­ჩა­ი­ზი აუცი­ლებ­ლად გეყ­ვა­რე­ბათ, მის ბო­ლო ნა­წილს კი სა­უ­კე­თე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი აქვს - ფილმს ის კრი­ტი­კო­სე­ბიც აქე­ბენ, ვინც არას­დ­როს არა­ფერს აქებს. ფილ­მის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი კვლა­ვაც ქე­ით ბე­კინ­სე­ი­ლის გმი­რი სე­ლი­ნია, რო­მე­ლიც 12-წლი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩენს, რომ შვი­ლი, ლი­კა­ნი­სა და ვამ­პი­რის ჰიბ­რი­დი გო­გო­ნა ჰყავს. ბავ­შ­ვი სპე­ცი­ა­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იზ­რ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც გაქ­ცე­ვას ახერ­ხებს, მი­სი პოვ­ნის სურ­ვილს კი დე­და გა­მოთ­ქ­ვამს. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა - პა­რა­ლე­ლუ­რად კი­დევ ბევ­რი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზი ვი­თარ­დე­ბა, რა­საც თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა ახ­ლავს.

თე­ბერ­ვ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იხი­ლავთ ჯუ­ლი ენ რო­ბინ­სო­ნის რო­მან­ტი­კულ კო­მე­დი­ას "ფულ­ზე გა­გი­ჟე­ბუ­ლი" (One for the Money), რომ­ლის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბა­ში გარ­კ­ვე­ვა ერ­თი ფრა­ზი­თაც შე­იძ­ლე­ბა - მთა­ვარ როლს კეტ­რინ ჰე­იგ­ლი თა­მა­შობს, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი კი ქა­ლია. მოკ­ლედ, ნა­ხეთ ფულ­ზე გა­და­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­ბა­ვი, თუ მსგავ­სი ჟან­რის მოყ­ვა­რუ­ლი ბრძან­დე­ბით.

გემ­რი­ელ ლუკ­მად ასე­ვე თე­ბერ­ვ­ლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის აფი­შა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­მი "ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტი "მკა­ლა­ვი, თერ­ძი, ჯა­რის­კა­ცი, ჯა­შუ­ში" შე­მო­ვი­ტო­ვეთ. კარ­გი კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის ამ ფილ­მის გა­მოს­ვ­ლა ნამ­დ­ვი­ლად სა­ჩუ­ქა­რია, რომ­ლის ნახ­ვაც, სულ მცი­რე, სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბ­ლის გა­მო მა­ინც ღირს: ამ რო­ლის­თ­ვის "ოს­კარ­სა" და "ბაფ­ტა­ზე" ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი გა­რი ოლ­დ­მე­ნი, დი­დე­ბუ­ლი ჯონ ჰარ­ტი, მარკ სტრონ­გი, კო­ლინ ფირ­ტი, ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბატ­ჩი და სხვე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი­სა, გა­რი ოლ­დ­მა­ნი ფილ­მ­ში მარ­თ­ლაც სა­უ­კე­თე­სოა, თა­ვი­სი ჩუ­მი, მუ­დამ დამ­კ­ვირ­ვებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ში მყო­ფი პერ­სო­ნა­ჟი მსა­ხი­ობს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ჰყავს შექ­მ­ნი­ლი და იმე­დია, ამ ნა­მუ­შევ­რის­თ­ვის აუცი­ლებ­ლად და­ფას­დე­ბა. "მკა­ლა­ვი, თერ­ძი, ჯა­რის­კა­ცი, ჯა­შუ­შის" სა­ნა­ხა­ვად მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი თა­ვად ფილ­მი გახ­ლავთ - ახალ­გაზ­რ­და ტო­მას ალ­ფ­რედ­სო­ნის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­სუ­რით აწყო­ბი­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა, რო­მე­ლიც, ამავ­დ­რო­უ­ლად, ჯა­შუ­შუ­რი კი­ნოს ტრა­დი­ცი­ე­ბის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლიც გახ­ლავთ.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი